მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:10-ზე, მთვარე ქალწულშია ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახარია წავიდა სწორ დროს, დაიტესტა მისი გადადგომა, დაიტესტა ისიც, თუ რა რაოდენობის მომხრეები ჰყავს..." - რა პოლიტიკურ ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ ექსპრემიერისგან?
"გახარია წავიდა სწორ დროს, დაიტესტა მისი გადადგომა, დაიტესტა ისიც, თუ რა რაოდენობის მომხრეები ჰყავს..." - რა პოლიტიკურ ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ ექსპრემიერისგან?

მას შემ­დეგ, რაც წა­ვი­და და გა­ი­ხუ­რა კა­რე­ბი, არ ცხრე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი თუ აპო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის მი­მართ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მან არა მხო­ლოდ პრე­მი­ე­რო­ბა­ზე თქვა უარი, არა­მედ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" დარ­ჩე­ნა­ზეც. “ოც­ნე­ბა­ში” არა­ვინ იცის, რას აპი­რებს ექ­სპრე­მი­ე­რი, თუმ­ცა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ გუნ­დის წევ­რე­ბის “მე­ო­რედ მოს­ვლის” ჩვე­უ­ლე­ბას, არ­ცაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი­თა და ახა­ლი იმი­ჯით, სხვა­ნა­ი­რად, მაგ­რამ მე­ო­რედ გა­მოგ­ვე­ცხა­დოს, მა­გა­ლი­თად, რო­გორც მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ლი­დე­რი. მა­ვა­ნი იმა­საც არ გა­მო­რი­ცხავს, რომ გა­ხა­რი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა და მო­მა­ვალ­ში მობ­რუ­ნე­ბა სუ­ლაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახა­ლი პრო­ექ­ტი იყოს. ამ ეჭ­ვის გა­ჩე­ნის­თვის ის ფაქ­ტიც საკ­მა­რი­სია, გა­ხა­რია-ივა­ნიშ­ვი­ლის უერ­თგუ­ლე­სი კად­რი, ვიცე-პრე­მი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი რომ “და­უბ­რუნ­და ოჯახს”. რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი, თუ აპო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის შტრი­ხე­ბი მალე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, ამ ეტაპ­ზე კი მხო­ლოდ ვერ­სი­ებ­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ.

  • "ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ხა­რი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წია და ვფიქ­რობ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლია"

პო­ლი­ტო­ლო­გი მა­მუ­კა არე­ში­ძე ambebi.ge-სთან ამ­ბობს, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ლი­დე­რო­ბის დიდი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და პერ­სპექ­ტი­ვა აქვს, თუმ­ცა მისი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის გამო, ექ­სპრე­მი­ერს მე­სა­მე ძა­ლად მა­ინც ვერ მო­ი­აზ­რებს.

“სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვიცი, რა გეგ­მე­ბი აქვს გა­ხა­რი­ას და ის ვისი პრო­ექ­ტია, ამის თა­ო­ბა­ზე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია. მაგ­რამ თუ ის თავ­ზე აი­ღებს პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას და ახა­ლი ძა­ლის ლი­დე­რო­ბას, მას ძა­ლი­ან დიდი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და პერ­სპექ­ტი­ვა ექ­ნე­ბა. ჩვენ გვქონ­და შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა პა­ტა­რა თან­ხე­ბი­თაც მო­ა­ხერ­ხეს თა­ვი­სი ძა­ლის ჩვე­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მათი რე­სურ­სი იყო შე­ზღუ­დუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, შე­ზღუ­დულ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წი­ეს, მაგ­რამ გა­ხა­რი­ას შემ­თხვე­ვა­ში ეს ასე არ იქ­ნე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას არა მარ­ტო ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სზე მი­უწ­ვდე­ბა ხელი, არა­მედ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თა­ნაც შე­უძ­ლია ენის გა­მო­ნახ­ვა. სუ­ლაც გა­და­სა­რე­ვი რომ იყოს მთავ­რო­ბა, ისი­ნი, ვინც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გია, მა­ინც გა­ნახ­ლე­ბას ინ­დო­მე­ბენ. ვერც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ იქ­ნე­ბა უნაკ­ლო, მათ შო­რის - “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც” არ არის ასე­თი, ადა­მი­ა­ნებს მე­ტის იმე­დი აქვთ ხოლ­მე და ეს გა­სა­გე­ბი­ცაა. იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან” იმე­დი გა­უც­რუვ­დათ და ვის­თვი­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, ეს ფი­გუ­რაა ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი. მას მთლად მე­სა­მე ძა­ლად ვერ გან­ვი­ხი­ლავ­დი, იმი­ტომ, რომ ცალ­სა­ხად ჩანს, გა­ხა­რია პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­სა­მე ძალა სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­მო­უდ­გე­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც აბა­ლან­სებს ვი­თა­რე­ბას და ორი­ვე მსხვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წი­ნა­აღ­მდე­გია".

კი­თხვა­ზე, სო­ლი­დუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ითა­ნამ­შრომ­ლებს თუ არა გა­ხა­რია ”ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან” და - პი­რი­ქით? - ექ­სპერ­ტის აზ­რით:

"არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ითა­ნამ­შრომ­ლოს გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან” და არც მის სა­ტე­ლი­ტებ­თან რომ არ ითა­ნამ­შრომ­ლებს, ეს ფაქ­ტია. გა­ხა­რი­ას ახა­სი­ა­თებ­და მა­ნევ­რი­რე­ბის უნა­რი და მას შე­ეძ­ლო ოქ­როს შუ­ა­ლე­დის მო­ძებ­ნა, თუმ­ცა რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია ჩვენ­თან ისე­თი ფორ­მი­საა, მას­თან ოქ­როს შუ­ა­ლე­დის პოვ­ნა რთუ­ლია და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც. რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მი­ზა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი ხერ­ხით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა და იქ ოქ­როს შუ­ა­ლე­დის დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მათ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­ლი­გენ­ტო­ბა არ ახა­სი­ა­თებთ. “ოც­ნე­ბის” გა­ხა­რი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რაც ეხე­ბა, გა­ხა­რი­ას გა­ერ­თი­ა­ნე­ბა თუ სე­რი­ო­ზულ ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მა­შინ “ოც­ნე­ბა” მას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს, ხოლო პა­ტა­რა რე­სურ­სე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ იქ­ნე­ბა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა არ ითა­ნამ­შრომ­ლოს. ზუს­ტად ვიცი, რომ გა­ხა­რია ივა­ნიშ­ვილ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად წა­ვი­და. რო­გორც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ში, აქაც არის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თაც გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ და გა­ხა­რი­ამ აირ­ჩია სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ასე­თი ფორ­მით გა­მოს­ვლა. ერთი შე­ხედ­ვით ჩანს, რომ შე­საძ­ლოა ეს ბი­ძი­ნას ახა­ლი პრო­ექ­ტი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბო­და, ასე ყო­ფი­ლი­ყო. მო­დით ასე ვთქვათ, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ხა­რი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წია და ვფიქ­რობ, ესეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლია”.

  • “ახლა მარ­თლა მარ­ტო სახ­ლში დარ­ჩნენ და ალ­ბათ ცე­ცხლს გა­ა­ჩე­ნენ

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რის, პო­ლი­ტი­კოს ანი მი­რო­ტა­ძის აზ­რით, თუ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პარ­ლა­მენ­ტში ახა­ლი ფრაქ­ცია შე­იქ­მნა, რო­მელ­შიც გა­ხა­რი­ას კად­რე­ბი შევ­ლენ და ამას ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი 1-2 პი­რიც თუ და­ე­მა­ტა, ამ შემ­თხვე­ვა­ში თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ ეს მარ­თლაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახა­ლი პრო­ექ­ტია.

