პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტიკ-ტოკში დაორგანიზებული მასშტაბური აქცია და პოლიტიზირებული თინეიჯერობა - როგორ ემზადებიან ნავალნის მომხრეები 23 იანვრისთვის?
ტიკ-ტოკში დაორგანიზებული მასშტაბური აქცია და პოლიტიზირებული თინეიჯერობა - როგორ ემზადებიან ნავალნის მომხრეები 23 იანვრისთვის?

ალექ­სეი ნა­ვალ­ნის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, ტიკ-ტო­კის რუ­სუ­ლი სეგ­მენ­ტი სწრა­ფად პო­ლი­ტი­ზირ­და. მათ შო­რის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ 23 იან­ვარს პო­ლი­ტი­კო­სის და­სა­ცა­ვად და კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მილ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მის­ვლას აპი­რე­ბენ. ამ­გვა­რად, გარ­თო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ერ­თგვარ საპ­რო­ტეს­ტო პლატ­ფორ­მად გა­და­იქ­ცა.

ყვე­ლა­ფე­რი კი თა­ვად ნა­ვალ­ნის მიერ ტიკ-ტოკ­ში ატ­ვირ­თუ­ლი ვი­დე­ო­დან და­ი­წყო, სა­დაც ის ადა­მი­ა­ნებს პუ­ტი­ნის სა­სახ­ლის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფილ­მი­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

23 იან­ვარს რუ­სე­თის მას­შტა­ბით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს აა­ნონ­სე­ბენ. ხოლო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ად­გი­ლებ­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ მო­უ­წო­დე­ბენ, დარ­ბე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მო­მი­ტინ­გე ადა­მი­ა­ნე­ბი სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში შე­ი­ფა­რონ. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ის გამო პირ­ვე­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე უკვე აღიძ­რა. ბრალ­დე­ბულს ნა­ვალ­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის მო­წო­დე­ბას და ამ­ბო­ხის და­გეგ­მვას ედა­ვე­ბი­ან.

ასე­ვე ტიკ-ტოკ­ზე სტუ­დენ­ტე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს აქ­ვეყ­ნე­ბენ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უკვე და­ნიშ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 23 იან­ვარს გა­და­ი­ტა­ნეს და და­უს­წრებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­რი­ცხვით და­ე­მუქრნენ.

გარ­და ამი­სა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პუ­ტი­ნის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­შიც გა­ი­ზარ­და. არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ტრენდშია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პორ­ტრე­ტის ჩა­მოხ­სნა და ამ პრო­ცე­სის გა­და­ღე­ბა.

ერთ-ერთი მსგავ­სი ვი­დეო ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლის მოს­წავ­ლემ გა­და­ი­ღო, ტიკ-ტოკ­ზე ატ­ვირ­თა და 3.7 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა. ის ჯერ დი­რექ­ტორ­მა და­ი­ბა­რა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ტიკ-ტო­კის აუ­დი­ტო­რია, ძი­რი­თა­დად 18-24 და 24-34 წლის ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა, მზა­დე­ბა პრო­ტეს­ტის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს პო­ლი­ცი­ის­გან თავ­დაც­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ მე­თო­დებს ას­წავ­ლი­ან. მა­გა­ლი­თად, ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვის გა­მომ­წე­რებს ას­წავ­ლის, რო­გორ უნდა მო­აჩ­ვე­ნონ პო­ლი­ცი­ას თავი ამე­რი­კე­ლად და რა უნდა გა­ნუ­ცხა­დონ, რომ და­უ­ყო­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პუ­ტი­ნის მი­მართ და­დე­ბი­თად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი და ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თუ აქ­ცი­ა­ზე მივ­ლენ, ახალ­გაზ­რდე­ბი სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხის ქვეშ ჩა­აგ­დე­ბენ და დიდი ალ­ბა­თო­ბაა, პო­ლი­ცი­ამ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნოს.

თუმ­ცა ნა­ვალ­ნის მომ­ხრე­ე­ბის ვი­დე­ო­ე­ბი იმ­დე­ნად მე­ტია, რომ ალ­გორ­თი­მი მხო­ლოდ მათ ვი­დე­ო­ებს აჩ­ვე­ნებს ტრენ­დებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ახა­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი ასეთ და­ინ­ტე­რე­სე­ბას იჩე­ნენ მი­ტინ­გის მი­მართ. რუ­სულ­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ უკვე მი­მარ­თა ტიკ-ტო­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, თუმ­ცა ჯერ-ჯე­რო­ბით სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბი არა­ვის მი­უ­ღია.

ალექ­სეი ნა­ვალ­ნის გუნ­დმა მისი და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილ­მი გა­მო­აქ­ვეყ­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­ზე და მის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ სა­სახ­ლე­ზე, რო­მე­ლიც კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბის გზით ფი­ნანსდე­ბა. კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ნა­ვალ­ნი პუ­ტინს ცილს სწა­მებს და მო­სახ­ლე­ო­ბას, ნახ­ვე­ბის მო­საგ­რო­ვებ­ლად და ფუ­ლის გა­სა­კე­თებ­ლად იყე­ნებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნა­ვალ­ნი მო­წამ­ვლის შემ­დეგ 5 თვე­ში რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და და აე­რო­პორ­ტში გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვეს, რის შემ­დე­გაც სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზის მა­გივ­რად, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­უ­წყვეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. იქ­ნე­ბა თუ არა რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია, ამას ხვა­ლინ­დე­ლი დღე გვაჩ­ვე­ნებს.

ავ­ტო­რი: ნინი გა­ბი­სო­ნია

ზურიკო
7

გაბისონიავ,დაორგანიზებული კი არა,ორგანიზებული.სკოლაში ქართულს ვინ გასწავლიდა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ტიკ-ტოკში დაორგანიზებული მასშტაბური აქცია და პოლიტიზირებული თინეიჯერობა - როგორ ემზადებიან ნავალნის მომხრეები 23 იანვრისთვის?

ტიკ-ტოკში დაორგანიზებული მასშტაბური აქცია და პოლიტიზირებული თინეიჯერობა - როგორ ემზადებიან ნავალნის მომხრეები 23 იანვრისთვის?

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, ტიკ-ტოკის რუსული სეგმენტი სწრაფად პოლიტიზირდა. მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც აცხადებენ, რომ 23 იანვარს პოლიტიკოსის დასაცავად და კორუფციის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლას აპირებენ. ამგვარად, გართობისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელი ერთგვარ საპროტესტო პლატფორმად გადაიქცა.

ყველაფერი კი თავად ნავალნის მიერ ტიკ-ტოკში ატვირთული ვიდეოდან დაიწყო, სადაც ის ადამიანებს პუტინის სასახლის შესახებ მომზადებული ფილმისა და საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს.

23 იანვარს რუსეთის მასშტაბით, საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც აქციების ჩატარების ადგილებთან ახლოს ცხოვრობენ მოუწოდებენ, დარბევის შემთხვევაში მომიტინგე ადამიანები სადარბაზოებში შეიფარონ. საგულისხმოა, რომ ჯერ არ ჩატარებული აქციის გამო პირველი სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. ბრალდებულს ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნის მოწოდებას და ამბოხის დაგეგმვას ედავებიან.

ასევე ტიკ-ტოკზე სტუდენტები უნივერსიტეტებიდან გამოგზავნილ შეტყობინებებს აქვეყნებენ, რომლის მიხედვითაც უკვე დანიშნული გამოცდები 23 იანვარს გადაიტანეს და დაუსწრებლობის შემთხვევაში გარიცხვით დაემუქრნენ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პუტინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უშუალოდ სკოლის მოსწავლეებშიც გაიზარდა. არსებული ტენდენციიდან გამომდინარე ტრენდშია რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტის ჩამოხსნა და ამ პროცესის გადაღება.

ერთ-ერთი მსგავსი ვიდეო ადგილობრივი სკოლის მოსწავლემ გადაიღო, ტიკ-ტოკზე ატვირთა და 3.7 მილიონი ნახვა დააგროვა. ის ჯერ დირექტორმა დაიბარა, ხოლო მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ტიკ-ტოკის აუდიტორია, ძირითადად 18-24 და 24-34 წლის ადამიანებისგან შედგება, მზადება პროტესტისთვისაც განსაკუთრებულად მიმდინარეობს. მომხმარებლები ერთმანეთს პოლიციისგან თავდაცვის განსაკუთრებულ მეთოდებს ასწავლიან. მაგალითად, ინგლისურის მასწავლებელი თავის გამომწერებს ასწავლის, როგორ უნდა მოაჩვენონ პოლიციას თავი ამერიკელად და რა უნდა განუცხადონ, რომ დაუყონებლივ გაათავისუფლონ.

სოციალურ ქსელში მალევე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც პუტინის მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი და ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თუ აქციაზე მივლენ, ახალგაზრდები საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ ჩააგდებენ და დიდი ალბათობაა, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს.

თუმცა ნავალნის მომხრეების ვიდეოები იმდენად მეტია, რომ ალგორთიმი მხოლოდ მათ ვიდეოებს აჩვენებს ტრენდებში. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ახალი თაობის წარმომადგენლები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ასეთ დაინტერესებას იჩენენ მიტინგის მიმართ. რუსულმა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უკვე მიმართა ტიკ-ტოკის ადმინისტრაციას, თუმცა ჯერ-ჯერობით საპასუხო ზომები არავის მიუღია.

ალექსეი ნავალნის გუნდმა მისი დაპატიმრების შემდეგ საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე და მის გასაიდუმლოებულ სასახლეზე, რომელიც კორუფციული სქემების გზით ფინანსდება. კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, ნავალნი პუტინს ცილს სწამებს და მოსახლეობას, ნახვების მოსაგროვებლად და ფულის გასაკეთებლად იყენებს.

შეგახსენებთ, რომ ნავალნი მოწამვლის შემდეგ 5 თვეში რუსეთში დაბრუნდა და აეროპორტში გამოსვლისთანავე დააკავეს, რის შემდეგაც სასამართლო დარბაზის მაგივრად, პოლიციის განყოფილებაში მოუწყვეს სასამართლო პროცესი. იქნება თუ არა რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური აქცია, ამას ხვალინდელი დღე გვაჩვენებს.

ავტორი: ნინი გაბისონია

დაკავება 10-წლიანი თვალთვალის შემდეგ - ჰოლანდიაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის მეთაური დააკავეს

დაკავებები რუსეთის 70-მდე ქალაქში - ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე 3 000-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 63 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა - განახლებული მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში აცრილი ადამიანების შესახებ