მოზაიკა
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლინიკაში რომ გაიგეს ჩივილს ვაპირებდი, გაჩუმების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს" - პაციენტების გარდაცვალების საქმეები და ექიმისთვის ორი თვით შეჩერებული საქმიანობა
"კლინიკაში რომ გაიგეს ჩივილს ვაპირებდი, გაჩუმების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს" - პაციენტების გარდაცვალების საქმეები და ექიმისთვის ორი თვით შეჩერებული საქმიანობა

2020 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 134 ექიმს და­ე­კის­რა პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მათ შო­რის 24 მე­დი­კოსს სერ­ტი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით შე­უ­ჩერ­და.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში არ გვი­პა­სუ­ხეს კი­თხვა­ზე, ექი­მე­ბის რა შეც­დო­მე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს მოკ­ვლე­ვის პრო­ცეს­ში და რა გა­დაც­დო­მე­ბის­თვის შე­უ­ჩერ­დათ ექი­მო­ბის უფ­ლე­ბა მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებს. თუმ­ცა, AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, რომ იმ 24 ექიმს შო­რის, რომ­ლებ­საც გა­სულ წელს სხვა­დას­ხვა ვა­დით შე­უ­ჩერ­დათ სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბა, ერთ-ერთი ბა­თუ­მის "მე­დცენ­ტრის" ურო­ლო­გი თენ­გიზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძეა. მე­დი­კოსს უწყე­ბამ 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ორი თვით აუკ­რძა­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა 51 წლის პა­ცი­ენ­ტის საქ­მის გამო.

  • 51 წლის ელზა ჩხო­ბა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე

გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის შვი­ლი, ლიკა ლომ­თა­თი­ძე, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ცინ­ვას უწო­დებს და მის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

51 წლის ელზა ჩხო­ბა­ძე კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ, თრომ­ბით გარ­და­იც­ვა­ლა

რო­გორც რეს­პო­დენ­ტი გვიყ­ვე­ბა, დე­და­მი­სი ელზა ჩხო­ბა­ძე 2018 წლის 16 დე­კემ­ბერს თირკმლის შე­ტე­ვით შე­იყ­ვა­ნეს ბა­თუ­მის "მე­დცენ­ტრში". ქალს მხო­ლოდ მორ­ფი გა­უ­კე­თეს და სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რეს. წამ­ლის მოქ­მე­დე­ბის გას­ვლის­თა­ნა­ვე, პა­ცი­ენტს ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი და პირ­ღე­ბი­ნე­ბა და­ე­წყო, რის გა­მოც ისევ მი­იყ­ვა­ნეს "მე­დცენ­ტრში". ლიკა ლიმ­თა­თი­ძის თქმით, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­დის­თვის არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტი არ მი­უ­ცი­ათ და ახალ­გაზ­რდა ქალი გამ­თე­ნი­ი­სას თრომ­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

"დი­ა­ლე­ზიც კი გა­და­არ­ჩენ­და დე­დას, მაგ­რამ ისიც არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ექი­მიც არ იყო, რამე რომ მე­კი­თხა. მთე­ლი ღამე კლი­ნი­კა­ში მხო­ლოდ ექთანს ვხე­დავ­დით. რომ ვკი­თხე, თითი რა­ტომ გა­უ­ლურ­ჯდა-მეთ­ქი, ნემ­სი რომ გა­უ­კე­თეს, მა­გან იცი­სო - მი­პა­სუ­ხა. თურ­მე, თრომ­ბი იწყებ­და გან­ვი­თა­რე­ბას და ამა­საც ვერ მიხ­ვდნენ...

მას შემ­დეგ რაც დედა გარ­და­იც­ვა­ლა, გა­დავ­წყვი­ტე სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად და­მე­წყო ბრძო­ლა და პირ­ველ რიგ­ში რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მივ­მარ­თე. "მე­დცენ­ტრში" რომ გა­ი­გეს ჩი­ვილს ვა­პი­რებ­დი, კლი­ნი­კის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ცხვა­რა­ძე, პი­რა­დად მო­ვი­და ჩემ­თან და გა­ჩუ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ირი­ბად ფული შე­მომ­თა­ვა­ზა. მე­კი­თხე­ბო­და ჩემი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­გორ შევ­ძლებ­დი ბან­კის ვა­ლის გა­დახ­დას და ა.შ. თან მთხოვ­და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თვის არ მი­მე­მარ­თა.

