სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება, თუმცა მუშაობის უფლება შაბათ-კვირას არ ექნება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, შაბათ-კვირას ასევე არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი იმ 5 ქალაქში (ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში), სადაც ტრანსპორტი 1-ელი თებერვლიდან აღდგება.
„იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
არანაირი შეზღუდვები!! გაიხსნას საზღვრები!! აღდგეს ტრანსპორტი, სომხეთმა და რუსეთმაც კი გახსნეს ყველაფერი! სირცვილი ამ ფულისმახეებს!!!!! გეყოთ
გახსენით ყველაფერი,მკაცრი სასჯელი და გადასახადი დააწესეთ პირბადის არასწორედ ტარებაზეც კი!თითქმის მთელმა საქართველომ გადავიტანეთ კოვიდი უკვე იმუნიტეტი გვაქვს!გვშია,კრედიტებს ვერ ვიხდით!