სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, მაგრამ მოხდა განსაცდელი - ის კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება" - პატრიარქი
"მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, მაგრამ მოხდა განსაცდელი - ის კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება" - პატრიარქი

ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ მე­უ­ფე პეტ­რე­სა და სხვა შეც­დო­მი­ლი მო­ძღვრე­ბი­სათ­ვის, წყა­ლო­ბა და მშვი­დო­ბა გან­კურ­ნავს მათ, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ მირ­ქმის დღე­სას­წა­ულ­ზე, ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქმა მრევლს მირ­ქმა მი­უ­ლო­ცა.

„ეს არის შეხ­ვედ­რა ძვე­ლი­სა და ახა­ლი აღ­თქმი­სა. ეს არის შეხ­ვედ­რა ადა­მი­ა­ნი­სა და ღმერ­თი­სა.

ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვი გან­საც­დე­ლია. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, რომ უფა­ლი გვაძ­ლევს ძა­ლას, მოთ­მი­ნე­ბას, სიყ­ვა­რულს, რომ დავძლი­ოთ ეს გან­საც­დე­ლი.

თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღე­ებ­ში დიდი გან­საც­დე­ლი იყო ეკ­ლე­სი­ა­ში, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ როცა გან­საც­დე­ლი ეძ­ლე­ვა ადა­მი­ანს, ძა­ლაც ეძ­ლე­ვა, მად­ლიც ეძ­ლე­ვა.

მე­უ­ფე პეტ­რე ჩვენ გავ­ზარ­დეთ, რო­გორც სა­კუ­თა­რი შვი­ლი, მაგ­რამ მოხ­და გან­საც­დე­ლი. ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ არა­ვი­თა­რი ცოდ­ვა არ აღე­მა­ტე­ბა ღვთის წყა­ლო­ბას. სი­ნა­ნუ­ლი და აღ­სა­რე­ბა კურ­ნავს ადა­მი­ანს და ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ სი­ნა­ნუ­ლი და­ი­სად­გუ­რებს ჩვენს გუ­ლებ­ში, ჩვენს გო­ნე­ბა­ში და მე­უ­ფე პეტ­რე კვლავ გა­ნი­კურ­ნე­ბა. უძღე­ბი შვი­ლი დაბ­რუნ­დე­ბა, უძღე­ბი შვი­ლის მამა გა­დი­ო­და გზა­ზე და ელო­დე­ბო­და თა­ვის შვილს, ასე­ვე ვე­ლო­დე­ბით ჩვენც შეც­დო­მილ შვი­ლებს. ყვე­ლას გი­ლო­ცავთ დღე­სას­წა­ულს!

"აწ გა­ნუ­ტე­ვე მო­ნაი შენი, მე­უ­ფეო, სი­ტყვი­სა­ებრ შე­ნი­სა მშვი­დო­ბით, რა­მე­თუ იხი­ლეს თუ­ალ­თა ჩემ­თა მა­ცხო­ვა­რე­ბაჲ შენი, რო­მელ გა­ნუმ­ზა­დე წი­ნა­შე პირ­სა ყოვ­ლი­სა ერი­სა­სა, ნა­თე­ლი გა­მობრწყინ­ვე­ბად წარ­მარ­თთა ზედა და­დი­დე­ბად ერი­სა შე­ნი­სა ის­რა­ე­ლი­სა“.

ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ მე­უ­ფე პეტ­რე­სა და სხვა შეც­დო­მი­ლი მო­ძღვრე­ბი­სათ­ვის, წყა­ლო­ბა და მშვი­დო­ბა გან­კურ­ნავს მათ. დღეს არის გან­წმენ­დის დღე; დღეს წყა­ლო­ბა ღვთი­სა გან­სა­კუთ­რე­ბით სუ­ფევს ჩვენ ზედა. დღეს არის ის დღე, როცა შვი­ლე­ბი ლო­ცა­ვენ თა­ვი­ანთ მშობ­ლებს. თქვენც და­ლო­ცეთ თქვე­ნი მშობ­ლე­ბი და ისი­ნი დაგ­ლო­ცა­ვენ თქვენ. ახლა იქ­ნე­ბა წა­კი­თხუ­ლი ლოც­ვა სან­თლე­ბის კურ­თხე­ვი­სა. წყა­ლო­ბა, მშვი­დო­ბა, სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ფევ­დეს ჩვენ შო­რის და ჩვენ­თან! ჩვენ­თან არს ღმერ­თი!“- გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
81

არა, თქვენ არ გაგიზრდიათ, ის გაზრდილი და გადაზრდილიც იყო სასულეირო ცხოვრებაში რომ შეაბიჯა, ჩვეულებრივი მოქალაქის ცხოვრებით კი არ ჰქონდა ნაცხოვრები, არამედ კარგა გვარიანად იყო "გაცვეთილი" და მიკვირს საპატრიარქოს წიაღში ასე სწრაფად როგორ გაიკაფა გზა რომ ტროას ცხენივით დასკუპტდდა წმინდა სინოდში.

თავისიანია
33

ერთად შეკრული ქარავანი .

ავტორი:

"მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, მაგრამ მოხდა განსაცდელი - ის კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება" - პატრიარქი

"მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, მაგრამ მოხდა განსაცდელი - ის კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება" - პატრიარქი

ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მირქმის დღესასწაულზე, ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს მირქმა მიულოცა.

„ეს არის შეხვედრა ძველისა და ახალი აღთქმისა. ეს არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა.

ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ძალას, მოთმინებას, სიყვარულს, რომ დავძლიოთ ეს განსაცდელი.

თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ძალაც ეძლევა, მადლიც ეძლევა.

მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ყველას გილოცავთ დღესასწაულს!

"აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დადიდებად ერისა შენისა ისრაელისა“.

ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ. დღეს არის განწმენდის დღე; დღეს წყალობა ღვთისა განსაკუთრებით სუფევს ჩვენ ზედა. დღეს არის ის დღე, როცა შვილები ლოცავენ თავიანთ მშობლებს. თქვენც დალოცეთ თქვენი მშობლები და ისინი დაგლოცავენ თქვენ. ახლა იქნება წაკითხული ლოცვა სანთლების კურთხევისა. წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენ შორის და ჩვენთან! ჩვენთან არს ღმერთი!“- განაცხადა პატრიარქმა.

მოიხსნება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი - რა რეკომენდაციას გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი?

"ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან, ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები" - ვლადიმერ პოზნერი

"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს