მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი
სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტსა და პირ­ველ ლე­დის, ჯო და ჯილ ბა­ი­დე­ნებს დიდი ოჯა­ხი აქვთ. ჯო ბა­ი­დე­ნი ოთხი შვი­ლის მა­მაა, რო­მელ­თა­გა­ნაც ორი გარ­დაც­ვლი­ლია. ბიუ, ჰან­თერ და ნა­ო­მი ბა­ი­დე­ნე­ბი მას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან შე­ე­ძი­ნა, ხოლო ეშლი - მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან. ბიუ რამ­დე­ნი­მე წლის წინ სიმ­სივ­ნემ იმ­სხვერ­პლა, ხოლო ნა­ო­მი მცი­რე­წლო­ვა­ნი იყო, რო­დე­საც დე­დას­თან ერ­თად, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფი­სას და­ი­ღუ­პა.

ჯო და ჯილ ბა­ი­დე­ნებს ჰყავთ ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თო შვი­ლი, ეშლი ბა­ი­დე­ნი და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის თეთრ სახ­ლში ახლა ერთ-ერთი მთა­ვა­რი ქალი იქ­ნე­ბა.

ეშლი ძმებ­თან - ჰან­თერ და ბიუ ბა­ი­დე­ნებ­თან ერ­თად, 2012 წელი

ეშლი 39 წლი­საა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უმუ­შა­ვია არა­ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი მი­ზა­ნი იყო ღა­რი­ბე­ბის­თვის ჯან­დაც­ვა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ე­ხა­და და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო რე­სურ­სი ეპო­ვა.

გარ­და ამი­სა, ეშლი ბა­ი­დე­ნი დი­ზა­ი­ნე­რი­ცაა. 2017 წელს ნიუ იორ­კის მო­დის კვი­რე­ულ­ზე თა­ვი­სი კო­ლექ­ცი­აც კი წა­რად­გი­ნა, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბი და შოუ-ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ეშ­ლიმ სა­კუ­თარ ბრენ­დს Livelihood და­არ­ქვა და ამ­ბობს, რომ პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ის შექ­მნი­სას შთა­გო­ნე­ბის მთა­ვა­რი წყა­რო მისი ძმა, ბიუ ბა­ი­დე­ნი იყო. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დი შექ­მნა იმის­თვის, რომ შე­მო­სუ­ლი თან­ხა აშშ-ში უთა­ნას­წო­რო­ბას­თან, მათ შო­რის, რა­სობ­რივ უთა­ნას­წო­რო­ბას­თან ბრძო­ლის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

ეშლი კა­თო­ლი­კუ­რი რწმე­ნით გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბაპ­ტის­ტი გახ­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კულ­ტუ­რის ან­თრო­პო­ლო­გი­ას სწავ­ლობ­და. ამ­ჟა­მად სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზა­ფხუ­ლო პროგ­რა­მებ­შიც არის ჩარ­თუ­ლი.

კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეშლი ბა­ი­დე­ნი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვილ­მინგტო­ნის ერთ-ერთ კა­ფე­ში მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და.

ეშლი ბა­ი­დე­ნი მა­მის მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია

  • ეშლი ბა­ი­დე­ნი და პო­ლი­ცია

ეშლი ბა­ი­დე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი ეპი­ზო­დია, რო­მელ­თა გა­მოც ის მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში საკ­მა­ოდ ხში­რად მოქ­ცე­უ­ლა. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ასე­თი სკან­და­ლი 2002 წელს მოხ­და - რო­დე­საც ეშლი ბა­ი­დე­ნი ჩი­კა­გო­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად დას­დეს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლა.

ამ­ბა­ვი კი ასე­თი იყო - ეშლი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ღა­მის კლუბს ტო­ვებ­და, რო­დე­საც მის­მა ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა, ჯონ კო­ლეს­ტინტმა გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლის ყუთი პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­რო­ლა, რის გა­მოც მდგო­მა­რე­ო­ბა და­ი­ძა­ბა და ისე გამ­წვავ­და, რომ ბა­ი­დე­ნის კი­დევ ერ­თმა მე­გო­ბარ­მა, კელი დო­ნო­ემ პო­ლი­ცი­ელს ხელი და­არ­ტყა. რაც შე­ე­ხე­ბა ეშ­ლის, რო­გორც მე­დი­ა­ში წერ­დნენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­მი­ვე მათ­გა­ნი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ეშლი მშობ­ლებ­თან ერ­თად

რო­გორც მა­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რის პრესს­პი­კერ­მა კერი ლო­უ­რენ­სმა გა­ნა­ცხა­და, ეშლი ბა­ი­დენ­სა და და­ნარ­ჩენ ორ პირს ბრალ­დე­ბა მას შემ­დეგ მო­უხ­სნეს, რაც სა­სა­მარ­თლო­ში ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეს.

2009 წელს ეშლი კი­დევ ერთ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ სცა­და გა­ე­ყი­და ვი­დეო, სა­დაც რო­გორც მა­შინ მე­დი­ა­ში წერ­დნენ, ჩან­და თუ რო­გორ ერ­თო­ბო­და წვე­უ­ლე­ბა­ზე ეშლი და ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მარ­და. ვი­დე­ოს ყიდ­ვას ის "ნიუ იორკ პოსტს“ 2-მი­ლი­ონ დო­ლა­რად სთა­ვა­ზობ­და. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ფასი 400 000 დო­ლარ­ზე ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ცე­მამ უარი თქვა ვი­დე­ოს ყიდ­ვა­ზე და გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო სა­ვა­რა­უ­დო ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ზე. ამ სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, მე­დი­ა­ში ისიც და­ი­წე­რა, რომ 1999 წელს ეშლი ნიუ ორ­ლე­ან­ში მა­რი­ხუ­ა­ნას შე­ნახ­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა რად­გა­ნაც ბრალ­დე­ბა არ და­უმ­ტკიც­და, მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

2010 წელს ეშლი ბა­ი­დენ­მა და­ი­წყო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის სპე­ცი­ა­ლისტ ჰო­ვარდ კრინ­თან და მას შემ­დეგ, რაც თა­ვის ძმას, ბიუს გა­აც­ნო, წყვი­ლი მა­ლე­ვე და­ქორ­წინ­და. ეშ­ლის ქმა­რი ებ­რა­ე­ლია და ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, ტო­მას ჯე­ფერ­სო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს.

ცნო­ბის­თვის, ეშლი ბა­ი­დენს ჯერ­ჯე­რო­ბით შვი­ლი არ ჰყავს, თუმ­ცა ჯო და ჯილ ბა­ი­დე­ნებს უკვე ჰყავთ 7 შვი­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც ჰან­თერ და ბიუ ბა­ი­დე­ნე­ბის შვი­ლე­ბი არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
37

ინჩა პეტკა ტაბურეტკა, ჰარი ჰარალე! ესე მგონია ლელოს პროგრამას კითხულობს... ვაი შე საბრალლო ხაზარაძე, რა გამყიდველიც ხარ და რაზეც ხარ წამსვლელი, კომკავშირიდან მოყოლებული, მაი ქვეყანამ იცის...

ნანიკო
24

და რაო ხაზარაძის ქალიშვილმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს
ავტორი:

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი

აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის, ჯო და ჯილ ბაიდენებს დიდი ოჯახი აქვთ. ჯო ბაიდენი ოთხი შვილის მამაა, რომელთაგანაც ორი გარდაცვლილია. ბიუ, ჰანთერ და ნაომი ბაიდენები მას პირველი ქორწინებიდან შეეძინა, ხოლო ეშლი - მეორე ქორწინებიდან. ბიუ რამდენიმე წლის წინ სიმსივნემ იმსხვერპლა, ხოლო ნაომი მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედასთან ერთად, ავტოკატასტროფისას დაიღუპა.

ჯო და ჯილ ბაიდენებს ჰყავთ ერთადერთი საერთო შვილი, ეშლი ბაიდენი და როგორც ამბობენ, ის თეთრ სახლში ახლა ერთ-ერთი მთავარი ქალი იქნება.

ეშლი ძმებთან - ჰანთერ და ბიუ ბაიდენებთან ერთად, 2012 წელი

ეშლი 39 წლისაა და მისი საქმიანობა ძირითადად სოციალურ სამსახურებთან არის დაკავშირებული. უმუშავია არაერთ ორგანიზაციაში და კარიერის განმავლობაში მისი მიზანი იყო ღარიბებისთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გაეხადა და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო რესურსი ეპოვა.

