Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგედია დაგვატყდა თავს, ლაშას არავისთვის არაფერი დაუშავებია... დაკავებული იძახის თურმე, არ ვიცნობდიო" - რას ჰყვება მოკლული ბიჭის ახლობელი
"ტრაგედია დაგვატყდა თავს, ლაშას არავისთვის არაფერი დაუშავებია... დაკავებული იძახის თურმე, არ ვიცნობდიო" - რას ჰყვება მოკლული ბიჭის ახლობელი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ თბი­ლის­ში. მეტ­რო­სად­გურ "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლი­ან­და­გებ­ში ჩა­აგ­დეს, რის შე­დე­გა­დაც ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

  • რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მეტ­რო­ში მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა 30 წლის ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლია. ის კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხან­და­კი­დან იყო. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, თბი­ლის­ში დრო­დად­რო სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­დი­ო­და.

"ლაშა ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ვის­თვის არას­დროს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. სიზ­მარ­ში გვგო­ნია ყვე­ლას თავი, ვე­რა­ვინ წარ­მო­ვიდ­გენ­დით ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ას სამ­წუ­ხა­როდ. უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან ძნე­ლია სი­ტყვე­ბით გად­მოს­ცე რა ხდე­ბა მის ოჯახ­ში, მის სა­ნა­თე­სა­ო­ში. ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს და ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს რა­ტომ, რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი.

იმე­დია გა­ვარ­კვევთ, რა­ტომ მოხ­და ეს გვა­ინ­ტე­რე­სებს და ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ეტაპ­ზე სხვა არა­ფე­რი ვი­ცით. ჩვენ რაც ვი­ცით, არ იც­ნობ­და ის დამ­ნა­შა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი იძა­ხის თურ­მე, არ ვიც­ნობ­დიო. ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას, რა და რო­გორ მოხ­და. ფი­ზი­კუ­რა­დაც არ ვი­ცით ვინ არის ის ადა­მი­ა­ნი. მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა, ჯერ ცხე­და­რიც არ მოგ­ვის­ვე­ნე­ბია სახ­ლში. სხვა არა­ფე­რი ვი­ცით" - ამ­ბობს მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლი ლა­შას ბი­ძაშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ტრაგედია დაგვატყდა თავს, ლაშას არავისთვის არაფერი დაუშავებია... დაკავებული იძახის თურმე, არ ვიცნობდიო" - რას ჰყვება მოკლული ბიჭის ახლობელი

"ტრაგედია დაგვატყდა თავს, ლაშას არავისთვის არაფერი დაუშავებია... დაკავებული იძახის თურმე, არ ვიცნობდიო" - რას ჰყვება მოკლული ბიჭის ახლობელი

ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლიანდაგებში ჩააგდეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

  • როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მეტროში მოკლული ახალგაზრდა 30 წლის ლაშა ამირეზაშვილია. ის კასპის რაიონის სოფელ ხანდაკიდან იყო. როგორც ახლობლები გვიყვებიან, თბილისში დროდადრო სამუშაოდ ჩამოდიოდა.

"ლაშა ჩემი ბიძაშვილია, ძალიან კარგი ადამიანი იყო, არავისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია. სიზმარში გვგონია ყველას თავი, ვერავინ წარმოვიდგენდით ასეთ სიტუაციას სამწუხაროდ. უბრალოდ ძალიან ძნელია სიტყვებით გადმოსცე რა ხდება მის ოჯახში, მის სანათესაოში. ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა თავს და ველოდებით პასუხს რატომ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი.

იმედია გავარკვევთ, რატომ მოხდა ეს გვაინტერესებს და ჯერჯერობით ამ ეტაპზე სხვა არაფერი ვიცით. ჩვენ რაც ვიცით, არ იცნობდა ის დამნაშავეს. დაკავებული იძახის თურმე, არ ვიცნობდიო. ველოდებით გამოძიებას, რა და როგორ მოხდა. ფიზიკურადაც არ ვიცით ვინ არის ის ადამიანი. მიდის გამოძიება, ჯერ ცხედარიც არ მოგვისვენებია სახლში. სხვა არაფერი ვიცით" - ამბობს მომხდარით შეძრული ლაშას ბიძაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: