პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციის გადადებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია.
როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ოპოზიციას თუ მართლა აქვს სურვილი, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს, გასარკვევია, რადგან ისინი, ერთი მხრივ, რაღაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ, თუმცა მეორე მხრივ, პროვოკაციებს აწყობენ.
“მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ეს დაგვიანებულია. ფაქტია, რომ მათ აღიარეს ისინი სამართლებრივი სივრციდან გასული იყვნენ და ეს ნიშნავს, რომ მათ სურვილი აქვთ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ. თუმცა თუ მართლაც აქვთ სურვილი, ეს კიდევ გასარკვევია, რადგან ერთი მხრივ, ისინი რაღაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ, თუმცა მეორე მხრივ, პროვოკაციებს აწყობენ. ცდილობენ, პოლიციელების წინააღმდეგ იმოქმედო და ყველანაირ კანონის ჩარჩოს გავიდნენ რაც ძალიან მძიმეა. ჩვენ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ, კანონის ენით ვუპასუხებთ. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებისთვის მზად ვართ”, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.
1921 წლის კონსტიტუციაში ეწერა , არათუ შესწორება, თავად კონსტიტუციაც ვერ შევა ძალაში ურეფერენდუმოდო , ხალხს დაეკითხოსო უნდა , ხალხის უფლებააო კონსტიტუციის ცვლილება და ძალაში შეყვანაო , სწორედ ეს უფლება წაართვეს ხალხს რევოლუციითა და ოკუპაციით რუსმა და ქართველმა ბოლშევიკებმა, რომელთა შთამომავალი კი ბრძანდებით ნაცქოცმოქკავშირი განაყოფებიანად, მაგრამ, მაინც, რა უფლებით არ უბრუნებთ ხალხს იმ უფლებას, თქვენმა ხხხ ხორციელ იდეურმა წინაპრებმა რომ წაართვეს ?!
რას ჰგავს ეს საცოდავი