პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება
"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება

140 წლის წინ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მიერ და­არ­სე­ბულ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ" 14 იან­ვარს, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის დღეს, წლის ლა­უ­რე­ა­ტე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, მსა­ხი­ობ მა­რი­ნა ჯა­ნა­ში­ას ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია გა­დას­ცა.

თე­ატრზე, პარტნი­ო­რებ­ზე, რო­ლებ­სა და გა­სუ­ლი წლის მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებ­ზე მა­რი­ნა ჯა­ნა­ში­ამ ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა:

- სცე­ნის და გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნის მიღ­მა, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ როლ­ზე რას გვე­ტყვით?

- სი­ტყვა "როლი" შე­იძ­ლე­ბა არ უხ­დე­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი არის ოჯა­ხი. ის გა­რე­მო, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ; ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა­ნაც ერთ ჰა­ერს ვსუნ­თქავ; რამ­დე­ნი­მე ჩემი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­თა­ნაც ერთ ენა­ზე ვსა­უბ­რობ - ეს საკ­მა­რი­სია ვიყო ბედ­ნი­ე­რი და წელ­გა­მარ­თუ­ლი. ჩემი ოჯა­ხის დი­რი­ჟო­რი ვარ. კი, შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას, დი­რი­ჟო­რო­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი რო­ლია.

- 2020 წელი თქვენ­თვის რით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი?

- გა­სულ წელს თავი სრუ­ლი­ად ახალ ამ­პლუ­ა­ში მოვ­სინ­ჯე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გავ­ხდი. ყო­ვე­ლი ეთე­რის დროს ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი და ასე­თი გან­ცდე­ბი რა­ტომ მქონ­და, სულ უკ­ვირ­დათ. ეს მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც სხვაგ­ვა­რი მქონ­და. ამ ახალ­მა საქ­მემ ბევ­რი რამ მომ­ცა, თა­ვი­სე­ბუ­რად გა­მამ­დიდ­რა.

2020 წელს ტკი­ვი­ლიც არ აკ­ლდა, ჩემ­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი წა­ვიდ­ნენ. საშა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ჩემი პირ­ვე­ლი ფილ­მი "ნუცა" მა­ჩუ­ქა. გოგი ქავ­თა­რა­ძე, რო­მელ­მაც "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა" მა­ჩუ­ქა და დღე­საც კი მახ­სე­ნე­ბენ, რო­გო­რი ჯუ­ლი­ე­ტა ვი­ყა­ვი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს სპექ­ტაკ­ლი ახალ­გაზ­რდებ­მა არ იცი­ან. სამ­ჯერ გა­და­ი­ღეს და დღეს არ­ქივ­ში არ ინა­ხე­ბა.

2020 წელს მქონ­და დიდი სი­ხა­რუ­ლი, ჩემი მა­რი­ტუ­ნა (მსა­ხი­ო­ბის შვი­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ტა ჯა­ნა­შია) გა­ბედ­ნი­ერ­და, მისი რჩე­უ­ლი თემო სა­ჯა­ია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭია, თავი ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რა. უკვე პა­ტა­რას ვე­ლო­დე­ბით.

- ეს რა გან­ცდაა?

- სა­ო­ცა­რი გან­ცდაა, ძა­ლი­ან მი­ხა­რია. მა­რი­ტუ­ნას სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, - "მა­ღირ­სე შენს შვილს, მა­ღირ­სე". იცით, რა ძა­ლი­ან მინ­დო­და? მა­რი­ტუ­ნას ბავ­შვო­ბის ფოტო მაქვს, პა­ტა­რა გოგო ხელ­ში მი­ჭი­რავს, ეს ფოტო ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მის მსგავს ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, გოგო იქ­ნე­ბა თუ ბიჭი. ექოს­კო­პი­ის ფოტო და ვი­დეო გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, ეს პა­ტა­რა ცუგ­რუ­მე­ლა იცით, რას აკე­თებს? მა­რი­ტუ­ნას მუ­ცელ­ზე აპა­რატს რომ ადე­ბენ, სა­ხე­ზე ხელს იფა­რებს, ოღონდ ხე­ლის­გუ­ლით კი არა, ხე­ლის ზურ­გით და ფეხს ფეხ­ზე იდებს. გო­გოა თუ ბიჭი, არ გვაჩ­ვე­ნებს, მაგ­რამ უკვე მისი ხა­სი­ა­თი ჩანს. მისი მო­ლო­დი­ნი მა­ბედ­ნი­ე­რებს. გა­მოვ­ტყდე­ბი, გუ­ლის სიღ­რმე­ში სურ­ვი­ლი მაქვს, გოგო და­ი­ბა­დოს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tamari
5

ratom aris es gogona janashia// kalbatoni marina arachveulebrivi msaxiobi da kartvelia.

