პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელია დაკავებულია
ნიკა მელია დაკავებულია

სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნიკა მე­ლია პარ­ტი­ის ოფის­ში, სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში აიყ­ვა­ნეს. მა­ნამ­დე კი აღ­ნიშ­ნულ ოთახ­ში, ისე რო­გორც მთლი­ა­ნად პარ­ტი­ის ოფის­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ე.წ.წი­წა­კის სპრეი გა­უშ­ვეს.

მე­ლი­ას პარ­ტი­ის ოფის­თან შეკ­რე­ბუ­ლე­ბი ტა­შით შეხ­ვდნენ. მე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შე­ნო­ბი­დან უკვე გა­იყ­ვა­ნეს. მას სა­ვა­რა­უ­დოდ, წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

სპე­ცო­პე­რა­ცია გამ­თე­ნი­ი­სას და­ი­წყო. მე­ლი­ას აყ­ვა­ნამ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მათ შო­რის პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი გა­რეთ გა­მო­იყ­ვა­ნეს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ნიკა მე­ლი­ას იცავ­დნენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა მე­ლი­ას ბრა­ლი 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის 1-ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით აქვს წარ­დგე­ნი­ლი. მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას და­მა­ტე­ბით შემ­ზღუ­დავ ღო­ნის­ძი­ე­ბად ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი გა­უ­კეთ­და, თუმ­ცა, ნიკა მე­ლი­ამ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­მაგ­რე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი 1-ლ ნო­ემ­ბერს, სა­ჯა­როდ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მო­იხ­სნა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის და 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. სა­სა­მარ­თლომ უწყე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 70 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით­ვე, ნიკა მე­ლი­ას და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც და­ე­კის­რა - მას ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე, შე­ე­ზღუ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თაც. სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ნიკა მე­ლია გა­აფრ­თხი­ლა და გი­რა­ოს გა­და­სახ­დე­ლად ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცა, თუმ­ცა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო­ში მე­ლი­ას­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბაც და­ა­ყე­ნა. დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ კი 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ნიკა მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 17 თე­ბერ­ვალს შე­ე­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 86 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Anti stepleri
66

იმოქმედე იმოქმედე შიზოიდ მიშას რჩევებით და ბევრს მიაღწევ ცხოვრებაში))

გიორგი
55

ასე იცავთ სიმართლეს ნაცებო? მაგრამ თქვენგან რა გამიკვირდება რაც 2008წლის ომში იკადრეთ

ავტორი:

ნიკა მელია დაკავებულია

ნიკა მელია დაკავებულია

სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

მელიას პარტიის ოფისთან შეკრებულები ტაშით შეხვდნენ. მელია სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა შენობიდან უკვე გაიყვანეს. მას სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ლ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. სასამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობაც დააყენა. დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ კი 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

"თავს გრძნობს მხნედ... ერთადერთი მოთხოვნაა, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი" - ნიკა მელია საკანში სახალხო დამცველმა მოინახულა

"40 წლის ჯანმრთელი ქმარი მომიკლეს და არავინაა დამნაშავე?!" - რატომ არ უყენებს პროკურატურა ბრალს პოლიციელს, რომელმაც მამაკაცი იმსხვერპლა

"ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ეძახა მონა" - რა წერია აქტივისტ ნოდარ რუხაძის დაკავების ოქმში