პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კი, იყო აზრი, ხომ არ ვიქნებოდი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე" - ალეკო ელისაშვილი
"კი, იყო აზრი, ხომ არ ვიქნებოდი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე" - ალეკო ელისაშვილი

კი, იყო აზრი, ხომ არ ვიქ­ნე­ბო­დი პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ელი­საშ­ვი­ლი კი­დევ ერთხელ ამ­ბობს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში სა­ერ­თოდ არ შევა, თუკი "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის", "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვა­ზე უარს იტყვი­ან. ელი­საშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სწო­რედ ამ სამ პარ­ტი­ას აქვს.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ უნდა შე­ის­წავ­ლოს და და­ა­დას­ტუ­როს, იყო თუ არა გა­ყალ­ბე­ბა 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში. ჩვენ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თვე­ბო­დით, მაგ­რამ პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ებს", რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თვე­ნა­ხევ­რით ადრე და­რე­გის­ტრირ­და, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი მო­ხა­ლი­სე დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ჰყავ­და. არ გვყო­ლია არც ერთი წევ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში, რად­გან ახალ­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პარ­ტია სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი არ იყო. სამი პარ­ტია: “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი”, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” და “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” არის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, მათ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი არა­თუ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, არა­მედ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ჰყავ­დათ. შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქ­მებ­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გარ­და, ეს სამი პარ­ტი­აც აწერ­და ხელს. თუ ჩვენ გვინ­და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გა­მო­ვი­ძი­ოთ, ჰქონ­და თუ არა გა­ყალ­ბე­ბას ად­გი­ლი, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სუ­რა­თი უნდა ვაჩ­ვე­ნოთ. პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ებს" თბი­ლი­სის მიღ­მა აქა-იქ ჰყავ­და რამ­დე­ნი­მე დამ­კვირ­ვე­ბე­ლი და რო­გორ უნდა ვთქვა, რომ მა­გა­ლი­თად, ლა­გო­დე­ხის ამა და ამ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე გა­ყალბ­და არ­ჩევ­ნე­ბი, როცა იქ დამ­კვირ­ვე­ბე­ლიც არ მყო­ლია. აღ­ნიშ­ნულ სამ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას კი ყველ­გან ჰყავ­და. ასე რომ, კე­თი­ლი ინე­ბონ, გა­ამ­წკრი­ვონ მათი კო­მი­სი­ის 4 ათას - 4 ათა­სი წევ­რი და ჩა­ერ­თონ კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. შემ­დეგ ჩვენც ჩა­ვერ­თვე­ბით და კი ბა­ტო­ნო, ამ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნახ­მა ვიქ­ნე­ბი, ვიყო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ან კო­მი­სი­ის რი­გი­თი წევ­რი", - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
22

ჩაჯ...ლი. ჩემგან ეს კომპლიმენტი არ აგცდება ვიდრე მანდ იჯდები. დაიმსახურე. არც იმ ძონძს, წულუკიანის სახით გვარამიას რომ აჯობა ძონძობაში. და არც იმ ხეპრეს ვოლსკი რომ ქვია

mamuli
16

როცა, არც ხალხი გენდობა და არც ოპოზიცია და თანაც ოცნების ხახაში ხარ მოქცეული კბილის ჩხირივით,ისევ ოცნებას თუ ასარგებლებ თორემ ხალხს რა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"კი, იყო აზრი, ხომ არ ვიქნებოდი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე" - ალეკო ელისაშვილი

"კი, იყო აზრი, ხომ არ ვიქნებოდი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე" - ალეკო ელისაშვილი

კი, იყო აზრი, ხომ არ ვიქნებოდი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიაში საერთოდ არ შევა, თუკი "პატრიოტთა ალიანსის", "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე უარს იტყვიან. ელისაშვილი განმარტავს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა სწორედ ამ სამ პარტიას აქვს.

"საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს და დაადასტუროს, იყო თუ არა გაყალბება 31 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით, მაგრამ პარტია “მოქალაქეებს", რომელიც არჩევნებამდე თვენახევრით ადრე დარეგისტრირდა, თითზე ჩამოსათვლელი მოხალისე დამკვირვებლები ჰყავდა. არ გვყოლია არც ერთი წევრი საარჩევნო კომისიაში, რადგან ახალრეგისტრირებული პარტია საარჩევნო სუბიექტი არ იყო. სამი პარტია: “პატრიოტთა ალიანსი”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” არის კვალიფიციური სუბიექტი. შესაბამისად, მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანზე ბიუჯეტიდან დაფინანსებული არათუ დამკვირვებლები, არამედ კომისიის წევრები ჰყავდათ. შემაჯამებელ ოქმებზე “ქართული ოცნების” გარდა, ეს სამი პარტიაც აწერდა ხელს. თუ ჩვენ გვინდა საქართველოს მასშტაბით გამოვიძიოთ, ჰქონდა თუ არა გაყალბებას ადგილი, მთელი საქართველოს სურათი უნდა ვაჩვენოთ. პარტია "მოქალაქეებს" თბილისის მიღმა აქა-იქ ჰყავდა რამდენიმე დამკვირვებელი და როგორ უნდა ვთქვა, რომ მაგალითად, ლაგოდეხის ამა და ამ საარჩევნო უბანზე გაყალბდა არჩევნები, როცა იქ დამკვირვებელიც არ მყოლია. აღნიშნულ სამ ოპოზიციურ პარტიას კი ყველგან ჰყავდა. ასე რომ, კეთილი ინებონ, გაამწკრივონ მათი კომისიის 4 ათას - 4 ათასი წევრი და ჩაერთონ კომისიის საქმიანობაში. შემდეგ ჩვენც ჩავერთვებით და კი ბატონო, ამ შემთხვევაში თანახმა ვიქნები, ვიყო კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის რიგითი წევრი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ქართული ოცნება“ ჰაერშია, ბოლო ბურჯი, რაზეც იდგა, ეს გახარია იყო" - გია ხუხაშვილი

LIVE: ეთერშია "360 გრადუსი" - გია ხუხაშვილი; თაკო ჩარკვიანი, ალეკო ელისაშვილი

რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გიორგი გახარიას გადადგომაზე