ავტორი:

"ძლიერი ხველა დაეწყო, გაუძნელდა სუნთქვა... თითქოს იხრჩობოდა" - ბაშარ ალ-ასადი მოწამლეს?

"ძლიერი ხველა დაეწყო, გაუძნელდა სუნთქვა... თითქოს იხრჩობოდა" - ბაშარ ალ-ასადი მოწამლეს?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ყოფილი პრეზიდენტი, მოსკოვში გაქცეული ბაშარ ალ-ასადი, სავარაუდოდ, მოწამლეს.

როგორც გამოცემა The Sun წერს, ასადი ჰაერის უკმარისობისა და ხველების სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს, ანალიზებმა კი სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობა გამოავლინა

  • რა დეტალები ხდება ცნობილი?

გამოცემა ონლაინ რესურს General SVR-ზე დაყრდნობით წერს, რომ ასადი, სავარაუდოდ ,კლინიკაში კვირას გადაიყვანეს. მას შემდეგ, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო.

“59 წლის ასადმა სამედიცინო დახმარებას მაშინვე მიმართა, რაც "ძლიერი ხველა დაეწყო. გაუძნელდა სუნთქვა... თითქოს იხრჩობოდა", - წერს მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ასადის მდგომარეობა ორშაბათს დასტაბილურდა.

შეგახსენებთ, სირიაში, 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. ასადი და მისი ოჯახის წევრები ქვეყნიდან გაიქცნენ და მოსკოვს შეაფარეს თავი.

იხილეთ ასევე: