პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რომელიც ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს
რას პასუხობს გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რომელიც ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს

"ოქო­ნის ხატი არის ერ­თი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს კულ­ტუ­რუ­ლი და სუ­ლი­ე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად იყო ხატი ტე­რი­ტო­რი­უ­ლად, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი პრე­ტენ­ზია ამ სა­ხით, არის მი­უ­ღე­ბე­ლი", - ამის შე­სა­ხებ, გო­რი­სა და ატე­ნის ეპარ­ქი­ის მღვდელ­მა მამა გი­ორ­გიმ (კა­რე­ლი­ძე) დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან ოქო­ნის ხა­ტის გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის პა­სუ­ხად აღ­ნიშ­ნა.

ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის ფორ­მატ­ში დე­კემ­ბრის ბო­ლოს გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის ბოლო რა­უნ­დზე, დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ოქო­ნის ტრიპ­ტი­კო­ნის (სპი­ლოს ძვლის სამ­კა­რე­დი ხატი) დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა.

გო­რი­სა და ატე­ნის ეპარ­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ოქო­ნის ხა­ტის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს და აღ­ნი­შავს, რომ ხატი არის ერ­თი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს კულ­ტუ­რუ­ლი და სუ­ლი­ე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და დე ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლის პრე­ტენ­ზი­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ხა­ტის ის­ტო­რია, რო­მელ­ზეც სა­უ­ბა­რია და რო­მელ­საც ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ითხოვს, არის შემ­დე­გი - ეს ხატი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მობ­რძან­და მე­ცხრე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­გორც ელე­ნე დე­დოფ­ლის (ბაგ­რატ IV-ის მე­უღ­ლე). შემ­დეგ, მე­თერ­თმე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში, ზნა­უ­რის რა­ი­ონ­ში აშე­ნე­ბულ იქნა მო­ნას­ტე­რი, სა­დაც და­აბ­რძა­ნეს ხატი, აქ ცალ­სა­ხად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხა­ტის­თვის ტა­ძა­რი ზნა­უ­რის რა­ი­ონ­ში რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი დატ­ვირ­თვით არ აშე­ნე­ბუ­ლა, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში უამ­რა­ვია, როცა კუ­თხი­დან კუ­თხე­ში და­აბ­რძა­ნებ­დნენ ხა­ტებს ან სხვა სიწ­მინ­დე­ებს, აქ უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რია. შემ­დეგ მოხ­და მი­წისძვრა და ზნა­უ­რის ტა­ძა­რი და­ინ­გრა, რის შემ­დე­გაც ხატი გად­მო­აბ­რძა­ნეს გორ­ში, სა­დაც აა­შე­ნეს ოქო­ნის ტა­ძა­რი. მე­ცხრამ­ტე სა­უ­კუ­ნე­ში კი, ხატი გო­რი­დან გა­და­აბ­რძა­ნეს ცხინ­ვა­ლის მუ­ზე­უმ­ში, სა­ი­და­ნაც გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­კარ­გა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ხატი აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე, სა­დაც საკ­მა­ოდ ძვი­რად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი. ფონდ "ქარ­თუს" დახ­მა­რე­ბით, სწო­რედ აუქ­ცი­ონ­ზე გა­მო­ის­ყი­დეს ხატი და და­უბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლოს. ის ამ­ჟა­მად და­ცუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ოქ­როს ფონდში. ამი­ტომ, ცალ­სა­ხად ვამ­ბობ, რომ ხა­ტის ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლამ უნდა გა­ი­გოს, რომ ის არის ერ­თი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს კულ­ტუ­რუ­ლი და სუ­ლი­ე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად იყო ხატი ტე­რი­ტო­რი­უ­ლად, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი პრე­ტენ­ზია ამ სა­ხით, არის გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნა მამა გი­ორ­გიმ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
82

მატყუარა ამბები გე.რაც გაწყობთ იმას აკომენტარებთ.მიკერძოებული გამოცემა ხართ..

დ გ
62

კავკასიის სირცხვილი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

რას პასუხობს გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რომელიც ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს

რას პასუხობს გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რომელიც ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს

"ოქონის ხატი არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა და არ აქვს მნიშვნელობა, სად იყო ხატი ტერიტორიულად, შესაბამისად, ნებისმიერი პრეტენზია ამ სახით, არის მიუღებელი", - ამის შესახებ, გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმა მამა გიორგიმ (კარელიძე) დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მხრიდან ოქონის ხატის გადაცემის თაობაზე გაკეთებული განცხადების პასუხად აღნიშნა.

ჟენევის დისკუსიების ფორმატში დეკემბრის ბოლოს გამართული შეხვედრის ბოლო რაუნდზე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან ოქონის ტრიპტიკონის (სპილოს ძვლის სამკარედი ხატი) დაბრუნება მოითხოვა.

გორისა და ატენის ეპარქიის წარმომადგენელი ოქონის ხატის ისტორიას იხსენებს და აღნიშავს, რომ ხატი არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა და დე ფაქტო ცხინვალის პრეტენზიები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.

"ხატის ისტორია, რომელზეც საუბარია და რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ითხოვს, არის შემდეგი - ეს ხატი საქართველოში ჩამობრძანდა მეცხრე საუკუნეში, როგორც ელენე დედოფლის (ბაგრატ IV-ის მეუღლე). შემდეგ, მეთერთმეტე საუკუნეში, ზნაურის რაიონში აშენებულ იქნა მონასტერი, სადაც დააბრძანეს ხატი, აქ ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ხატისთვის ტაძარი ზნაურის რაიონში რაიმე კონკრეტული ეთნიკური დატვირთვით არ აშენებულა, მსგავსი შემთხვევები საქართველოს ისტორიაში უამრავია, როცა კუთხიდან კუთხეში დააბრძანებდნენ ხატებს ან სხვა სიწმინდეებს, აქ უჩვეულო არაფერია. შემდეგ მოხდა მიწისძვრა და ზნაურის ტაძარი დაინგრა, რის შემდეგაც ხატი გადმოაბრძანეს გორში, სადაც ააშენეს ოქონის ტაძარი. მეცხრამტე საუკუნეში კი, ხატი გორიდან გადააბრძანეს ცხინვალის მუზეუმში, საიდანაც გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

მოგვიანებით, რამდენიმე წლის წინ, ხატი აღმოჩენილი იქნა კრისტის აუქციონზე, სადაც საკმაოდ ძვირად იყო შეფასებული. ფონდ "ქართუს" დახმარებით, სწორედ აუქციონზე გამოისყიდეს ხატი და დაუბრუნდა საქართველოს. ის ამჟამად დაცულია სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში. ამიტომ, ცალსახად ვამბობ, რომ ხატის ისტორიიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ის არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა და არ აქვს მნიშვნელობა, სად იყო ხატი ტერიტორიულად, შესაბამისად, ნებისმიერი პრეტენზია ამ სახით, არის გაუგებარი და მიუღებელი", - აღნიშნა მამა გიორგიმ.

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის პროვოცირებაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

"ძალიან ცუდი სტატისტიკაა... ინფიცირებულთა შორის უამრავი ბავშვია, რომელთაც ვირუსი მძიმე ფორმებში გადააქვთ" - აფხაზეთსა და ცხინვალში "ინდური შტამი" გამოჩნდა

"პაკას" პირდაპირ აქვს ნათქვამი ბარცბასთვის, რომ ქართველებს შენი გაგორება არ გაუჭირდებათო" - აფხაზეთში "კრიმინალური ავტორიტეტების" დაკავებების სერია დაიწყო