მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრულად დაიწვა პირველი სართული, დაგეგმვისთვის დრო არ გვქონდა, ვიყინებოდით..." - როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც ხანძრიდან ერთ თვეში აღადგინეს
"სრულად დაიწვა პირველი სართული, დაგეგმვისთვის დრო არ გვქონდა, ვიყინებოდით..." - როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც ხანძრიდან ერთ თვეში აღადგინეს

ერ­თმა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტმა შე­საძ­ლოა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს. თუმ­ცა, ისეც ხდე­ბა, რომ „ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია“. ასე მოხ­და ჟურ­ნა­ლისტ ეკა­ტე­რი­ნე კა­ცა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში. პან­დე­მი­ის დროს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. ლო­ქ­და­უ­ნი იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, სრუ­ლად და­იწ­ვა სო­ფელ ჩა­ჩუ­ბეთ­ში მდე­ბა­რე მისი სა­ა­გა­რა­კე სახ­ლი. თუმ­ცა ოჯახ­მა დიდი ძა­ლის­ხმე­ვის, შრო­მის შე­დე­გად სახ­ლი ერთ თვე­ში აღად­გი­ნა. შე­დეგ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა და ამას სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხავთ. ეკა­ტე­რი­ნემ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი თა­ვად და­გეგ­მა და ავე­ჯიც თა­ვად გა­ნა­ახ­ლა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სახ­ლს მე­ო­რე სი­ცო­ცხლე აჩუ­ქა.

- კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით ელექტრო ინ­ჟი­ნე­რი ვარ თუმ­ცა, არა­სო­დეს მი­მუ­შა­ვია სპე­ცი­ა­ლო­ბით. ჩემს პრო­ფე­სი­ად ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას მი­ვიჩ­ნევ. რაც თავი მახ­სოვს, სულ ამ სფე­რო­ში ვარ, მათ შო­რის, უკვე 20 წელ­ზე მე­ტია სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის პრეს­ცენ­ტრის ჟურ­ნა­ლის­ტად ვმუ­შა­ობ. მი­ტა­ცებს კუ­ლი­ნა­რია, კონ­დი­ტე­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს სა­დღე­სას­წა­უ­ლო ტორ­ტე­ბის მზა­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, ეს ჩემი და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო იყო რთულ 90-იან წლებ­ში, მა­შინ, რო­დე­საც მე­უღ­ლე 25 წლის ასაკ­ში გარ­და­მეც­ვა­ლა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დამ­რჩა გა­საზ­რდე­ლი.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი შე­გემ­თხვათ, და­იწ­ვა თქვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. მოგ­ვი­ყე­ვით ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ მოხ­და?

- პა­ტა­რა, ფი­ნუ­რი კო­ტე­ჯის ტი­პის სახ­ლი, რო­მე­ლიც თე­ძა­მის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ჩა­ჩუ­ბეთ­ში მდე­ბა­რე­ობს, იმ­დე­ნა­დაა მო­წყვე­ტი­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას, რომ უახ­ლო­ეს მა­ღა­ზი­ამ­დე 12 კმ. მა­ინც უნდა გა­ი­ა­რო. კო­რო­ნას პან­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე, რო­დე­საც გა­მო­ცხად­და ეპი­დე­მია და მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვე­დით, გა­დავ­წყვი­ტეთ, ოჯახ­თან ერ­თად ქა­ლაქ­გა­რეთ, ჩვენს აგა­რაკ­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვით.სულ რა­ღაც ორი­ო­დე კვი­რის ჩა­სუ­ლი ვი­ყა­ვით, რო­დე­საც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

სრუ­ლად და­იწ­ვა პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი. ძლივს მო­ვას­წა­რით სახ­ლი­დან ორი მო­ხუ­ცი ადა­მი­ა­ნის და მძი­ნა­რე ბავ­შვის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა. შუ­ა­ღა­მი­სას, ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით და ერ­თა­დერ­თი მე­ზო­ბე­ლი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბით მოგ­ვი­წია, ვი­ნა­ი­დან სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა ამოს­ვლას, იმ მი­უ­ვალ გზებ­ზე, ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ას­წრებ­და.

ჯერ კი­დევ ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბი იყო. რა თქმა უნდა დავ­რჩით გათ­ბო­ბის, პრო­დუქ­ტე­ბის და ავე­ჯის გა­რე­შე. „ლო­ქ­და­უ­ნი“ წინა დღის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, შან­სი იმი­სა, რომ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა გვე­შო­ვა, მი­ნი­მა­ლუ­რი იყო. ამ დროს უკვე აკ­რძა­ლუ­ლი იყო სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მოძ­რა­ო­ბა, რის გა­მოც თბი­ლის­ში ვერ დავ­ბრუნ­დე­ბო­დით. უნდა გვე­მოქ­მე­და... ირიჟ­რა­ჟა თუ არა, რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის­კენ გა­ვე­მარ­თეთ იმ იმე­დით, რომ სად­მე რა­მეს მი­ვაგ­ნებ­დით. სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლის ყიდ­ვა მარ­თლაც მო­ვა­ხერ­ხეთ.

- ვინ აღ­მო­გი­ჩი­ნათ დახ­მა­რე­ბა?

- კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, სახ­ლი დამ­წვა­რი ნივ­თე­ბის­გან, დი­ლით უკვე დაც­ლი­ლი დაგ­ვხვდა. სწო­რედ ამ დროს გაჩ­ნდა იმე­დის პირ­ვე­ლი ნა­პერ­წკა­ლი, რომ ჩვენ შევ­ძლებ­დით, ეს ად­გი­ლი ისევ მყუდ­რო ბუ­დედ გვექ­ცია.

- ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო დამ­წვა­რი სახ­ლის აღ­დგე­ნა. რო­გორ და­გეგ­მეთ ეს პრო­ცე­სი და ყვე­ლა­ზე მე­ტად რა პრობ­ლე­მებს წა­ა­წყდით?

- სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, და­გეგ­მვის­თვის დრო არ გვქონ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად ვი­ყი­ნე­ბო­დით. სწრა­ფად უნდა გვე­მოქ­მე­და. ეპი­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ გვინ­დო­და ოჯახ­ში ხე­ლოს­ნე­ბი მოგ­ვეყ­ვა­ნა. გა­დავ­წყვი­ტეთ სახ­ლი ჩვე­ნი­ვე ხე­ლით გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, ის იმა­ზე ფე­რა­დი და ლა­მა­ზი ყო­ფი­ლი­ყო, ვიდ­რე მა­ნამ­დე იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, ამის იმედს და მთა­ვარ ძა­ლას, ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი ჩემი ოჯა­ხი მაძ­ლევ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"სრულად დაიწვა პირველი სართული, დაგეგმვისთვის დრო არ გვქონდა, ვიყინებოდით..." - როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც ხანძრიდან ერთ თვეში აღადგინეს

"სრულად დაიწვა პირველი სართული, დაგეგმვისთვის დრო არ გვქონდა, ვიყინებოდით..." - როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც ხანძრიდან ერთ თვეში აღადგინეს

ერთმა არასასიამოვნო ფაქტმა შესაძლოა ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. თუმცა, ისეც ხდება, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“. ასე მოხდა ჟურნალისტ ეკატერინე კაცაძის ცხოვრებაში. პანდემიის დროს, როდესაც ქვეყანაში ე.წ. ლოქდაუნი იყო გამოცხადებული, სრულად დაიწვა სოფელ ჩაჩუბეთში მდებარე მისი სააგარაკე სახლი. თუმცა ოჯახმა დიდი ძალისხმევის, შრომის შედეგად სახლი ერთ თვეში აღადგინა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ამას საკუთარი თვალით ნახავთ. ეკატერინემ ინტერიერის დიზაინი თავად დაგეგმა და ავეჯიც თავად განაახლა. შეიძლება ითქვას, სახლს მეორე სიცოცხლე აჩუქა.

- კვალიფიკაციით ელექტრო ინჟინერი ვარ თუმცა, არასოდეს მიმუშავია სპეციალობით. ჩემს პროფესიად ჟურნალისტობას მივიჩნევ. რაც თავი მახსოვს, სულ ამ სფეროში ვარ, მათ შორის, უკვე 20 წელზე მეტია საჯარო სამსახურის პრესცენტრის ჟურნალისტად ვმუშაობ. მიტაცებს კულინარია, კონდიტერია. განსაკუთრებით მიყვარს სადღესასწაულო ტორტების მზადება. სხვათა შორის, ეს ჩემი დამატებითი შემოსავლის წყარო იყო რთულ 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც მეუღლე 25 წლის ასაკში გარდამეცვალა და ორი მცირეწლოვანი შვილი დამრჩა გასაზრდელი.

- რამდენიმე თვის წინ არასასიამოვნო ფაქტი შეგემთხვათ, დაიწვა თქვენი საცხოვრებელი სახლი. მოგვიყევით ყველაფერი როგორ მოხდა?

- პატარა, ფინური კოტეჯის ტიპის სახლი, რომელიც თეძამის ხეობაში, სოფელ ჩაჩუბეთში მდებარეობს, იმდენადაა მოწყვეტილი ცივილიზაციას, რომ უახლოეს მაღაზიამდე 12 კმ. მაინც უნდა გაიარო. კორონას პანდემიის საწყის ეტაპზე, როდესაც გამოცხადდა ეპიდემია და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავედით, გადავწყვიტეთ, ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ, ჩვენს აგარაკზე წავსულიყავით.სულ რაღაც ორიოდე კვირის ჩასული ვიყავით, როდესაც ხანძარი გაჩნდა.

სრულად დაიწვა პირველი სართული. ძლივს მოვასწარით სახლიდან ორი მოხუცი ადამიანის და მძინარე ბავშვის უვნებლად გამოყვანა. შუაღამისას, ხანძრის ჩაქრობა საკუთარი ძალებით და ერთადერთი მეზობელი ოჯახის დახმარებით მოგვიწია, ვინაიდან სახანძრო მანქანა ამოსვლას, იმ მიუვალ გზებზე, ფიზიკურად ვერ მოასწრებდა.

ჯერ კიდევ ძლიერი ყინვები იყო. რა თქმა უნდა დავრჩით გათბობის, პროდუქტების და ავეჯის გარეშე. „ლოქდაუნი“ წინა დღის გამოცხადებული იყო, შესაბამისად, შანსი იმისა, რომ სამშენებლო მასალა გვეშოვა, მინიმალური იყო. ამ დროს უკვე აკრძალული იყო საქალაქთაშორისო მოძრაობა, რის გამოც თბილისში ვერ დავბრუნდებოდით. უნდა გვემოქმედა... ირიჟრაჟა თუ არა, რაიონული ცენტრისკენ გავემართეთ იმ იმედით, რომ სადმე რამეს მივაგნებდით. სარემონტო სამუშაოებისთვის გარკვეული მასალის ყიდვა მართლაც მოვახერხეთ.

- ვინ აღმოგიჩინათ დახმარება?

- კეთილი ადამიანების დახმარებით, სახლი დამწვარი ნივთებისგან, დილით უკვე დაცლილი დაგვხვდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა იმედის პირველი ნაპერწკალი, რომ ჩვენ შევძლებდით, ეს ადგილი ისევ მყუდრო ბუდედ გვექცია.

- ალბათ განსაკუთრებით რთული იყო დამწვარი სახლის აღდგენა. როგორ დაგეგმეთ ეს პროცესი და ყველაზე მეტად რა პრობლემებს წააწყდით?

- სიმართლე რომ გითხრათ, დაგეგმვისთვის დრო არ გვქონდა. ფაქტობრივად ვიყინებოდით. სწრაფად უნდა გვემოქმედა. ეპიდემიიდან გამომდინარე, არ გვინდოდა ოჯახში ხელოსნები მოგვეყვანა. გადავწყვიტეთ სახლი ჩვენივე ხელით გაგვეკეთებინა. მიზნად დავისახეთ, ის იმაზე ფერადი და ლამაზი ყოფილიყო, ვიდრე მანამდე იყო. ბუნებრივია, ამის იმედს და მთავარ ძალას, ერთ მუშტად შეკრული ჩემი ოჯახი მაძლევდა...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში "ბრიტანული შტამის" 3 შემთხვევაა დადასტურებული - "სერიოზული კვლევა მიდის, 31 ადამიანის შემთხვევაში დიდი ალბათობით მუტირებული შტამია"

"ფაიზერზე ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღი, "ასტრაზენეკასთან" კი კონტრაქტები გაფორმებულია, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ" - რა პასუხი აქვს მთავრობას ვაცინების შემოტანაზე

"ცხოვრებამ ეს სიმძიმე არ აკმარა..." - 15 წლის ნინი დიაკონიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება