პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი ალბათობით, პოსტს დაატოვებინებენ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს" - ვინ შეიძლება გაჰყვეს ან გააყოლონ გახარიას ხელისუფლებიდან?
"დიდი ალბათობით, პოსტს დაატოვებინებენ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს" - ვინ შეიძლება გაჰყვეს ან გააყოლონ გახარიას ხელისუფლებიდან?

რო­გორც ირ­კვე­ვა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რო­ბი­დან წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" სრუ­ლი შოკი გა­მო­იწ­ვია. პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რებ­შიც ჩანს უკვე, რომ გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა გუნდთან არ შე­უ­თან­ხმე­ბია. ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე გა­ი­გო ვიწ­რო წრემ, რო­მელ­თა­ნაც, გა­ხა­რი­ას, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მე­ლი­ას საქ­მემ­დეც ჰქონ­და უთან­ხმო­ე­ბა. ამ წრეს შე­ად­გე­ნენ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და შს მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი. ის, რომ ეს პარ­ტი­ის­თვის დიდი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო, პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის, სო­ზარ სუ­ბა­რის კო­მენ­ტა­რი­და­ნაც ჩანს, - გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ვერ გა­ვი­გე რა­ტომ გა­დად­გა გა­ხა­რი­აო...

მმარ­თველ გუნდში დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას არ აღი­ა­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ეს ერთჯე­რა­დი უთან­ხმო­ე­ბა იყო, თუმ­ცა თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ მით­ქმა-მოთ­ქმას, რა­მაც გა­სულ კვი­რას სრუ­ლი­ად მე­დია მო­იც­ვა და რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გა­ხა­რია მი­დი­ო­და, ხოლო პრე­მი­ე­რი კო­ბა­ხი­ძე იქ­ნე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბა ად­ვი­ლად გა­ვი­ზი­ა­როთ ექ­სპერტ ვახ­ტან ძა­ბი­რა­ძის მო­საზ­რე­ბა, რომ პრობ­ლე­მე­ბი დიდი ხა­ნია უკვე არის და რომ გა­ხა­რი­ამ ისარ­გებ­ლა ვი­თა­რე­ბით და და­ას­წრო მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს, ვიდ­რე გა­და­ა­ყე­ნებ­დნენ...

მმარ­თველ პარ­ტი­ამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნა, რო­მელ­თა­ნაც ჰქონ­და, დიდი ალ­ბა­თო­ბით, გა­ხა­რი­ას და­პი­რის­პი­რე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას არც პარ­ლა­მენ­ტში და არც მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში მხარ­დამ­ჭერ­თა დიდი ჯგუ­ფი არ ჰყო­ლია.

რო­გორც წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, - "გა­ხა­რი­ას უცი­ლებ­ლად მიჰ­ყვე­ბა მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კახა ქე­მოკ­ლი­ძე და სხვა უმ­ნიშ­ვნე­ლო ფი­გუ­რე­ბი. მისი კვო­ტით პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნილ ჯგუფს - ირაკ­ლი ჩი­ქო­ვანს, ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლი­ას, გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილს, მი­ხე­ილ და­უშ­ვილს და ბექა ლი­ლუ­აშ­ვილს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს დე­პუ­ტა­ტე­ბიც მიჰ­ყვე­ბი­ან გა­ხა­რი­ას. მისი კად­რე­ბი და დე­პუ­ტა­ტე­ბი ასე უცებ შე­იძ­ლე­ბა არც წა­ვიდ­ნენ, ნელ-ნელა წავ­ლენ. დიდი ალ­ბა­თო­ბით, პოსტს და­ა­ტო­ვე­ბი­ნე­ბენ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე კახა სა­ბა­ნა­ძეს, რო­მე­ლიც გა­ხა­რი­ას კად­რია და რომ­ლის გა­და­ყე­ნე­ბა­ზეც კარ­გა ხანს მი­დი­ო­და სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რო­ბის და მხარ­და­ჭე­რის პი­რო­ბებ­ში “ოც­ნე­ბა” ამას ვერ ბე­დავ­და. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი­და­ნაც ალ­ბათ 1-2 კაცი წავა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ესე­ნი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ: და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი და ნა­თია თურ­ნა­ვა..."

რო­გორც გა­ირ­კვა, გა­ხა­რი­ას­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად მი­სულ­თა შო­რის არ ყო­ფი­ლან ამ­ჟა­მინ­დე­ლი ძა­ლო­ვა­ნი მი­ნის­ტრე­ბი - გო­მე­ლა­უ­რი და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. კი­თხვა­ზე, უს­ვამს თუ არა ეს ხაზს იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ პრე­მი­ერ­სა და მათ შო­რის მარ­თლაც იყო და­პი­რის­პი­რე­ბა, წყა­რო პა­სუ­ხობს, რომ ისე­ვე რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი მმარ­თველ გუნდში, ისი­ნი ნა­წყე­ნე­ბი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბიც არი­ან გა­ხა­რი­ას ასე­თი საქ­ცი­ე­ლით და მათ წყე­ნა ამ ჟეს­ტით გა­მო­ხა­ტეს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
29

რაღაც შევარდნაძის პერიოდს გავს; მგონი მმართველი ძალა იცვლება

giorgi
20

 ლოგიკური დასასრულია, შევარდნაძიდან მოყოლებული ეხლაც ასე იქნება, ამოიწურა დრო. მკვდარს ვერ გააცოცხლებ, უბრალოდ მეტად გაძალიანება უფრო მტკივნეული იქნება დაცემის დროს, მძიმე მოტეხილობები იცის.

ავტორი:

"დიდი ალბათობით, პოსტს დაატოვებინებენ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს" - ვინ შეიძლება გაჰყვეს ან გააყოლონ გახარიას ხელისუფლებიდან?

"დიდი ალბათობით, პოსტს დაატოვებინებენ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს" - ვინ შეიძლება გაჰყვეს ან გააყოლონ გახარიას ხელისუფლებიდან?

როგორც ირკვევა, გიორგი გახარიას პრემიერობიდან წასვლის გადაწყვეტილებამ "ქართულ ოცნებაში" სრული შოკი გამოიწვია. პარტიის წარმომადგენელთა საჯარო კომენტარებშიც ჩანს უკვე, რომ გახარიას გადადგომა გუნდთან არ შეუთანხმებია. ეს, სავარაუდოდ, განცხადების გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო ვიწრო წრემ, რომელთანაც, გახარიას, დიდი ალბათობით, მელიას საქმემდეც ჰქონდა უთანხმოება. ამ წრეს შეადგენენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. ის, რომ ეს პარტიისთვის დიდი მოულოდნელობა იყო, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის კომენტარიდანაც ჩანს, - გულწრფელად გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გადადგა გახარიაო...

მმართველ გუნდში დაჯგუფებებს შორის არსებულ დაპირისპირებას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ეს ერთჯერადი უთანხმოება იყო, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ მითქმა-მოთქმას, რამაც გასულ კვირას სრულიად მედია მოიცვა და რომლის თანახმადაც, გახარია მიდიოდა, ხოლო პრემიერი კობახიძე იქნებოდა, შეიძლება ადვილად გავიზიაროთ ექსპერტ ვახტან ძაბირაძის მოსაზრება, რომ პრობლემები დიდი ხანია უკვე არის და რომ გახარიამ ისარგებლა ვითარებით და დაასწრო მოწინააღმდეგეებს, ვიდრე გადააყენებდნენ...

მმართველ პარტიამ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელთანაც ჰქონდა, დიდი ალბათობით, გახარიას დაპირისპირება.

ცნობილია, რომ გიორგი გახარიას არც პარლამენტში და არც მინისტრთა კაბინეტში მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი არ ჰყოლია.

როგორც წყარო გვეუბნება, - "გახარიას უცილებლად მიჰყვება მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე და სხვა უმნიშვნელო ფიგურები. მისი კვოტით პარლამენტში წარმოდგენილ ჯგუფს - ირაკლი ჩიქოვანს, ალექსანდრე მოწერელიას, გიორგი ხოჯევანიშვილს, მიხეილ დაუშვილს და ბექა ლილუაშვილს რაც შეეხება, სავარაუდოდ, ეს დეპუტატებიც მიჰყვებიან გახარიას. მისი კადრები და დეპუტატები ასე უცებ შეიძლება არც წავიდნენ, ნელ-ნელა წავლენ. დიდი ალბათობით, პოსტს დაატოვებინებენ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს, რომელიც გახარიას კადრია და რომლის გადაყენებაზეც კარგა ხანს მიდიოდა საუბარი, თუმცა გახარიას პრემიერობის და მხარდაჭერის პირობებში “ოცნება” ამას ვერ ბედავდა. მინისტრთა კაბინეტიდანაც ალბათ 1-2 კაცი წავა, სავარაუდოდ, ესენი შეიძლება იყვნენ: დავით ზალკალიანი და ნათია თურნავა..."

როგორც გაირკვა, გახარიასთან გამოსამშვიდობებლად მისულთა შორის არ ყოფილან ამჟამინდელი ძალოვანი მინისტრები - გომელაური და ღარიბაშვილი. კითხვაზე, უსვამს თუ არა ეს ხაზს იმ გარემოებას, რომ პრემიერსა და მათ შორის მართლაც იყო დაპირისპირება, წყარო პასუხობს, რომ ისევე როგორც სხვა დანარჩენი მმართველ გუნდში, ისინი ნაწყენები და გაბრაზებულებიც არიან გახარიას ასეთი საქციელით და მათ წყენა ამ ჟესტით გამოხატეს.

"ისედაც ვამბობდით, რომ გვქონდა ღრმა ეჭვი, რუსეთთან "ნაცმოძრაობის" კავშირები" - რა განცხადებას აკეთებს კობახიძე

"ედუარდის კლასში ბევრი "ოცნების" ლიდერის შვილი იყო... ჩემს შვილს ხმა არასოდეს აუმაღლებია" - მიხეილ სააკაშვილი

"მოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, მლიქვნელური... ერთ-ერთ შეხვედრაზე შემომთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა..." - რას იხსენებს სააკაშვილი ივანიშვილზე და ღარიბაშვილთან დედამისის შეხვედრაზე