პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალადობა და ქაოსი თბილისში... პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა" - რას წერენ უცხოურ მედიაში ნიკა მელიას დაკავებაზე
"ძალადობა და ქაოსი თბილისში... პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა" - რას წერენ უცხოურ მედიაში ნიკა მელიას დაკავებაზე

"პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის სა­კი­თხზე გუნდთან შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის გამო გა­დად­გა" - რას წე­რენ უცხო­ურ მე­დი­ა­ში ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა­ზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას უცხო­უ­რი მე­დია აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს. რო­გორც "დო­ი­ჩე ველე" წერს, მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს. "რე­ი­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის შტაბ­ზე და და­კა­ვე­ბუ­ლი ლი­დე­რი", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას გა­მო­ცე­მა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პო­ლი­ცი­ამ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა.

"ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას პარ­ტი­ულ ოფის­ში ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­იჭ­რა და ის და­ა­კა­ვა. ეს მოხ­და რამ­დე­ნი­მე დღე­ში მას შემ­დეგ, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის სა­კი­თხზე გუნდთან შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის გამო გა­დად­გა.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერს, ნიკა მე­ლი­ას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ 2019 წლის ივ­ნის­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს, ძა­ლა­დო­ბის წა­ქე­ზე­ბა­ში.

მე­ლია პარ­ტი­ის შტა­ბი­დან წა­იყ­ვა­ნეს და წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ასო­ბით სპეც­რაზ­მე­ლი შე­ვი­და ოფის­ში და მათ გა­მო­ი­ყე­ნეს ცრემლსა­დე­ნი გაზი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი­სა და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბა­ში იყ­ვნენ და­ბა­ნა­კე­ბულ­ნი. და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მხარ­დამ­ჭე­რიც", - წერს "დო­ი­ჩე ველე."

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პო­ლი­ცი­ის ქმე­დე­ბებ­მა გა­მოწ­ვია ოპო­ზი­ცი­ის აღ­შფო­თე­ბა და ასე­ვე ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი და­სავ­ლე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის­გან. გა­მო­ცე­მას მოჰ­ყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელ­ჩის, მარკ კლე­ი­ტო­ნის გან­ცხა­დე­ბა.

“შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ ერ­თი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­თან დღეს დი­ლით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს არ სჭირ­დე­ბა ძა­ლა­დო­ბა და ქა­ო­სი თბი­ლის­ში. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა მხა­რეს იმოქ­მე­დონ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად, ახლა და მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში.” - წერს კლე­ი­ტო­ნი "ტვი­ტერ­ში.“

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ნიკა მე­ლი­ას საქ­მემ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რად და­ყო­ფა კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვა.

"გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი არე­უ­ლო­ბაა. მას შემ­დეგ, რაც მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­ი­მარ­ჯვა, ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, მათ უარი თქვეს სა­პარ­ლა­მენ­ტო ად­გი­ლე­ბის და­კა­ვე­ბა­ზე და ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მო­ი­თხო­ვეს", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

  • "სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი კი­დევ უფრო გაღ­რმავ­და“ - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სტა­ტი­ას france24.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ პო­ლი­ცი­ამ ძა­ლა­დობ­რი­ვად და­არ­ბია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სი და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო, კი­დევ უფრო გამ­წვავ­და.

"ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი, ის პარ­ტი­ის ოფი­სი­დან გა­იყ­ვა­ნეს“, - წერს გა­მო­ცე­მა და სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ამ კონ­ტექ­სტში იხ­სე­ნებს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მას. ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მის მი­ზე­ზი მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუნდთან შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა იყო და რომ მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის გეგ­მას ექ­სპრე­მი­ე­რი არ იზი­ა­რებ­და.

france24 ასე­ვე წერს, რომ ოპო­ცი­ზია ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მო­ი­თხოვს, ხოლო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ევ­რო­კავ­ში­რი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, კრი­ზი­სი მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­დაჭ­რას.

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე წერს სა­ა­გენ­ტო Reuters-იც

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კო­სის და­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხზე უთან­ხმო­ე­ბის გამო, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას პარ­ტი­ის ოფის­ში შე­იჭ­რა და და­ა­კა­ვა.

"ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია 2019 წლის ივ­ნი­სის ქუ­ჩის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს ძა­ლა­დო­ბის წა­ქე­ზე­ბა­შია და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა ის ამ ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად აფა­სებს,“- წერს სა­ა­გენ­ტო.

Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია 18 თე­ბერ­ვალს გა­დად­გა და გა­ნა­ცხა­და, რომ მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მის­თვის, თუკი ეს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ხელს შე­უ­წყობ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
27

როგორ გგონიათ, არ იცის პრემიერმა, რომ 23 თებერვალია დღეს და წელიწადში კი 365 გიორგობაა ? ნაცი რომ ამ დარბევას გააბუქებს ეგეც იცის ! მაგრამ ნაცი რომ ვერ დაბრუნდება თავში , ეს რატომ არ იცით თქვენ ? ტრამპი დაბრუნდება ? არა , ხომ ? ჰოოდა ვერც მიშა ! დაივიწყეთ !

ინტერპრესნიუსს
24

რა მაგარი ნაციონალები ხართ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ძალადობა და ქაოსი თბილისში... პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა" - რას წერენ უცხოურ მედიაში ნიკა მელიას დაკავებაზე

"ძალადობა და ქაოსი თბილისში... პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა" - რას წერენ უცხოურ მედიაში ნიკა მელიას დაკავებაზე

"პრემიერი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა" - რას წერენ უცხოურ მედიაში ნიკა მელიას დაკავებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას უცხოური მედია აქტიურად აშუქებს. როგორც "დოიჩე ველე" წერს, მელიას დაკავება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს. "რეიდი ოპოზიციური პარტიის შტაბზე და დაკავებული ლიდერი", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

"ქართული პოლიცია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას პარტიულ ოფისში ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეიჭრა და ის დააკავა. ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას ადანაშაულებენ 2019 წლის ივნისში, საპროტესტო აქციის დროს, ძალადობის წაქეზებაში.

მელია პარტიის შტაბიდან წაიყვანეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ასობით სპეცრაზმელი შევიდა ოფისში და მათ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი ოპოზიციის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომლებიც შენობაში იყვნენ დაბანაკებულნი. დაკავებულია ასევე ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერიც", - წერს "დოიჩე ველე."

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიციის ქმედებებმა გამოწვია ოპოზიციის აღშფოთება და ასევე ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გაფრთხილებები დასავლელი მოკავშირეებისგან. გამოცემას მოჰყავს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადება.

“შოკირებული ვარ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. ახლა საქართველოს არ სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში.” - წერს კლეიტონი "ტვიტერში.“

გამოცემა აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას საქმემ საქართველოს პოლიტიკურად დაყოფა კიდევ უფრო გააღრმავა.

"გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური არეულობაა. მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათ უარი თქვეს საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს", - ნათქვამია სტატიაში.

  • "საქართველოს პოლიციამ დააკავა ოპოზიციის ლიდერი და პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა“ - ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სტატიას france24.

გამოცემა წერს, რომ პოლიციამ ძალადობრივად დაარბია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, კიდევ უფრო გამწვავდა.

"ნიკა მელიას დაკავება პირდაპირ ეთერში იყო ნაჩვენები, ის პარტიის ოფისიდან გაიყვანეს“, - წერს გამოცემა და სტატიის ავტორი ამ კონტექსტში იხსენებს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას. ასევე ვკითხულობთ, რომ გახარიას გადადგომის მიზეზი მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა იყო და რომ მელიას დაკავების გეგმას ექსპრემიერი არ იზიარებდა.

france24 ასევე წერს, რომ ოპოციზია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, ხოლო შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაჭრას.

  • საქართველოში მიმდინარე პროცესებზე წერს სააგენტო Reuters-იც

სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის დაპატიმრების საკითხზე უთანხმოების გამო, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან რამდენიმე დღეში, ქართული პოლიცია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას პარტიის ოფისში შეიჭრა და დააკავა.

"ოპოზიციური პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 2019 წლის ივნისის ქუჩის საპროტესტო აქციის დროს ძალადობის წაქეზებაშია დადანაშაულებული, თუმცა ის ამ ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს,“- წერს სააგენტო.

Reuters-ის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია 18 თებერვალს გადადგა და განაცხადა, რომ მელიას დაკავება მიუღებელი იყო მისთვის, თუკი ეს ქვეყანაში პოლიტიკური უთანხმოების გაძლიერებას ხელს შეუწყობდა.

საბერძნეთი აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს

"სურთ რუსეთი დაასუსტონ და გარე კონტროლის ქვეშ მოაქციონ, როგორც ეს ზოგიერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ხდება" - ვლადიმერ პუტინი

აშშ-ში ექვსფეხა ლეკვი დაიბადა - "ის ნამდვილი სასწაულია“