პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმედ" - რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას
"მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმედ" - რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას

მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­მის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მომ­ღერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ქეთი წიკ­ლა­უ­რი ავ­რცე­ლებს და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბი­თა თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ "ფე­იკ­ნი­უ­სებ­საც" ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო! მე მეს­მის თქვე­ნი ყვე­ლა­სი ინ­ტე­რე­სი მა­მას მდგო­მა­რე­ო­ბასთნ და­კავ­ში­რე­ბით და ჩვე­ნი ოჯა­ხის გან­საც­დე­ლის ასე გულ­თან ახ­ლოს მი­ტა­ნი­სათ­ვის თქვენ თი­თო­ე­ულს უღ­რმე­სი მად­ლო­ბა. მე ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავ და ვგრძნობ ამას და მად­ლო­ბე­ლი ვარ თქვე­ნი ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის და გვერ­დში დგო­მი­სათ­ვის. მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა დღეს, რომ გი­თხრათ უკვე ჩემი სი­ტყვე­ბით და არა ჩემი შვი­ლის­გან გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სით შემ­დე­გი:

უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ნუ მი­ი­ღებთ აბ­სო­ლუ­ტურ სი­მარ­თლედ ასე­თი ტი­პის სტა­ტუ­სებს! პირ­და­პირ ვი­ტყვი - ჩემ­თვის უზ­ნე­ოს და არა­ე­თი­კურს!!! ვი­ნა­ი­დან ერთი სი­ტყვი­თაც არ შე­უ­კი­თხავთ არა­ვის და არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია არც ერთი "ჟურ­ნა­ლის­ტი" ამ სა­ი­ტი­დან, რომ ასე მარ­ჯვეთ და დი­დის სა­სი­ხა­რუ­ლო და­დას­ტუ­რე­ბით და­ე­დოთ აქ ეს ინ­ფორ­მა­ცია. ექი­მებ­თან სა­უბ­რი­და­ნაც ვიცი, რომ მათ არა­ვის­თვის არ მი­უ­ცი­ათ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია (ჩემი თან­ხმო­ბის გა­რე­შე და ჩვე­ნი ოჯა­ხის სურ­ვი­ლის გა­რე­შე ისი­ნიც კი ვერ ბე­და­ვენ ვე­რა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მას). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთხოვთ, ნუ და­ი­ჯე­რებთ ინ­ტერ­ნეტ-სტა­ტუ­სე­ბის ჟი­ვილ-ხი­ვილს ანდა ცოტა ხანი მა­ინც შე­ჩერ­დით თქვენს მწუ­ხა­რე­ბა­სა თუ სი­ხა­რულ­ში, სა­ნამ არ და­დას­ტურ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის აუ­თენ­ტუ­რო­ბა. ნუთუ 2 კვი­რის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი აშ­კა­რა მა­გა­ლი­თი არ იყო იმი­სა, თუ რო­გორ უნდა აღიქ­ვა და გა­ფილტრო ინ­ტერ­ნეტ­ში ინ­ფორ­მა­ცია?!

რო­დე­საც სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი, მე თვი­თონ გაც­ნონ­ბებთ, ღმერ­თის წყა­ლო­ბით სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას. ნუ მი­ლო­ცავთ იმას, რაც არ იცით, რომ სი­მარ­თლეა, ზუს­ტად ისე­ვე­ნა­ი­რად, რო­გორ მა­შინ მი­სამ­ძიმ­რებ­დით! თუ ჩემ­თან არ გე­ბა­დე­ბათ ის თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ჭი­რო შე­კი­თხვა - ქეთი მამა რო­გო­რაა, რომ და­ე­ლო­დოთ ჩემს პა­სუხს და ეგ­რე­ვე მო­ლოც­ვე­ბით მა­ხა­რებთ, - ხომ არ ჯო­ბია მა­შინ ჯერ იმათ­თან გა­და­ა­მოწ­მოთ, სა­დაც ამო­ი­კი­თხეთ ეს სი­ახ­ლე, პი­რად­ში მი­წე­რეთ მათ და შე­ე­კი­თხეთ, სა­ი­დან იცი­ან და ვინ მო­ა­წო­და ეს ინ­ფორ­მა­ცია და ნამ­დვი­ლად სი­მარ­თლეა თუ არა? და მერე კი­დევ ცოტა ხანი და­ე­ლო­დეთ.... აბა კი­დევ რას და­წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­ში... გარ­წმუ­ნებთ, ჩემ­ზე მე­ტად არ გენ­დო­მე­ბათ, მამა რომ კარ­გად იყოს. ამ­ჟა­მად მამა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია ისევ, სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე. გმად­ლობთ", - წერს ქეთი წიკ­ლა­უ­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­მურ წიკ­ლა­უ­რი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. თე­მურ წიკ­ლა­ურს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­დეგ კი ის სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდანი
0

ღმერთმა კარგად ამყოფოს ბ-ნი თემური და მალე გამოაჯანმრთელოს!!!

ძალიან ვგულშემატკივრობ, არაჩვეულებრივი ადამიანია და მჯერა, რომ კარგად იქნება!!!

გამაგრდით ბ-ნო თემურ, სულ მალე ისევ დადგებით სცენაზე!!!! ღმერთი თქვესკენ!!!

დ გ
0

გამოჯამრთელებას გისურვებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმედ" - რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას

"მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმედ" - რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ინფორმაციას მამის მდგომარეობის შესახებ მომღერლის ქალიშვილი, ქეთი წიკლაური ავრცელებს და "ფეისბუქის" პირად გვერდზე სხვადასხვა მედიასაშუალებითა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ "ფეიკნიუსებსაც" ეხმაურება:

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მე მესმის თქვენი ყველასი ინტერესი მამას მდგომარეობასთნ დაკავშირებით და ჩვენი ოჯახის განსაცდელის ასე გულთან ახლოს მიტანისათვის თქვენ თითოეულს უღრმესი მადლობა. მე ყოველდღიურად ვხედავ და ვგრძნობ ამას და მადლობელი ვარ თქვენი ასეთი სიყვარულისათვის და გვერდში დგომისათვის. მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა დღეს, რომ გითხრათ უკვე ჩემი სიტყვებით და არა ჩემი შვილისგან გაზიარებული სტატუსით შემდეგი:

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მიიღებთ აბსოლუტურ სიმართლედ ასეთი ტიპის სტატუსებს! პირდაპირ ვიტყვი - ჩემთვის უზნეოს და არაეთიკურს!!! ვინაიდან ერთი სიტყვითაც არ შეუკითხავთ არავის და არ შემხმიანებია არც ერთი "ჟურნალისტი'' ამ საიტიდან, რომ ასე მარჯვეთ და დიდის სასიხარულო დადასტურებით დაედოთ აქ ეს ინფორმაცია. ექიმებთან საუბრიდანაც ვიცი, რომ მათ არავისთვის არ მიუციათ ოფიციალური ინფორმაცია (ჩემი თანხმობის გარეშე და ჩვენი ოჯახის სურვილის გარეშე ისინიც კი ვერ ბედავენ ვერანაირი ინფორმაციის გაცემას). აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ნუ დაიჯერებთ ინტერნეტ-სტატუსების ჟივილ-ხივილს ანდა ცოტა ხანი მაინც შეჩერდით თქვენს მწუხარებასა თუ სიხარულში, სანამ არ დადასტურდება ინფორმაციის აუთენტურობა. ნუთუ 2 კვირის წინანდელი ამბავი აშკარა მაგალითი არ იყო იმისა, თუ როგორ უნდა აღიქვა და გაფილტრო ინტერნეტში ინფორმაცია?!

როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, მე თვითონ გაცნონბებთ, ღმერთის წყალობით სასიხარულო ინფორმაციას. ნუ მილოცავთ იმას, რაც არ იცით, რომ სიმართლეა, ზუსტად ისევენაირად, როგორ მაშინ მისამძიმრებდით! თუ ჩემთან არ გებადებათ ის თავდაპირველად საჭირო შეკითხვა - ქეთი მამა როგორაა, რომ დაელოდოთ ჩემს პასუხს და ეგრევე მოლოცვებით მახარებთ, - ხომ არ ჯობია მაშინ ჯერ იმათთან გადაამოწმოთ, სადაც ამოიკითხეთ ეს სიახლე, პირადში მიწერეთ მათ და შეეკითხეთ, საიდან იციან და ვინ მოაწოდა ეს ინფორმაცია და ნამდვილად სიმართლეა თუ არა? და მერე კიდევ ცოტა ხანი დაელოდეთ.... აბა კიდევ რას დაწერენ ინტერნეტში... გარწმუნებთ, ჩემზე მეტად არ გენდომებათ, მამა რომ კარგად იყოს. ამჟამად მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმე. გმადლობთ", - წერს ქეთი წიკლაური.

შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი ის სტაციონარში გადაიყვანეს.

"გამიმართლა, რომ საქმე პროფესიონალების ხელში მოხვდა" - ნეკა სებისკვერაძე პოლიციას  მადლობას უხდის

"პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ 2000/2000 ლარით ვართ დაჯარიმებულები" - რას წერს გია ბარამიძე?

"პარლამენტში არ შემიშვეს, როგორც ჟურნალისტი... თალაკვაძემდე მივიდა და არაო, უარიაო" - რას წერს მარიამ გეგუჩაძე "ფეისბუქზე"