სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსაძებნი გვაქვს სულხან-საბას 400 წლის მარანი, რაღაც მინიშნებები არის..." - მეღვიძე ძმები ბოლნისური ღვინის საიდუმლოზე, რომელიც აშშ-ს და ავსტრალიის ბაზარზე გადის
"მოსაძებნი გვაქვს სულხან-საბას 400 წლის მარანი, რაღაც მინიშნებები არის..." - მეღვიძე ძმები ბოლნისური ღვინის საიდუმლოზე, რომელიც აშშ-ს და ავსტრალიის ბაზარზე გადის

სა­ნამ ძი­რძველ ბოლ­ნი­სელ გუ­რამ ავ­ქო­ფაშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, ცოტა ძნე­ლად წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ბოლ­ნი­სი და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი იქ­ნე­ბო­და ვე­ნა­ხის გა­სა­შე­ნებ­ლად და ღვი­ნის და­სა­ყე­ნებ­ლად. თუმ­ცა რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი სხვა თვა­ლით და­ვი­ნა­ხე. ბა­ტო­ნი გუ­რა­მი მე­ექ­ვსე წე­ლი­წა­დია ძმას­თან ერ­თად, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ენ­თუ­ზი­ას­ტი მეღ­ვი­ნეა. ბოლ­ნი­სის მიკ­რო­ზო­ნა­ში აკე­თებს საქ­მეს, რო­მე­ლიც მოს­წონს, უყ­ვარს და ეა­მა­ყე­ბა. მოკ­ლედ, ძმე­ბი მშვე­ნი­ერ ღვი­ნოს აყე­ნე­ბენ.

გუ­რამ ავ­ქო­ფაშ­ვი­ლი:

- სამ­თო ელექტრო­ინ­ჟი­ნე­რი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით ბოლ­ნი­სის ერთ-ერთ სა­წარ­მო­ში მხო­ლოდ 2 წე­ლი­წადს ვი­მუ­შა­ვე, რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის დარ­გში დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გახ­ლდით. შემ­დეგ ძნელ­ბე­დო­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მისი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლეც ვი­ყა­ვი. ჩემ­თვის კარ­გი პე­რი­ო­დი 2015 წელს და­ი­წყო, როცა მე და ჩემ­მა ძმამ გი­ორ­გიმ გა­დავ­წყვი­ტეთ ქვევ­რებ­ში ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით ღვი­ნო დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა და 20 წლის ნა­ნატ­რი ამ­ბა­ვიც ასე ახდა... მა­ნამ­დე, როცა რთველ­ში მივ­დი­ო­დით და შინ მო­სა­ვა­ლი მოგვქონ­და, ჩემი ძმა ამ საქ­მის წა­მო­წყე­ბის­კენ სულ მი­ბიძ­გებ­და.

- ვე­ნა­ხი სად გაქვთ?

- რა­ტე­ვან­ში (უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლი სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), ჩვენს სო­ფელ­ში, სა­დაც ამ­ჟა­მად ჩი­ნუ­რი გვაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი, მა­ნამ­დე რქა­წი­თე­ლი გვქონ­და. რა­ტე­ვა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ა­და­გი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი და ხალ­ხიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცხოვ­რობს. თა­ვი­დან იქ პა­პას ვე­ნა­ხი იყო. ღვი­ნოს ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით ვა­ყე­ნებ­დით, ოღონდ მას ბოლ­ნი­სე­ლე­ბი ევ­რო­პულს ვე­ძა­ხით.

- რას ნიშ­ნავს ეს?

- ბოლ­ნის­ში 2 სა­უ­კუ­ნის წინ გერ­მა­ნე­ლე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლეს და აქა­უ­რო­ბას კა­ტე­რი­ნენ­ფელ­დი ერ­ქვა. ისი­ნი ღვი­ნოს შვა­ბუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით აყე­ნებ­დნენ. ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით ბოლ­ნის­ში დღე­საც ამ­ზა­დე­ბენ ღვი­ნოს, მაგ­რამ ჩვენ ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით და­ვი­წყეთ.ღვი­ნოს პა­პა­ჩე­მი და მისი მამა შვა­ბუ­რი წე­სით აყე­ნებ­დნენ. დიდი პაპა რა­ტე­ვან­ში 1860 წელს და­ი­ბა­და და ჩვე­ნე­ბი ჯერ კი­დევ XIX სა­უ­კუ­ნე­ში ღვი­ნოს კას­რებ­ში ავარ­გებ­დნენ.

მოკ­ლედ, 2015 წლამ­დე ყუ­რძენს მუ­ხის როფ­ში ("ჩანი") ვწუ­რავ­დით, სა­დაც ფერ­მენ­ტა­ცი­ას გა­დი­ო­და, დუღ­და. მერე მუ­ხის კას­რებ­ში გა­დაგ­ვქონ­და და გერ­მა­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით დაპ­რო­ექ­ტე­ბულ სარ­და­ფებ­ში ვა­ვარ­გებ­დით.

ახლა ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდ­ზე გად­მო­ვე­დით, შვა­ბუ­რით მხო­ლოდ 10%-ს ვამ­ზა­დებთ.წე­ლი­წად­ში 6 და­სა­ხე­ლე­ბის (რქა­წი­თე­ლი, სა­ფე­რა­ვი, თავკვე­რი, თავკვე­რი ვარ­დის­ფე­რი, ჩი­ნუ­რი სა­ფე­რა­ვის ჭა­ჭა­ზე, რქა­წი­თე­ლი სა­ფე­რა­ვის ჭა­ჭა­ზე) 4 ათას ბოთლს ვას­ხამთ.

ბოლ­ნი­სის მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის ის­ტო­რია ქარ­თუ­ლი 8-ათას­წლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. ბოლ­ნი­სი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ზო­ნაა, აღ­მო­ჩე­ნი­ლიც არის იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი, რომ აქ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას ძველ­თა­გან­ვე მის­დევ­დნენ. ბოლ­ნი­სის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის უნი­კა­ლურ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლია 12 ათა­სამ­დე არ­ტე­ფაქ­ტი, ან­ტი­კუ­რი ხა­ნით და­წყე­ბუ­ლი, დღემ­დე არ­სე­ბუ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი და იმე­დია, ეს ის­ტო­რია კვლა­ვაც გაგ­რძელ­დე­ბა.

- სა­კუ­თარ თავს მეღ­ვი­ნე-მე­ვე­ნა­ხე­ებს უწო­დებთ?

- ჩვენ ენ­თუ­ზი­ას­ტი მეღ­ვი­ნე­ე­ბი ვართ, ღვი­ნოს კი ჩვე­ნი ბრენ­დით ვას­ხამთ. სულ არ ვე­ლო­დით ასეთ აღი­ა­რე­ბას - 2016 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იმარ­თე­ბა, ჩვენ­მა რქა­წი­თელ­მა ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ეს იყო უაღ­რე­სად სა­სი­ა­მოვ­ნო, გაგ­ვა­ხა­რა ჩვენ და ის მეღ­ვი­ნე­ე­ბიც, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც 2017 წელს ბოლ­ნი­სის მეღ­ვი­ნე­თა ასო­ცი­ა­ცია შევ­ქმე­ნით. ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ის 30 ენ­თუ­ზი­ას­ტი მეღ­ვი­ნე გა­ვერ­თი­ან­დით, რომ­ლე­ბიც პრინ­ცი­პუ­ლად მიჰ­ყვე­ბი­ან ბოლ­ნი­სუ­რი ღვი­ნის და­ყე­ნე­ბას.

- ბოლ­ნის­ში რომ გერ­მა­ნე­ლე­ბის ჩა­მო­სახ­ლე­ბამ­დე ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა არ­სე­ბობ­და, ამას რა ადას­ტუ­რებს?

- ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ის­ტო­რი­უ­ლი აღ­წე­რა, სა­დაც მოყ­ვა­ნი­ლია ასე­თი რამ: სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ოჯახს კუ­ლუ­ხი და­უ­წე­სე­ბია. სულ 12 სო­ფე­ლი იყო (მათ­გან უმ­რავ­ლე­სო­ბა ახლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლია), სა­ი­და­ნაც ორ­ბე­ლი­ა­ნებს 718 სა­პალ­ნე ტკბი­ლი ყუ­რძნის წვე­ნი უნდა მი­ე­ღოთ. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 125 ტონა ტკბილს უდ­რის, რაც მე­ტყვე­ლებს, რომ მეღ­ვი­ნე­ო­ბა ჩვენს კუ­თხე­ში კარ­გად ყო­ფი­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

უძ­ვე­ლე­სი ჯი­შე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას ჩვენც ვა­პი­რებთ, მა­გა­ლი­თად, მე­ლი­კუ­დას, ღრუ­ბე­ლას... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ "საქპა­ტენ­ტმა" 2019 წელს ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნოდ ბოლ­ნი­სიც და­ა­რე­გის­ტრი­რა, რაც ნიშ­ნავს, რომ ეს მიკ­რო­ზო­ნა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის ზო­ნად, რო­გორც, მა­გა­ლი­თად, წი­ნან­და­ლი, გურ­ჯა­ა­ნი...

ბოლ­ნის­მა ამ უმაღ­ლეს ლი­გა­ში მე­ო­ცე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ამის მე­რეც და­ა­რე­გის­ტრი­რეს სხვა ღვი­ნო­ე­ბიც და ჯერ­ჯე­რო­ბით 24 ასე­თი ღვი­ნოა.

- ოც­ნე­ბა აგ­ვიხ­დაო, ბრძა­ნეთ...

- 55 წლის ვარ და ახ­ლი­დან ჩა­ვე­ჭი­დე რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სოს. მე­ტად შე­ვის­წავ­ლე ის, რაც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და - ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გია, ქვევ­რის გახ­სნა, მარ­ნის სხვა საქ­მე­ე­ბი. ძა­ლი­ან მინ­და ბოლ­ნის­მა ამ საქ­მე­ში ძვე­ლი სა­ხე­ლი და­იბ­რუ­ნოს. არის ასე­თი ცნო­ბაც: 1111 წელს გა­და­წყდა სა­ხელ­მწი­ფო მა­რა­ნი ბოლ­ნის­ში ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა სად, და­სად­გე­ნია და ვიკ­ვლევთ. მა­შინ იქ და­ყე­ნე­ბუ­ლი ღვი­ნო სტუმ­რე­ბი­სა და ჯა­რის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ, რად­გან მსუ­ბუ­ქი და­სა­ლე­ვი იყო, 14% ალ­კოჰო­ლი კი აქვს, ისე­ვე რო­გორც კა­ხურს, მაგ­რამ ის ძნე­ლი და­სა­ლე­ვია, ტა­ნი­ნი­ა­ნი, სხე­უ­ლი­ა­ნია, ბოლ­ნი­სუ­რი ღვი­ნო კი მსუ­ბუ­ქი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი, ნაკ­ლე­ბად ტა­ნი­ნი­ა­ნია. მისი და­ლე­ვის შემ­დეგ მე­ომ­რე­ბი სა­ომ­რად მხი­ა­რუ­ლად მი­დი­ოდ­ნენ. ყო­ვე­ლი­ვე ეს ისევ და ისევ იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ძვე­ლად ჩვენს მხა­რე­ში მეღ­ვი­ნე­ო­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო.ასე­ვე მო­სა­ძებ­ნი გვაქვს სულ­ხან-სა­ბას 400 წლის მა­რა­ნი, რა­ღაც მი­ნიშ­ნე­ბე­ბი არის, მაგ­რამ ჯერ ვე­რა­ფერს და­ვამ­ტკი­ცებთ.

- რამ­დე­ნი ქვევ­რი გაქვთ?

- ჩვე­ნი ქვევ­რე­ბი ტყემ­ლო­ვა­ნი­და­ნაა - ოცი 100-ლიტ­რი­ა­ნი და ბრტყელ­ძი­რი­ა­ნია, მი­წის ზე­მოთ გვიდ­გას, მი­წა­ში კი 8 ქვევ­რია. მთელ მე­ურ­ნე­ო­ბას მე, ჩემი ძმა და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ვუვ­ლით. ვე­ნა­ხი რა­ტე­ვან­ში გვაქვს, თუმ­ცა ყუ­რძე­ნი საკ­მა­რი­სი არ არის და ჩვენს ზო­ნა­ში შერ­ჩე­ვით ვყი­დუ­ლობთ რქა­წი­თელს და თავკვერს. ყუ­რძე­ნი ბოლ­ნის­ში უნდა იყოს მო­წე­უ­ლი, ამას პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.ბოლ­ნის­ში დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ ყვე­ლა ოჯახ­მა ღვი­ნო ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მე­თო­დით და ევ­რო­პუ­ლი­თაც აწარ­მო­ოს. ასე­თი 400 ოჯა­ხია. აქე­დან 30-მა მა­რან­მა გავ­ბე­დეთ და და­ვი­წყეთ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა, ბოთ­ლებ­ში ჩა­მოს­ხმა და ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნა. ახლა და­ნარ­ჩენ 370 მეღ­ვი­ნე-მე­ვე­ნა­ხე­საც ვურ­ჩევთ, გა­ბე­დონ და საქ­მე და­ი­წყონ.

ევ­რო­პი­სა და აშშ-ის ბაზ­რებ­ზე შე­იძ­ლე­ბა გას­ვლა. ჩვენ ღვი­ნოს ვყი­დით ავ­სტრა­ლი­ა­ში, აშშ-ში, 4 წლის წინ ჰო­ლან­დი­ა­ში გავ­გზავ­ნეთ - ეს ამ 30-მა მა­რან­მა შევ­ძე­ლით. რად­გა­ნაც უკვე გზა გაკ­ვა­ლუ­ლია, გა­სა­რის­კიც ბევ­რი არა­ფე­რია, ამი­ტომ და­ი­წყონ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

საინტერესო და მშრომელი ადამიანები ქვეყნის მომავალს წინ სწევენ-წარმატებები ძმებს და ყველა მათ მსგავსს!

გიო
0

ასურეთსაც მიხედონ მანდაც წესით ღვინის მიკროზონა უნდა იყოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მოსაძებნი გვაქვს სულხან-საბას 400 წლის მარანი, რაღაც მინიშნებები არის..." - მეღვიძე ძმები ბოლნისური ღვინის საიდუმლოზე, რომელიც აშშ-ს და ავსტრალიის ბაზარზე გადის

"მოსაძებნი გვაქვს სულხან-საბას 400 წლის მარანი, რაღაც მინიშნებები არის..." - მეღვიძე ძმები ბოლნისური ღვინის საიდუმლოზე, რომელიც აშშ-ს და ავსტრალიის ბაზარზე გადის

სანამ ძირძველ ბოლნისელ გურამ ავქოფაშვილს გავესაუბრებოდი, ცოტა ძნელად წარმომედგინა, რომ ბოლნისი და მიმდებარე სოფლები საუკეთესო ადგილი იქნებოდა ვენახის გასაშენებლად და ღვინის დასაყენებლად. თუმცა რესპონდენტთან საუბრის შემდეგ ყველაფერი სხვა თვალით დავინახე. ბატონი გურამი მეექვსე წელიწადია ძმასთან ერთად, როგორც თავად ამბობს, ენთუზიასტი მეღვინეა. ბოლნისის მიკროზონაში აკეთებს საქმეს, რომელიც მოსწონს, უყვარს და ეამაყება. მოკლედ, ძმები მშვენიერ ღვინოს აყენებენ.

გურამ ავქოფაშვილი:

- სამთო ელექტროინჟინერი გახლავართ, მაგრამ პროფესიით ბოლნისის ერთ-ერთ საწარმოში მხოლოდ 2 წელიწადს ვიმუშავე, რესტრუქტურიზაციის დარგში დირექტორის მოადგილე გახლდით. შემდეგ ძნელბედობა იყო საქართველოში, მისი უშუალო მონაწილეც ვიყავი. ჩემთვის კარგი პერიოდი 2015 წელს დაიწყო, როცა მე და ჩემმა ძმამ გიორგიმ გადავწყვიტეთ ქვევრებში ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინო დაგვეყენებინა და 20 წლის ნანატრი ამბავიც ასე ახდა... მანამდე, როცა რთველში მივდიოდით და შინ მოსავალი მოგვქონდა, ჩემი ძმა ამ საქმის წამოწყებისკენ სულ მიბიძგებდა.

- ვენახი სად გაქვთ?

