მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად დამცინოდნენ, ენა ჩემით ვისწავლე და შეცდომებს ვუშვებდი... ორსულობის მეოთხე თვეს დავიწყე კვება, მანამდე ლიმონზე ვიყავი" - ექსკურსია მილანის სახლში: რას ჰყვება ანუკი არეშიძე?
"ხშირად დამცინოდნენ, ენა ჩემით ვისწავლე და შეცდომებს ვუშვებდი... ორსულობის მეოთხე თვეს დავიწყე კვება, მანამდე ლიმონზე ვიყავი" - ექსკურსია მილანის სახლში: რას ჰყვება ანუკი არეშიძე?

"ინ­სტაგ­რა­მი­დან" თით­ქმის ერ­თთვი­ა­ნი გაქ­რო­ბის შემ­დეგ, ანუ­კი არე­ში­ძემ პრო­ფი­ლი აღად­გი­ნა. დი­ზა­ი­ნე­რი და თბი­ლი­სის მე­რის მე­უღ­ლე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე გაქ­რა. ანუ­კი დაბ­რუნ­და, მაგ­რამ მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტებ­ზე, კო­მენ­ტა­რე­ბის ველი ისევ გა­თი­შუ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ანუ­კიმ გუ­შინ ინ­სტაგ­რა­მის "სთო­რი­ში" ნაძ­ვის ხის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც სახ­ლში მორ­თო.

  • არა­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ, არე­ში­ძემ იუ­თუბ­ზე ვლო­გე­ბის სე­რია გა­ნა­ახ­ლა. "რო­გორც იქნა, გა­მო­ვე­დი ინ­ტრო­ვერ­ტუ­ლი ფა­ზი­დან" - ამ­ბობ­და დი­ზა­ი­ნე­რი.

რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი, ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ლა­ნი­დან ვრცე­ლი ვლო­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც კა­ხი­სა და მისი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას და მი­ლან­ში ცხოვ­რე­ბის პირ­ველ პე­რი­ოდ­ზე ჰყვე­ბა.

"რაც დი­ლას ადრე ად­გო­მა და­ვი­წყე, უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლი ვარ. რა უნდა ვნა­ხოთ მი­ლან­ში?“ - ამ­ბობს ანუ­კი და გა­მომ­წე­რებს იმ სახ­ლს უჩ­ვე­ნებს, სა­დაც შე­უღ­ლე­ბის მერე ის და კახი ცხოვ­რობ­დნენ.

"მი­ლან­ში როცა ვხვდე­ბი და რო­დე­საც აქეთ მი­წევს გა­სე­ირ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვივ­ლი ხოლ­მე" - ჰყვე­ბა ვლოგ­ში და აგ­რძე­ლებს ამ­ბავს, რო­გორ გა­იც­ნო მა­შინ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და რო­გო­რი იყო რთუ­ლი ორ­სუ­ლო­ბის დღე­ე­ბი იტა­ლი­ა­ში.

- 2008 წელს ჩა­მო­ვე­დი მი­ლან­ში, რო­გორც მო­დე­ლი. ისე­თი ნაც­რის­ფე­რი იყო ყვე­ლა­ფე­რი. ვამ­ბობ­დი, ნეტა მალე გა­ვი­დეს სამი თვე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე. მერე გა­ვი­ცა­ნი კახა. პირ­ვე­ლი ერთი თვე, თვე ნა­ხე­ვა­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მო­კი­თხვა, მერე მივ­ხვდი, რომ მის­თვის მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნი არ ვი­ყა­ვი, მარ­ტოა ჩა­მო­სუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ციო...

პირ­ვე­ლი ორი წელი აქ ვცხოვ­რობ­დით, ორ­სუ­ლო­ბა, მარ­ტო ყოფ­ნა, კახი სულ შეკ­რე­ბებ­ზე იყო, ბა­ზა­ზე რჩე­ბო­და. იმ მო­მენ­ტში ვერ ვხვდე­ბო­დი, რომ თურ­მე ცოტა რთუ­ლი იყო ჩემ­თვის, რად­გან საკ­მა­ოდ რთუ­ლი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და. ორ­სუ­ლო­ბის მე­ო­თხე თვეს და­ვი­წყე კვე­ბა, მა­ნამ­დე სულ ლი­მონ­ზე ვი­ყა­ვი.

ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მო­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც აქ გა­ვი­ა­რე, ეს ქა­ლა­ქი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქა­ლა­ქი, ყვე­ლა მეყ­ვა­რე­ბო­და.

მერე ამ სახ­ლი­დან გა­და­ვე­დით, იქ სა­დაც ახ­ლოს იყო სა­ა­ვად­მყო­ფო. ყო­ველ 15 წუთ­ში სას­წრა­ფოს მან­ქა­ნის სი­რე­ნე­ბის ხმა მეს­მო­და. ბო­ლოს ვამ­ბობ­დი, ღმერ­თო, გა­მაძ­ლე­ბი­ნე, მაგ­რამ ვერ გა­ვუ­ძე­ლი და შე­ვიც­ვა­ლეთ ბინა.

ენა ჩე­მით ვის­წავ­ლე, ძა­ლი­ან ბევრ შეც­დო­მას ვუშ­ვებ­დი, ამის კომ­პლექ­სი მქონ­და, ხში­რად ამის გამო იცი­ნოდ­ნენ, დამ­ცი­ნოდ­ნენ, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ.

პირ­ვე­ლად პა­რიზ­ში წა­ვე­დი, მერე მი­ლან­ში და ბო­ლოს აზი­ის­კენ მე­ჭი­რა თვა­ლი, ია­პო­ნი­ა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და იქ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა კა­რი­ე­რა. მაგ­რამ სულ სხვა­ნა­ი­რად წა­რი­მარ­თა ჩემი ცხოვ­რე­ბა. უცებ აღ­მოვ­ჩნდი ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში. მახ­სოვს, პირ­ვე­ლად თა­მაშ­ზე რომ წა­მიყ­ვა­ნა, ნა­პოლს ეთა­მა­შე­ბოდ­ნენ, ეს იყო შოკი. მთე­ლი სტა­დი­ო­ნი ინ­გრე­ო­და, ისე­თი ემო­ცი­უ­რი იყო ყვე­ლა­ფე­რი. ნე­ა­პო­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი აქ­ტი­უ­რობ­დნენ, ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან, თან მი­ლან­ში იყო თა­მა­ში. ფეხ­ბურ­თი მიყ­ვარ­და, მაგ­რამ პო­ზი­ცი­ებ­ზე ვინ სად თა­მა­შობ­და, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ ვი­ცო­დი.

ორ­სუ­ლო­ბას სახ­ლში რომ მო­მი­წია ყოფ­ნა, სულ სე­რი­ალ „შუა ქა­ლაქს“ ვუ­ყუ­რებ­დი და ფეხ­ბურთს.

"იტა­ლი­ა­ში ყავა უნდა და­ლიო “ - ამ­ბობს ანუ­კი და იმ კა­ფე­ში შე­დის, სა­დაც ის და კახი პირ­ვე­ლად პა­ე­მან­ზე იყ­ვნენ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ხშირად დამცინოდნენ, ენა ჩემით ვისწავლე და შეცდომებს ვუშვებდი... ორსულობის მეოთხე თვეს დავიწყე კვება, მანამდე ლიმონზე ვიყავი" - ექსკურსია მილანის სახლში: რას ჰყვება ანუკი არეშიძე?

"ხშირად დამცინოდნენ, ენა ჩემით ვისწავლე და შეცდომებს ვუშვებდი... ორსულობის მეოთხე თვეს დავიწყე კვება, მანამდე ლიმონზე ვიყავი" - ექსკურსია მილანის სახლში: რას ჰყვება ანუკი არეშიძე?

"ინსტაგრამიდან" თითქმის ერთთვიანი გაქრობის შემდეგ, ანუკი არეშიძემ პროფილი აღადგინა. დიზაინერი და თბილისის მერის მეუღლე არჩევნების შემდეგ საქართველოს დედაქალაქში დაწყებული პროტესტის ფონზე გაქრა. ანუკი დაბრუნდა, მაგრამ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე, კომენტარების ველი ისევ გათიშულია.

მიუხედავად ამისა, ანუკიმ გუშინ ინსტაგრამის "სთორიში" ნაძვის ხის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სახლში მორთო.

  • არადა რამდენიმე თვის წინ, არეშიძემ იუთუბზე ვლოგების სერია განაახლა. "როგორც იქნა, გამოვედი ინტროვერტული ფაზიდან" - ამბობდა დიზაინერი.

რამდენიმე თვეში კი, ოქტომბერში მილანიდან ვრცელი ვლოგი გამოაქვეყნა, სადაც კახისა და მისი სიყვარულის ისტორიას და მილანში ცხოვრების პირველ პერიოდზე ჰყვება.

"რაც დილას ადრე ადგომა დავიწყე, უფრო პროდუქტიული ვარ. რა უნდა ვნახოთ მილანში?“ - ამბობს ანუკი და გამომწერებს იმ სახლს უჩვენებს, სადაც შეუღლების მერე ის და კახი ცხოვრობდნენ.

"მილანში როცა ვხვდები და როდესაც აქეთ მიწევს გასეირნება, აუცილებლად გავივლი ხოლმე" - ჰყვება ვლოგში და აგრძელებს ამბავს, როგორ გაიცნო მაშინ წარმატებული ფეხბურთელი და როგორი იყო რთული ორსულობის დღეები იტალიაში.

- 2008 წელს ჩამოვედი მილანში, როგორც მოდელი. ისეთი ნაცრისფერი იყო ყველაფერი. ვამბობდი, ნეტა მალე გავიდეს სამი თვე, რომ საქართველოში დავბრუნდე. მერე გავიცანი კახა. პირველი ერთი თვე, თვე ნახევარი ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, მოკითხვა, მერე მივხვდი, რომ მისთვის მხოლოდ ის ადამიანი არ ვიყავი, მარტოა ჩამოსული და ყურადღება მივაქციო...

პირველი ორი წელი აქ ვცხოვრობდით, ორსულობა, მარტო ყოფნა, კახი სულ შეკრებებზე იყო, ბაზაზე რჩებოდა. იმ მომენტში ვერ ვხვდებოდი, რომ თურმე ცოტა რთული იყო ჩემთვის, რადგან საკმაოდ რთული ორსულობა მქონდა. ორსულობის მეოთხე თვეს დავიწყე კვება, მანამდე სულ ლიმონზე ვიყავი.

ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხოვრებისეული მომენტები, რომელიც აქ გავიარე, ეს ქალაქი რომ არ ყოფილიყო და ნებისმიერი სხვა ქალაქი, ყველა მეყვარებოდა.

მერე ამ სახლიდან გადავედით, იქ სადაც ახლოს იყო საავადმყოფო. ყოველ 15 წუთში სასწრაფოს მანქანის სირენების ხმა მესმოდა. ბოლოს ვამბობდი, ღმერთო, გამაძლებინე, მაგრამ ვერ გავუძელი და შევიცვალეთ ბინა.

ენა ჩემით ვისწავლე, ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებდი, ამის კომპლექსი მქონდა, ხშირად ამის გამო იცინოდნენ, დამცინოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად არ გავჩერებულვარ.

პირველად პარიზში წავედი, მერე მილანში და ბოლოს აზიისკენ მეჭირა თვალი, იაპონიაში წავსულიყავი და იქ გამეგრძელებინა კარიერა. მაგრამ სულ სხვანაირად წარიმართა ჩემი ცხოვრება. უცებ აღმოვჩნდი ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში. მახსოვს, პირველად თამაშზე რომ წამიყვანა, ნაპოლს ეთამაშებოდნენ, ეს იყო შოკი. მთელი სტადიონი ინგრეოდა, ისეთი ემოციური იყო ყველაფერი. ნეაპოლის გულშემატკივრები აქტიურობდნენ, ემოციურები არიან, თან მილანში იყო თამაში. ფეხბურთი მიყვარდა, მაგრამ პოზიციებზე ვინ სად თამაშობდა, ასეთი რაღაცები არ ვიცოდი.

ორსულობას სახლში რომ მომიწია ყოფნა, სულ სერიალ „შუა ქალაქს“ ვუყურებდი და ფეხბურთს.

"იტალიაში ყავა უნდა დალიო “ - ამბობს ანუკი და იმ კაფეში შედის, სადაც ის და კახი პირველად პაემანზე იყვნენ.

წაიკითხეთ ასევე: