ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას "ფეიბუქზე" ეხმაურებიან:
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
"ამასობაში ესებუა რუსთაველზე სეირნობს...“
ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:
"რას აკეთებთ, ხალხო, რაზე მიდიხართ?! საქართველოს ხვრეტთ?!“
ზურა თვაური, ჟურნალისტი:
"მელიათი ცხოვრობს უკვე ერი, თავისი ეროვნული გმირის. ესეც ერის მხსნელის სიტყვაა, გმირკაცის:
"დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია".
თემურ ნანეიშვილი, მეცნიერი:
"ვინც ნიკა მელიას საქციელს ამართლებს და გრაალის მცველთა რიგებში ერთიანდება, პარლამენტს არ უნდა გაეკაროს, რადგან სასამართლოს განჩინების საწინააღმდეგო ქმედება კანონის უგულველყოფილებას ნიშნავს".
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:
"და რა ქნეს ამით ვითომ? მაგარი ბიჭობა დაამტკიცეს?და ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე? ვინმე ფიქრობს იმაზე, რა პროცესები წავა ქვეყანაში?"
თენგიზ ფხალაძე, ანალიტიკოსი:"როგორც ამბობენ, ქართველებს დაგვიგვიანია, როცა ღმერთი მიწებს ანაწილებდა. ჭკუა რომ რიგდებოდა მაშინ სად ვიყავით?"
რატი ამაღლობელი, პოეტი:
"საქართველოს ანექსიის 100 წლისთავი, ბავშვობაში სულ მიკვირდა ქართველები როგორ შეეგუენ ამას თქო, ახლა ზუსტად ვხედავ როგორც..."
რამაზ გიგაური, ასტროლოგი:
"ვიცხოვრებთ ასე - ერთმანეთის სიძულვილში და ჭამაში... ტკბილად და ბედნიერად. ასე ავაშენებთ ქვეყანას... ზეგე!"
გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი:
"აღარ არის ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხი. მასობრივი გამოსვლები, მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნები. მხოლოდ ეს უნდა იყოს თავისუფლების მოყვარული ხალხის პასუხი!!!"
"ციხეში, ყველანი ციხეში! არავითარი დანდობა უმცირეს დანაშაულზეც კი. არავითარი ტოლერანტობა დამნაშავეების მიმართ"- მიხეილ სააკაშვილი, 2004 წ. ბოროტება ბოროტების გამპრავებლებსა და დამვიწყებლებსაც ბუმერანგის პრინციპით უკან უბრუნდებათ. თაკო ჩარკვიანიც მიაყოლეთ გუშინ ტელევიზიით ჯანყისკენ მოწოდების გამო. თავგასული ვითომ პოლიტიკოსი, ვითომ პატრიოტი, არ დანიშნეს კულტურის მინისტრად და არ გადაგვჭამა თავი
გავრილოვისა და პუტინის მიზნების განმახორციელების მხრიდან შტურმით მელიას დაკავების გამართლება არის სამშობლოს მოღალატე ელემენტების მხარდაჭერა და აღიარება, რომ თავად ბრძანდებით სამშობლოს მოღალატე და არავითარი მეცნიერული შეგნება და ღირებულება თქვენ არ გაგაჩნიათ.