სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა
გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

„მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს 4 წლით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ყალ­ბი პას­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით უკა­ნო­ნოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის, ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, ადევ­ნე­ბის და პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი მ.გ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

„სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქემ მ.გ.-მ, ვ.ბ.-ს სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი ყალ­ბი პას­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით 2016 წლის 2 ოქ­ტომ­ბრი­დან 2020 წლის 11 მარ­ტამ­დე პე­რი­ოდ­ში უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყალბ დო­კუ­მენ­ტებს იყე­ნებ­და.

ასე­ვე დად­გინ­და, რომ 2020 წლის 11 თე­ბერ­ვლი­დან 2020 წლის 13 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში მ.გ. სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტის გ.გ.-ს უკა­ნო­ნო თვალ­თვალს და მის შე­სა­ხებ პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას.

აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გ.გ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად იყო ცნო­ბი­ლი.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მ.გ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 362-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (9 ეპი­ზო­დი), 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (7 ეპი­ზო­დი), 151 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 157-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად სა­ბო­ლო­ოდ 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nani
0

pirobitis dargvevaze 5 celiiii da amas 4 ubralod sasaciloa satirali rom ar ikos

თამაზი
0

უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი და ყალბი დოკუმენტები ჰქონდა , ეს გასაგებია მაგრამ, აპირებდა თუ არა გაბუნიას მოკვლას და ვინ დაავალა, ესაა მთავარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნების და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ.გ.-მ, ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 11 მარტამდე პერიოდში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში ყალბ დოკუმენტებს იყენებდა.

ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 13 ივნისამდე პერიოდში მ.გ. სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გ.გ.-ს უკანონო თვალთვალს და მის შესახებ პირადი ინფორმაციის მოპოვებას.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.გ. დაზარალებულად იყო ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 ეპიზოდი), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი), 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

"სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის" - გომელაური მელიაზე

"პირზე ხელი ამაფარა, მირტყამდა...სულ ნაცემი ვარ" - ყვარელში 73 წლის ქალი შეიარაღებულმა ახალგაზრდამ დააყაჩაღა

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას სულ 8 პირია დაკავებული