სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სცენაზე უკეთესი ვარ, ვიდრე ბიზნესლედის ამპლუაში, თუმცა ბიზნესი ჩემი ძლიერი მხარეა" - რას საქმიანობს ლიზა ყენია და როგორ უვლის თავს?
"სცენაზე უკეთესი ვარ, ვიდრე ბიზნესლედის ამპლუაში, თუმცა ბიზნესი ჩემი ძლიერი მხარეა" - რას საქმიანობს ლიზა ყენია და როგორ უვლის თავს?

სა­ხე­ლი, გვა­რი: ლიზა ყე­ნია. ასა­კი: 23 წლის.გა­ნათ­ლე­ბა: და­ამ­თავ­რა ტუ­რიზ­მი­სა და ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტე­ტი.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა: სიმ­ღე­რა. ასე­ვე, უძღვე­ბა ორ ბიზ­ნესს - ტან­საც­მლის სა­კუ­თარ ბრენ­დს და კოს­მე­ტი­კი­სა და სა­ხის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ას. ჰობი: ხატ­ვა. ცხოვ­რე­ბის დე­ვი­ზი: "არა­სო­დეს თქვა "არა­სო­დეს" და "არა­ფე­რია შე­უძ­ლე­ბე­ლი".

- ლიზა, რო­გორ ფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში ხა­სი­ა­თის რო­მე­ლი თვი­სე­ბე­ბი და­გეხ­მა­რა?

- ალ­ბათ - ის თვი­სე­ბა, რომ არა­სო­დეს სხვი­სი არ შემ­შუ­რე­ბია და ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. იმავდრო­უ­ლად, ისე­თი თვი­სე­ბე­ბიც მქო­ნია, რო­მელ­თა და­მუ­შა­ვე­ბას და აღ­მო­ფხვრა­საც დღეს ვცდი­ლობ, რომ უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიო. მი­მაჩ­ნია, რომ ეს თვი­სე­ბა - როცა სხვი­სი არ გშურს, არ ბრა­ზობ - ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რე­ბა. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, საქ­მე­ში სა­კუ­თარ თავს ბო­ლომ­დე "ვდებ"... მოკ­ლედ, მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი იყო და არა­სო­დეს არა­ვი­სი შეგშურ­დეს.

- სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გვი­თხა­რი, ქალს ფორ­მა­ში ყოფ­ნის­თვის დიდი ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი სჭირ­დე­ბა?

- მარ­თლა დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ გო­გომ თავს კარ­გად მო­უ­ა­რო, ლა­მა­ზი იყო, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში გქონ­დეს... სა­ბედ­ნი­ე­როდ, პი­რა­დად მე, თავს მი­ნი­მა­ლუ­რად ვუვ­ლი. კი, ფრჩხილს ყო­ველ­თვის "ვი­კე­თებ" და თმას ვი­ვარ­ცხნი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ მხრივ გა­მი­მარ­თლა: არის სა­ლო­ნე­ბი, რომ­ლებ­საც რეკ­ლა­მას ვუ­კე­თებ და შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, ფრჩხი­ლი უფა­სოდ "გა­ვი­კე­თო", მაგ­რამ არის რა­ღა­ცე­ბი, რა­შიც უკვე თან­ხის გა­დახ­და მი­წევს. მარ­ტი­ვი ამ­ბა­ვი არ არის. ამი­ტომ მა­მა­კა­ცებს მო­ვუ­წო­დებ - ქა­ლე­ბის­გან ბევ­რს ნუ მო­ი­თხო­ვენ, რად­გან ისე­დაც ყვე­ლა ძა­ლი­ან "იწე­წე­ბა" (იცი­ნის).

- რო­გორ ფიქ­რობ, ხალ­ხს შენ შე­სა­ხებ რო­გო­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვს და რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი ხარ?

