პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ კადრში იყო ყველაფერი: გამოცდილება, ალღო, იღბალი..." - გაიცანით ფოტოგრაფი, რომელიც ქართული რაგბის დაუვიწყარ მომენტებს აღბეჭდავს
"ამ კადრში იყო ყველაფერი: გამოცდილება, ალღო, იღბალი..." - გაიცანით ფოტოგრაფი, რომელიც ქართული რაგბის დაუვიწყარ მომენტებს აღბეჭდავს

ლე­ვან ვერ­ძე­უ­ლი პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტია და წლე­ბია ამ სფე­რო­ში მუ­შა­ობს. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ფო­ტოგ­რა­ფია მისი მე­ო­რე ცხოვ­რე­ბაა, რო­მელ­საც "შა­ბათ-კვი­რის ცხოვ­რე­ბას" ეძა­ხის, ესაა დრო, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებს იღებს. ლე­ვა­ნი, ორი­ვე სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლია, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას ისე იც­ნობს, რო­გორც გა­მორ­ჩე­ულ ფო­ტოგ­რაფს, რო­მე­ლიც ერთი კად­რით ყვე­ბა მთელ თა­მაშს.

მისი ერთ-ერთი ბოლო შე­დევ­რი სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის მატ­ჩის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ვა­სილ ლობ­ჟა­ნი­ძის "მფრი­ნა­ვი ლე­ლოა", რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა გვერ­დი მო­ი­ა­რა და ათი­ა­თა­სო­ბით ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა იხი­ლა.

- და­ახ­ლო­ე­ბით 10-11 წე­ლია რაც რაგბს ვი­ღებ, თა­ვი­დან ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და სპორ­ტის გა­და­ღე­ბის. არც ვი­ღებ­დი სხვა სპორ­ტს, გარ­და რაგ­ბი­სა. რაგბს იმი­ტომ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს და სხვა სა­ხე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, უფრო კარ­გად მეს­მის. თა­ვი­დან, მთლი­ა­ნად სა­მოყ­ვა­რუ­ლოდ ვი­ღებ­დი, უფრო ვერ­თო­ბო­დი, ვიდ­რე იმა­ზე ვფიქ­რობ­დი რომ სუ­რა­თე­ბი რამე ღი­რე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

ნელ-ნელა უკვე უფრო მეტი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა, შემ­დეგ ინ­ვეს­ტი­ცი­აც გა­ვა­კე­თე, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი აპა­რა­ტუ­რა შე­ვი­ძი­ნე და აგერ უკვე დიდი ხა­ნია ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა თა­მაშს ვი­ღებ, რო­გორც სა­ში­ნა­ოს, ისე სა­გა­რეო თა­მა­შებ­ზეც დავ­დი­ვარ. მოკ­ლედ, სა­დაც რამე სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა რაგბ­ში დავ­დი­ვარ და ვი­ღებ.

ლე­ვან ვერ­ძე­უ­ლი, ფოტო: tamuna photo

- "vaska airlines" - კად­რი რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე და­ი­პყრო...

- სხვა­თა­შო­რის, თვი­თონ ვას­კა ლობ­ჟა­ნი­ძემ "ინ­სტაგ­რამ­ზე" მომ­წე­რა და მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა... გა­მი­ხარ­და. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ ჩვენ­თან ძა­ლი­ან ხში­რია, რო­დე­საც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს უხე­შად არ­ღვე­ვენ და ამის გამო ბევ­რგან მქო­ნია კა­მა­თი. თან­ხის გა­დახ­და­ზეც არაა სა­უ­ბა­რი, ხში­რად ავ­ტორ­საც კი არ უთი­თე­ბენ და ამ ყვე­ლაფ­რის გამო, ხში­რად სა­ერ­თოდ უარს ვამ­ბობ კად­რე­ბის სა­ჯა­როდ და­დე­ბა­ზე.

ვას­კა ლობ­ჟა­ნი­ძის კად­რი გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო, ვი­ცო­დი კი­დეც რომ ყვე­ლა წა­ი­ღებ­და ამ ფო­ტოს, მაგ­რამ ისე­თი მო­მენ­ტი და­ვი­ჭი­რე, და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბო­და ამის არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. ამ კადრში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად იყო: გა­მოც­დი­ლე­ბა, ალღო, იღ­ბა­ლი, მაგ­რამ იღ­ბალ­საც გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა. გა­მი­მარ­თლა, რომ ვას­კამ ზუს­ტად ჩემს წინ დადო ლელო, მაგ­რამ მე რომ მზად არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ეს კად­რი და­ი­კარ­გე­ბო­და.

- ლე­ვან, ემო­ცი­ის გამო, მა­გა­ლი­თად, ლე­ლოს და­დე­ბი­სას, თუ შეგშლია ხელი კად­რის გა­და­ღე­ბა­ში?

- შე­იძ­ლე­ბა შემ­შლია, მაგ­რამ არ მახ­სენ­დე­ბა რომ მეთ­ქვას რა დროს აღ­ნიშ­ვნ იყო, რა მა­გა­რი კად­რი გა­ვა­ფუ­ჭე-მეთ­ქი. ისე კი, ძა­ლი­ან ხში­რად არც მცოდ­ნია შეხ­ვედ­რა რა ან­გა­რი­შით დამ­თავ­რდა, მხო­ლოდ ემო­ცი­ე­ბით მივმხვდარ­ვარ ვინ მო­ი­გო და სახ­ლში მი­სულს გა­და­მიხ­ვე­ვია და მი­ნა­ხავს, რად­გან რაგ­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და სტა­დი­ონ­ზე ვერ ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე. ჩათ­ვა­ლე რომ, რო­დე­საც სტა­დი­ონ­ზე ვარ ესაა ჩემი სამ­სა­ხუ­რი და ასეთ დროს გა­მიჯ­ნუ­ლი უნდა იყოს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა საქ­მი­სა­გან, რო­მელ­საც აკე­თებ.

- ლე­ვან, რო­გო­რია ობი­ექ­ტი­ვი­დან და­ნა­ხუ­ლი რაგ­ბი?

- სა­ში­ნე­ლე­ბა. ისე­თი კარ­გი არა, რო­გორც სუ­რა­თებ­ზეა. ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­ყუ­რე­ბე­ლია, ობი­ექ­ტი­ვი­დან თა­მაშს კი არ უყუ­რებ რომ აი შე­ტე­ვაა, ან კარ­გი კომ­ბი­ნა­ცი­აა და ისი­ა­მოვ­ნო, არა­მედ იმა­ზე ფიქ­რობ, რომ წამი გა­ა­ჩე­რო, რო­მე­ლიც მნახ­ვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო. ესაა სპორ­ტის ფო­ტოგ­რა­ფია. სა­კუ­თარ საქ­მეს ვუ­ყუ­რებ რო­გორც მე­დი­ა­ტორს მო­თა­მა­შე­სა და გულ­შე­მატ­კი­ვარს შო­რის, შენი ვა­ლია რომ მნახ­ველ­თან ის ემო­ცია მი­ი­ტა­ნო, რა­საც იმ მო­ნეტ­ში გრძნობს სპორ­ტსმე­ნი

- გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი სა­რაგ­ბო ფოტო თუ გაქვს?

- თუ ერთი უნდა ავარ­ჩიო, ესაა საფ­რან­გეთ­ში U20 მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი, რო­დე­საც ჩვე­ნებ­მა ია­პო­ნია და­ა­მარ­ცხეს. ამ სუ­რათ­ში სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა არაა, მთლი­ა­ნად ემო­ცი­აა. ბო­ლოს გელა აფ­რა­სი­ძემ დადო ლელო და ამის აღ­ნიშ­ვნის კად­რია. ფო­ტოგ­რა­ფებს ზო­გა­დად მო­ე­დან­ზე შეს­ვლა არ შეგ­ვიძ­ლია, მო­ედ­ნის კი­დი­დან ვი­ღებთ. ამ მო­მენ­ტში, მოხ­და ისე რომ აღ­მოვ­ჩნდი მო­ედ­ნის ცენ­ტრში, სა­დაც გუნ­დი აღ­ნიშ­ნავ­და გა­მარ­ჯვე­ბას და გა­და­ვი­ღე ეს კად­რი.

- სპორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად თუ გან­გი­ხი­ლავს რო­მე­ლი­მე კად­რი ან რა­ი­მე შე­ნიშ­ვნა თუ უთ­ქვამთ?

- არა. სპორ­ტსმე­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და არის მო­მენ­ტე­ბი, როცა ვი­ღა­ცას სა­კუ­თა­რი თავი არ მოს­წონს. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის ტა­ლა­ხი­ა­ნი ფოტო გა­და­ვი­ღო და მას ერ­ჩივ­ნოს ღი­მი­ლი­ა­ნი ფოტო გა­და­მე­ღო. ბევ­რი ნი­უ­ან­სია და ერ­თა­მეთ­თან დის­კუ­სი­ა­ში არ შევ­დი­ვართ. არის სუ­რა­თე­ბი, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თვი­თონ მო­თა­მა­შე­ებს არ გა­უ­ხარ­დე­ბო­დათ, მაგ­რამ ესაა ის­ტო­რია წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი

ავ­ტო­რი: ლადო გო­გო­ლა­ძე

სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ლე­ვან ვერ­ძე­უ­ლის ფო­ტო­ე­ბი

კუკური ჯიჭონაია
0

ვგიჟდები ბიჭი ფინანსისტი რომ არის და თან ფოტოგრაფია <3

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ამ კადრში იყო ყველაფერი: გამოცდილება, ალღო, იღბალი..." - გაიცანით ფოტოგრაფი, რომელიც ქართული რაგბის დაუვიწყარ მომენტებს აღბეჭდავს

"ამ კადრში იყო ყველაფერი: გამოცდილება, ალღო, იღბალი..." - გაიცანით ფოტოგრაფი, რომელიც ქართული რაგბის დაუვიწყარ მომენტებს აღბეჭდავს

ლევან ვერძეული პროფესიით ფინანსისტია და წლებია ამ სფეროში მუშაობს. როგორც თვითონ ამბობს, ფოტოგრაფია მისი მეორე ცხოვრებაა, რომელსაც "შაბათ-კვირის ცხოვრებას" ეძახის, ესაა დრო, როდესაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს იღებს. ლევანი, ორივე სფეროში წარმატებულია, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი მას ისე იცნობს, როგორც გამორჩეულ ფოტოგრაფს, რომელიც ერთი კადრით ყვება მთელ თამაშს.

მისი ერთ-ერთი ბოლო შედევრი საქართველო-რუსეთის მატჩის დროს გადაღებული ვასილ ლობჟანიძის "მფრინავი ლელოა", რომელმაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდი მოიარა და ათიათასობით ინტერნეტმომხმარებელმა იხილა.

- დაახლოებით 10-11 წელია რაც რაგბს ვიღებ, თავიდან ფაქტობრივად არანაირი გამოცდილება არ მქონდა სპორტის გადაღების. არც ვიღებდი სხვა სპორტს, გარდა რაგბისა. რაგბს იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მიყვარს და სხვა სახეობასთან შედარებით, უფრო კარგად მესმის. თავიდან, მთლიანად სამოყვარულოდ ვიღებდი, უფრო ვერთობოდი, ვიდრე იმაზე ვფიქრობდი რომ სურათები რამე ღირებულებას წარმოადგენს.

ნელ-ნელა უკვე უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა, შემდეგ ინვესტიციაც გავაკეთე, გაცილებით უკეთესი აპარატურა შევიძინე და აგერ უკვე დიდი ხანია ჩვენი ნაკრების ფაქტობრივად ყველა თამაშს ვიღებ, როგორც საშინაოს, ისე საგარეო თამაშებზეც დავდივარ. მოკლედ, სადაც რამე საინტერესო ხდება რაგბში დავდივარ და ვიღებ.

ლევან ვერძეული, ფოტო: tamuna photo

- "vaska airlines" - კადრი რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო...

- სხვათაშორის, თვითონ ვასკა ლობჟანიძემ "ინსტაგრამზე" მომწერა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა... გამიხარდა. სამწუხარო ისაა, რომ ჩვენთან ძალიან ხშირია, როდესაც საავტორო უფლებებს უხეშად არღვევენ და ამის გამო ბევრგან მქონია კამათი. თანხის გადახდაზეც არაა საუბარი, ხშირად ავტორსაც კი არ უთითებენ და ამ ყველაფრის გამო, ხშირად საერთოდ უარს ვამბობ კადრების საჯაროდ დადებაზე.

ვასკა ლობჟანიძის კადრი გამონაკლისი იყო, ვიცოდი კიდეც რომ ყველა წაიღებდა ამ ფოტოს, მაგრამ ისეთი მომენტი დავიჭირე, დანაშაული იქნებოდა ამის არ გამოქვეყნება. ამ კადრში ყველაფერი ერთად იყო: გამოცდილება, ალღო, იღბალი, მაგრამ იღბალსაც გამოყენება უნდა. გამიმართლა, რომ ვასკამ ზუსტად ჩემს წინ დადო ლელო, მაგრამ მე რომ მზად არ ვყოფილიყავი, ეს კადრი დაიკარგებოდა.

- ლევან, ემოციის გამო, მაგალითად, ლელოს დადებისას, თუ შეგშლია ხელი კადრის გადაღებაში?

- შეიძლება შემშლია, მაგრამ არ მახსენდება რომ მეთქვას რა დროს აღნიშვნ იყო, რა მაგარი კადრი გავაფუჭე-მეთქი. ისე კი, ძალიან ხშირად არც მცოდნია შეხვედრა რა ანგარიშით დამთავრდა, მხოლოდ ემოციებით მივმხვდარვარ ვინ მოიგო და სახლში მისულს გადამიხვევია და მინახავს, რადგან რაგბი ძალიან მიყვარს და სტადიონზე ვერ ვუყურებ ხოლმე. ჩათვალე რომ, როდესაც სტადიონზე ვარ ესაა ჩემი სამსახური და ასეთ დროს გამიჯნული უნდა იყოს გულშემატკივრობა საქმისაგან, რომელსაც აკეთებ.

- ლევან, როგორია ობიექტივიდან დანახული რაგბი?

- საშინელება. ისეთი კარგი არა, როგორც სურათებზეა. ძალიან რთული საყურებელია, ობიექტივიდან თამაშს კი არ უყურებ რომ აი შეტევაა, ან კარგი კომბინაციაა და ისიამოვნო, არამედ იმაზე ფიქრობ, რომ წამი გააჩერო, რომელიც მნახველისთვის იქნება საინტერესო. ესაა სპორტის ფოტოგრაფია. საკუთარ საქმეს ვუყურებ როგორც მედიატორს მოთამაშესა და გულშემატკივარს შორის, შენი ვალია რომ მნახველთან ის ემოცია მიიტანო, რასაც იმ მონეტში გრძნობს სპორტსმენი

- გამორჩეულად საყვარელი სარაგბო ფოტო თუ გაქვს?

- თუ ერთი უნდა ავარჩიო, ესაა საფრანგეთში U20 მსოფლიო ჩემპიონატზე გადაღებული სურათი, როდესაც ჩვენებმა იაპონია დაამარცხეს. ამ სურათში სპორტული აქტივობა არაა, მთლიანად ემოციაა. ბოლოს გელა აფრასიძემ დადო ლელო და ამის აღნიშვნის კადრია. ფოტოგრაფებს ზოგადად მოედანზე შესვლა არ შეგვიძლია, მოედნის კიდიდან ვიღებთ. ამ მომენტში, მოხდა ისე რომ აღმოვჩნდი მოედნის ცენტრში, სადაც გუნდი აღნიშნავდა გამარჯვებას და გადავიღე ეს კადრი.

- სპორტსმენებთან ერთად თუ განგიხილავს რომელიმე კადრი ან რაიმე შენიშვნა თუ უთქვამთ?

- არა. სპორტსმენები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არის მომენტები, როცა ვიღაცას საკუთარი თავი არ მოსწონს. შეიძლება ვიღაცის ტალახიანი ფოტო გადავიღო და მას ერჩივნოს ღიმილიანი ფოტო გადამეღო. ბევრი ნიუანსია და ერთამეთთან დისკუსიაში არ შევდივართ. არის სურათები, რომელიც დარწმუნებული ვარ, თვითონ მოთამაშეებს არ გაუხარდებოდათ, მაგრამ ესაა ისტორია წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტოები

ავტორი: ლადო გოგოლაძე

სტატიაში გამოყენებულია ლევან ვერძეულის ფოტოები

ჩინეთის იმპერატორს 121 ცოლი ჰყავდა, როგორ დაეხმარნენ მათემატიკოსები მას ღამე როდის რომელ ცოლთან გაეტარებინა?

როგორ ცხოვრობს ივანკა ტრამპი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ - ექსპრეზიდენტის ქალიშვილი პაპარაცებმა ფლორიდასა და მაიამიში დააფიქსირეს

ხელოვანისა და დიქტატორის ბრძოლა - კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავს სტალინის პირადი არქივი?