პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველ კრიმინალებს ქურდების გაწრთვნისთვის, იტალიაში ნამდვილი სკოლები ჰქონდათ შექმნილი" - რას ჰყვება იტალიელი ჟურნალისტი ძარცვის ე.წ. ქართული მეთოდის შესახებ
"ქართველ კრიმინალებს ქურდების გაწრთვნისთვის, იტალიაში ნამდვილი სკოლები ჰქონდათ შექმნილი" - რას ჰყვება იტალიელი ჟურნალისტი ძარცვის ე.წ. ქართული მეთოდის შესახებ

მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ევ­რო­პა­ში მას­შტა­ბუ­რი სა­პო­ლი­ციო ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 62 პირი "ქარ­თუ­ლი მე­თო­დით" ბი­ნე­ბის ძარ­ცვის გამო და­ა­კა­ვეს. იტა­ლი­უ­რი და ფრან­გუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სხვა­დას­ხვაა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ევ­რო­პა­ში 9 თე­ბერ­ვალს სულ სა­ქარ­თვე­ლოს 45 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. იტა­ლი­ურ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი "სა­ვა­რა­უ­დოდ წარ­მო­ად­გე­ნენ ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ორ დაჯ­გუ­ფე­ბას, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ კავ­შირ­შია "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან".

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ტერ­მი­ნის - ძარ­ცვის "ქარ­თუ­ლი მე­თო­დის" შე­სა­ხებ უკვე გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლია, AMBEBI.GE მომ­ხდარ­სა და ზო­გა­დად, იტა­ლი­ა­ში მოქ­მე­დი ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­ტის გარ­კვე­ვის მიზ­ნით იტა­ლი­ელ გა­მომ­ძი­ე­ბელ ჟურ­ნა­ლისტს, იტა­ლი­ის მთა­ვა­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ჯგუ­ფის - Mediaset-ისა და გა­ზე­თი Espresso-ს თა­ნამ­შრო­მელს, არი­ა­ნა ჯუნ­ტის და­უ­კავ­შირ­და.

არი­ა­ნა ჯუნ­ტი:

- იტა­ლი­ა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია ქარ­თუ­ლი ეროვ­ნე­ბის ქურ­დე­ბის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ბი­ნებს ძარ­ცვა­ვენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სახ­ლე­ბი ძა­ლი­ან ზუს­ტი მე­თო­დო­ლო­გი­ით იძარ­ცვე­ბა ხოლ­მე. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ იმ ქურ­დე­ბის გაწ­ვრთნის­თვის, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ სახ­ლე­ბის ძარ­ცვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ნამ­დვი­ლი სკო­ლე­ბი იყო შექ­მნი­ლი.

რო­გორ მუ­შა­ობს "ქარ­თუ­ლი მე­თო­დი" იტა­ლი­ა­ში? ქურ­დე­ბის ეს ჯგუ­ფე­ბი წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე თვეს იტა­ლი­ა­ში ატა­რე­ბენ და მთა­ვარ ქა­ლა­ქებს შო­რის მოძ­რა­ო­ბენ. ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­შია, მა­გა­ლი­თად: ტუ­რი­ნი, მი­ლა­ნი, ნო­ვა­რა; ბევ­რი მათ­გა­ნი რომ­ში იმ­ყო­ფე­ბა; სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში კი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არი­ან, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ მათი ლი­დე­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, რო­მელ­თაც იქ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ჰქონ­დათ.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მათ შექ­მნეს სკო­ლე­ბი, რათა ქურ­დე­ბის­თვის ეს­წავ­ლე­ბი­ნათ; კა­რა­ბი­ნე­რებ­მა ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ფილ­მე­ბიც, სა­დაც ზუს­ტა­დაა ნაჩ­ვე­ნე­ბი, რო­გორ ხდე­ბა სა­კე­ტის გა­ღე­ბა კვა­ლის და­ტო­ვე­ბის გა­რე­შე და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი რა­მის მო­პარ­ვა, რაც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე დრო­ში. სწო­რედ ამას ეწო­და "ქარ­თუ­ლი მე­თო­დი".

იტა­ლი­ა­ში ძარ­ცვის "ქარ­თუ­ლი მე­თო­დის" სხვა მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მოქ­მე­დე­ბა დღის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ში, რო­მე­ლიც ღა­მეს არას­დროს ემ­თხვე­ვა, არა­მედ, შუ­ა­დღი­სით ხდე­ბა. ეს ქურ­დე­ბი­სათ­ვის ცოტა უც­ნა­უ­რი რა­მაა, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რივ, ისი­ნი ღა­მით მოქ­მე­დე­ბენ, - მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხი არაა. ამის ნაც­ვლად, იტა­ლი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი ქურ­დო­ბას შუ­ა­დღი­სას სჩა­დი­ან, მა­გა­ლი­თად, სამ­სა­ხუ­რის მერე, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი სა­ყიდ­ლებ­ზე იყოს გა­სუ­ლი.

თუმ­ცა, იტა­ლი­ა­ში თით­ქმის ერთი წე­ლია, რაც "ლო­ქ­და­უ­ნია" და გან­სა­კუთ­რე­ბით ეს პე­რი­ო­დი, რო­დე­საც საკ­მა­ოდ მკაც­რი "ლო­ქ­და­უ­ნი" მოქ­მე­დებ­და და ხალ­ხი სახ­ლში რჩე­ბო­და, მათ­თვის კრი­ზი­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი დღე­ე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ქურ­დე­ბი ვე­რა­ფერს აკე­თებ­დნენ, რად­გან სახ­ლე­ბი არას­დროს იყო ცა­რი­ე­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­სა­ხუ­რებ­ში აღარ და­დი­ოდ­ნენ, იტა­ლი­ა­ში ქურ­დო­ბე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად, გაქ­რა. შემ­დეგ, როცა ოფი­სებ­ში მუ­შა­ო­ბა ოდ­ნავ გა­ნახ­ლდა და ნორ­მა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბაც შე­და­რე­ბით აღ­დგა, ქურ­დებ­მა მათი მოძ­რა­ო­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყეს, ამი­ტომ ძი­რი­თა­დად დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხი სა­ყიდ­ლებ­ზე წას­ვლას აპი­რებ­და, ქურ­დებ­მა კი­დევ უფრო სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბა და­ი­წყეს, რათა ძარ­ცვა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მო­ეს­წროთ. ამ უკა­ნას­კნელ­მა სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ, რო­მე­ლიც იტა­ლი­ის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ჩა­ა­ტა­რეს, ამ ტი­პის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა გა­მო­ა­ჩი­ნა, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად, კო­ვი­დის ეპო­ქა­ში ქურ­დე­ბის ევო­ლუ­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და.

"ქარ­თუ­ლი მე­თო­დი" სა­კე­ტე­ბის გა­ტეხ­ვის გზის ძა­ლი­ან ფრთხი­ლად შეს­წავ­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებს - ისი­ნი არა­ნა­ირ კვალს არ ტო­ვე­ბენ. დიდი გან­სხვა­ვე­ბაა ამ მე­თო­დო­ლო­გი­ის მქო­ნე ქარ­თველ ქურ­დებს და მა­გა­ლი­თად, ალ­ბა­ნურ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს შო­რის. მათ მოქ­მე­დე­ბის ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი აქვთ: ქარ­თვე­ლე­ბი სახ­ლში კვალს არ ტო­ვე­ბენ, კარს აღე­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­სა­ღე­ბით, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­კე­ტის გა­ღე­ბა შე­უძ­ლია - სწო­რედ ასე შე­დი­ან ქურ­დე­ბი სახ­ლებ­ში უკ­ვა­ლოდ. იმის გამო, რომ კარს სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ეტყო­ბა, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვერც კი ხვდე­ბა, რომ ის გა­ქურ­დეს.

- რა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", რო­მე­ლიც, რო­გორც ვიცი, 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­წყო და 2018 წლამ­დე გრძელ­დე­ბო­და?

- დიახ, სა­პო­ლი­ციო ოპე­რა­ცი­ე­ბი, თუ კა­რა­ბი­ნი­ე­რე­ბის ან იტა­ლი­ის რო­მე­ლი­მე სამ­ხედ­რო ორ­გა­ნოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი და გა­მო­ძი­ე­ბე­ბი, ყვე­ლა მათ­გა­ნი ერ­თმა­ნეთ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, ისი­ნი ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ, და­ი­ჭი­რონ ქურ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბულ­ნი არი­ან "ვო­რებ­თან" - "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან", ანუ მათ უფ­რო­სებ­თან. მათ­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცო­ტაა დარ­ჩე­ნი­ლი, თით­ქმის ყვე­ლა სა­ბერ­ძნეთ­ში, ეს­პა­ნეთ­სა და იტა­ლი­ის ზოგ ნა­წილ­შიც კი ცხოვ­რობს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ახლა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, სხვა კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის კავ­ში­რე­ბი მო­ნა­ხონ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სინტთან, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი მომ­თა­ბა­რე მო­სახ­ლე­ო­ბაა და ოქ­როს ქურ­დო­ბით და მისი სა­ზღვარ­გა­რეთ, სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ყიდ­ვი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ­ჟა­მინ­დე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის დროს.