"გი­ორ­გი გა­ხა­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი ვერ იქ­ნე­ბა, თუ მას პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ აქვს. გა­ხა­რია თუ ფიქ­რობს, რომ მან და­აგ­რო­ვა საკ­მა­რი­სი კა­პი­ტა­ლი, მათ შო­რის - პო­ლი­ტი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი, ის შეძ­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ისიც გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მას გარ­კვე­უ­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ელექ­ტო­რატ­ში, რაც ისე­დაც ცნო­ბი­ლი იყო. გა­ხა­რია თუ ფიქ­რობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ დარ­ჩეს პო­ლი­ტი­კა­ში, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს ახ­ლოს რე­ა­ლო­ბას­თან, რომ რა­ტო­მაც არა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ის გა­ნი­ხი­ლოს რო­გორც პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას”. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლამ იცის და გუნდშიც იცი­ან, რომ “ოც­ნე­ბას” დიდი დღე აღარ უწე­რია მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ყალ­ბე­ბის ხარ­ჯზე დღეს ისევ მე­სა­მე ვა­დით არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. მათ­თვის რთუ­ლი და უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დია იმ მხრივ, რომ ასე თუ გა­აგ­რძე­ლე­ბენ, უბ­რა­ლოდ, ვერ შეძ­ლე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რამ­დე­ნი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც არ უნდა და­აბ­რუ­ნონ. ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩემი მო­საზ­რე­ბა მაქვს - ამ ცხე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ეტაპ­ზე, არ იყო სწო­რი კი­დევ ერთი აგ­რე­სი­ით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ჩარ­თვა პრო­ცე­სებ­ში. ვფიქ­რობ, მის­გან სი­ურპრი­ზე­ბი წინ გვე­ლო­დე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თუ აც­ნო­ბი­ე­რებს (და მგო­ნია, რომ აც­ნო­ბი­ე­რებს), რომ პრო­ცე­სი აქეთ მი­დის, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ გა­ხა­რი­ას გას­ვლა და მისი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან” ჩა­მო­შო­რე­ბა და­გეგ­მი­ლი იყო”.

რითი ხსნის ვიცე-პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მას და ეს ფაქ­ტი ხომ არ მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მის­სა­ვე გუნდს რა­ღაც სი­ურპრიზს უმ­ზა­დებს, მი­რო­ტა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ეს ფაქ­ტი სა­მო­მავ­ლოდ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ეჭვს მარ­თლაც ამ­ძაფ­რებ­დეს...

"სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მა­ფიქ­რებს მისი ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნის გას­ვლა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი­დან - მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილს წლე­ბია, მოჰ­ყვე­ბა, ჯერ კი­დევ “ქარ­თუ­დან” და ის ით­ვლე­ბო­და, მას­თან ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რად. ამი­ტომ კი­დევ და­ვე­ლო­დე­ბო­დი რამ­დე­ნი­მე დღეს, ამას დიდი დრო არ დას­ჭირ­დე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი გა­მო­ჟო­ნავს და ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და იმის თქმა, რა ხდე­ბა გა­ხა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ გა­მოვ­რი­ცხავ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ძალა შე­იქ­მნას და ეს და­ი­ტეს­ტა - გა­ხა­რია წა­ვი­და სწორ დროს, და­ი­ტეს­ტა მისი გა­დად­გო­მა, და­ი­ტეს­ტა ისიც, რომ მას გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მომ­ხრე­ე­ბი ჰყავს...

ბუ­ნებ­რი­ვია, ამის გან­სა­ზღვრა ფო­ტო­ე­ბის “ლა­ი­ქე­ბით” არ შე­იძ­ლე­ბა, ეს სი­სუ­ლე­ლეა, მაგ­რამ არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მისი რე­ი­ტინ­გის გა­მოთ­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბა­შია, ხში­რად ეს “ლა­ი­ქე­ბი” ძა­ლა­უფ­ლე­ბას ახ­ლავს ხოლ­მე თან. მერე, რო­დე­საც ემო­ცია გა­ცივ­დე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ “ლა­ი­ქე­რე­ბის” რა­ო­დე­ნო­ბა ნა­ხე­ვა­რიც არ იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ გა­ხა­რია სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რა არ არის. მი­მაჩ­ნია, რომ ის თა­ნა­გუნ­დე­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი და ადეკ­ვა­ტუ­რი ადა­მი­ა­ნია. ახლა ისი­ნი მარ­თლა მარ­ტო სახ­ლში დარ­ჩნენ და ალ­ბათ გა­ა­ჩე­ნენ ცე­ცხლს. ერთ რა­მე­საც და­ვაკ­ვირ­დეთ: უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თუ პარ­ლა­მენ­ტში ახა­ლი ფრაქ­ცია შე­იქ­მნა, რო­მელ­შიც გა­ხა­რი­ას კად­რე­ბი შევ­ლენ და ამას თუ ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი 1-2 პი­რიც და­ე­მა­ტა, მა­შინ თა­მა­მად შეგ­ვეძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ ეს მარ­თლაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახა­ლი პრო­ექ­ტია", - აცხა­დებს მი­რო­ტა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 111 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბ გ.
48

ძალიან გული დამწყდება, თუ ყველაფერი პროზაულად გაგრძელდება და გახარია ბიზნესში წავა, ან სახლში დაჯდება.ის უნდა დარჩეს აქტიურ პოლიტიკაში, ის სჭირდება საქართველოს! მან უნდა შექმნას პოლიტიკური პარტია დასავლური მიმართულების და ღირებულებებით, ზომიერი ლიბერალიზმით, პატრიოტული ძალის, ... და თუ ის გააგრძელებს ისე, როგორიც იყო, ეს ძალა იქნება ძლიერი და ყველასთვის ანგარიშგასაწევი - ის შეისრუტავს არა მარტო ოცნების ამომრჩევლების ნაწილს, არამედ უფრო მეტს წაართმევს ნაცებს,სხვა ოპოზიციას და ბევრ "არავისტს" გამოიყვანს სახლიდან; საბოლოოდ ეს ძალა ყველა ოპოზიციას ერთად ჩამოიტოვებს და არა მარტო!

იფიქროს გახარიამ, ქვეყნის სიყვარულით გადადგას ეს, თუნდაც მძიმე და დასაწყისში რამდენადმე უმადური ნაბიჯი!

yekaterinburg
26

მომხრეები ბევრი ჰყავს ოპოზიციიდანაც

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

"გახარია წავიდა სწორ დროს, დაიტესტა მისი გადადგომა, დაიტესტა ისიც, თუ რა რაოდენობის მომხრეები ჰყავს..." - რა პოლიტიკურ ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ ექსპრემიერისგან?

"გახარია წავიდა სწორ დროს, დაიტესტა მისი გადადგომა, დაიტესტა ისიც, თუ რა რაოდენობის მომხრეები ჰყავს..." - რა პოლიტიკურ ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ ექსპრემიერისგან?

მას შემდეგ, რაც წავიდა და გაიხურა კარები, არ ცხრება საზოგადოების ინტერესი გიორგი გახარიას პოლიტიკური თუ აპოლიტიკური მომავლის მიმართ. როგორც ცნობილია, მან არა მხოლოდ პრემიერობაზე თქვა უარი, არამედ "ქართულ ოცნებაში" დარჩენაზეც. “ოცნებაში” არავინ იცის, რას აპირებს ექსპრემიერი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ გუნდის წევრების “მეორედ მოსვლის” ჩვეულებას, არცაა გამორიცხული, გარკვეული დროის შემდეგ, ყოფილი პრემიერი თავისი პოლიტიკური კაპიტალითა და ახალი იმიჯით, სხვანაირად, მაგრამ მეორედ გამოგვეცხადოს, მაგალითად, როგორც მესამე პოლიტიკური ცენტრის ლიდერი. მავანი იმასაც არ გამორიცხავს, რომ გახარიას თანამდებობიდან წასვლა და მომავალში მობრუნება სულაც ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტი იყოს. ამ ეჭვის გაჩენისთვის ის ფაქტიც საკმარისია, გახარია-ივანიშვილის უერთგულესი კადრი, ვიცე-პრემიერი ქალბატონი რომ “დაუბრუნდა ოჯახს”. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, გახარიას პოლიტიკური, თუ აპოლიტიკური მომავლის შტრიხები მალე გამოიკვეთება, ამ ეტაპზე კი მხოლოდ ვერსიებზე თუ ვისაუბრებთ.

  • "ივანიშვილმა გახარიას წინააღმდეგობა არ გაუწია და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია"

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ambebi.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერობის დიდი საშუალებები და პერსპექტივა აქვს, თუმცა მისი პოზიციონირების გამო, ექსპრემიერს მესამე ძალად მაინც ვერ მოიაზრებს.