სულ 20 დღის გარ­დაც­ვლი­ლი იყო დედა, ეს სა­უ­ბა­რი რომ შედ­გა ჩვენ შო­რის. ყვე­ლაფ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს. უშუ­ა­ლოდ ბი­ძა­ჩემს კი, 20 000 ლარი შეს­თა­ვა­ზა

ცხა­დია, ჩვენ არ გავ­ჩუმ­დით და მივ­მარ­თეთ სა­გენ­ტოს, რო­მელ­მაც თით­ქმის 2 წელი მო­ან­დო­მა საქ­მის მოკ­ვლე­ვას და გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მო­ვი­და დას­კვნა. დო­კუ­მენ­ტში ეწე­რა, რომ ურო­ლოგ თენ­გიზ ლორ­თქი­ფა­ძეს 2 თვით შე­უ­ჩერ­და სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა და და­ე­ვა­ლა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. ცოტა ხნის წინ გა­ვი­გე, რომ ისევ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა "მე­დცენ­ტრში" და ახლა ის უნდა მო­ვი­კი­თხო, მარ­თლა აი­მაღ­ლა თუ არა კვა­ლი­ფი­კა­ცია.

რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა თქმა უნდა, და­ცინ­ვაა და მეტი არა­ფე­რი! სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რებ. ახალ­გაზ­რდა დედა მო­მიკ­ლეს და 2 თვით საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბა რა სან­ქცი­აა?! რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს?! და­ის­ვე­ნა 2 თვე და ისევ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა?!" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის შვი­ლი.

ბა­თუ­მის "მე­დცენ­ტრის" კი­დევ ერთ ექიმს შე­უ­ჩე­რა სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ლი­ცენ­ზია. კარ­დი­ო­ლოგ ბეჟან ხოზ­რე­ვა­ნი­ძეს სან­ქცია და­ე­კის­რა აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის თა­ნამ­შრომ­ლის - 26 წლის ზუკა ფა­ღა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერ­თთვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ "მე­დცენ­ტრმა" ექი­მი ძველ პო­ზი­ცი­ა­ზე, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე და­აბ­რუ­ნა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯახ­მა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა და პრო­ცე­სე­ბი 2 წელ­ზე მე­ტია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • 26 წლის ზუკა ფა­ღა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე

ზუკა ფა­ღა­ვა 2018 წლის 31 მარტს, სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის­თვის კუ­ჭის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლის გამო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ბა­თუ­მის "მე­დცენ­ტრში" გა­და­იყ­ვა­ნა. კარ­დი­ო­ლოგ­მა ბეჟან ხოზ­რე­ვა­ნი­ძემ პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რებს უთხრა, რომ კუ­ჭის ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზე­ბი­დან გუ­ლის პრობ­ლე­მა გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო და შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას ჩა­ა­ტა­რებ­დნენ. პა­ცი­ენ­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეყ­ვა­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯახ­მა მომ­ხდარ­ში ბეჟან ხოზ­რე­ვა­ნი­ძე და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­ჩივ­რით მი­მარ­თა.

"თა­ვი­დან­ვე ვეჭ­ვობ­დით, რომ გუ­ლის პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბო­და. ექიმს რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვე­კი­თხეთ, გულ­ზე ხომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა-თქო. ჩვე­ნი თუ არ გჯე­რა, ჩვენს ჭა­ღა­რას და გა­მოც­დი­ლე­ბას და­უ­ჯე­რეთ, გული აქ გა­მო­რი­ცხუ­ლია, კუ­ჭზე მივ­ხე­დავ­თო. რად­გან ბეჟან ხოზ­რე­ვა­ნი­ძე სპე­ცი­ა­ლო­ბით კარ­დი­ო­ლო­გი იყო, იმე­დი­ა­ნად ვი­ყა­ვი. თურ­მე, სულ არ წა­უ­კი­თხავს კარ­დი­ოგ­რა­მა. ბავ­შვს 2 გა­დას­ხმა გა­უ­კე­თეს ზე­დი­ზედ, სა­პირ­ფა­რე­შო მონ­დო­მე­ბია და გას­ვლა უთხო­ვია, გა­ვი­და და სა­პირ­ფა­რე­შო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ეს შემ­დეგ მო­მიყ­ვა იმ პა­ცი­ენ­ტმა, რო­მე­ლიც ჩემს შვილ­თან ერ­თად იწვა პა­ლა­ტა­ში...

ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ რომ გა­მო­ვი­თხო­ვეთ კარ­დი­ოგ­რა­მი­სა და რა­დი­ოგ­რა­მის დო­კუ­მენ­ტე­ბი, გა­ირ­კვა, რომ ჩემს შვილს ჰქონ­და მი­ო­კარ­დი­უ­ლი ინ­ფარ­ქტი და ისი­ნი ამ დროს კუჭს ურე­ცხავ­დნენ. მივ­მარ­თეთ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, მო­იკ­ვლი­ეს და მხო­ლოდ ერთი თვით შე­უ­ჩე­რეს საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა. დავ­რწმუნ­დით, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში და­ვას ფაქ­ტობ­რი­ვად აზრი არ აქვს, ამი­ტომ სა­სა­მარ­თლო­შიც გვაქვს საქ­მე, თუმ­ცა დრო­ში ჭი­ა­ნურ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი, მე­სა­მე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს" - გვე­უბ­ნე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ზუკა ფა­ღა­ვას დედა თა­მარ გოგ­ლიშ­ვი­ლი.

  • "მე­დცენ­ტრი" კი­თხვებს არ პა­სუ­ხობს

ბრალ­დე­ბის ად­რე­სატ ექი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბის მიზ­ნით, ბა­თუ­მის "მე­დცენ­ტრს" მივ­მარ­თეთ. კლი­ნი­კის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო ცხვა­რა­ძემ ჩვენს არ­ცერთ კი­თხვას არ უპა­სუ­ხა. "ამ თე­მებ­ზე სა­უბ­რის სურ­ვი­ლიც კი არ მაქვს, ისე­თი აბ­სურ­დია. აღარ და­მირ­ე­კოთ!“ - გვი­თხრა მან.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ურო­ლო­გი თენ­გიზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ორ­თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ "მე­დცენ­ტრს" და­უბ­რუნ­და, ხოლო კარ­დი­ო­ლო­გი ბეჟან ხოზ­რე­ვა­ნი­ძე კლი­ნი­კა­ში აღარ მუ­შა­ობს. რო­დის და რა მი­ზე­ზით და­ტო­ვა ექიმ­მა ბა­თუ­მის "მე­დცენ­ტრი", ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა კი­თხვა, ჩვენ­თვის პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი დარ­ჩა.

სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­ო­ბის ხარ­ვე­ზებ­ზე სა­უბ­რო­ბენ ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

"პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში უწყე­ბის არა­ე­ფექ­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს. იუ­რის­ტი ამ­ბობს, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დას­კვნე­ბი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და ზე­და­პი­რუ­ლია.

"სა­სა­მარ­თლო­ში გვაქვს გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი მათი არა­ერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან არ დაგ­ვაკ­მა­ყო­ფი­ლა მსჯე­ლო­ბის ხა­რის­ხმა. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო რომ ამ­ბობს, ვერ და­ვად­გი­ნეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რად­გან ასეა და მორ­ჩა, ამ პა­სუხს ცხა­დია, ვერ მი­ვი­ღებთ. ჩვენ გვჭირ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, სა­მეც­ნი­ე­რო - მათ შო­რის. ვე­უბ­ნე­ბით, დაგ­ვიმ­ტკი­ცეთ, რომ ის პრო­ცე­დუ­რა რაც ჩა­ა­ტა­რა ექიმ­მა, შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. გვე­უბ­ნე­ბი­ან, თქვენ ექი­მე­ბი არ ხართ და მა­ინც ვერ გა­ი­გებ­თო.

რო­დე­საც გა­ნი­ხი­ლავს საქ­მეს, კო­მი­სია არ ეყ­რდნო­ბა უახ­ლეს სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს, მა­შინ რო­დე­საც მე­დი­ცი­ნა მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო ჩა­მორ­ჩა გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პებს. უცხო­ეთ­ში ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლია მუდ­მი­ვად გა­და­ა­მოწ­მოს მისი მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხი შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა უახ­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ პა­ცი­ენ­ტი პრი­ო­რი­ტე­ტი არ არის.

ყვე­ლა ექიმს ერთ ქვაბ­ში ვერ მოვ­ხარ­შავთ, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც გვყავს, რომ­ლე­ბიც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მაგ­რამ მათ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ აძ­ლევს სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რად­გან სის­ტე­მა არის ასე მო­წყო­ბი­ლი. ამი­ტომ, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ გა­მო­სა­ვალ­ზე, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა სის­ტე­მუ­რად უნდა და­ი­წყოს" - გვე­უბ­ნე­ბა ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი.

ექი­მე­ბის უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბას მი­იჩ­ნევს აუ­ცი­ლებ­ლად ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი სერ­გო ჩიხ­ლა­ძეც:

"არ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლა­ღე­ბით იმის თქმა, რომ ჩვე­ნი ექი­მე­ბი არ ვარ­გა. ძა­ლი­ა­ნაც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი გვყავს, მაგ­რამ სის­ტე­მა არის გა­უ­მარ­თა­ვი. და­ვე­ბის გან­ხილ­ვის ის მო­დე­ლი, რაც აქვს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, არის არა­ე­ფექ­ტუ­რი. სა­ჭი­როა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ფე­სი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გორც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. ევ­რო­პა­ში 90% მსგავ­სი და­ვე­ბი­სა პრო­ფე­სი­ულ ასო­ცი­ა­ცი­ებ­ში გვარ­დე­ბა. ჩვენ­თან "მკვდა­რი" ასო­ცი­ა­ცი­ე­ბია, ვერ ას­რუ­ლე­ბენ იმ ფუნ­ქცი­ებს, რაც ევ­რო­პა­ში აქვთ ასო­ცი­ა­ცი­ებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ დარ­გის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

ასე­ვე უნდა ტარ­დე­ბო­დეს კურ­სე­ბი ექი­მე­ბის­თვის, ისი­ნი მუდ­მი­ვად უნდა იყ­ვნენ სი­ახ­ლე­ე­ბის საქ­მის კურ­სში, ამას კი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი უნდა აკე­თებ­დნენ" - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში

სერ­გო ჩიხ­ლა­ძის თქმით, მსოფ­ლი­ოს უმ­რავ­ლეს ქვე­ყა­ნა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ექი­მებ­მა სამ ან ხუთ წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­და, რაც ზრდის ექი­მე­ბის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეს და მათ მიერ გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

ღმერთს ვერავინ ვერასოდეს დაემალება!!!

ბოლო სიტყვა უფალს ეკუთვნის...

გიორგი
2
ზაფხულში დედაჩემი მოკლეს უდიაგნოზობით. მედიცინა არის 0 საქართველოში.
ავტორი:

"კლინიკაში რომ გაიგეს ჩივილს ვაპირებდი, გაჩუმების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს" - პაციენტების გარდაცვალების საქმეები და ექიმისთვის ორი თვით შეჩერებული საქმიანობა

"კლინიკაში რომ გაიგეს ჩივილს ვაპირებდი, გაჩუმების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს" - პაციენტების გარდაცვალების საქმეები და ექიმისთვის ორი თვით შეჩერებული საქმიანობა

2020 წელს საქართველოში 134 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. მათ შორის 24 მედიკოსს სერტიფიკატის მოქმედება გარკვეული პერიოდით შეუჩერდა.

ჯანდაცვის სამინისტროში არ გვიპასუხეს კითხვაზე, ექიმების რა შეცდომები გამოავლინეს მოკვლევის პროცესში და რა გადაცდომებისთვის შეუჩერდათ ექიმობის უფლება მედიცინის მუშაკებს. თუმცა, AMBEBI.GE-მ გაარკვია, რომ იმ 24 ექიმს შორის, რომლებსაც გასულ წელს სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ საექიმო საქმიანობა, ერთ-ერთი ბათუმის "მედცენტრის" უროლოგი თენგიზ ლორთქიფანიძეა. მედიკოსს უწყებამ 2020 წლის ოქტომბერში ორი თვით აუკრძალა პროფესიული საქმიანობა 51 წლის პაციენტის საქმის გამო.

  • 51 წლის ელზა ჩხობაძის გარდაცვალების საქმე

გარდაცვლილი პაციენტის შვილი, ლიკა ლომთათიძე, AMBEBI.GE-სთან საუბარში პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებას დაცინვას უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.

51 წლის ელზა ჩხობაძე კლინიკაში მიყვანის შემდეგ, თრომბით გარდაიცვალა

როგორც რესპოდენტი გვიყვება, დედამისი ელზა ჩხობაძე 2018 წლის 16 დეკემბერს თირკმლის შეტევით შეიყვანეს ბათუმის "მედცენტრში". ქალს მხოლოდ მორფი გაუკეთეს და საავადმყოფოდან გაწერეს. წამლის მოქმედების გასვლისთანავე, პაციენტს ძლიერი ტკივილები და პირღებინება დაეწყო, რის გამოც ისევ მიიყვანეს "მედცენტრში". ლიკა ლიმთათიძის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში დედისთვის არანაირი მედიკამენტი არ მიუციათ და ახალგაზრდა ქალი გამთენიისას თრომბით გარდაიცვალა.

"დიალეზიც კი გადაარჩენდა დედას, მაგრამ ისიც არ გაუკეთებიათ. ექიმიც არ იყო, რამე რომ მეკითხა. მთელი ღამე კლინიკაში მხოლოდ ექთანს ვხედავდით. რომ ვკითხე, თითი რატომ გაულურჯდა-მეთქი, ნემსი რომ გაუკეთეს, მაგან იცისო - მიპასუხა. თურმე, თრომბი იწყებდა განვითარებას და ამასაც ვერ მიხვდნენ...

მას შემდეგ რაც დედა გარდაიცვალა, გადავწყვიტე სიმართლის დასადგენად დამეწყო ბრძოლა და პირველ რიგში რეგულირების სააგენტოს მივმართე. "მედცენტრში" რომ გაიგეს ჩივილს ვაპირებდი, კლინიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო ცხვარაძე, პირადად მოვიდა ჩემთან და გაჩუმების სანაცვლოდ, ირიბად ფული შემომთავაზა. მეკითხებოდა ჩემი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, როგორ შევძლებდი ბანკის ვალის გადახდას და ა.შ. თან მთხოვდა რეგულირების სააგენტოსთვის არ მიმემართა.

სულ 20 დღის გარდაცვლილი იყო დედა, ეს საუბარი რომ შედგა ჩვენ შორის. ყველაფრის ჩანაწერები და მტკიცებულებები მაქვს. უშუალოდ ბიძაჩემს კი, 20 000 ლარი შესთავაზა

ცხადია, ჩვენ არ გავჩუმდით და მივმართეთ საგენტოს, რომელმაც თითქმის 2 წელი მოანდომა საქმის მოკვლევას და გასული წლის ოქტომბერში მოვიდა დასკვნა. დოკუმენტში ეწერა, რომ უროლოგ თენგიზ ლორთქიფაძეს 2 თვით შეუჩერდა საექიმო საქმიანობის უფლება და დაევალა კვალიფიკაციის ამაღლება. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ისევ დაბრუნებულა "მედცენტრში" და ახლა ის უნდა მოვიკითხო, მართლა აიმაღლა თუ არა კვალიფიკაცია.

რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დაცინვაა და მეტი არაფერი! სასამართლოში გავასაჩივრებ. ახალგაზრდა დედა მომიკლეს და 2 თვით საქმიანობის შეჩერება რა სანქციაა?! რას ემსახურება ეს?! დაისვენა 2 თვე და ისევ დაიწყო მუშაობა?!" - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში გარდაცვლილი პაციენტის შვილი.

ბათუმის "მედცენტრის" კიდევ ერთ ექიმს შეუჩერა სამედიცინო რეგულირების სააგენტომ პროფესიული საქმიანობის ლიცენზია. კარდიოლოგ ბეჟან ხოზრევანიძეს სანქცია დაეკისრა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის - 26 წლის ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ერთთვიანი პაუზის შემდეგ "მედცენტრმა" ექიმი ძველ პოზიციაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე დააბრუნა. ეს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პაციენტის ოჯახმა სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესები 2 წელზე მეტია მიმდინარეობს.

  • 26 წლის ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმე

ზუკა ფაღავა 2018 წლის 31 მარტს, საღამოს 9 საათისთვის კუჭის ძლიერი ტკივილის გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის "მედცენტრში" გადაიყვანა. კარდიოლოგმა ბეჟან ხოზრევანიძემ პაციენტის ოჯახის წევრებს უთხრა, რომ კუჭის ტკივილის მიზეზებიდან გულის პრობლემა გამორიცხული იყო და შესაბამის მკურნალობას ჩაატარებდნენ. პაციენტი საავადმყოფოში შეყვანიდან დაახლოებით 2 საათში გარდაიცვალა. ოჯახმა მომხდარში ბეჟან ხოზრევანიძე დაადანაშაულა და რეგულირების სააგენტოს საჩივრით მიმართა.

"თავიდანვე ვეჭვობდით, რომ გულის პრობლემა იქნებოდა. ექიმს რამდენჯერმე ჩავეკითხეთ, გულზე ხომ ყველაფერი რიგზეა-თქო. ჩვენი თუ არ გჯერა, ჩვენს ჭაღარას და გამოცდილებას დაუჯერეთ, გული აქ გამორიცხულია, კუჭზე მივხედავთო. რადგან ბეჟან ხოზრევანიძე სპეციალობით კარდიოლოგი იყო, იმედიანად ვიყავი. თურმე, სულ არ წაუკითხავს კარდიოგრამა. ბავშვს 2 გადასხმა გაუკეთეს ზედიზედ, საპირფარეშო მონდომებია და გასვლა უთხოვია, გავიდა და საპირფარეშოში გარდაიცვალა. ეს შემდეგ მომიყვა იმ პაციენტმა, რომელიც ჩემს შვილთან ერთად იწვა პალატაში...

ტრაგედიის შემდეგ რომ გამოვითხოვეთ კარდიოგრამისა და რადიოგრამის დოკუმენტები, გაირკვა, რომ ჩემს შვილს ჰქონდა მიოკარდიული ინფარქტი და ისინი ამ დროს კუჭს ურეცხავდნენ. მივმართეთ რეგულირების სააგენტოს, მოიკვლიეს და მხოლოდ ერთი თვით შეუჩერეს საქმიანობის უფლება. დავრწმუნდით, რომ რეგულირების სააგენტოში დავას ფაქტობრივად აზრი არ აქვს, ამიტომ სასამართლოშიც გვაქვს საქმე, თუმცა დროში ჭიანურდება პროცესები, მესამე წელია მიმდინარეობს" - გვეუბნება გარდაცვლილი ზუკა ფაღავას დედა თამარ გოგლიშვილი.

  • "მედცენტრი" კითხვებს არ პასუხობს

ბრალდების ადრესატ ექიმებთან დაკავშირების მიზნით, ბათუმის "მედცენტრს" მივმართეთ. კლინიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ცხვარაძემ ჩვენს არცერთ კითხვას არ უპასუხა. "ამ თემებზე საუბრის სურვილიც კი არ მაქვს, ისეთი აბსურდია. აღარ დამირეკოთ!“ - გვითხრა მან.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, უროლოგი თენგიზ ლორთქიფანიძე ორთვიანი პაუზის შემდეგ "მედცენტრს" დაუბრუნდა, ხოლო კარდიოლოგი ბეჟან ხოზრევანიძე კლინიკაში აღარ მუშაობს. როდის და რა მიზეზით დატოვა ექიმმა ბათუმის "მედცენტრი", ისევე როგორც ყველა სხვა კითხვა, ჩვენთვის პასუხგაუცემელი დარჩა.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მუშაობის ხარვეზებზე საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში უწყების არაეფექტურ საქმიანობაზე აკეთებს აქცენტს. იურისტი ამბობს, რომ რეგულირების სააგენტოს დასკვნები დაუსაბუთებელი და ზედაპირულია.

"სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული მათი არაერთი გადაწყვეტილება, რადგან არ დაგვაკმაყოფილა მსჯელობის ხარისხმა. რეგულირების სააგენტო რომ ამბობს, ვერ დავადგინეთ პასუხისმგებლობა, რადგან ასეა და მორჩა, ამ პასუხს ცხადია, ვერ მივიღებთ. ჩვენ გვჭირდება მტკიცებულება, სამეცნიერო - მათ შორის. ვეუბნებით, დაგვიმტკიცეთ, რომ ის პროცედურა რაც ჩაატარა ექიმმა, შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. გვეუბნებიან, თქვენ ექიმები არ ხართ და მაინც ვერ გაიგებთო.

როდესაც განიხილავს საქმეს, კომისია არ ეყრდნობა უახლეს სამეცნიერო კვლევებს, მაშინ როდესაც მედიცინა მუდმივად ვითარდება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამო სამეცნიერო სფერო ჩამორჩა განვითარების ტემპებს. უცხოეთში ექიმი ვალდებულია მუდმივად გადაამოწმოს მისი მუშაობის ხარისხი შეესაბამება თუ არა უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯანდაცვის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ პაციენტი პრიორიტეტი არ არის.

ყველა ექიმს ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ, ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალებიც გვყავს, რომლებიც კეთილსინდისიერებითაც გამოირჩევიან, მაგრამ მათ სამედიცინო დაწესებულება არ აძლევს სრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობას, რადგან სისტემა არის ასე მოწყობილი. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ გამოსავალზე, პრობლემის მოგვარება სისტემურად უნდა დაიწყოს" - გვეუბნება ანა არგანაშვილი.

ექიმების უწყვეტი განათლების სისტემის ამოქმედებას მიიჩნევს აუცილებლად ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძეც:

"არ შეიძლება ხელაღებით იმის თქმა, რომ ჩვენი ექიმები არ ვარგა. ძალიანაც კვალიფიციური ექიმები გვყავს, მაგრამ სისტემა არის გაუმართავი. დავების განხილვის ის მოდელი, რაც აქვს რეგულირების სააგენტოს, არის არაეფექტური. საჭიროა სამედიცინო პროფესიული ასოციაციების განვითარება, როგორც ევროპის ქვეყნებში. ევროპაში 90% მსგავსი დავებისა პროფესიულ ასოციაციებში გვარდება. ჩვენთან "მკვდარი" ასოციაციებია, ვერ ასრულებენ იმ ფუნქციებს, რაც ევროპაში აქვთ ასოციაციებს. აუცილებელია ამ დარგის გაძლიერება.

ასევე უნდა ტარდებოდეს კურსები ექიმებისთვის, ისინი მუდმივად უნდა იყვნენ სიახლეების საქმის კურსში, ამას კი პროფესიული გაერთიანებები უნდა აკეთებდნენ" - აცხადებს ექსპერტი AMBEBI.GE-სთან საუბარში

სერგო ჩიხლაძის თქმით, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში სავალდებულოა ექიმებმა სამ ან ხუთ წელიწადში ერთხელ ჩააბარონ გამოცდა, რაც ზრდის ექიმების განათლების დონეს და მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

"წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ...  ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობას გააგრძელებენ..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"