პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაცოცხლებული წიგნის გმირები - „ბიბლუსის“ სახალისო კამპანია, რომელშიც ბევრი მსურველი ჩაერთო, დასასრულს უახლოვდება
გაცოცხლებული წიგნის გმირები - „ბიბლუსის“ სახალისო კამპანია, რომელშიც ბევრი მსურველი ჩაერთო, დასასრულს უახლოვდება

ალ­ბათ ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სა­კუ­თა­რი თავი რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნა­ჟის ად­გი­ლას, რო­დე­საც საყ­ვა­რელ წიგნს კი­თხუ­ლობ­დით და გი­ფიქ­რი­ათ, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­დით, იმ ეპო­ქა­ში რომ გე­ცხოვ­რათ. წიგ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ხომ ყვე­ლას უყ­ვარს? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გმი­რად რომ შე­გეძ­ლოთ გარ­და­სახ­ვა. - ვის აირ­ჩევ­დით?

კომ­პა­ნია „ბიბ­ლუ­სის“ ახა­ლი კამ­პა­ნი­ი­ის ფარ­გლებ­ში, მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, თა­ვი­სი ფან­ტა­ზია რე­ა­ლო­ბად ექ­ცია.

„ბიბ­ლუ­სის“ ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლით ჩა­ერ­თვნენ კრე­ა­ტი­ულ და სა­ხა­ლი­სო ფო­ტო­კონ­კურ­სში - „გარ­და­ი­სა­ხე წიგ­ნის გმი­რად“, რო­მე­ლიც ახა­ლი კამ­პა­ნი­ის - „რო­მე­ლი წიგ­ნის გმი­რი ხარ“ ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლო აერ­ჩია რო­მე­ლი­მე წიგ­ნის გმი­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ტრანსფორ­მა­ცია მო­ეხ­დი­ნა კოს­ტი­უ­მე­ბის, გრი­მი­სა და პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თის გა­მო­ყე­ნე­ბით.

სა­კონ­კურ­სო ფო­ტო­ე­ბის მი­ღე­ბა 18 თე­ბერ­ვალს სრულ­დე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ორი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა და­სა­ხელ­დე­ბა, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთს ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი - დათო ტუ­რაშ­ვი­ლი გა­მო­ავ­ლენს, ხოლო მე­ო­რე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ის გმი­რი გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც „ფე­ის­ბუქ­ზე“ყვე­ლა­ზე მეტ მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს.

მო­დით, რამ­დე­ნი­მე სა­კულ­ტო წიგ­ნის გმი­რი გა­ვიხ­სე­ნოთ!

მა­მა­კა­ცი გმი­რე­ბი:

მის­ტერ დარ­სი

„ამ­პარ­ტავ­ნე­ბა და ამო­ჩე­მე­ბა“/ჯეინ ოს­ტი­ნი

ერთი შე­ხედ­ვით, მის­ტერ დარ­სი მო­სა­წყე­ნი, ამ­პარ­ტა­ვა­ნი, თა­ვის თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უსი­ა­მო ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, უჩ­ვე­უ­ლოდ კე­თი­ლი, პრინ­ცი­პუ­ლი და ღირ­სე­უ­ლი მა­მა­კა­ცია. თუმ­ცა, სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა იშ­ვი­ა­თად გა­მოს­დის. მხო­ლოდ ელი­ზა­ბეტ ბე­ნე­ტი შეძ­ლებს მისი რთუ­ლი ხა­სი­ა­თის გა­გე­ბას...

შერ­ლოკ ჰოლმსი

„შერ­ლოკ ჰოლმსის თავ­გა­და­სა­ვა­ლი“/არ­თურ კო­ნან­დო­ი­ლი

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ინ­ტე­ლექ­ტის გარ­და, ჰოლმსს არა­ერ­თი მიმ­ზიდ­ვე­ლი თვი­სე­ბა აქვს. ვის არ უოც­ნე­ბია, მას­თან ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე? ეს პერ­სო­ნა­ჟი იდე­ა­ლუ­რია, სა­ინ­ტე­რე­სო გმი­რის შე­საქ­მნე­ლად.

კრის­ტი­ან გრეი

„გრე­ის 50 ელ­ფე­რი“/ ე.ლ. ჯე­იმ­სი

სიმ­პა­თი­უ­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, უცო­ლო - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცია, თუმ­ცა კრის­ტი­ანს ბნე­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი აქვს. ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნის გმი­რი მკი­თხველს მოს­ვე­ნე­ბას უკარ­გავს...

ჯე­იმს ბონ­დი

ანა ფლე­მინ­გის რო­მა­ნე­ბი

ავან­ტი­უ­რის­ტი, მო­თა­მა­შე, მე­ქალ­თა­ნე, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში დი­დე­ბუ­ლი ჯა­შუ­ში ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მე­ფოს სამ­სა­ხურ­შია. ამ გმი­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რის­კი­სად­მი და მისი სა­ოც­რად გა­ბე­დუ­ლი ხა­სი­ა­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს...

ქა­ლიგ მი­რე­ბი:

ჯეინ ეარი

„ჯეინ ეარი“/შარ­ლო­ტა ბრონ­ტე

ნი­ჭი­ე­რი, მო­რი­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბი, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, კე­თი­ლი ქალი, რო­მელ­საც გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია. ჯე­ი­ნი მე-19 სა­უ­კუ­ნის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქა­ლის სა­ხეა, რო­მე­ლიც დღე­საც მა­გა­ლი­თად რჩე­ბა გო­გო­ნე­ბის­თვის.

ელი­ზა­ბეტ ბე­ნე­ტი

„ამ­პარ­ტავ­ნე­ბა და ამო­ჩე­მე­ბა“/ჯეინ ოს­ტი­ნი

გამ­ჭრი­ა­ხი გო­ნე­ბა, ირო­ნი­უ­ლო­ბა და ორი­გი­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა ლი­ზის უჩ­ვე­უ­ლო ქა­ლად აქ­ცევს. გა­საკ­ვი­რი არაა, რომ მის­ტერ დარ­სის ის უგო­ნოდ უყ­ვარ­დე­ბა...

ანა კა­რე­ნი­ნა

„ანა კა­რე­ნი­ნა“/ლევ ტოლსტოი

ბრწყინ­ვა­ლე ქალ­ბა­ტო­ნი, მზრუნ­ვე­ლი დედა და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქალი, რო­მელ­საც გრძნო­ბე­ბის გამო არ ეში­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის. ანას ტრა­გი­კუ­ლი ბედი მკი­თხველს გულ­გრილს ვერ და­ტო­ვებს...

მარ­გა­რი­ტა

„ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა“/ მი­ხა­ილ ბულ­გა­კო­ვი

უში­შა­რი, ძლი­ე­რი, მშვე­ნი­ე­რი, მის­ტი­კუ­რი მარ­გა­რი­ტა ყვე­ლა­ფერ­ზე წავა მათ გამო, ვინც უყ­ვარს. სა­ში­ში ალ­ქა­ჯი, დე­მო­ნუ­რი წვე­უ­ლე­ბის დე­დო­ფა­ლი და სა­ოც­რად მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქალი...

ჯუ­ლი­ე­ტა

„რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა“/ უი­ლი­ამ შექ­სპი­რი

13 წლის მშვე­ნი­ე­რი ჯუ­ლი­ე­ტა კა­პუ­ლე­ტი შე­უ­პო­ვა­რი ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, მო­უთ­მე­ნე­ლი ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის სიყ­ვა­რულს ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი მო­აქვს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლი გმი­რე­ბი შე­არ­ჩი­ეს კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა. ამას სულ მალე, „ბიბ­ლუ­სის“ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე შე­ვი­ტყობთ. სა­კონ­კურ­სო ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ხმის მი­ცე­მაც. ხალ­ხის რჩე­უ­ლი სწო­რედ LIKE-ების სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა. „ბიბ­ლუ­სის“ ახა­ლი კამ­პა­ნია ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და მისი მი­ზა­ნი, წიგ­ნის კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა და მკი­თხვე­ლის წიგ­ნე­ბის გმი­რებ­თან კი­დევ უფრო მე­ტად და­ახ­ლო­ვე­ბაა.

„ბიბ­ლუ­სის“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა გე­ლო­დე­ბათ!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

გაცოცხლებული წიგნის გმირები - „ბიბლუსის“ სახალისო კამპანია, რომელშიც ბევრი მსურველი ჩაერთო, დასასრულს უახლოვდება

გაცოცხლებული წიგნის გმირები - „ბიბლუსის“ სახალისო კამპანია, რომელშიც ბევრი მსურველი ჩაერთო, დასასრულს უახლოვდება

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟის ადგილას, როდესაც საყვარელ წიგნს კითხულობდით და გიფიქრიათ, როგორი იქნებოდით, იმ ეპოქაში რომ გეცხოვრათ. წიგნებში მოგზაურობა ხომ ყველას უყვარს? წარმოიდგინეთ, თქვენი საყვარელი წიგნის გმირად რომ შეგეძლოთ გარდასახვა. - ვის აირჩევდით?

კომპანია „ბიბლუსის“ ახალი კამპანიიის ფარგლებში, მკითხველს საშუალება მიეცა, თავისი ფანტაზია რეალობად ექცია.

„ბიბლუსის“ ერთგული მომხმარებლები სიხარულით ჩაერთვნენ კრეატიულ და სახალისო ფოტოკონკურსში - „გარდაისახე წიგნის გმირად“, რომელიც ახალი კამპანიის - „რომელი წიგნის გმირი ხარ“ ფარგლებში განხორციელდა.

ნებისმიერ მსურველს შეეძლო აერჩია რომელიმე წიგნის გმირი და საინტერესო ტრანსფორმაცია მოეხდინა კოსტიუმების, გრიმისა და პერსონაჟის ხასიათის გამოყენებით.

საკონკურსო ფოტოების მიღება 18 თებერვალს სრულდება. მოგვიანებით კი ორი გამარჯვებულის ვინაობა დასახელდება, რომელთაგანაც ერთს ყველასათვის საყვარელი ქართველი მწერალი - დათო ტურაშვილი გამოავლენს, ხოლო მეორე გამარჯვებული ის გმირი გახდება, რომელიც „ფეისბუქზე“ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს.

მოდით, რამდენიმე საკულტო წიგნის გმირი გავიხსენოთ!

მამაკაცი გმირები:

მისტერ დარსი

„ამპარტავნება და ამოჩემება“/ჯეინ ოსტინი

ერთი შეხედვით, მისტერ დარსი მოსაწყენი, ამპარტავანი, თავის თავზე შეყვარებული უსიამო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში, უჩვეულოდ კეთილი, პრინციპული და ღირსეული მამაკაცია. თუმცა, საკუთარი გრძნობების გამოხატვა იშვიათად გამოსდის. მხოლოდ ელიზაბეტ ბენეტი შეძლებს მისი რთული ხასიათის გაგებას...

შერლოკ ჰოლმსი

„შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“/ართურ კონანდოილი

წარმოუდგენელი ინტელექტის გარდა, ჰოლმსს არაერთი მიმზიდველი თვისება აქვს. ვის არ უოცნებია, მასთან ერთად საინტერესო საქმეების გამოძიებაზე? ეს პერსონაჟი იდეალურია, საინტერესო გმირის შესაქმნელად.

კრისტიან გრეი

„გრეის 50 ელფერი“/ ე.ლ. ჯეიმსი

სიმპათიური, წარმატებული, უცოლო - შეიძლება ითქვას, იდეალური მამაკაცია, თუმცა კრისტიანს ბნელი საიდუმლოებები აქვს. ყველაზე ცნობილი თანამედროვე სასიყვარულო რომანის გმირი მკითხველს მოსვენებას უკარგავს...

ჯეიმს ბონდი

ანა ფლემინგის რომანები

ავანტიურისტი, მოთამაშე, მექალთანე, მაგრამ პირველ რიგში დიდებული ჯაშუში ბრიტანული სამეფოს სამსახურშია. ამ გმირის დამოკიდებულება რისკისადმი და მისი საოცრად გაბედული ხასიათი აღფრთოვანებას იწვევს...

ქალიგ მირები:

ჯეინ ეარი

„ჯეინ ეარი“/შარლოტა ბრონტე

ნიჭიერი, მორიდებული, ღარიბი, მაგრამ დამოუკიდებელი, კეთილი ქალი, რომელსაც გულწრფელი სიყვარული შეუძლია. ჯეინი მე-19 საუკუნის დამოუკიდებელი ქალის სახეა, რომელიც დღესაც მაგალითად რჩება გოგონებისთვის.

ელიზაბეტ ბენეტი

„ამპარტავნება და ამოჩემება“/ჯეინ ოსტინი

გამჭრიახი გონება, ირონიულობა და ორიგინალური აზროვნება ლიზის უჩვეულო ქალად აქცევს. გასაკვირი არაა, რომ მისტერ დარსის ის უგონოდ უყვარდება...

ანა კარენინა

„ანა კარენინა“/ლევ ტოლსტოი

ბრწყინვალე ქალბატონი, მზრუნველი დედა და მოსიყვარულე ქალი, რომელსაც გრძნობების გამო არ ეშინია საზოგადოების აზრის. ანას ტრაგიკული ბედი მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს...

მარგარიტა

„ოსტატი და მარგარიტა“/ მიხაილ ბულგაკოვი

უშიშარი, ძლიერი, მშვენიერი, მისტიკური მარგარიტა ყველაფერზე წავა მათ გამო, ვინც უყვარს. საშიში ალქაჯი, დემონური წვეულების დედოფალი და საოცრად მოსიყვარულე ქალი...

ჯულიეტა

„რომეო და ჯულიეტა“/ უილიამ შექსპირი

13 წლის მშვენიერი ჯულიეტა კაპულეტი შეუპოვარი ხასიათით გამოირჩევა. სამწუხაროდ, მოუთმენელი ახალგაზრდა წყვილის სიყვარულს ტრაგიკული შედეგი მოაქვს.

საინტერესოა, რომელი გმირები შეარჩიეს კონკურსის მონაწილეებმა. ამას სულ მალე, „ბიბლუსის“ ფეისბუქის გვერდზე შევიტყობთ. საკონკურსო ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ხმის მიცემაც. ხალხის რჩეული სწორედ LIKE-ების საშუალებით გამოვლინდება. „ბიბლუსის“ ახალი კამპანია ინტერაქციული ხასიათისაა და მისი მიზანი, წიგნის კითხვის პოპულარიზება და მკითხველის წიგნების გმირებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოვებაა.

„ბიბლუსის“ ლიტერატურული კამპანიის ფარგლებში, არაერთი საინტერესო, ინტერაქციული აქტივობა გელოდებათ!

R

უკვე დღეიდან „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

საით მიდიან უსიყვარულოდ - უღმერთოდ დარჩენილი ადამიანები?!

"ლიტერე ინვენტე" - თანამედროვე ლიტერატურული შედევრები ქართველი მკითხველისთვის