მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში ჩვენი მთავარი დევიზი ილიას სიტყვებია: "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“ - ნიკა მელია
"დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში ჩვენი მთავარი დევიზი ილიას სიტყვებია: "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“ - ნიკა მელია

"როცა სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი გყავს, არას­დროს უნდა შე­გე­შინ­დეს წინსვლის და სი­ახ­ლის, არას­დროს უნდა იფიქ­რო, რომ ცალ­კე აღე­ბულ­მა რო­მე­ლი­მე გა­მოწ­ვე­ვამ შე­იძ­ლე­ბა და­გა­მარ­ცხოს და შენ მას ვერ დაძ­ლევ", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ამ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლი­ამ ახა­ლი გუნ­დის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ნიკა მე­ლი­ას თქმით, მათი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლია.

"მოძ­რა­ო­ბა და მხო­ლოდ მოძ­რა­ო­ბა არის ქვეყ­ნის ძა­ლი­სა და სი­ცო­ცხლის მიმ­ცე­მი. დღე­ვან­დელ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში ჩვე­ნი მთა­ვა­რი დე­ვი­ზი სწო­რედ ილი­ას სი­ტყვე­ბია: "მოძ­რა­ო­ბა და მხო­ლოდ მოძ­რა­ო­ბა“, რად­გან ყვე­ლა მწვა­ვე კრი­ზისს, გა­მოწ­ვე­ვას და სტაგ­ნა­ცი­ას აქვს ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი-ეს ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის მოძ­რა­ო­ბა. როცა სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი გყავს, არას­დროს უნდა შე­გე­შინ­დეს წინსვლის და სი­ახ­ლის, არას­დროს უნდა იფიქ­რო, რომ ცალ­კე აღე­ბულ­მა რო­მე­ლი­მე გა­მოწ­ვე­ვამ შე­იძ­ლე­ბა, და­გა­მარ­ცხოს და შენ მას ვერ დაძ­ლევ. მი­თუ­მე­ტეს, როცა შენი მო­ტი­ვა­ცია არის ყვე­ლა­ზე სწო­რი და მი­ზა­ნი არის ის­ტო­რი­უ­ლი-სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა გაძ­ლი­ერ­დეს 3 ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა: ეკო­ნო­მი­კა, სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა და ჯან­დაც­ვა.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ვი­წყოთ აქ და ახლა. დრო უკვე ნამ­დვი­ლად აღარ ით­მენს. ჩვენს ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ნი ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, რომ დიდ­წი­ლად ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია არა­ე­ფექ­ტუ­რი, არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სა­კუ­თარ თავ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის გამო. ის, რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ვერ და არ გა­ა­კე­თა, სავ­სე ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცი­ით, ძა­ლი­ან სწო­რი და ეფექ­ტუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტით გა­ა­კე­თეს ახალ­გაზ­რდებ­მა, რო­მელ­თა ლი­დე­რი უერ­თდე­ბა ჩვენს ახალ და გა­ნახ­ლე­ბულ გუნდს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სოფო ჯა­ფა­რი­ძის მე­თა­უ­რო­ბით, რო­მე­ლიც სა­თა­ვე­ში უდ­გე­ბა ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბას, ჩვენს ქვე­ყა­ნას ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ან­სა და მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე“ , - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ტი­ამ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გუნ­დის ახა­ლი წევ­რე­ბი წა­რად­გი­ნა. პარ­ტი­ას შე­უ­ერ­თდნენ: გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე, ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, ნიკა ობო­ლა­ძე, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე, რეზო ჩო­მა­ხი­ძე, სოფო ჯა­ფა­რი­ძე, მა­ნუ­ჩარ ახა­ლა­ია, ბარ­ბა­რა ჯი­მე­ლი, ანა გო­გო­ლა­ძე, ზვი­ად ქვლი­ვი­ძე, ბაჩო დო­ლი­ძე, გი­ორ­გი ხვე­დე­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
118

