სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩის" მიერ შექმნილი "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს ეკრძალებათ ზიარება, ჯვრისწერა, ნათლობა... - სინოდის განჩინება
"გირჩის" მიერ შექმნილი "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს ეკრძალებათ ზიარება, ჯვრისწერა, ნათლობა... - სინოდის განჩინება

წმინ­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ თე­ო­დო­რეს (ჭუ­ა­ძე) მოხ­სე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცია "გირ­ჩის" მიერ შექ­მნილ "სა­ქარ­თვე­ლოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, ევან­გე­ლის­ტუ­რი, პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი ეკ­ლე­სია- ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია წმინ­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბა­ში.

“ცნო­ბი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნულ რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მი­ღე­ბულ პი­რებს (გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა) მათი „ეპის­კო­პოს­თა კრე­ბა“ ანი­ჭებს „სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის“ წო­დე­ბას და აძ­ლევს და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბას. ამ მოწ­მო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ხელ­მწი­ფო და მის სა­ფუძ­ველ­ზე წვე­ვამ­დე­ლებს ათა­ვი­სუფ­ლებს ჯა­რი­დან.

ახალ­გაზ­რდე­ბის დიდი ნა­წი­ლი, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ტი­ვის გამო გახ­და „ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ წევ­რი; სი­ნამ­დვი­ლე­ში მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა თავს კვლავ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რად მი­იჩ­ნევს და ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, თუ რა დიდი შეც­დო­მა აქვს დაშ­ვე­ბუ­ლი.

ამი­ტო­მაც გან­ვმარ­ტავთ: სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით მღვდლო­ბა წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ სა­ი­დუმ­ლო­თა­განს. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რად ხელთდას­ხმის სა­ი­დუმ­ლო სრულ­დე­ბა საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ის დროს შე­სა­ბა­მი­სი ასა­კის, სქე­სი­სა და მომ­ზა­დე­ბის მქო­ნე პირ­ზე ეკ­ლე­სი­ა­ში კა­ნო­ნი­ე­რად დად­გე­ნი­ლი ეპის­კო­პო­სის მიერ. სხვა სა­ხით სამ­ღვდე­ლო პა­ტი­ვის მი­ნი­ჭე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას კი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია არ აღი­ა­რებს;

ასეთ რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და „სა­სუ­ლი­ე­რო პი­რად“ გახ­დო­მა არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და­ტო­ვე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ა­ღი­სა, თუნ­დაც, რომ ეს მათ მიერ მიჩ­ნე­ულ იქ­ნეს ფორ­მა­ლურ ქმე­დე­ბად.

სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, რე­ლი­გი­უ­რი დიდი დატ­ვირ­თვის მქო­ნე ცნე­ბე­ბით, არის მკრე­ხე­ლო­ბა და „ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ „ეპის­კო­პოს­თა კრე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით“ „დად­გე­ნილ“ „სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს“, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია მი­იჩ­ნევს თვით­მარ­ქვი­ად, ხოლო მათ ქმე­დე­ბას,- სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბი­სა და მსა­ხუ­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფად.

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში „ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ წევ­რებს ეკ­რძა­ლე­ბათ რო­გორც წმინ­და ზი­ა­რე­ბა, ასე­ვე სხვა სა­ეკ­ლე­სიო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­სა თუ მსა­ხუ­რე­ბა­ში (ნათ­ლო­ბა, ჯვრის­წე­რა, შვიდგზის ზე­თი­ცხე­ბა...) მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, ვიდ­რე არ შე­ი­ნა­ნე­ბენ აღ­ნიშ­ნულ ცოდ­ვას, არ გა­ივ­ლი­ან შე­სა­ბა­მი­სი ეპი­ტი­მი­ის პე­რი­ოდს და მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რას.

შევ­ნიშ­ნავთ, რომ მო­ნა­ნი­ე­ბის გა­რე­შე, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ­ზე ვერც წე­სის აგე­ბა შეს­რულ­დე­ბა და მათ სა­ხე­ლებს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი­სას ეკ­ლე­სია ვერ მო­იხ­სე­ნი­ებს, რად­გან, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, თვი­თონ გა­ნუდ­გნენ მას”, - ნათ­ქვა­მია წმინ­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mono
28

კარგი ერთი ჯიპებიდან გადმოდით და მერე დაგიჯერებთ ხალხი პრადოებით რო დადიხართ და ამდენი უსახლკარო როა გარეთ გახსენით ეკლესიის კარები ხალხისთვის და მერე დაგიჯერებენ იქამდე თქვენც სეკტა ხართ

სტალინი
7

სამართლიანი გადაწყვეტილებაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გირჩის" მიერ შექმნილი "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს ეკრძალებათ ზიარება, ჯვრისწერა, ნათლობა... - სინოდის განჩინება

"გირჩის" მიერ შექმნილი "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს ეკრძალებათ ზიარება, ჯვრისწერა, ნათლობა... - სინოდის განჩინება

წმინდა სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) მოხსენება პოლიტიკურ ორგანიზაცია "გირჩის" მიერ შექმნილ "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია- ბიბლიური თავისუფლების" საქმიანობის შესახებ, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული სახელმწიფოს მიერ. ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში.

“ცნობილია, რომ აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციაში მიღებულ პირებს (განურჩევლად სქესისა) მათი „ეპისკოპოსთა კრება“ ანიჭებს „სასულიერო პირის“ წოდებას და აძლევს დამადასტურებელ მოწმობას. ამ მოწმობას ითვალისწინებს სახელმწიფო და მის საფუძველზე წვევამდელებს ათავისუფლებს ჯარიდან.

ახალგაზრდების დიდი ნაწილი, სწორედ აღნიშნული მოტივის გამო გახდა „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი; სინამდვილეში მათი უმრავლესობა თავს კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს და ვერ აცნობიერებს, თუ რა დიდი შეცდომა აქვს დაშვებული.

ამიტომაც განვმარტავთ: საეკლესიო სწავლებით მღვდლობა წარმოადგენს ერთ-ერთ საიდუმლოთაგანს. სასულიერო პირად ხელთდასხმის საიდუმლო სრულდება საღმრთო ლიტურგიის დროს შესაბამისი ასაკის, სქესისა და მომზადების მქონე პირზე ეკლესიაში კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსის მიერ. სხვა სახით სამღვდელო პატივის მინიჭების ლეგიტიმურობას კი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს;

ასეთ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და „სასულიერო პირად“ გახდომა არის ნებაყოფლობითი დატოვება მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღისა, თუნდაც, რომ ეს მათ მიერ მიჩნეულ იქნეს ფორმალურ ქმედებად.

სპეკულაციები, რელიგიური დიდი დატვირთვის მქონე ცნებებით, არის მკრეხელობა და „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“, მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, ხოლო მათ ქმედებას,- საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცხყოფად.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ როგორც წმინდა ზიარება, ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში (ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთიცხება...) მონაწილეობის მიღება, ვიდრე არ შეინანებენ აღნიშნულ ცოდვას, არ გაივლიან შესაბამისი ეპიტიმიის პერიოდს და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების პროცედურას.

შევნიშნავთ, რომ მონანიების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევაში, მათზე ვერც წესის აგება შესრულდება და მათ სახელებს ღვთისმსახურებისას ეკლესია ვერ მოიხსენიებს, რადგან, ნებსით თუ უნებლიედ, თვითონ განუდგნენ მას”, - ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში.

"მეწყერი არ ჩამოშლილა, დინამიკაშია, ჯერჯერობით საპანიკო არ არის" - რა ვითარებაა ვაშლიჯვრის ფერდობზე და რა იგეგმება 1-ელ ეტაპზე

"თბილისი გვენგრევა თავზე", "მიწა გვეცლება ფეხებში", "არ ააშენო, საშიში ზონაა" - მოსახლეობამ ვაშლიჯვარში მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით აქცია გამართა

"ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე, ეკრძალებათ ზიარება, ვიდრე არ მოინანიებენ" - მეუფე სტეფანე