- არ არ­სე­ბობს, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ სა­კითხს "ხაზი არ გა­ვუს­ვა" ან ვინც პირ­ვე­ლად შემ­ხვდე­ბა, არ მი­თხრას, რომ შო­რი­დან რა­დი­კა­ლუ­რად სხვა­ნა­ი­რი ანუ ცივი ვჩან­ვარ. უთ­ქვამთ კი­დეც - სა­ნამ გა­გიც­ნობ­დი, "სწერ­ვა" მე­გო­ნეო (იცი­ნის). ასეთ შთა­ბეჭ­დი­ლებს ვტო­ვებ. ზოგს ქედ­მა­ღა­ლი, ამ­პარ­ტა­ვა­ნი ვგო­ნი­ვარ და ა.შ. მგო­ნი, ეს რა­ტომ ხდე­ბა, იცი? გა­რეთ ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით დავ­დი­ვარ, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­შიც თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. უბ­რა­ლოდ, ასე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს, მაგ­რამ მერე, ჩემ­თან კონ­ტაქ­ტში რომ შე­მოხ­ვალ, შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ვერც წარ­მო­იდ­გი­ნო, რომ აქამ­დე არც მიც­ნობ­დი ან ისე­თი ვი­ყა­ვი, რო­გო­რიც გე­გო­ნე (იცი­ნის). რა­დი­კა­ლუ­რად სხვა­ნა­ი­რი ტი­პის ადა­მი­ა­ნი ვარ: კონ­ტაქ­ტუ­რი, "იუ­მო­რის­ტუ­ლი" - სულ ვხუმ­რობ. ვცდი­ლობ, ხა­ლი­სი­ა­ნი ვიყო, შო­რი­დან კი ყვე­ლას პი­რი­ქით ჰგო­ნია...

- რო­გორ ფიქ­რობ, მომ­ღე­რა­ლი უკე­თე­სი ხარ თუ ბიზ­ნეს­ლე­დი?

- ვფიქ­რობ, სცე­ნა­ზე უკე­თე­სი ვარ, ვიდ­რე ბიზ­ნეს­ლე­დის ამ­პლუ­ა­ში, მაგ­რამ ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ის უნარ-ჩვე­ვე­ბი მაქვს, რაც ბიზ­ნესს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ბიზ­ნე­სი ჩემი ერთ-ერთი ძლი­ე­რი მხა­რეა, მაგ­რამ სცე­ნა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვარ, თავს კარ­გად ვგრძნობ. არ მი­მაჩ­ნია, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ კარ­გი მომ­ღე­რა­ლი ვარ, - უბ­რა­ლოდ, არ­ტის­ტი ვარ, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რია, როცა სცე­ნა­ზეა (სიმ­ღე­რით ვიქ­ნე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი თუ მხო­ლოდ ცეკ­ვით ან თე­ატ­რში თუ კი­ნო­ში კონ­კრე­ტუ­ლი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს), მაგ­რამ დე­და­ჩე­მი რომ მე­უბ­ნე­ბო­და - უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­ინც მიდი ხოლ­მე, რად­გან არ იცი, სად გა­მო­გად­გე­ბაო, მივ­ხვდი, რომ მარ­თლაც ასეა (იღი­მის)...

- ოდეს­მე სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა შე­გქმნია?

- კი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უფრო მე­ტად ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ვერ და­მი­ნა­ხავს და რე­ა­ლუ­რად, მეტი შემ­ძლე­ბია. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა არა­სო­დეს მქო­ნია, პი­რი­ქით... როცა ვშრო­მობ და შე­დეგს "ვდებ", მერე ვხვდე­ბი ჩემს რე­ა­ლურ რე­სურსს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს... შე­სა­ბა­მი­სად, ჩემს რე­სურსთან და­კავ­ში­რე­ბით ახლა უფრო სწო­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი მაქვს, ვიდ­რე წი­ნათ მქონ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Cacuna
0

Super gogò xar.

დათო
14

ვინ არის ეს გოგონა? რამე ისეთი შექმნა რომ არ ვიცი? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"სცენაზე უკეთესი ვარ, ვიდრე ბიზნესლედის ამპლუაში, თუმცა ბიზნესი ჩემი ძლიერი მხარეა" - რას საქმიანობს ლიზა ყენია და როგორ უვლის თავს?

"სცენაზე უკეთესი ვარ, ვიდრე ბიზნესლედის ამპლუაში, თუმცა ბიზნესი ჩემი ძლიერი მხარეა" - რას საქმიანობს ლიზა ყენია და როგორ უვლის თავს?

სახელი, გვარი: ლიზა ყენია. ასაკი: 23 წლის.განათლება: დაამთავრა ტურიზმისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: სიმღერა. ასევე, უძღვება ორ ბიზნესს - ტანსაცმლის საკუთარ ბრენდს და კოსმეტიკისა და სახის მოვლის საშუალებების ერთ-ერთ კომპანიას. ჰობი: ხატვა. ცხოვრების დევიზი: "არასოდეს თქვა "არასოდეს" და "არაფერია შეუძლებელი".

- ლიზა, როგორ ფიქრობ, წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისებები დაგეხმარა?

- ალბათ - ის თვისება, რომ არასოდეს სხვისი არ შემშურებია და ყოველთვის ძალიან მშრომელი ადამიანი ვიყავი. იმავდროულად, ისეთი თვისებებიც მქონია, რომელთა დამუშავებას და აღმოფხვრასაც დღეს ვცდილობ, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. მიმაჩნია, რომ ეს თვისება - როცა სხვისი არ გშურს, არ ბრაზობ - ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება. შრომისმოყვარეობას რაც შეეხება, საქმეში საკუთარ თავს ბოლომდე "ვდებ"... მოკლედ, მთავარია, ძალიან მშრომელი იყო და არასოდეს არავისი შეგშურდეს.

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, ქალს ფორმაში ყოფნისთვის დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?

- მართლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ გოგომ თავს კარგად მოუარო, ლამაზი იყო, ყველაფერი წესრიგში გქონდეს... საბედნიეროდ, პირადად მე, თავს მინიმალურად ვუვლი. კი, ფრჩხილს ყოველთვის "ვიკეთებ" და თმას ვივარცხნი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ გამიმართლა: არის სალონები, რომლებსაც რეკლამას ვუკეთებ და შეიძლება, მაგალითად, ფრჩხილი უფასოდ "გავიკეთო", მაგრამ არის რაღაცები, რაშიც უკვე თანხის გადახდა მიწევს. მარტივი ამბავი არ არის. ამიტომ მამაკაცებს მოვუწოდებ - ქალებისგან ბევრს ნუ მოითხოვენ, რადგან ისედაც ყველა ძალიან "იწეწება" (იცინის).

- როგორ ფიქრობ, ხალხს შენ შესახებ როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად როგორი ხარ?

- არ არსებობს, რომ დღის განმავლობაში ამ საკითხს "ხაზი არ გავუსვა" ან ვინც პირველად შემხვდება, არ მითხრას, რომ შორიდან რადიკალურად სხვანაირი ანუ ცივი ვჩანვარ. უთქვამთ კიდეც - სანამ გაგიცნობდი, "სწერვა" მეგონეო (იცინის). ასეთ შთაბეჭდილებს ვტოვებ. ზოგს ქედმაღალი, ამპარტავანი ვგონივარ და ა.შ. მგონი, ეს რატომ ხდება, იცი? გარეთ ყოველთვის ძალიან სერიოზული სახით დავდივარ, უცხო ადამიანების გარემოცვაშიც თავშეკავებული ვარ. უბრალოდ, ასეთი ხასიათი მაქვს, მაგრამ მერე, ჩემთან კონტაქტში რომ შემოხვალ, შეიძლება საერთოდ ვერც წარმოიდგინო, რომ აქამდე არც მიცნობდი ან ისეთი ვიყავი, როგორიც გეგონე (იცინის). რადიკალურად სხვანაირი ტიპის ადამიანი ვარ: კონტაქტური, "იუმორისტული" - სულ ვხუმრობ. ვცდილობ, ხალისიანი ვიყო, შორიდან კი ყველას პირიქით ჰგონია...

- როგორ ფიქრობ, მომღერალი უკეთესი ხარ თუ ბიზნესლედი?

- ვფიქრობ, სცენაზე უკეთესი ვარ, ვიდრე ბიზნესლედის ამპლუაში, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ის უნარ-ჩვევები მაქვს, რაც ბიზნესს ძალიან სჭირდება. შეიძლება ბიზნესი ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, მაგრამ სცენაზე ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ. არ მიმაჩნია, რომ მხოლოდ და მხოლოდ კარგი მომღერალი ვარ, - უბრალოდ, არტისტი ვარ, რომელიც ბედნიერია, როცა სცენაზეა (სიმღერით ვიქნები დაკავებული თუ მხოლოდ ცეკვით ან თეატრში თუ კინოში კონკრეტული როლის შესრულებით, მნიშვნელობა არა აქვს), მაგრამ დედაჩემი რომ მეუბნებოდა - უნივერსიტეტში მაინც მიდი ხოლმე, რადგან არ იცი, სად გამოგადგებაო, მივხვდი, რომ მართლაც ასეა (იღიმის)...

- ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?

- კი. შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად ჩემი შესაძლებლობები ვერ დამინახავს და რეალურად, მეტი შემძლებია. გადაჭარბებული წარმოდგენა არასოდეს მქონია, პირიქით... როცა ვშრომობ და შედეგს "ვდებ", მერე ვხვდები ჩემს რეალურ რესურსს, შესაძლებლობებს... შესაბამისად, ჩემს რესურსთან დაკავშირებით ახლა უფრო სწორი წარმოდგენები მაქვს, ვიდრე წინათ მქონდა...წაიკითხეთ სრულად