მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ შილდაში ავარიას 15 წლის ძიუდოისტი ემსხვერპლა - მძღოლი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო
სოფელ შილდაში ავარიას 15 წლის ძიუდოისტი ემსხვერპლა - მძღოლი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო

ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შილ­და­ში ავა­რი­ას ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით, იმ დროს მოხ­და, როცა ახალ­გაზ­რდა სო­ფელ­ში ფე­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 15 წლის ვა­ლე­რი ერ­კოშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ძი­უ­დო­ის­ტი იყო. არას­რულ­წლო­ვა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი ძი­უ­დოს კლუ­ბის "შილ­დას" წევ­რი და არა­ერ­თი ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იყო.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უყ­ვე­ბი­ან, მო­ზარ­დი სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, რა დრო­საც სწრა­ფად მი­მა­ვა­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და­ე­ჯა­ხა. სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ვა­ლე­რი ერ­კო­იშ­ვილს იმ­დე­ნად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, რომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მის­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდა­რის გამო ძი­უ­დოს კლუ­ბი "შილ­და" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"ვა­ლე­რი ჭა­ბუკ ძი­უ­დო­ის­ტთა შო­რის გა­სუ­ლი წლის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი და და­ნაკ­ლი­სია. ის მხო­ლოდ 15 წლის იყო. გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს" - ნათ­ქვა­მია კლუ­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bajaglaria
0

ramdens unda gaudzlot ramdens ra adamianebad chamovyalibdit rodemde unda gavudzlot arc vcdilobt ehhh yvelas movuwodeb yuradgebit siprtxilit pasuxismgeblobit movekidot am chamonatvals da agar moxdeba jojoxeti ubedurebebi

სტატუს ქუო
11

ეს კომენდანტის საათი მარტო ჩემთვისაა? 

ავტორი:

სოფელ შილდაში ავარიას 15 წლის ძიუდოისტი ემსხვერპლა - მძღოლი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო

სოფელ შილდაში ავარიას 15 წლის ძიუდოისტი ემსხვერპლა - მძღოლი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდა სოფელში ფეხით გადაადგილდებოდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 15 წლის ვალერი ერკოშვილია, რომელიც ძიუდოისტი იყო. არასრულწლოვანი ადგილობრივი ძიუდოს კლუბის "შილდას" წევრი და არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებული იყო.

როგორც AMBEBI.GE-ს ადგილობრივები უყვებიან, მოზარდი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი მიკროავტობუსი დაეჯახა. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვალერი ერკოიშვილს იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

მომხდარის გამო ძიუდოს კლუბი "შილდა" განცხადებას ავრცელებს:

"ვალერი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის გასული წლის საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებული და პერსპექტიული ახალგაზრდა იყო. მისი გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და დანაკლისია. ის მხოლოდ 15 წლის იყო. გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს" - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

კახეთში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა - დასეტყვილია ვენახები

"წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგა" - გორში სტიქიას ებრძვიან

საქართველოში მიწისძვრა მოხდა