ასე­ვე არ­სე­ბობს კავ­ში­რი ალ­ბა­ნე­თის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან, რად­გან ისი­ნი ხში­რად მოქ­მე­დე­ბენ მათ­თან თან­ხმო­ბა­ში. ყვე­ლა ამ ოპე­რა­ცი­ას, მათ შო­რის ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ტა­რე­ბულს, იმ იტა­ლი­ე­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ინ­ტუ­ი­ცი­ი­დან და­ე­დო სა­თა­ვე, რომ­ლე­ბიც ნო­ვა­რას პრო­ვინ­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­დნენ - ეს იტა­ლი­ის რე­გი­ონ­ში, პი­ე­მონ­ტში მდე­ბა­რე და­ბაა. ნო­ვა­რა ძა­ლი­ან წყნა­რი ქა­ლა­ქია და მრა­ვა­ლი ასე­თი ქარ­თვე­ლი იქ იმი­ტომ და­სახ­ლდა, რომ იქ სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ხდე­ბა, არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ამი­ტომ მათ იცი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ, იქ მშვი­დად დარ­ჩნენ, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბაზა ჰქონ­დეთ და შემ­დეგ გა­სა­ქურ­დად იქი­დან იტა­ლი­ის სხვა ნა­წი­ლებ­ში წა­ვიდ­ნენ. რო­გორც წესი, კრი­მი­ნა­ლე­ბი და­ნა­შა­ულს იქ არ სჩა­დი­ან, სა­დაც ცხოვ­რო­ბენ.

- თქვენ თქვით, რომ ქარ­თვე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქა­ლაქს შო­რის გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან...

- ამ ქურ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რო­დე­საც მათ იტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა, ნო­ვა­რა­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც მომ­თა­ბა­რე­ე­ბის მრა­ვა­ლი ბან­და­ცაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ქურ­დებს პო­ლი­ცია "ჯა­რის­კა­ცებს" უწო­დებს, რად­გან ისი­ნი ლი­დე­რის, უფ­რო­სის სა­ხე­ლით მოქ­მე­დე­ბენ. ნო­ვა­რა­ში ცხოვ­რე­ბის მერე "ჯა­რის­კა­ცე­ბი" რამ­დე­ნი­მე თვით იტა­ლი­ის სხვა ქა­ლა­ქებ­ში იგ­ზავ­ნე­ბი­ან, რათა სხვა ქა­ლა­ქებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ცო­ტა­თი შე­ის­წავ­ლონ. ცხა­დია, ნე­ბის­მი­ე­რი ქურ­დო­ბის წინ ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან სახ­ლებს, რო­მელ­თა გა­ძარ­ცვაც სურთ.

მე­ტიც, კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ უნდა ით­ქვას - ისი­ნი არას­დროს სჩა­დი­ან სე­რი­ო­ზულ და­ნა­შა­ულს, არა­სო­დეს მომ­ხდა­რა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ყა­ჩა­ღე­ბა, დაჭ­რა ან მკვლე­ლო­ბა. კარ­გად იცი­ან, რომ რო­დე­საც სახ­ლებ­ში შე­დი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა არ უნდა შექ­მნან. ასე­ვე, ძა­ლი­ან მშვი­დი ცხოვ­რე­ბის წესი აქვთ, მა­გა­ლი­თად, არ ეტა­ნე­ბი­ან ნარ­კო­ტი­კებს. კა­რა­ბი­ნი­ე­რებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს, რომ ზოგი მათ­გა­ნი ჰე­რო­ინს იყე­ნებს, მაგ­რამ მხო­ლოდ ქურ­დო­ბამ­დე, რად­გან ჰე­რო­ი­ნი ხე­ლებ­ში ნერ­ვებს აფარ­თო­ვებს, ასე რომ, სა­კე­ტე­ბის გა­სახ­სნე­ლად ასე ხე­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა უფრო კარ­გად და თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ, - მაგ­რამ ჰე­რო­ინს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ მი­ზე­ზით იყე­ნე­ბენ.

- რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ ქურ­დო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი ამ ქარ­თუ­ლი ბან­დის ორ­გა­ნი­ზე­ბის შე­სა­ხებ?

- თი­თო­ე­უ­ლი ბან­და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა. ისი­ნი ძა­ლი­ან მჭიდ­რო სამ­ხედ­რო იერ­არ­ქი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. მათ­გან 2 ადა­მი­ანს "გე­ნერ­ლებს" უწო­დე­ბენ - მათ, ვინც ბრძა­ნე­ბებს გას­ცემს; შემ­დეგ არი­ან "ჯა­რის­კა­ცე­ბი", რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად მოქ­მე­დე­ბენ და სახ­ლებს ძარ­ცვა­ვენ.

ამას­თან, ისი­ნი მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებს არ იყე­ნე­ბენ, რომ არა­ვინ მო­უს­მი­ნოს და ამის ნაც­ვლად Walkie-Talkie-ს იყე­ნე­ბენ, რისი მი­ყუ­რა­დე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ხში­რად იყე­ნე­ბენ ელექტრო­ნულ სის­ტე­მებს - jammer-ებს, რო­მე­ლიც სიხ­ში­რეს ახ­შობს - ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის ჩარ­თვით, მის გარ­შე­მო აღა­რა­ფე­რი ის­მის. ასე რომ, თუ მათ შო­რის ვინ­მეს შემ­თხვე­ვით მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი აღ­მო­აჩ­ნდა, ამ მო­ბი­ლუ­რის მოს­მე­ნა მა­ინც შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, საკ­მა­ოდ ბევრ ინ­სტრუ­მენტს ფლო­ბენ.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო თვი­სე­ბაა ტატუ, რო­მე­ლიც ვნა­ხეთ - ზო­გი­ერთ მათ­განს, ვინც და­ა­პა­ტიმ­რეს, სხე­ულ­ზე ვარ­დის ტატუ ჰქონ­და, რო­მე­ლიც "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" - "ვო­რე­ბის"ტა­ტუა.

- რამ­დე­ნად ხში­რია ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში იტა­ლი­ა­ში, და ხომ ვერ გა­იხ­სე­ნებთ რო­მე­ლი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას?

- მო­დით ვთქვათ, რომ მათი მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ბი­ნე­ბის ძარ­ცვაა, მაგ­რამ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბით და კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც. ერთი წლის წინ იმგვარ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვე, რო­მე­ლიც მათ შო­რის, ქარ­თვე­ლებ­საც ეხე­ბო­და. ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ასე­ვე სხვა სფე­რო­ზე - ემიგ­რან­ტე­ბის საქ­მე­ზე ვრცელ­დე­ბა. თქვენ იცით, რომ იტა­ლი­ა­ში, ხმელ­თა­შუა ზღვას­თან სი­ახ­ლო­ვის გამო, ნა­ვე­ბით მრა­ვა­ლი მიგ­რან­ტი ჩა­მო­დის, გან­სა­კუთ­რე­ბით - ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში. კო­ვი­დამ­დე, რო­დე­საც მიგ­რან­ტე­ბის შე­მოს­ვლა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად იყო გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი, ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა და­ნა­შა­ულ­მა მო­ა­ხერ­ხა ემიგ­რან­ტე­ბის თურ­ქე­თი­დან იტა­ლი­ა­ში გად­მოყ­ვა­ნა და ნა­ვე­ბის სა­მარ­თა­ვად ქარ­თვე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამის ცოდ­ნამ გა­მომ­ძი­ებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, გა­ე­გოთ, თუ რო­გორ ფარ­თოვ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სხვა საქ­მი­ა­ნო­ბებ­შიც. ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი "ბიზ­ნე­სია", რო­მელ­საც უცხო­უ­რი მა­ფი­ის­თვის დიდი ფული მო­აქვს, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბი­სა და სა­ვაჭ­რო საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და.

იტა­ლი­ე­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, გა­ი­გონ, რამ­დე­ნად ცხოვ­რო­ბენ ეს "ვო­რე­ბი იტა­ლი­ა­ში - გან­სა­კუთ­რე­ბით, პუ­ლი­ას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ჯე­მალ მი­ქე­ლა­ძე

ცოტა ხნის წინ რომ­ში ერთ-ერთი ასე­თი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, თუ არ ვცდე­ბი, სა­ხე­ლად ჯე­მალ მი­ქე­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ქარ­თუ­ლი მა­ფი­ის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან "ვო­რად" ით­ვლე­ბო­და, რომ­ში აფა­რებ­და თავს და შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად უც­ნა­ურ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­თი­თეს, რომ სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დოზა იყო, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, სხვის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი ყო­ფი­ლი­ყო... ამა­ზე დიდი გა­მო­ძი­ე­ბა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა უც­ნა­უ­რად მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ასე­თი დო­ნის კრი­მი­ნალ­მა მარ­ტოდ­მარ­ტომ, რო­მის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ასეთ გა­რე­მო­ე­ბებ­ში და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე. ასეა თუ ისე, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ იტა­ლი­ა­ში ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბი მძლავ­რად არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი.

- სამ­წუ­ხა­როდ, უამ­რა­ვი ამ­ბა­ვია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ქურ­დო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი უცხო­ეთ­ში და იტა­ლი­ა­ში. თქვენს ქვე­ყა­ნა­ში, ეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მხრი­დან ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი აღ­ქმის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ხომ არ უწყობს ხელს?

- იტა­ლი­ა­ში ქარ­თუ­ლი თემი წარ­მოდ­გე­ნი­ლია, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ჩუ­მია. ამ მი­ზე­ზით ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ისე­თი სი­ახ­ლე­ე­ბი გვეს­მის, რო­გორც ეს უკა­ნას­კნე­ლია, რომ ხში­რად მსგავს, არ­ცთუ და­დე­ბით ფაქ­ტებ­თან არი­ან კავ­შირ­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში, იტა­ლი­ა­ში ქარ­თვე­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, დიდ ქა­ლა­ქებ­ში. ბევ­რი მათ­გა­ნი კო­მერ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა. ქარ­თუ­ლი თემი ძა­ლი­ან მშვიდ სა­ზო­გა­დო­ე­ბად აღიქ­მე­ბა, მაგ­რამ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბის მსგავ­სად, იტა­ლი­ა­ში ისი­ნი ძა­ლი­ან კარ­გად არი­ან ინ­ტეგ­რი­რე­ბულ­ნი.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
20

მოკლედ რა,ქვეყანასაც ვარცხვენთ და სხვებსაც ზიანს ვაყენებთ, ეს რა ვირუსი შეგვყარა ამ ჩეკისტმა ბოლშევიკებმა...

eto
9

აუცილბლად დაისაჯოს ყველანი უმკაცრესად,ვინც ჩვენ ქვეყანას თავს ჭრის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ქართველ კრიმინალებს ქურდების გაწრთვნისთვის, იტალიაში ნამდვილი სკოლები ჰქონდათ შექმნილი" - რას ჰყვება იტალიელი ჟურნალისტი ძარცვის ე.წ. ქართული მეთოდის შესახებ

"ქართველ კრიმინალებს ქურდების გაწრთვნისთვის, იტალიაში ნამდვილი სკოლები ჰქონდათ შექმნილი" - რას ჰყვება იტალიელი ჟურნალისტი ძარცვის ე.წ. ქართული მეთოდის შესახებ

მიმდინარე კვირაში ევროპაში მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 62 პირი "ქართული მეთოდით" ბინების ძარცვის გამო დააკავეს. იტალიური და ფრანგული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მონაცემები სხვადასხვაა, თუმცა საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, ევროპაში 9 თებერვალს სულ საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს. იტალიურ მედიასაშუალებებში ვკითხულობთ, რომ დაკავებულები "სავარაუდოდ წარმოადგენენ ქართული წარმოშობის ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორ დაჯგუფებას, რომლებიც პირდაპირ კავშირშია "კანონიერი ქურდების" დანაშაულებრივ გაერთიანებასთან".

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მოხსენიებული ტერმინის - ძარცვის "ქართული მეთოდის" შესახებ უკვე გარკვეული ინფორმაცია ცნობილია, AMBEBI.GE მომხდარსა და ზოგადად, იტალიაში მოქმედი ქართველი კრიმინალების შესახებ მეტის გარკვევის მიზნით იტალიელ გამომძიებელ ჟურნალისტს, იტალიის მთავარი სატელევიზიო ჯგუფის - Mediaset-ისა და გაზეთი Espresso-ს თანამშრომელს, არიანა ჯუნტის დაუკავშირდა.

არიანა ჯუნტი:

- იტალიაში ძალიან აქტიურია ქართული ეროვნების ქურდების ჯგუფები, რომლებიც ბინებს ძარცვავენ. საინტერესოა, რომ სახლები ძალიან ზუსტი მეთოდოლოგიით იძარცვება ხოლმე. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ქურდების გაწვრთნისთვის, რომლებიც შემდეგ სახლების ძარცვაში მონაწილეობდნენ, ნამდვილი სკოლები იყო შექმნილი.

როგორ მუშაობს "ქართული მეთოდი" იტალიაში? ქურდების ეს ჯგუფები წელიწადში რამდენიმე თვეს იტალიაში ატარებენ და მთავარ ქალაქებს შორის მოძრაობენ. ქალაქები, სადაც ყველაზე მეტად არიან წარმოდგენილები, ძირითადად, ჩრდილოეთ იტალიაშია, მაგალითად: ტურინი, მილანი, ნოვარა; ბევრი მათგანი რომში იმყოფება; სამხრეთ იტალიაში კი, უპირველეს ყოვლისა, ბარის ტერიტორიაზე არიან, სადაც რამდენიმე წლის წინ მათი ლიდერები ცხოვრობდნენ, რომელთაც იქ უძრავი ქონება ჰქონდათ.

როგორც აღვნიშნე, საინტერესოა, რომ მათ შექმნეს სკოლები, რათა ქურდებისთვის ესწავლებინათ; კარაბინერებმა ასევე აღმოაჩინეს ფილმებიც, სადაც ზუსტადაა ნაჩვენები, როგორ ხდება საკეტის გაღება კვალის დატოვების გარეშე და რაც შეიძლება მეტი რამის მოპარვა, რაც შეიძლება მცირე დროში. სწორედ ამას ეწოდა "ქართული მეთოდი".

იტალიაში ძარცვის "ქართული მეთოდის" სხვა მახასიათებელია მოქმედება დღის გარკვეულ მონაკვეთებში, რომელიც ღამეს არასდროს ემთხვევა, არამედ, შუადღისით ხდება. ეს ქურდებისათვის ცოტა უცნაური რამაა, რადგან ჩვეულებრივ, ისინი ღამით მოქმედებენ, - მაშინ, როდესაც ხალხი არაა. ამის ნაცვლად, იტალიაში მყოფი ქართველები ქურდობას შუადღისას სჩადიან, მაგალითად, სამსახურის მერე, როდესაც შეიძლება, ადამიანი საყიდლებზე იყოს გასული.

თუმცა, იტალიაში თითქმის ერთი წელია, რაც "ლოქდაუნია" და განსაკუთრებით ეს პერიოდი, როდესაც საკმაოდ მკაცრი "ლოქდაუნი" მოქმედებდა და ხალხი სახლში რჩებოდა, მათთვის კრიზისული აღმოჩნდა. პირველი დღეების შემდეგ, როდესაც ქურდები ვერაფერს აკეთებდნენ, რადგან სახლები არასდროს იყო ცარიელი და ადამიანები სამსახურებში აღარ დადიოდნენ, იტალიაში ქურდობები პრაქტიკულად, გაქრა. შემდეგ, როცა ოფისებში მუშაობა ოდნავ განახლდა და ნორმალური საქმიანობაც შედარებით აღდგა, ქურდებმა მათი მოძრაობის შესწავლა დაიწყეს, ამიტომ ძირითადად დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ მაშინ, როდესაც ხალხი საყიდლებზე წასვლას აპირებდა, ქურდებმა კიდევ უფრო სწრაფად მოქმედება დაიწყეს, რათა ძარცვა რაც შეიძლება მალე მოესწროთ. ამ უკანასკნელმა სპეცოპერაციამ, რომელიც იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარეს, ამ ტიპის თავისებურება გამოაჩინა, რაც პრაქტიკულად, კოვიდის ეპოქაში ქურდების ევოლუციას წარმოადგენდა.

"ქართული მეთოდი" საკეტების გატეხვის გზის ძალიან ფრთხილად შესწავლას ითვალისწინებს - ისინი არანაირ კვალს არ ტოვებენ. დიდი განსხვავებაა ამ მეთოდოლოგიის მქონე ქართველ ქურდებს და მაგალითად, ალბანურ ორგანიზებულ დანაშაულს შორის. მათ მოქმედების ძალიან განსხვავებული სტილი აქვთ: ქართველები სახლში კვალს არ ტოვებენ, კარს აღებენ განსაკუთრებული გასაღებით, რომელსაც ნებისმიერი ტიპის საკეტის გაღება შეუძლია - სწორედ ასე შედიან ქურდები სახლებში უკვალოდ. იმის გამო, რომ კარს საერთოდ არაფერი ეტყობა, შინ დაბრუნებული ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ ის გაქურდეს.

- რა შეგვიძლია ვთქვათ სპეცოპერაციაზე, სახელწოდებით "კანონიერი ქურდი", რომელიც, როგორც ვიცი, 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და 2018 წლამდე გრძელდებოდა?

- დიახ, საპოლიციო ოპერაციები, თუ კარაბინიერების ან იტალიის რომელიმე სამხედრო ორგანოს მიერ ჩატარებული ოპერაციები და გამოძიებები, ყველა მათგანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის ცდილობენ, დაიჭირონ ქურდები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან "ვორებთან" - "კანონიერ ქურდებთან", ანუ მათ უფროსებთან. მათგან საქართველოში ძალიან ცოტაა დარჩენილი, თითქმის ყველა საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიის ზოგ ნაწილშიც კი ცხოვრობს. საინტერესოა, რომ ახლა გამომძიებლები ცდილობენ, სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავებულების კავშირები მონახონ, განსაკუთრებით კი სინტთან, რომელიც იტალიაში მცხოვრები მომთაბარე მოსახლეობაა და ოქროს ქურდობით და მისი საზღვარგარეთ, სხვა ქვეყნებში გაყიდვითაა დაკავებული, განსაკუთრებით ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის დროს.

ასევე არსებობს კავშირი ალბანეთის ორგანიზებულ დანაშაულთან, რადგან ისინი ხშირად მოქმედებენ მათთან თანხმობაში. ყველა ამ ოპერაციას, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის წინ ჩატარებულს, იმ იტალიელი გამომძიებლების ინტუიციიდან დაედო სათავე, რომლებიც ნოვარას პროვინციაში ცხოვრობდნენ - ეს იტალიის რეგიონში, პიემონტში მდებარე დაბაა. ნოვარა ძალიან წყნარი ქალაქია და მრავალი ასეთი ქართველი იქ იმიტომ დასახლდა, რომ იქ საერთოდ არაფერი ხდება, არანაირი დანაშაული არაა გავრცელებული. ამიტომ მათ იციან, რომ შეუძლიათ, იქ მშვიდად დარჩნენ, საცხოვრებელი ბაზა ჰქონდეთ და შემდეგ გასაქურდად იქიდან იტალიის სხვა ნაწილებში წავიდნენ. როგორც წესი, კრიმინალები დანაშაულს იქ არ სჩადიან, სადაც ცხოვრობენ.

- თქვენ თქვით, რომ ქართველები სხვადასხვა ქალაქს შორის გადაადგილდებიან...

- ამ ქურდების უმეტესობა, როდესაც მათ იტალიის ტერიტორიაზე თვეების განმავლობაში უწევთ ცხოვრება, ნოვარაში ცხოვრობენ, სადაც მომთაბარეების მრავალი ბანდაცაა წარმოდგენილი. ქურდებს პოლიცია "ჯარისკაცებს" უწოდებს, რადგან ისინი ლიდერის, უფროსის სახელით მოქმედებენ. ნოვარაში ცხოვრების მერე "ჯარისკაცები" რამდენიმე თვით იტალიის სხვა ქალაქებში იგზავნებიან, რათა სხვა ქალაქებში არსებული მდგომარეობა ცოტათი შეისწავლონ. ცხადია, ნებისმიერი ქურდობის წინ ქართველი ქურდები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებიან სახლებს, რომელთა გაძარცვაც სურთ.

მეტიც, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ითქვას - ისინი არასდროს სჩადიან სერიოზულ დანაშაულს, არასოდეს მომხდარა ადამიანების დაყაჩაღება, დაჭრა ან მკვლელობა. კარგად იციან, რომ როდესაც სახლებში შედიან, ძალიან ბევრი პრობლემა არ უნდა შექმნან. ასევე, ძალიან მშვიდი ცხოვრების წესი აქვთ, მაგალითად, არ ეტანებიან ნარკოტიკებს. კარაბინიერებმა შეამჩნიეს, რომ ზოგი მათგანი ჰეროინს იყენებს, მაგრამ მხოლოდ ქურდობამდე, რადგან ჰეროინი ხელებში ნერვებს აფართოვებს, ასე რომ, საკეტების გასახსნელად ასე ხელებით მუშაობა უფრო კარგად და თავისუფლად შეუძლიათ, - მაგრამ ჰეროინს მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით იყენებენ.

- რა შეგიძლიათ თქვათ ქურდობაში სპეციალიზირებული ამ ქართული ბანდის ორგანიზების შესახებ?

- თითოეული ბანდა ათეულობით ადამიანისგან შედგება. ისინი ძალიან მჭიდრო სამხედრო იერარქიით გამოირჩევიან. მათგან 2 ადამიანს "გენერლებს" უწოდებენ - მათ, ვინც ბრძანებებს გასცემს; შემდეგ არიან "ჯარისკაცები", რომლებიც რეალურად მოქმედებენ და სახლებს ძარცვავენ.

ამასთან, ისინი მობილურ ტელეფონებს არ იყენებენ, რომ არავინ მოუსმინოს და ამის ნაცვლად Walkie-Talkie-ს იყენებენ, რისი მიყურადებაც შეუძლებელია. ხშირად იყენებენ ელექტრონულ სისტემებს - jammer-ებს, რომელიც სიხშირეს ახშობს - ამ მოწყობილობის ჩართვით, მის გარშემო აღარაფერი ისმის. ასე რომ, თუ მათ შორის ვინმეს შემთხვევით მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, ამ მობილურის მოსმენა მაინც შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, საკმაოდ ბევრ ინსტრუმენტს ფლობენ.

კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა ტატუ, რომელიც ვნახეთ - ზოგიერთ მათგანს, ვინც დააპატიმრეს, სხეულზე ვარდის ტატუ ჰქონდა, რომელიც "კანონიერი ქურდების" - "ვორების"ტატუა.

- რამდენად ხშირია ქართველების მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებებში იტალიაში, და ხომ ვერ გაიხსენებთ რომელიმე განსაკუთრებულ შემთხვევას?

- მოდით ვთქვათ, რომ მათი მთავარი საქმიანობა ბინების ძარცვაა, მაგრამ დაკავებულები არიან ფულის გათეთრებით და კომერციული საქმიანობითაც. ერთი წლის წინ იმგვარ გამოძიებაზე ვიმუშავე, რომელიც მათ შორის, ქართველებსაც ეხებოდა. ქართული ორგანიზებული დანაშაული ასევე სხვა სფეროზე - ემიგრანტების საქმეზე ვრცელდება. თქვენ იცით, რომ იტალიაში, ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვის გამო, ნავებით მრავალი მიგრანტი ჩამოდის, განსაკუთრებით - ზაფხულის პერიოდში. კოვიდამდე, როდესაც მიგრანტების შემოსვლა შედარებით ნაკლებად იყო გაკონტროლებული, ორგანიზებულმა დანაშაულმა მოახერხა ემიგრანტების თურქეთიდან იტალიაში გადმოყვანა და ნავების სამართავად ქართველების გამოყენება. ამის ცოდნამ გამომძიებლებს საშუალება მისცა, გაეგოთ, თუ როგორ ფართოვდება ქართული ორგანიზებული დანაშაული სხვა საქმიანობებშიც. ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი "ბიზნესია", რომელსაც უცხოური მაფიისთვის დიდი ფული მოაქვს, ფულის გათეთრებისა და სავაჭრო საქმიანობის გარდა.

იტალიელი გამომძიებლები ცდილობენ, გაიგონ, რამდენად ცხოვრობენ ეს "ვორები იტალიაში - განსაკუთრებით, პულიას ტერიტორიაზე.

ჯემალ მიქელაძე

ცოტა ხნის წინ რომში ერთ-ერთი ასეთი კანონიერი ქურდი, თუ არ ვცდები, სახელად ჯემალ მიქელაძე გარდაიცვალა. იგი ქართული მაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან "ვორად" ითვლებოდა, რომში აფარებდა თავს და შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ საავადმყოფოში, გარკვეულწილად უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ოფიციალურად მიუთითეს, რომ სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა იყო, მაგრამ შესაძლოა, სხვის მიერ გამოწვეული სიკვდილი ყოფილიყო... ამაზე დიდი გამოძიება არ ჩატარებულა, თუმცა უცნაურად მომეჩვენა, რომ ასეთი დონის კრიმინალმა მარტოდმარტომ, რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ასეთ გარემოებებში დაასრულა სიცოცხლე. ასეა თუ ისე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიაში ქართველი კრიმინალები მძლავრად არიან წარმოდგენილნი.

- სამწუხაროდ, უამრავი ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ ქურდობენ ქართველები უცხოეთში და იტალიაში. თქვენს ქვეყანაში, ეს ადგილობრივების მხრიდან ქართველების მიმართ გარკვეული ნეგატიური აღქმის ჩამოყალიბებას ხომ არ უწყობს ხელს?

- იტალიაში ქართული თემი წარმოდგენილია, მაგრამ საკმაოდ ჩუმია. ამ მიზეზით ძირითადად ქართველების შესახებ ისეთი სიახლეები გვესმის, როგორც ეს უკანასკნელია, რომ ხშირად მსგავს, არცთუ დადებით ფაქტებთან არიან კავშირში. სინამდვილეში, იტალიაში ქართველების ძალიან დიდი საზოგადოებაა წარმოდგენილი, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში. ბევრი მათგანი კომერციულ საქმიანობას ეწევა. ქართული თემი ძალიან მშვიდ საზოგადოებად აღიქმება, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოების უმეტესობის მსგავსად, იტალიაში ისინი ძალიან კარგად არიან ინტეგრირებულნი.

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 65 წლის ქალზე ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა

"მაშველები, რომლებიც დაგვეხმარნენ, არ ამბობენ მთავარს, რომ იქ ფიზიკური შეურაცხყოფა იყო" - რა თქვა ვახო სანაიამ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ

"უნდათ იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა სისტემა ემხილებინა" - რას ამბობს ნოდარ მელაძე პროკურატურის განცხადებაზე?