პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი  ჩემი მეგობრები არიან... აზრების გაცვლა-გამოცვლა, კი ბატონო, გვაქვს, მაგრამ...“ - მიდის თუ არა პოლიტიკაში ლაშა ბუღაძე?
"ისინი  ჩემი მეგობრები არიან... აზრების გაცვლა-გამოცვლა, კი ბატონო, გვაქვს, მაგრამ...“ - მიდის თუ არა პოლიტიკაში ლაშა ბუღაძე?

ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე გვა­რი­ა­ნი არე­უ­ლო­ბაა, ამ ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ვით ბაქ­რა­ძე ტო­ვებს “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” თავ­მჯდო­მა­რის პოსტს, მე­ტიც, ის ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მსგავ­სად, შე­იძ­ლე­ბა პარ­ტი­ი­დან სა­ერ­თოდ წა­ვი­დეს.

რო­გორც amebbi.ge-ს სარ­წმუ­ნო წყა­რომ უთხრა, ჯერ­ჯე­რო­ბით მთლად პარ­ტი­ას არ აყა­ლი­ბე­ბენ, მაგ­რამ კო­ა­ლი­ცი­უ­რად მოქ­მე­დე­ბენ ზურა ჯა­ფა­რი­ძე, ელე­ნე ხოშ­ტა­რია და ლაშა ბუ­ღა­ძე. "მათ ოფი­სი აქვთ აღე­ბუ­ლი ვა­კე­ში და საკ­მა­ოდ ხში­რად იკ­რი­ბე­ბი­ან“, - გვი­თხრა მან.

შე­სა­ბა­მი­სად, გაჩ­ნდა შე­კი­თხვა - მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე მარ­თლაც აპი­რებს თუ არა პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას, ამის გა­სარ­კვე­ვად მას და­ვუ­კავ­შირ­დით.

ლაშა ბუ­ღა­ძე:

- ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან, გა­და­სა­რე­ვად ვიც­ნობ, მაგ­რამ მე და პო­ლი­ტი­კა შორს ვართ. ჩვენ პარ­ტი­უ­ლი კუ­თხით არ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კაა ამ სამ­ყა­რო­ში.

ზო­გა­დად, აზ­რე­ბის, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გაც­ვლა-გა­მოც­ვლა, კი ბა­ტო­ნო, გვაქვს, მაგ­რამ ის, რომ რა­ღაც პარ­ტი­ულ გა­ერ­თი­ა­ნებ­ში, ან მოძ­რა­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბი, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ალ­ბათ ისი­ნიც, რო­გორც ყვე­ლა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას აპი­რე­ბენ, ამის მო­ლო­დი­ნი მაქვს მათ­გან, და­ნარ­ჩენს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. მე პო­ლი­ტი­კა­ში ვერ­სად მი­ხი­ლავთ, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე და მათი მომ­ხრე ვარ”.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

გარაეფსკვენით ერთმანეთს !

ირაკლი
181

იმიტომ ვაფასებ გიო ახვლედიანს, რომ არასოდეს პოლიტიკოსებს არ გაჰკარებია, როგორც ეს მედროვე, პოზიორი მწერლები, რომლებსაც ყველას ერთად გადასწონის თავისი ნიჭით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ისინი  ჩემი მეგობრები არიან... აზრების გაცვლა-გამოცვლა, კი ბატონო, გვაქვს, მაგრამ...“ - მიდის თუ არა პოლიტიკაში ლაშა ბუღაძე?

"ისინი  ჩემი მეგობრები არიან... აზრების გაცვლა-გამოცვლა, კი ბატონო, გვაქვს, მაგრამ...“ - მიდის თუ არა პოლიტიკაში ლაშა ბუღაძე?

ოპოზიციურ ფლანგზე გვარიანი არეულობაა, ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძე ტოვებს “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტს, მეტიც, ის ელენე ხოშტარიას მსგავსად, შეიძლება პარტიიდან საერთოდ წავიდეს.

როგორც amebbi.ge-ს სარწმუნო წყარომ უთხრა, ჯერჯერობით მთლად პარტიას არ აყალიბებენ, მაგრამ კოალიციურად მოქმედებენ ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ლაშა ბუღაძე. "მათ ოფისი აქვთ აღებული ვაკეში და საკმაოდ ხშირად იკრიბებიან“, - გვითხრა მან.

შესაბამისად, გაჩნდა შეკითხვა - მწერალი ლაშა ბუღაძე მართლაც აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას, ამის გასარკვევად მას დავუკავშირდით.

ლაშა ბუღაძე:

- ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან, გადასარევად ვიცნობ, მაგრამ მე და პოლიტიკა შორს ვართ. ჩვენ პარტიული კუთხით არ ვთანამშრომლობთ, გამორიცხულია, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი პოლიტიკაა ამ სამყაროში.

ზოგადად, აზრების, შთაბეჭდილებების გაცვლა-გამოცვლა, კი ბატონო, გვაქვს, მაგრამ ის, რომ რაღაც პარტიულ გაერთიანებში, ან მოძრაობაში ვიქნები, ეს გამორიცხულია. ალბათ ისინიც, როგორც ყველა, ხელისუფლების შეცვლას და ხელისუფლებაში მოსვლას აპირებენ, ამის მოლოდინი მაქვს მათგან, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით. მე პოლიტიკაში ვერსად მიხილავთ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აქტიური მოქალაქე და მათი მომხრე ვარ”.