ETO
1

ქალბატონო მარინა თქვენდამი დიდი პატივისცემით, 1975 წელს მევიყავი სპეკტაკლზე, რომეო და ჯულიეტას პრემიერაზე, და ძალიან კარგად მახსოვს. რა ლამაზად თამაშობდით. შესვენებაზე მახსოვს ბატონი გოგი ქავთარაძე,დღეცაც სიამოვნებით ვიხსენებ. ღმერთმა ჯამრთელად გამყოფოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება

"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება

140 წლის წინ, ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებულმა "საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ" 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალზე, მსახიობ მარინა ჯანაშიას ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია გადასცა.

თეატრზე, პარტნიორებზე, როლებსა და გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე მარინა ჯანაშიამ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ისაუბრა:

- სცენის და გადასაღები მოედნის მიღმა, თქვენი ცხოვრების მთავარ როლზე რას გვეტყვით?

- სიტყვა "როლი" შეიძლება არ უხდება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ოჯახი. ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობ; ის ადამიანები, რომელთანაც ერთ ჰაერს ვსუნთქავ; რამდენიმე ჩემი მეგობარი, რომელთანაც ერთ ენაზე ვსაუბრობ - ეს საკმარისია ვიყო ბედნიერი და წელგამართული. ჩემი ოჯახის დირიჟორი ვარ. კი, შეიძლება ასე ითქვას, დირიჟორობა ჩემი ცხოვრების მთავარი როლია.

- 2020 წელი თქვენთვის რით იყო გამორჩეული და დასამახსოვრებელი?

- გასულ წელს თავი სრულიად ახალ ამპლუაში მოვსინჯე, ტელეწამყვანი გავხდი. ყოველი ეთერის დროს ძალიან ვღელავდი და ასეთი განცდები რატომ მქონდა, სულ უკვირდათ. ეს მაინც განსხვავებული პროფესიაა, პასუხისმგებლობაც სხვაგვარი მქონდა. ამ ახალმა საქმემ ბევრი რამ მომცა, თავისებურად გამამდიდრა.

2020 წელს ტკივილიც არ აკლდა, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები წავიდნენ. საშა რეხვიაშვილი, რომელმაც ჩემი პირველი ფილმი "ნუცა" მაჩუქა. გოგი ქავთარაძე, რომელმაც "რომეო და ჯულიეტა" მაჩუქა და დღესაც კი მახსენებენ, როგორი ჯულიეტა ვიყავი. სამწუხაროდ, ეს სპექტაკლი ახალგაზრდებმა არ იციან. სამჯერ გადაიღეს და დღეს არქივში არ ინახება.

2020 წელს მქონდა დიდი სიხარული, ჩემი მარიტუნა (მსახიობის შვილიშვილი მარიტა ჯანაშია) გაბედნიერდა, მისი რჩეული თემო საჯაია არაჩვეულებრივი ბიჭია, თავი ძალიან შემაყვარა. უკვე პატარას ველოდებით.

- ეს რა განცდაა?

- საოცარი განცდაა, ძალიან მიხარია. მარიტუნას სულ ვეუბნებოდი, - "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე". იცით, რა ძალიან მინდოდა? მარიტუნას ბავშვობის ფოტო მაქვს, პატარა გოგო ხელში მიჭირავს, ეს ფოტო ძალიან მიყვარს და მის მსგავს ბავშვს ველოდები, არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნება თუ ბიჭი. ექოსკოპიის ფოტო და ვიდეო გამომიგზავნეს, ეს პატარა ცუგრუმელა იცით, რას აკეთებს? მარიტუნას მუცელზე აპარატს რომ ადებენ, სახეზე ხელს იფარებს, ოღონდ ხელისგულით კი არა, ხელის ზურგით და ფეხს ფეხზე იდებს. გოგოა თუ ბიჭი, არ გვაჩვენებს, მაგრამ უკვე მისი ხასიათი ჩანს. მისი მოლოდინი მაბედნიერებს. გამოვტყდები, გულის სიღრმეში სურვილი მაქვს, გოგო დაიბადოს წაიკითხეთ ვრცლად

"მაგიდის ქვეშ ყოველთვის  ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ყველა ემოციას ვგრძნობდით" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს პლატონური სიყვარულის ამბავი

"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"

"ბავშვი რომ ჩამახუტეს,  ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