პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. მსახიობის მდგომარეობაზე რატიანი "ტვ პირველს" ესაუბრა.
"ბატონი კახი კავსაძის მდგომარეობა შემოყვანისას შეფასდა კრიტიკულად, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო მისი ძირითადი დაავადებების გართულებები, სახეზე იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, ძილიანობა. ამ ეტაპზე, ჩატარებული მკურნალობა შეიძლება ჩაითვალოს დადებითად, მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.
პაციენტი იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე, არის ჟანგბადდამოკიდებული, ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სტაბილურია. ინარჩუნებს პარამეტრებს. თქვენ იცით, რომ ბატონ კახის აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია და კლინიკურად სახეზეა ამ ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
ვიმედოვნებთ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ძირითადი დაავადებების გამომწვევი მიზეზები ლიკვიდირებული იქნება და ბატონი კახი, დაახლოებით, ერთ კვირაში გაეწერება კლინიკიდან", - განაცხადა ლევან რატიანმა.
მსახიობი კახი კავსაძე რეანიმაციულ განყოფილებაში 5 დღის წინ მოათავსეს.
ამ ძველ, გენერიულ სურათს შეეშვით რა. 90-იან წლებშია გადაღებული
b-n კახი ადრეც გაეწერა ამ კლინიკიდან და სხვაც, ამ კლინიკიდან და სხვა კლინიკიდანაც. ენას ძვალი არა აქვს, რადგან თუ გარემოება იცვლება სხეულში ის სხვა დავადებებსაც გამოკვეთს, სხვა რა იქნება. ხოლო ყველა ნაკოვიდარი დადის ენდოთელიუმის ანთებაში, დიაბეტურ ანგიოპატიაში, რაზეც მას არც ერთი ასეთი გამოწერის შედეგად არ მიეცემა გარკვეულობა. უთხარი მერე ასეთ ადამიანებს, რომ მის სხეულს განკურნებამდე სჭირდება ანთების პერიოდული ან მუდმივი მოხსნა სხეულიდან, რა აზრი აქვს. სხეულსა და ნაკოვიდარ სხეულზე ადამიანს გაგება არ ექმნება. რას დადიხართ სკოლაში, ან რაში გჭირდებათ იმ უმაღლესის ყალბი სერთიფიკატი, რადგან მინიმალურ გაგებებთან მაინც არა გაქვთ კავშირი, ან შეხება. ახია თქვენზე. რახან ამას არავინ გეუბნებათ, მიხვარჩალუშია ყველაფერი. იხვარჩალით ბაბა.