- რატევანში (უძველესი სოფელი სამხრეთ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტი), ჩვენს სოფელში, სადაც ამჟამად ჩინური გვაქვს გაშენებული, მანამდე რქაწითელი გვქონდა. რატევანი განსაკუთრებული ნიადაგითაა გამორჩეული და ხალხიც განსაკუთრებული ცხოვრობს. თავიდან იქ პაპას ვენახი იყო. ღვინოს ტრადიციული წესით ვაყენებდით, ოღონდ მას ბოლნისელები ევროპულს ვეძახით.

- რას ნიშნავს ეს?

- ბოლნისში 2 საუკუნის წინ გერმანელები ჩამოასახლეს და აქაურობას კატერინენფელდი ერქვა. ისინი ღვინოს შვაბური ტექნოლოგიით აყენებდნენ. ამ ტექნოლოგიით ბოლნისში დღესაც ამზადებენ ღვინოს, მაგრამ ჩვენ ღვინის დაყენება ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით დავიწყეთ.ღვინოს პაპაჩემი და მისი მამა შვაბური წესით აყენებდნენ. დიდი პაპა რატევანში 1860 წელს დაიბადა და ჩვენები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ღვინოს კასრებში ავარგებდნენ.

მოკლედ, 2015 წლამდე ყურძენს მუხის როფში ("ჩანი") ვწურავდით, სადაც ფერმენტაციას გადიოდა, დუღდა. მერე მუხის კასრებში გადაგვქონდა და გერმანელი არქიტექტურით დაპროექტებულ სარდაფებში ვავარგებდით.

ახლა ქართულ ტრადიციულ მეთოდზე გადმოვედით, შვაბურით მხოლოდ 10%-ს ვამზადებთ.წელიწადში 6 დასახელების (რქაწითელი, საფერავი, თავკვერი, თავკვერი ვარდისფერი, ჩინური საფერავის ჭაჭაზე, რქაწითელი საფერავის ჭაჭაზე) 4 ათას ბოთლს ვასხამთ.

ბოლნისის მეღვინეობა-მევენახეობის ისტორია ქართული 8-ათასწლოვანი ისტორიის ნაწილია. ბოლნისი მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი ზონაა, აღმოჩენილიც არის იმის დამადასტურებელი არტეფაქტები, რომ აქ მევენახეობას ძველთაგანვე მისდევდნენ. ბოლნისის მხარეთმცოდნეობის უნიკალურ მუზეუმში დაცულია 12 ათასამდე არტეფაქტი, ანტიკური ხანით დაწყებული, დღემდე არსებულით დამთავრებული და იმედია, ეს ისტორია კვლავაც გაგრძელდება.

- საკუთარ თავს მეღვინე-მევენახეებს უწოდებთ?

- ჩვენ ენთუზიასტი მეღვინეები ვართ, ღვინოს კი ჩვენი ბრენდით ვასხამთ. სულ არ ველოდით ასეთ აღიარებას - 2016 წელს საერთაშორისო კონკურსში, რომელიც საქართველოში იმართება, ჩვენმა რქაწითელმა ოქროს მედალი მოიპოვა. ეს იყო უაღრესად სასიამოვნო, გაგვახარა ჩვენ და ის მეღვინეებიც, რომელთა საშუალებითაც 2017 წელს ბოლნისის მეღვინეთა ასოციაცია შევქმენით. ასოციაციაში ის 30 ენთუზიასტი მეღვინე გავერთიანდით, რომლებიც პრინციპულად მიჰყვებიან ბოლნისური ღვინის დაყენებას.

- ბოლნისში რომ გერმანელების ჩამოსახლებამდე ღვინის წარმოება არსებობდა, ამას რა ადასტურებს?

- ივანე ჯავახიშვილის ისტორიული აღწერა, სადაც მოყვანილია ასეთი რამ: სულხან-საბა ორბელიანის ოჯახს კულუხი დაუწესებია. სულ 12 სოფელი იყო (მათგან უმრავლესობა ახლა აზერბაიჯანულია), საიდანაც ორბელიანებს 718 საპალნე ტკბილი ყურძნის წვენი უნდა მიეღოთ. ეს დაახლოებით 125 ტონა ტკბილს უდრის, რაც მეტყველებს, რომ მეღვინეობა ჩვენს კუთხეში კარგად ყოფილა განვითარებული.

უძველესი ჯიშების აღორძინებას ჩვენც ვაპირებთ, მაგალითად, მელიკუდას, ღრუბელას... მნიშვნელოვანია, რომ "საქპატენტმა" 2019 წელს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოდ ბოლნისიც დაარეგისტრირა, რაც ნიშნავს, რომ ეს მიკროზონა უკვე ოფიციალურად არის აღიარებული მეღვინეობის ზონად, როგორც, მაგალითად, წინანდალი, გურჯაანი...

ბოლნისმა ამ უმაღლეს ლიგაში მეოცე ადგილი დაიკავა. ამის მერეც დაარეგისტრირეს სხვა ღვინოებიც და ჯერჯერობით 24 ასეთი ღვინოა.

- ოცნება აგვიხდაო, ბრძანეთ...

- 55 წლის ვარ და ახლიდან ჩავეჭიდე რაღაც საინტერესოს. მეტად შევისწავლე ის, რაც ძალიან მაინტერესებდა - ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ქვევრის გახსნა, მარნის სხვა საქმეები. ძალიან მინდა ბოლნისმა ამ საქმეში ძველი სახელი დაიბრუნოს. არის ასეთი ცნობაც: 1111 წელს გადაწყდა სახელმწიფო მარანი ბოლნისში ყოფილიყო, თუმცა სად, დასადგენია და ვიკვლევთ. მაშინ იქ დაყენებული ღვინო სტუმრებისა და ჯარისთვის სჭირდებოდათ, რადგან მსუბუქი დასალევი იყო, 14% ალკოჰოლი კი აქვს, ისევე როგორც კახურს, მაგრამ ის ძნელი დასალევია, ტანინიანი, სხეულიანია, ბოლნისური ღვინო კი მსუბუქი, ჰარმონიული, ნაკლებად ტანინიანია. მისი დალევის შემდეგ მეომრები საომრად მხიარულად მიდიოდნენ. ყოველივე ეს ისევ და ისევ იმაზე მეტყველებს, რომ ძველად ჩვენს მხარეში მეღვინეობა განვითარებული იყო.ასევე მოსაძებნი გვაქვს სულხან-საბას 400 წლის მარანი, რაღაც მინიშნებები არის, მაგრამ ჯერ ვერაფერს დავამტკიცებთ.

- რამდენი ქვევრი გაქვთ?

- ჩვენი ქვევრები ტყემლოვანიდანაა - ოცი 100-ლიტრიანი და ბრტყელძირიანია, მიწის ზემოთ გვიდგას, მიწაში კი 8 ქვევრია. მთელ მეურნეობას მე, ჩემი ძმა და ჩვენი შვილები ვუვლით. ვენახი რატევანში გვაქვს, თუმცა ყურძენი საკმარისი არ არის და ჩვენს ზონაში შერჩევით ვყიდულობთ რქაწითელს და თავკვერს. ყურძენი ბოლნისში უნდა იყოს მოწეული, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.ბოლნისში დიდი შესაძლებლობაა, რომ ყველა ოჯახმა ღვინო ძველი ქართული მეთოდით და ევროპულითაც აწარმოოს. ასეთი 400 ოჯახია. აქედან 30-მა მარანმა გავბედეთ და დავიწყეთ ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება, ბოთლებში ჩამოსხმა და ბაზარზე გატანა. ახლა დანარჩენ 370 მეღვინე-მევენახესაც ვურჩევთ, გაბედონ და საქმე დაიწყონ.

ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე შეიძლება გასვლა. ჩვენ ღვინოს ვყიდით ავსტრალიაში, აშშ-ში, 4 წლის წინ ჰოლანდიაში გავგზავნეთ - ეს ამ 30-მა მარანმა შევძელით. რადგანაც უკვე გზა გაკვალულია, გასარისკიც ბევრი არაფერია, ამიტომ დაიწყონ.

"ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი... ვაპროტესტებთ შეზღუდვებს" - ზურა  ჯაფარიძემ ბარი "ჯაფარასთან" გახსნა

"დღეს რომ შემოსულიყო წმინდა ნინო, მცხეთამდე ვერც მოაღწევდა, გზად გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ..." - ლაშა ბუღაძე

ბინები თბილისსა და ლონდონში, აგარაკები, წილები ათობით კომპანიაში - როგორ გამოიყურება მამუკა ხაზარაძის შთამბეჭდავი ქონებრივი დეკლარაცია?