ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში გარდაცვლილი გოგონას დედა, მერი რომანაძე არ გამორიცხავს, რომ ბავშვი ოჯახში ძალადობის დროს შემოაკვდათ და მისი თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს.
"ერთი კვირით ადრე მითხრა, რომ ბაბუა ნასვამი იყო, საწოლში ვიწექიო, თავზე რომ დამადგა და თავში ხელები მირტყაო, ძვლივს გავითავისუფლე თავი მისგანო. ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. მე დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ სანამ თავს მოიკლავდა, წინა დღეს მელაპარაკა ბავშვმა, რომ მომზადებული იყო ჩეთან წამოსასვლელად. დარწმუნებული ვარ, რომ მაგათმა უყვეს ბავშვს რაღაცა", - აცხადებს "ტვ პირველთან" გარდაცვლილი მოზარდის დედა.
14 წლის ნინიმ თავი 9 თებერვალს მოიკლა. შემთხვევამდე ორი თვით ადრე, ოჯახმა ქობულეთის პოლიციას შეატყობინა გოგონას გაუპატიურების შესახებ - აღნიშნულზე უკვე დაწყებულია გამოძიება და პოლიციამ გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა 23 წლის მოძალადე. ცნობილია ისიც, რომ არასრულწლოვანი ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა - მას ბიძები სასტიკად გაუსწორდნენ.
ცნობისთვის, საქმეზე დღეს მოზარდის ბაბუა დააკავეს.
ხოდა დარჩით დედებო საკუთარ შვილებთაან,ბებიებს და ბაბუებს კი არ უნდა დაუტივოთ,ხომ ხედავთ რა შედეგით მთავრდება ეს ყველაფერი? უკვე მერამდენე შემთხვევაა ეს თან ყველა პროვინციებში ხდება სადაც შეგნება და განათლება დაბალ დონეზეა.ბავშვებმა რა დააშავეს? აქ მშობელია დამნაშავე.
მაგათმა უყვეს კი არა, ყველას ბრალია. „ხალხი რას იტყვის“, აი ამას სეეწირა ბავში. დააკვრიდით აბა, გავიგებთ ვიღაც მოკლეს, ვიღაც გააუპატიურეს, უმეტესობას დედა ყავს ემიგრანტი. ადვილად დასაჩაგრია ბავში დედის გარეშე. ნებისმიერ 14 წლის გოგოს აურევს 23 წლის ბიჭი თავგზას, თუ იკადრებს. მოძებნა უპატრონო ბავშვი, ვისაც გულშემტკივარი არ ყავდა და გაიმეტა. ოჯახი რომ გვერდში დგომოდა ამ ბავშვს ეს უბედურება არ მოხდებოდა.