“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა გეგმები აქვს გახარიას და ის ვისი პროექტია, ამის თაობაზე არ მაქვს ინფორმაცია. მაგრამ თუ ის თავზე აიღებს პოლიტიკურ საქმიანობას და ახალი ძალის ლიდერობას, მას ძალიან დიდი საშუალებები და პერსპექტივა ექნება. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა პატარა თანხებითაც მოახერხეს თავისი ძალის ჩვენება. შეიძლება მათი რესურსი იყო შეზღუდული და შესაბამისად, შეზღუდულ წარმატებასაც მიაღწიეს, მაგრამ გახარიას შემთხვევაში ეს ასე არ იქნება. დარწმუნებული ვარ, მას არა მარტო ადამიანურ რესურსზე მიუწვდება ხელი, არამედ ბიზნესმენებთანაც შეუძლია ენის გამონახვა. სულაც გადასარევი რომ იყოს მთავრობა, ისინი, ვინც რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგია, მაინც განახლებას ინდომებენ. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება უნაკლო, მათ შორის - “ქართული ოცნებაც” არ არის ასეთი, ადამიანებს მეტის იმედი აქვთ ხოლმე და ეს გასაგებიცაა. იმ ადამიანებს, ვისაც “ქართული ოცნებისგან” იმედი გაუცრუვდათ და ვისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია რადიკალური ოპოზიცია, ეს ფიგურაა ყველაზე მისაღები. მას მთლად მესამე ძალად ვერ განვიხილავდი, იმიტომ, რომ ცალსახად ჩანს, გახარია პოზიციონირებს, როგორც რადიკალური ოპოზიციის მოწინააღმდეგე. აქედან გამომდინარე, მესამე ძალა საზოგადოებას წარმოუდგენია პოლიტიკური ძალა, რომელიც აბალანსებს ვითარებას და ორივე მსხვილი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგია".

კითხვაზე, სოლიდური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შემთხვევაში ითანამშრომლებს თუ არა გახარია ”ქართულ ოცნებასთან” და - პირიქით? - ექსპერტის აზრით:

"არ არის გამორიცხული, ითანამშრომლოს გარკვეულ საკითხებში, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც მის სატელიტებთან რომ არ ითანამშრომლებს, ეს ფაქტია. გახარიას ახასიათებდა მანევრირების უნარი და მას შეეძლო ოქროს შუალედის მოძებნა, თუმცა რადიკალური ოპოზიცია ჩვენთან ისეთი ფორმისაა, მასთან ოქროს შუალედის პოვნა რთულია და წარმოუდგენელიც. რადიკალური ოპოზიციის მიზანია ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში მოსვლა და იქ ოქროს შუალედის დაცვა შეუძლებელია, მათ პოლიტიკური ინტელიგენტობა არ ახასიათებთ. “ოცნების” გახარიასთან თანამშრომლობას რაც ეხება, გახარიას გაერთიანება თუ სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდა, მაშინ “ოცნება” მასთან ითანამშრომლებს, ხოლო პატარა რესურსების პოლიტიკური ორგანიზაცია თუ იქნება, მაშინ შეიძლება არ ითანამშრომლოს. ზუსტად ვიცი, რომ გახარია ივანიშვილთან შეუთანხმებლად წავიდა. როგორც ყველა პოლიტიკურ ძალაში, აქაც არის გარკვეული ჯგუფები, რომელთაც გარკვეული ინტერესები აქვთ და გახარიამ აირჩია სიტუაციიდან ასეთი ფორმით გამოსვლა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ შესაძლოა ეს ბიძინას ახალი პროექტი ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, ასე ყოფილიყო. მოდით ასე ვთქვათ, რომ ივანიშვილმა გახარიას წინააღმდეგობა არ გაუწია და ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანი გზავნილია”.

  • “ახლა მართლა მარტო სახლში დარჩნენ და ალბათ ცეცხლს გააჩენენ

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, პოლიტიკოს ანი მიროტაძის აზრით, თუ უახლოეს მომავალში პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა, რომელშიც გახარიას კადრები შევლენ და ამას ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი 1-2 პირიც თუ დაემატა, ამ შემთხვევაში თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მართლაც ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტია.

"გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვერ იქნება, თუ მას პოლიტიკაში დარჩენის სურვილი საერთოდ არ აქვს. გახარია თუ ფიქრობს, რომ მან დააგროვა საკმარისი კაპიტალი, მათ შორის - პოლიტიკური და ფინანსური, ის შეძლებს პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. ისიც გამოიკვეთა, რომ მას გარკვეული რეიტინგი აქვს “ქართული ოცნების” ელექტორატში, რაც ისედაც ცნობილი იყო. გახარია თუ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ დარჩეს პოლიტიკაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ახლოს რეალობასთან, რომ რატომაც არა, ბიძინა ივანიშვილმა ის განიხილოს როგორც პროექტი, რომელიც დიდი ალბათობით ჩაანაცვლებს “ქართულ ოცნებას”. ამ ქვეყანაში ყველამ იცის და გუნდშიც იციან, რომ “ოცნებას” დიდი დღე აღარ უწერია მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების ხარჯზე დღეს ისევ მესამე ვადით არიან ხელისუფლებაში. მათთვის რთული და უმძიმესი პერიოდია იმ მხრივ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, უბრალოდ, ვერ შეძლებენ ხელისუფლების შენარჩუნებას, რამდენი ღარიბაშვილიც არ უნდა დააბრუნონ. ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ჩემი მოსაზრება მაქვს - ამ ცხელი პოლიტიკური პოლარიზაციის ეტაპზე, არ იყო სწორი კიდევ ერთი აგრესიით გამორჩეული ადამიანის ჩართვა პროცესებში. ვფიქრობ, მისგან სიურპრიზები წინ გველოდება. ბიძინა ივანიშვილი თუ აცნობიერებს (და მგონია, რომ აცნობიერებს), რომ პროცესი აქეთ მიდის, არ გამოვრიცხავ, რომ გახარიას გასვლა და მისი “ქართული ოცნებიდან” ჩამოშორება დაგეგმილი იყო”.

რითი ხსნის ვიცე-პრემიერის გადადგომას და ეს ფაქტი ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მისსავე გუნდს რაღაც სიურპრიზს უმზადებს, მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ ეს ფაქტი სამომავლოდ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბების ეჭვს მართლაც ამძაფრებდეს...

"სხვათა შორის, ძალიან მაფიქრებს მისი ყველაზე ერთგული ადამიანის გასვლა მინისტრთა კაბინეტიდან - მაია ცქიტიშვილის, რომელიც ივანიშვილს წლებია, მოჰყვება, ჯერ კიდევ “ქართუდან” და ის ითვლებოდა, მასთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად. ამიტომ კიდევ დაველოდებოდი რამდენიმე დღეს, ამას დიდი დრო არ დასჭირდება, გარკვეული ინფორმაციები გამოჟონავს და ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა იმის თქმა, რა ხდება გახარიასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ ალტერნატიული ძალა შეიქმნას და ეს დაიტესტა - გახარია წავიდა სწორ დროს, დაიტესტა მისი გადადგომა, დაიტესტა ისიც, რომ მას გარკვეული რაოდენობის მომხრეები ჰყავს...

ბუნებრივია, ამის განსაზღვრა ფოტოების “ლაიქებით” არ შეიძლება, ეს სისულელეა, მაგრამ არსებობს გარკვეული ტექნოლოგიები, რომლის მიხედვითაც მისი რეიტინგის გამოთვლა შესაძლებელია. როდესაც ადამიანი ძალაუფლებაშია, ხშირად ეს “ლაიქები” ძალაუფლებას ახლავს ხოლმე თან. მერე, როდესაც ემოცია გაცივდება, დარწმუნებული ვარ, ამ “ლაიქერების” რაოდენობა ნახევარიც არ იქნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გახარია საინტერესო ფიგურა არ არის. მიმაჩნია, რომ ის თანაგუნდელებს შორის ყველაზე ჭკვიანი და ადეკვატური ადამიანია. ახლა ისინი მართლა მარტო სახლში დარჩნენ და ალბათ გააჩენენ ცეცხლს. ერთ რამესაც დავაკვირდეთ: უახლოეს მომავალში თუ პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა, რომელშიც გახარიას კადრები შევლენ და ამას თუ ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი 1-2 პირიც დაემატა, მაშინ თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ ეს მართლაც ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტია", - აცხადებს მიროტაძე.

ხვალ აქცია ნამახვანჰესის ტერიტორიაზე გაიმართება, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდება ხელმოწერებიც - ქუთაიში აქცია დასრულდა

"შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა" - როგორ აფასებენ შეხვედრას ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ ისინი

"შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული" - რა განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის ლიდერებმა დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე და შემდეგ