მაგისტრს ისე სწერთ თითქოს რაღაც დიდი თანამდებობა იყოს, ადრე ინსტიტუტს ვინც ამთავრებდა იმას ნიშნავს. მთავარია სად მუშაობენ და რას აკეთებენ. იგივე ახალგაზრდობა თუ არის წინ და უკან, რომ დარბიან არ ვიცი მაშინ. თუ პერსპექტიული ახალგაზრდები არიან ცალკე შექმნან პოლიტიკური ორგანიზაცია აბა ნაცებთან რა უნდათ, ამ გაკოტრებულ პარტიასთან 

კ ო მ ბ ლ ე
0

ნაცების დევიზია;! აბა ჰე! ვანგრიოთ და ვაშენოთ, მუშა არ გავაჩეროთ.

ქოცების????

ავტორი:

"დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში ჩვენი მთავარი დევიზი ილიას სიტყვებია: "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“ - ნიკა მელია

"დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში ჩვენი მთავარი დევიზი ილიას სიტყვებია: "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“ - ნიკა მელია

"როცა საუკეთესო გუნდი გყავს, არასდროს უნდა შეგეშინდეს წინსვლის და სიახლის, არასდროს უნდა იფიქრო, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე გამოწვევამ შეიძლება დაგამარცხოს და შენ მას ვერ დაძლევ", - ამის შესახებ პარტიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიამ ახალი გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, მათი მიზანი საქართველოს უკეთესი მომავალია.

"მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის ძალისა და სიცოცხლის მიმცემი. დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში ჩვენი მთავარი დევიზი სწორედ ილიას სიტყვებია: "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“, რადგან ყველა მწვავე კრიზისს, გამოწვევას და სტაგნაციას აქვს ერთადერთი გამოსავალი-ეს ერთადერთი გამოსავალი არის მოძრაობა. როცა საუკეთესო გუნდი გყავს, არასდროს უნდა შეგეშინდეს წინსვლის და სიახლის, არასდროს უნდა იფიქრო, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე გამოწვევამ შეიძლება, დაგამარცხოს და შენ მას ვერ დაძლევ. მითუმეტეს, როცა შენი მოტივაცია არის ყველაზე სწორი და მიზანი არის ისტორიული-საქართველოს უკეთესი მომავალი“, - განაცხადა მელიამ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს 3 ძირითადი მიმართულება: ეკონომიკა, სოციალური მიმართულება და ჯანდაცვა.

"ეს ყველაფერი უნდა დავიწყოთ აქ და ახლა. დრო უკვე ნამდვილად აღარ ითმენს. ჩვენს ქვეყანას ყველანი ერთად აღმოვჩნდით ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ჯანდაცვის მიმართულებით. ძალიან დასანანია, რომ დიდწილად ეს ყველაფერი განპირობებულია არაეფექტური, არამოტივირებული და ხშირ შემთხვევაში, საკუთარ თავზე ორიენტირებული ჩინოვნიკების გამო. ის, რაც უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას და ვერ და არ გააკეთა, სავსე ენთუზიაზმითა და მაღალი მოტივაციით, ძალიან სწორი და ეფექტური მენეჯმენტით გააკეთეს ახალგაზრდებმა, რომელთა ლიდერი უერთდება ჩვენს ახალ და განახლებულ გუნდს. დარწმუნებული ვარ, სოფო ჯაფარიძის მეთაურობით, რომელიც სათავეში უდგება ჯანდაცვის მიმართულებას, ჩვენს ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ექნება ძალიან ეფექტური ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული იქნება ადამიანსა და მის ჯანმრთელობაზე“ , - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, პარტიამ "ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ" გუნდის ახალი წევრები წარადგინა. პარტიას შეუერთდნენ: გიორგი ჩალაძე, ნონა მამულაშვილი, ნიკა ობოლაძე, გიორგი თარგამაძე, რეზო ჩომახიძე, სოფო ჯაფარიძე, მანუჩარ ახალაია, ბარბარა ჯიმელი, ანა გოგოლაძე, ზვიად ქვლივიძე, ბაჩო დოლიძე, გიორგი ხვედელიანი.

"არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან?" - ნიკა მელია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს" - რა წერილი გამოუგზავნეს ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს თეა წულუკიანთან დაკავშირებით