გარდა ამისა, ეშლი ბაიდენი დიზაინერიცაა. 2017 წელს ნიუ იორკის მოდის კვირეულზე თავისი კოლექციაც კი წარადგინა, რომელსაც მშობლები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ესწრებოდნენ. ეშლიმ საკუთარ ბრენდს Livelihood დაარქვა და ამბობს, რომ პირველი კოლექციის შექმნისას შთაგონების მთავარი წყარო მისი ძმა, ბიუ ბაიდენი იყო. მისივე თქმით, აღნიშნული ბრენდი შექმნა იმისთვის, რომ შემოსული თანხა აშშ-ში უთანასწორობასთან, მათ შორის, რასობრივ უთანასწორობასთან ბრძოლისთვის გამოეყენებინა.

ეშლი კათოლიკური რწმენით გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით ბაპტისტი გახდა. უნივერსიტეტში კულტურის ანთროპოლოგიას სწავლობდა. ამჟამად სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამებშიც არის ჩართული.

კოლეჯის დასრულების შემდეგ, ეშლი ბაიდენი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვილმინგტონის ერთ-ერთ კაფეში მიმტანად მუშაობდა.

ეშლი ბაიდენი მამის მთავარი გულშემატკივარია

  • ეშლი ბაიდენი და პოლიცია

ეშლი ბაიდენის ცხოვრებაში არაერთი სკანდალური ეპიზოდია, რომელთა გამოც ის მედიის ყურადღების ცენტრში საკმაოდ ხშირად მოქცეულა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სკანდალი 2002 წელს მოხდა - როდესაც ეშლი ბაიდენი ჩიკაგოში მეგობრებთან ერთად დააკავეს. მას ბრალად დასდეს პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა.

ამბავი კი ასეთი იყო - ეშლი მეგობრებთან ერთად ღამის კლუბს ტოვებდა, როდესაც მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, ჯონ კოლესტინტმა გამაგრილებელი სასმელის ყუთი პოლიციელის მიმართულებით ისროლა, რის გამოც მდგომარეობა დაიძაბა და ისე გამწვავდა, რომ ბაიდენის კიდევ ერთმა მეგობარმა, კელი დონოემ პოლიციელს ხელი დაარტყა. რაც შეეხება ეშლის, როგორც მედიაში წერდნენ, სავარაუდოდ, ის სიტყვიერი დაპირისპირებით შემოიფარგლებოდა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

ეშლი მშობლებთან ერთად

როგორც მაშინ პროკურატურის პრესსპიკერმა კერი ლოურენსმა განაცხადა, ეშლი ბაიდენსა და დანარჩენ ორ პირს ბრალდება მას შემდეგ მოუხსნეს, რაც სასამართლოში ბოდიში მოიხადეს.

2009 წელს ეშლი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ერთ-ერთმა მოქალაქემ სცადა გაეყიდა ვიდეო, სადაც როგორც მაშინ მედიაში წერდნენ, ჩანდა თუ როგორ ერთობოდა წვეულებაზე ეშლი და ნარკოტიკებს მოიხმარდა. ვიდეოს ყიდვას ის "ნიუ იორკ პოსტს“ 2-მილიონ დოლარად სთავაზობდა. მოლაპარაკებების შედეგად, ფასი 400 000 დოლარზე ჩამოვიდა, თუმცა მოგვიანებით, გამოცემამ უარი თქვა ვიდეოს ყიდვაზე და გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო სავარაუდო ვიდეოჩანაწერზე. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მედიაში ისიც დაიწერა, რომ 1999 წელს ეშლი ნიუ ორლეანში მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს, თუმცა რადგანაც ბრალდება არ დაუმტკიცდა, მალევე გაათავისუფლეს.

2010 წელს ეშლი ბაიდენმა დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობა პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტ ჰოვარდ კრინთან და მას შემდეგ, რაც თავის ძმას, ბიუს გააცნო, წყვილი მალევე დაქორწინდა. ეშლის ქმარი ებრაელია და ფილადელფიაში, ტომას ჯეფერსონის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს.

ცნობისთვის, ეშლი ბაიდენს ჯერჯერობით შვილი არ ჰყავს, თუმცა ჯო და ჯილ ბაიდენებს უკვე ჰყავთ 7 შვილიშვილი, რომლებიც ჰანთერ და ბიუ ბაიდენების შვილები არიან.

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?

გიგი და რატი გაჩეჩილაძეების დედა, მოცეკვავე ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა - "რთულია სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი"