სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთში მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს და ფაშინიანი არსად მიდის - "ასეთი მოთხოვნა საზოგადოებისგან არ არსებობს"
სომხეთში მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს და ფაშინიანი არსად მიდის - "ასეთი მოთხოვნა საზოგადოებისგან არ არსებობს"

სომ­ხე­თის მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ჩემი ნა­ბი­ჯი“ ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თვა­ზე უარს აცხა­დებს, რად­გა­ნაც პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შე­ფა­სე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მსგავ­სი დაკ­ვე­თა არ არ­სე­ბობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თგვა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო, ვი­ნა­ი­დან ყა­რა­ბა­ღის ომის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მო­სავ­ლად ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თვა მი­იჩ­ნე­ო­და მმარ­თველ წრე­ებ­შიც კი.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 7 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თეს შეხ­ვედ­რა თა­ვი­ანთ ლი­დერ­თან, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­თან, ხოლო შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ არ მი­ი­ღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წი­ნა­და­დე­ბა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ. მმარ­თველ გუნდში ამ­ბო­ბენ, რომ ამ იდე­ას მხარს ვერ და­უ­ჭე­რენ, რად­გა­ნაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს ეს არ სურს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ჩემი ნა­ბი­ჯი" ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­საც ავ­რცე­ლებს:

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დრო­ის გარ­კვე­ვის შე­სა­ხებ, არ მოჰ­ყო­ლია პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. არ არ­სე­ბობს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. “ჩემი ნა­ბი­ჯი” აგ­რძე­ლებს ფა­ში­ნი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რას" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ყა­რა­ბა­ღის ომის შემ­დეგ, სომ­ხე­თი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა მო­იც­ვა. 17-მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ისი­ნი ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მას ითხოვ­დნენ. ამას­თან, 25 დე­კემ­ბერს ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ის მზად იყო თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა - "მე შე­მიძ­ლია დავ­ტო­ვო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი მხო­ლოდ ხალ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით", - წერ­და სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი.

ახლა კი, სომ­ხე­თის ოპო­ზი­ცი­ა­ში ყო­ვე­ლი­ვეს ფა­ში­ნი­ა­ნის მხრი­დან მა­ნი­პუ­ლა­ცი­ად აფა­სე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ აქ­ცი­ე­ბის შე­წყვე­ტა შეც­დო­მა იყო. რე­ა­ლუ­რად, მუხ­ტი და­ი­კარ­გა, ხოლო მმარ­თველ­მა ძა­ლამ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მი­ი­ღო. სო­მეხ ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით კი, ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე უა­რის თქმას არ მოჰ­ყვე­ბა სომ­ხეთ­ში პო­ზი­ტი­უ­რი რე­აქ­ცია არც ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯი პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვებს და შე­საძ­ლოა, სო­მე­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ქუ­ჩის პრო­ტეს­ტი კვლავ ვი­ხი­ლოთ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
shalva
27

მოვა შენი დროც პაშინიან

@@@
6

მაგარი ახპერაა ფაშინიანი, ომი წააგო და მაინც ვერ შეარყიეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სომხეთში მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს და ფაშინიანი არსად მიდის - "ასეთი მოთხოვნა საზოგადოებისგან არ არსებობს"

სომხეთში მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს და ფაშინიანი არსად მიდის - "ასეთი მოთხოვნა საზოგადოებისგან არ არსებობს"

სომხეთის მმართველი პარტია "ჩემი ნაბიჯი“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე უარს აცხადებს, რადგანაც პარტიის წარმომადგენელთა შეფასებით, საზოგადოების მხრიდან მსგავსი დაკვეთა არ არსებობს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ერთგვარი მოულოდნელობა იყო, ვინაიდან ყარაბაღის ომის შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა მიიჩნეოდა მმართველ წრეებშიც კი.

სომხური მედიის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 თებერვალს გამართეს შეხვედრა თავიანთ ლიდერთან, ნიკოლ ფაშინიანთან, ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ მათ არ მიიღეს პრემიერ-მინისტრის წინადადება ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ იდეას მხარს ვერ დაუჭერენ, რადგანაც საზოგადოების დიდ ნაწილს ეს არ სურს.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ჩემი ნაბიჯი" ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს:

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების დროის გარკვევის შესახებ, არ მოჰყოლია პოზიტიური გამოხმაურება. არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ფართო საზოგადოებაში. “ჩემი ნაბიჯი” აგრძელებს ფაშინიანის მხარდაჭერას" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ყარაბაღის ომის შემდეგ, სომხეთი ფართომასშტაბიანმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ისინი ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ. ამასთან, 25 დეკემბერს ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით შეატყობინა საზოგადოებას, რომ ის მზად იყო თანამდებობა დაეტოვებინა - "მე შემიძლია დავტოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილებით", - წერდა სომხეთის პრემიერი.

ახლა კი, სომხეთის ოპოზიციაში ყოველივეს ფაშინიანის მხრიდან მანიპულაციად აფასებენ და ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის აღნიშნული განცხადების შემდეგ აქციების შეწყვეტა შეცდომა იყო. რეალურად, მუხტი დაიკარგა, ხოლო მმართველმა ძალამ სასურველი შედეგი მიიღო. სომეხ ექსპერტთა შეფასებით კი, ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმას არ მოჰყვება სომხეთში პოზიტიური რეაქცია არც ოპოზიციური სპექტრის და არც საზოგადოების მხრიდან. მიიჩნევენ, რომ ამგვარი ნაბიჯი პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს და შესაძლოა, სომეხი საზოგადოების ნაწილის ქუჩის პროტესტი კვლავ ვიხილოთ.

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ

სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს