პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ დააკავა ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც ინტერნეტბანკის ყალბი ვებგვერდი შექმნა და 9500 ლარი სხვისი ანგარიშიდან მიითვისა
პოლიციამ დააკავა ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც ინტერნეტბანკის ყალბი ვებგვერდი შექმნა და 9500 ლარი სხვისი ანგარიშიდან მიითვისა

პო­ლი­ცი­ამ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის უნე­ბარ­თვო მო­პო­ვე­ბის, მისი უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ინ­დო­ე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე - შ.ს. და­ა­კა­ვეს.

მას ბრა­ლად ედე­ბა კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის უნე­ბარ­თვო მო­პო­ვე­ბა და უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, ასე­ვე, ქურ­დო­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია. და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ერთ-ერთი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის ვებგ­ვერ­დის მსგავ­სი, ყალ­ბი - ე.წ. ფი­შე­რუ­ლი გვერ­დი შექ­მნა, რომ­ლის ბმუ­ლი ამა­ვე ბან­კის მომ­ხმა­რე­ბელს ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­უგ­ზავ­ნა და აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მებს მისი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის გზით და­ე­უფ­ლა. შ.ს.-მ უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, უნე­ბარ­თვოდ შე­აღ­წია ბან­კის მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის პრო­ფილ­ში და მისი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან 9500 ლარი სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე გად­მო­ი­რი­ცხა. ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლის ნა­წი­ლი - 6084 ლარი ბან­კო­მა­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­ა­ნაღ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, კომ­პლექ­სუ­რი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, შ.ს. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, პორ­ტა­ტი­უ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და სა­ბან­კო პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 285-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 158-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 284-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 177-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის უნე­ბარ­თვო მო­პო­ვე­ბა­სა და უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბას, კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვას და ქურ­დო­ბას, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია" - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
0

რაც შეიძლება ფერებაში გყავდეთ. ჩვენი არ გვყოფნის? კიდევ მაგის შენახვაზე ვიზრუნოთ? რაც შეიძლება მაქსიმალურად აანაზღაურებინეთ ზიამი და მოაშორეთ აქედან

დ გ
4

საკანში ქართულს მაინც ისწავლის

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

პოლიციამ დააკავა ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც ინტერნეტბანკის ყალბი ვებგვერდი შექმნა და 9500 ლარი სხვისი ანგარიშიდან მიითვისა

პოლიციამ დააკავა ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც ინტერნეტბანკის ყალბი ვებგვერდი შექმნა და 9500 ლარი სხვისი ანგარიშიდან მიითვისა

პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვების, მისი უკანონოდ გამოყენებისა და ქურდობის ფაქტზე ინდოეთის მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე - შ.ს. დააკავეს.

მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ინტერნეტბანკის ვებგვერდის მსგავსი, ყალბი - ე.წ. ფიშერული გვერდი შექმნა, რომლის ბმული ამავე ბანკის მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა და აღნიშნული მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემებს მისი შეცდომაში შეყვანის გზით დაეუფლა. შ.ს.-მ უკანონოდ მოპოვებული პირადი მონაცემების გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ბანკის მომხმარებლის ინტერნეტბანკის პროფილში და მისი საბანკო ანგარიშიდან 9500 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადმოირიცხა. ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის ნაწილი - 6084 ლარი ბანკომატის მეშვეობით გაანაღდა.

სამართალდამცველებმა, კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ს. თბილისში დააკავეს.პოლიციამ, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები და საბანკო პლასტიკური ბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვებასა და უკანონოდ გამოყენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

რუსთავში ახალგაზრდა დაჭრეს - რა მოხდა მეგობრობის გამზირზე

პოლიციამ "ნამახვან ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. დუბინკები ამოიღო - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ფოთში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა