პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავარაუდოდ, გაფრთხილებით დაიწყებენ... თუმცა, არ არის გამორიცხული, პირდაპირ დაკავების ოპერაცია დაიწყონ" - მელიას ადვოკატი აღსრულების მექანიზმზე
"სავარაუდოდ, გაფრთხილებით დაიწყებენ... თუმცა, არ არის გამორიცხული, პირდაპირ დაკავების ოპერაცია დაიწყონ" - მელიას ადვოკატი აღსრულების მექანიზმზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას ად­ვო­კა­ტი, დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რო­გო­რია სა­სა­მარ­თლოს მიერ პი­რის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა აღ­სრულ­დეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, მით უფრო მა­შინ, როცა შსს-მ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი იცის.

"მე ვვა­რა­უ­დობ, რომ ამ პრო­ცე­დუ­რას გაფრ­თხი­ლე­ბით და­ი­წყე­ბენ. პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მოვა, ჩაგ­ვა­ბა­რებს გან­ჩი­ნე­ბას და გან­სა­ზღვრავს ვა­დას, რა ვა­და­შიც ნიკა მე­ლი­ას პა­ტიმ­რო­ბის აღ­სრუ­ლე­ბა უნდა მოხ­დეს. თუმ­ცა, ცხა­დია, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ისიც, რომ ეს ნა­წი­ლი გვერ­დზე გა­და­დონ, პირ­და­პირ ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცია და­ი­წყონ. უფრო რე­ა­ლის­ტუ­რი პირ­ვე­ლი სცე­ნა­რი მგო­ნია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ გა­ი­თა­მა­შონ ვი­თომ და­მა­ტე­ბით შანსს აძ­ლე­ვენ.

ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა იქ­ნას და­კა­ვე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე უნდა მოხ­დეს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა. ვადა არაა გან­სა­ზღვურ­ლი. შსს-მ იცო­და, რომ ნიკა მე­ლია იყო ოფის­ში, შე­ეძ­ლოთ ერთი სა­ა­თის შემ­დე­გაც და­ე­წყოთ ამ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ნიკა მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ნინო ჩახ­ნაშ­ვილ­მა მი­ი­ღო. პრო­ცე­სი 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას ბრალ­დე­ბუ­ლი, ნიკა მე­ლია არ დას­წრე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maka
85

მშიშარების ბანდა :))) აქამდე კარგად ბაქიბუქობდა და ეხლა ეშინია ციხეში არ ჩამსვანო. იაგოზე ნაკლებად მშიშარა არც ეს ყოფილა.

ინა
4

ასეთი სპეცოპერაციები,რომ აფხაზეთში და ცხინვალში ჩაეტერებინათ,რაც თბილისში ტარდება,,ქვეყანა ერთიანი იქნებოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სავარაუდოდ, გაფრთხილებით დაიწყებენ... თუმცა, არ არის გამორიცხული, პირდაპირ დაკავების ოპერაცია დაიწყონ" - მელიას ადვოკატი აღსრულების მექანიზმზე

"სავარაუდოდ, გაფრთხილებით დაიწყებენ... თუმცა, არ არის გამორიცხული, პირდაპირ დაკავების ოპერაცია დაიწყონ" - მელიას ადვოკატი აღსრულების მექანიზმზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, როგორია სასამართლოს მიერ პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში აღსრულების მექანიზმი.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, მით უფრო მაშინ, როცა შსს-მ ბრალდებულის ადგილსამყოფელი იცის.

"მე ვვარაუდობ, რომ ამ პროცედურას გაფრთხილებით დაიწყებენ. პოლიციის რამდენიმე წარმომადგენელი მოვა, ჩაგვაბარებს განჩინებას და განსაზღვრავს ვადას, რა ვადაშიც ნიკა მელიას პატიმრობის აღსრულება უნდა მოხდეს. თუმცა, ცხადია, არ არის გამორიცხული ისიც, რომ ეს ნაწილი გვერდზე გადადონ, პირდაპირ ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყონ. უფრო რეალისტური პირველი სცენარი მგონია იმ თვალსაზრისით, რომ გაითამაშონ ვითომ დამატებით შანსს აძლევენ.

ადამიანი, რომელსაც პატიმრობა აქვს შეფარდებული, დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაკავებული, პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების აღსრულება. ვადა არაა განსაზღვურლი. შსს-მ იცოდა, რომ ნიკა მელია იყო ოფისში, შეეძლოთ ერთი საათის შემდეგაც დაეწყოთ ამ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

უზნაძის ქუჩაზე, სკვერში გაყინული მამაკაცი იპოვეს

შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო - უწყების განცხადება

ქალაქ რენში დაკავებულია "ქართული მაფიის" 15 წევრი, მათ შორის კანონიერი ქურდები - რას წერს ფრანგული გამოცემა მასშტაბურ სპეცოპერაციაზე?