კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსული "ისკანდერები”, ყარაბაღის ომის დროს, არ ფეთქდებოდა" - რა გამოხმაურება მოჰყვა ფაშინიანის ამ განცხადებას და რა ხდება სომხეთში?
"რუსული "ისკანდერები”, ყარაბაღის ომის დროს, არ ფეთქდებოდა" - რა გამოხმაურება მოჰყვა ფაშინიანის ამ განცხადებას და რა ხდება სომხეთში?

სომ­ხეთ­ში ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა ისევ გა­აქ­ტი­ურ­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, ყა­რა­ბა­ღის ომის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი სუ­რა­თი შე­იქ­მნა - სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი გა­ი­ზარ­და, პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი გრძნო­ბენ საფრ­თხეს და ცდი­ლო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლა კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რონ...

23 თე­ბერ­ვალს "მოძ­რა­ო­ბა სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად” წევ­რებ­მა (მას­ში ათზე მეტ ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი), მთავ­რო­ბის იმ შე­ნო­ბის ბლო­კი­რე­ბა სცა­დეს, სა­ი­და­ნაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი უნდა შე­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ამ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ალ­ყა­ში მო­აქ­ცია და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შე­ნო­ბა­ში უსაფრ­თხოდ შე­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა, იქი­დან გა­მოს­ვლა "ნი­კოლ, მო­ღა­ლა­ტე!" შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე მო­უ­წია.

ოპო­ზი­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს ყა­რა­ბა­ღის 2020 წლის ომში და­მარ­ცხე­ბის მთა­ვარ დამ­ნა­შა­ვედ მი­იჩ­ნევს. ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­მო­სა­ვალს ვერც ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში ხე­და­ვენ, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მა­ინც გა­ა­ყალ­ბებს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოპო­ზი­ცი­ამ ფა­ში­ა­ნი სომ­ხურ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მათი მო­საზ­რე­ბით, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა "ის­კან­დერებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით, არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი იყო. ამის შე­სა­ხებ, ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი, ვაზ­გენ მა­ნუ­კი­ა­ნი აცხა­დებს. სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მათ მო­უ­წო­დებს, შე­ა­მოწ­მონ რუ­სე­თის­გან შეს­ყი­დუ­ლი სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, რომ ფა­ში­ნი­ა­ნის სი­ტყვებ­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თებს.

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, ლა­პა­რა­კია ფა­ში­ნი­ა­ნის მიერ 23 თე­ბერ­ვალს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე. სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სუ­ლი "ის­კან­დერე­ბი”, ყა­რა­ბა­ღის ომის დროს, არ ფეთ­ქდე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ, მათი 10% თუ აფეთ­ქდა". ცნო­ბის­თვის, რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი "ის­კან­დე­რი” სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2007 წლი­დან ირი­ცხე­ბა, თუმ­ცა, ისი­ნი პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მო­ი­ყე­ნეს.

მის გან­ცხა­დე­ბას, ოპო­ზი­ცი­ის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად მე­დი­ა­ში, პრო­რუ­სი ექ­სპერ­ტე­ბის კრი­ტი­კის ნი­აღ­ვა­რი მოჰ­ყვა. მათი თქმით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა "რუ­სუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის, კონ­კერ­ტუ­ლად კი "ის­კან­დე­რის” მოძ­ვე­ლე­ბუ­ლად" შე­ფა­სე­ბა­ში, სხვა არა­ფე­რია, თუ არა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი.

ფა­ში­ა­ნინ­მა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სერჟ სარ­გსი­ა­ნის სა­პა­სუ­ხოდ გა­ა­კე­თა, რომ­ლის თქმი­თაც, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის თუნ­დაც მე­ო­თხე-მე­ხუ­თე დღეს, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯან­მა მათ წი­ნა­აღ­მდეგ არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძალა გა­მო­ი­ყე­ნა, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში "ის­კან­დერე­ბი" უნდა ჩა­ერ­თოთ.

რუ­სე­თის დუ­მის წევ­რის, ვიქ­ტორ ზა­ვარ­ზი­ნის მო­საზ­რე­ბით, "რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ომში წა­გე­ბის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობს, თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ყვე­ლა­ფერს ებღა­უ­ჭე­ბა, ადა­ნა­შა­უ­ლებს ხალ­ხს, სამ­ხედ­რო­ებს, შე­ი­ა­რა­ღე­ბას, სი­ნამ­დვი­ლე­ში, "ის­კან­დერე­ბი" ძალ­ზე მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის ია­რა­ღია და არა­ერ­თხელ არის გა­მოც­დი­ლი".

სომ­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ცნო­ბით, ფა­ში­ნი­ა­ნი რუ­სულ შე­ი­ა­რა­ღე­ბას იმი­ტომ აკ­რი­ტი­კებს, რომ ის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არის შე­ძე­ნი­ლი. სხვე­ბის მო­საზ­რე­ბით, რუ­სე­თი სომ­ხეთ­ში პო­ზი­ცი­ებს არ თმობს, ოპო­ზი­ცია კი მის მი­თი­თე­ბებს ას­რუ­ლებს, რაც სომ­ხეთს ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის ფა­სად უჯ­დე­ბა.

"ფა­ში­ნი­ა­ნი პრო­და­სავ­ლუ­რი ლი­დე­რი­აო, გვიმ­ტკი­ცებ­დნენ, ოღონდ სად ჩანს ეს, რო­მელ ნა­ბი­ჯებ­ში, მისი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი აცხა­დებს, - გი­უმ­რი­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი 102-ე სამ­ხედ­რო ბა­ზის გა­ფარ­თო­ე­ბით, გაზ­რდით ვართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიო. ეს ირი­ბად, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბის მო­თხოვ­ნას ნიშ­ნავს, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ქვე­ყა­ნას არ აქვს, მაგ­რამ გა­ფარ­თო­ე­ბა­ში მეტი ად­გი­ლობ­რი­ვის და­საქ­მე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბა, რაც სჭირ­დე­ბა, უნდა, რომ ხალ­ხი სამ­სა­ხუ­რით კმა­ყო­ფი­ლი იყოს და ამის­თვის დათ­მო­ბა­ზე მი­დის.

კი­დევ - გი­უმ­რის ბა­ზის გა­ფარ­თო­ე­ბა, ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი სომ­ხეთ­ში გავ­ლე­ნებს აძ­ლი­ე­რებს. და­სავ­ლე­თის­კენ კი არ მივ­დი­ვართ, ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში ვრჩე­ბით, რუ­სეთ­თან უფრო მე­ტად მიბ­მუ­ლი, რად­გან ბა­ზის პო­ტენ­ცი­ა­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბა პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­შიც. ასე ჰქვია, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ვი­თა­რი თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არ იქ­ნე­ბა, გან­კარ­გუ­ლე­ბებს რუ­სე­თი იძ­ლე­ვა. უკვე მე­რამ­დე­ნედ ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვართ”, - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­ბერტ აბ­რა­მი­ა­ნი.

"თუ ფა­ში­ნი­ანს მე­ო­რე სუთ­ქვა არ გა­ეხ­სნა, და­სავ­ლე­თი, ევ­რო­კავ­ში­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გა­აქ­ტი­ურ­და, სომ­ხე­თი დიდი ხნით და მჭიდ­როდ მი­ე­ჯაჭ­ვე­ბა რუ­სეთს. ეს კი, არც მათ­თვის იქ­ნე­ბა სა­ხარ­ბი­ე­ლო და არც ჩვენ­თვის. ფა­ში­ნი­ა­ნის მოს­ვლით, იმე­დი გაჩ­ნდა, რომ კა­ნო­ნის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, რე­ფორ­მე­ბის, ბიზ­ნე­სის მარ­თვის, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის კუ­თხით ცვლი­ლე­ბე­ბი და­ი­წყე­ბო­და. ასე არ მოხ­და. ახლა იმე­დის მოშ­თო­ბას აპი­რე­ბენ ოპო­ზი­ცი­ის ხე­ლით. რად­გან ისი­ნი კო­რუფ­ცი­ა­ში არი­ან ჩაფ­ლუ­ლი. გავ­ლე­ნე­ბის დათ­მო­ბა არ სურთ”- ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი სუ­ზენ მი­კირ­ტი­ჩი­ა­ნი.

"რუ­სე­თი თუ არ დაგ­ვეხ­მა­რა, რად­გან მი­ზე­ზი ჰქონ­და და ამი­ტო­მაც წა­ვა­გეთ ომი. ამ­დე­ნი წელი გვეხ­მა­რე­ბო­და, სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ქმნი­და, ჩვე­ნი ხალ­ხი რუ­სეთ­შია და­საქ­მე­ბუ­ლი, იქი­დან ოჯა­ხებს არ­ჩე­ნენ და ერთ დღე­საც, ფა­ში­ა­ნინ­მა ამ ყვე­ლაფ­რის გა­წყვე­ტა მო­ი­სურ­ვა. ხალ­ხი არ დათ­მობს, და­სავ­ლეთს არ სჭირ­დე­ბა სომ­ხე­თი და ვი­საც ვჭირ­დე­ბით, მას­თან ვი­ყოთ მე­გობ­რუ­ლად...” - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ლე­ი­ლა ბაღ­და­სა­რი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
57

სროლა თუ იცოდით?! ან ისკანდერს ვის ესროდით, ეგ ხომ ბალისტიკური რაკეტაა, შორი სროლის დანიშნულებით.

საქართველო
58

გიწიათ აფხაზეთის ცოდვებმა??

ავტორი:

"რუსული "ისკანდერები”, ყარაბაღის ომის დროს, არ ფეთქდებოდა" - რა გამოხმაურება მოჰყვა ფაშინიანის ამ განცხადებას და რა ხდება სომხეთში?

"რუსული "ისკანდერები”, ყარაბაღის ომის დროს, არ ფეთქდებოდა" - რა გამოხმაურება მოჰყვა ფაშინიანის ამ განცხადებას და რა ხდება სომხეთში?

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა ისევ გააქტიურდა. როგორც ადგილობრივების ნაწილი ამბობს, ყარაბაღის ომის შემდეგ ქვეყანაში ასეთი სურათი შეიქმნა - საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები გაიზარდა, პრორუსული ძალები გრძნობენ საფრთხეს და ცდილობენ, ხელისუფლებაზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერონ...

23 თებერვალს "მოძრაობა სამშობლოს დასაცავად” წევრებმა (მასში ათზე მეტ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული), მთავრობის იმ შენობის ბლოკირება სცადეს, საიდანაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უნდა შესულიყო, თუმცა, პოლიციამ მომიტინგეები ალყაში მოაქცია და პრემიერ-მინისტრი შენობაში უსაფრთხოდ შეიყვანა, თუმცა, იქიდან გამოსვლა "ნიკოლ, მოღალატე!" შეძახილების ფონზე მოუწია.

ოპოზიციური მოძრაობა პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის 2020 წლის ომში დამარცხების მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს. ოპოზიციაში გამოსავალს ვერც ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში ხედავენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება არჩევნებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით მაინც გააყალბებს.

მოგვიანებით, ოპოზიციამ ფაშიანი სომხურ-რუსული ურთიერთობების გაწყვეტაში დაადანაშაულა. მათი მოსაზრებით, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება "ისკანდერებთან" დაკავშირებით, არაეფექტიანი იყო. ამის შესახებ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ვაზგენ მანუკიანი აცხადებს. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი მათ მოუწოდებს, შეამოწმონ რუსეთისგან შესყიდული სარაკეტო კომპლექსი. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ფაშინიანის სიტყვებზე კომენტარს არ გააკეთებს.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ლაპარაკია ფაშინიანის მიერ 23 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული "ისკანდერები”, ყარაბაღის ომის დროს, არ ფეთქდებოდა და საბოლოოდ, მათი 10% თუ აფეთქდა". ცნობისთვის, რუსული წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერი” სომხეთის შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება, თუმცა, ისინი პირველად გასული წლის შემოდგომაზე გამოიყენეს.

მის განცხადებას, ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მედიაში, პრორუსი ექსპერტების კრიტიკის ნიაღვარი მოჰყვა. მათი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება "რუსული შეიარაღების, კონკერტულად კი "ისკანდერის” მოძველებულად" შეფასებაში, სხვა არაფერია, თუ არა არაპროფესიონალიზმი.

ფაშიანინმა ასეთი განცხადება ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თქმითაც, ყარაბაღის კონფლიქტის თუნდაც მეოთხე-მეხუთე დღეს, როდესაც აზერბაიჯანმა მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, საბრძოლო მოქმედებებში "ისკანდერები" უნდა ჩაერთოთ.

რუსეთის დუმის წევრის, ვიქტორ ზავარზინის მოსაზრებით, "როდესაც ადამიანი ომში წაგების გამართლებას ცდილობს, თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ყველაფერს ებღაუჭება, ადანაშაულებს ხალხს, სამხედროებს, შეიარაღებას, სინამდვილეში, "ისკანდერები" ძალზე მაღალი სიზუსტის იარაღია და არაერთხელ არის გამოცდილი".

სომხური საზოგადოების ნაწილის ცნობით, ფაშინიანი რუსულ შეიარაღებას იმიტომ აკრიტიკებს, რომ ის წინა ხელისუფლების დროს არის შეძენილი. სხვების მოსაზრებით, რუსეთი სომხეთში პოზიციებს არ თმობს, ოპოზიცია კი მის მითითებებს ასრულებს, რაც სომხეთს ვითარების გამწვავების ფასად უჯდება.

"ფაშინიანი პროდასავლური ლიდერიაო, გვიმტკიცებდნენ, ოღონდ სად ჩანს ეს, რომელ ნაბიჯებში, მისი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, - გიუმრიში განთავსებული რუსული 102-ე სამხედრო ბაზის გაფართოებით, გაზრდით ვართ დაინტერესებულიო. ეს ირიბად, ინფრასტრუქტურის განახლების მოთხოვნას ნიშნავს, რისი შესაძლებლობაც ქვეყანას არ აქვს, მაგრამ გაფართოებაში მეტი ადგილობრივის დასაქმება იგულისხმება, რაც სჭირდება, უნდა, რომ ხალხი სამსახურით კმაყოფილი იყოს და ამისთვის დათმობაზე მიდის.

კიდევ - გიუმრის ბაზის გაფართოება, ნიშნავს, რომ რუსეთი სომხეთში გავლენებს აძლიერებს. დასავლეთისკენ კი არ მივდივართ, ევრაზიულ კავშირში ვრჩებით, რუსეთთან უფრო მეტად მიბმული, რადგან ბაზის პოტენციალი გაძლიერება პირდაპირ აისახება კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში, ერთობლივი ძალების გაძლიერებაშიც. ასე ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში, არავითარი თანასწორუფლებიანი ურთიერთობა არ იქნება, განკარგულებებს რუსეთი იძლევა. უკვე მერამდენედ ბეწვის ხიდზე გავდივართ”, - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ადგილობრივი, რობერტ აბრამიანი.

"თუ ფაშინიანს მეორე სუთქვა არ გაეხსნა, დასავლეთი, ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება არ გააქტიურდა, სომხეთი დიდი ხნით და მჭიდროდ მიეჯაჭვება რუსეთს. ეს კი, არც მათთვის იქნება სახარბიელო და არც ჩვენთვის. ფაშინიანის მოსვლით, იმედი გაჩნდა, რომ კანონის, ადამიანის უფლებების, რეფორმების, ბიზნესის მართვის, პოლიტიკური პროცესების კუთხით ცვლილებები დაიწყებოდა. ასე არ მოხდა. ახლა იმედის მოშთობას აპირებენ ოპოზიციის ხელით. რადგან ისინი კორუფციაში არიან ჩაფლული. გავლენების დათმობა არ სურთ”- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი სუზენ მიკირტიჩიანი.

"რუსეთი თუ არ დაგვეხმარა, რადგან მიზეზი ჰქონდა და ამიტომაც წავაგეთ ომი. ამდენი წელი გვეხმარებოდა, სამუშაო ადგილებს ქმნიდა, ჩვენი ხალხი რუსეთშია დასაქმებული, იქიდან ოჯახებს არჩენენ და ერთ დღესაც, ფაშიანინმა ამ ყველაფრის გაწყვეტა მოისურვა. ხალხი არ დათმობს, დასავლეთს არ სჭირდება სომხეთი და ვისაც ვჭირდებით, მასთან ვიყოთ მეგობრულად...” - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი ლეილა ბაღდასარიანი.

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ

სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს