საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კურორტი პარალიზებულია" - რა ხდება ბაკურიანში და რას პასუხობს დამსვენებლების პრეტენზიებს ბაკურიანის განვითარების სააგენტო
"კურორტი პარალიზებულია" -  რა ხდება ბაკურიანში და რას პასუხობს დამსვენებლების პრეტენზიებს ბაკურიანის განვითარების სააგენტო

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ბა­კუ­რი­ან­ში ჩამ­სვლე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი და­ბა­ში მუდ­მივ სა­ცო­ბებ­ზე, ყი­ნუ­ლით და­ფა­რულ სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კებ­ზე, შე­ზღუ­დულ სა­პარ­კინ­გე სივ­რცე­ებ­სა და ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ბა­კუ­რი­ა­ნის პა­რა­ლი­ზე­ბა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, კუ­რორ­ტის სატ­რან­სპორ­ტო და არა­თა­ნა­ბა­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კის ერ­თმა­ნეთ­თან აც­დე­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა.

  • სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, გა­უ­მარ­თა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სხვა­დას­ხვა სა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ბა­კუ­რი­ა­ნის­თვის არა­ხა­ლი პრობ­ლე­მაა და აქ­ტი­ურ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში სა­ცე­მია. ამ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი წლე­ბია, სე­ზო­ნუ­რად აქ­ტი­ურ­დე­ბა, თუმ­ცა ჯერ-ჯე­რო­ბით მათი დიდი ნა­წი­ლი გა­და­უჭ­რე­ლი რჩე­ბა. ბა­კუ­რი­ა­ნი რომ წლე­ვან­დელ სე­ზონ­საც ბევ­რი პრობ­ლე­მით შეხ­ვდა, ამას აღი­ა­რებს ბა­კუ­რი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოც.

AMBEBI.GE- სთან სა­უბ­რი­სას სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ეკა­ტე­რი­ნე ორ­ჯო­ნი­კი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ წლე­ვან­დე­ლი გრძე­ლი სა­ცო­ბე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ­მა ნა­კად­მა გა­ნა­პი­რო­ბა. რეს­პონ­დენ­ტი და­ბის პრობ­ლე­მებ­ზე და მის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"ბა­კუ­რი­ან­ში გა­მოწ­ვე­ვე­ბი ზო­გა­დად ბევ­რია, ეს არის ათწლე­უ­ლო­ბით დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ბა­კუ­რი­ა­ნის გარ­შე­მო ბევ­რი პრობ­ლე­მა და­ვაგ­რო­ვეთ, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. წელს რაც ხდე­ბა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა ნა­კა­დიც გვაქვს, ასე­თი არ ახ­სოვს ბა­კუ­რი­ა­ნის ის­ტო­რი­ას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ბა­კუ­რი­ა­ნი პა­ტა­რა კუ­რორ­ტია, ქა­ლა­ქი არ არის და ისე­თი სა­ცო­ბია, ენით აუ­წე­რე­ლი, კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა. ისიც მეს­მის, ადა­მი­ა­ნებს ჩა­მოს­ვლას ვერ აუკ­რძა­ლავ, არ­და­დე­გე­ბია და აქ მო­დის უმ­რავ­ლე­სო­ბა.

ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში არ­და­დე­გე­ბიც კი ჯაჭ­ვუ­რად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რათა კო­ლაფ­სი არ მოხ­დეს, ან მერე ერ­თი­ა­ნად არ და­ი­ცა­ლოს კუ­რორ­ტი, ანუ ყვე­ლა­ფერ­ზე წი­ნას­წა­რაა ნა­ფიქ­რი. ჩვენ­თან ასე არ არის, სამ­წუ­ხა­როდ. დამ­სვე­ნებ­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია სა­ცო­ბებ­მა, ზოგ­ჯერ ოჯა­ხი­დან 5 მან­ქა­ნით მო­დი­ან და­სას­ვე­ნებ­ლად და ამა­ზე თა­ვად უნდა იფიქ­რონ. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია ის, რომ სა­ფეხ­მავ­ლო აღარ არ­სე­ბობს, 100-200 მეტრშიც კი ყვე­ლა მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბა, მან­ქა­ნებს სა­ფეხ­მავ­ლო­ებ­ზე აყე­ნე­ბენ. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მაა სა­პარ­კინ­გე სივ­რცე­ე­ბის არ­ქო­ნა, ეს აუ­ცი­ლებ­ლად მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია. გაზი, წყა­ლი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი წეს­რიგ­შია და ნორ­მა­ში, დე­ბე­ტი იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე სა­ჭი­რო­ე­ბაა.

გზე­ბი, რა თქმა უნდა, არ არის კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, არის ორ­მო­ე­ბი, მოყი­ნულ ტრო­ტუ­ა­რებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად იყ­რე­ბა მა­რი­ლი, მაგ­რამ ხში­რად მა­ინც ვერ ვყრით, მან­ქა­ნე­ბი გვიშ­ლი­ან ხელს. ნარ­ჩე­ნე­ბი გაგ­ვაქვს მარ­ტო ღა­მის სა­ა­თებ­ში იმი­ტომ, რომ დღე ნა­გავმზი­დე­ბი ვერ გა­მოგ­ვყავს, კი­დევ სა­ცო­ბი გვინ­და? ღა­მი­თაც რომ გა­მოგ­ვყავს, ურ­ნის გარ­შე­მო იმ­დე­ნი მან­ქა­ნა აყე­ნია, პატ­რუ­ლი მეხ­მა­რე­ბა, პატ­რო­ნე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ბი­ნე­ბი­დან, მან­ქა­ნე­ბი რომ გა­იყ­ვა­ნონ, მი­ვი­დე და ნა­გა­ვი გა­მო­ვი­ტა­ნოთ, ამ კუ­თხი­თაც სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა. ხომ შე­იძ­ლე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მაც ხელი შეგ­ვი­წყონ? მარ­ტო ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და კრი­ტი­კა მარ­ტი­ვია, თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც უნდა შე­ას­რუ­ლონ - ნა­გა­ვი ურ­ნა­ში ჩა­ყა­რონ და არა ფან­ჯრე­ბი­დან ის­რო­ლონ (აქ ვი­საც სად უნდა, იქ ის­ვრის ნა­გავს).

გა­მოწ­ვე­ვა ბევ­რია სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხი­თაც, გუ­შინ მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და გა­და­წყდა, რომ კა­ტას­ტრო­ფის მან­ქა­ნაც მუდ­მი­ვად იდ­გე­ბა ქუ­ჩა­ში (ვი­ნა­ი­დან ძალ­ზე ხში­რია მო­ტე­ხი­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი), სას­წრა­ფოს ბრი­გა­დე­ბი და­მა­ტე­ბუ­ლია და სხვა. ვთვლი, რომ რო­გორც კი სე­ზო­ნი ცოტა ჩა­ყუჩ­დე­ბა, ყვე­ლა უწყე­ბა ერ­თად უნდა დავ­სხდეთ, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო იქ­ნე­ბა, სე­ზონს გა­მარ­თუ­ლად რომ შევ­ხვდეთ. ფაქ­ტია, რომ ბა­კუ­რი­ა­ნის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სია, დი­დია დატ­ვირ­თვა, ამი­ტომ ყვე­ლა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვმო­ბი­ლიზ­დეთ ბა­კუ­რი­ა­ნის გარ­შე­მო, მარ­ტო ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტო ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ ზე­გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, ეს იყო უდი­დე­სი შეც­დო­მა და და­ნა­შა­უ­ლი ქვეყ­ნის და ერის წი­ნა­შე. ბა­კუ­რი­ან­ში მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის აშე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ბა­კუ­რი­ა­ნი უნდა იყოს მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ არ და­ვა­ზი­ა­ნოთ ბახ­მა­რო, ან­დე­ზი­ტი, ცი­ხის­ჯვა­რი, ტა­ბა­წყუ­რი და ა.შ. ამა­ზე ყვე­ლამ უნდა ამო­ვი­ღოთ ხმა. ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ზი­ან­დე­ბა კი არა, კუ­რორტზე თოვ­ლიც აღარ ჩერ­დე­ბა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და მან­ქა­ნა რო­მაა, ამ­დე­ნი ფე­ჩია ჩარ­თუ­ლი. ხომ მიხ­ვდნენ, რომ ეს კუ­რორ­ტი არ არის ამ­დენ ადა­მი­ან­ზე გათ­ვლი­ლი? არა­ვინ ფიქ­რობს არც გამ­წვა­ნე­ბა­ზე, ყვე­ლა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მარ­ტო აა­შე­ნოს ბინა, გა­ყი­დოს და აკე­თოს ბიზ­ნე­სი. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლამ ერ­თად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად უნდა ვი­ფიქ­როთ.

არ­სე­ბობს 2019 წელს მი­ღე­ბუ­ლი ბა­კუ­რი­ა­ნის გენ­გეგ­მა, ახლა, ამ­წუ­თას მისი რე­ვი­ზია მიმ­დი­ნა­რე­ობს. როცა მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვას გავ­ცემთ, 2+1-ია ჩვე­ნი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ირ­ღვე­ვა - ნე­ბარ­თვა გა­ი­ცე­მა 4-5 სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ზე, მშე­ნე­ბე­ლი კი 8 სარ­თუ­ლი­ანს აშე­ნებს. დარ­ღვე­ვე­ბის­თვის სხვა მკაც­რი ბერ­კე­ტი უნდა მუ­შა­ობ­დეს, თო­რემ ჩვე­ნი ბერ­კე­ტი მარ­ტო ის არის, რომ ჯა­რი­მა გა­და­ვახ­დე­ვი­ნოთ. ადა­მი­ა­ნე­ბი ჯა­რი­მას იხ­დი­ან, ამი­ტომ ბერ­კე­ტი უნდა იყოს ისე­თი, რომ უნე­ბარ­თვოდ აშე­ნე­ბულ ერთ კვად­რატ­შიც კი არ შე­უყ­ვა­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია - წყა­ლი, გაზი, შუქი და უნე­ბარ­თვო მშე­ნებ­ლო­ბე­ბიც იქ დას­რულ­დე­ბა. მე, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ერთი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე მო­რა­ტო­რი­უმს გა­მო­ვა­ცხა­დებ­დი იმი­ტომ, რომ ბა­კუ­რი­ან­ში უკვე აღა­რაფ­რის აშე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, აღარ ეტე­ვა არც კაცი, არც - შე­ნო­ბა. ბა­კუ­რი­ა­ნი, ეს მარ­გა­ლი­ტი ბან­გლა­დე­შად გა­და­ვაქ­ცი­ეთ... ადრე კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბიც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ როცა ის 50 კაც­ზეა გათ­ვლი­ლი და 500 კაცი შევა, ვე­ღარ აუ­დი­ან, პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია სრუ­ლად კუ­რორ­ტი. ერ­თის მხრივ, კარ­გია ბევ­რი დამ­სვე­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ დაბა ვე­ღარ იტევს და რა ქნას, გავ­წე­ლოთ, გავ­ჭი­მოთ, თუ რა გა­ვა­კე­თოთ?

კომ­პლექ­სუ­რად არის პრობ­ლე­მებ­ზე და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი და სამ­სჯე­ლო, ყვე­ლა ერ­თად უნდა დავ­სხდეთ და ანა­ლი­ზი გა­ვა­კე­თოთ, ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. არა მარ­ტო ბა­კუ­რი­ან­შია პრობ­ლე­მე­ბი, ზა­ფხულ­ში ბა­თუმ­შიც იგი­ვე ხდე­ბა. ამ­ჟა­მად ბა­კუ­რი­ან­ში უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბიც არი­ან და ოლიმ­პი­ა­დის­თვის კი­დევ უამ­რავ ტუ­რისტსა და სპორ­ტსმენს ვე­ლო­დე­ბით 43 ქვეყ­ნი­დან. ალ­ბათ ის გვიშ­ვე­ლის, რომ 9 თე­ბერ­ვლი­დან დამ­სვე­ნე­ბელ­თა ამ­ხე­ლა ნა­კა­დი აღარ იქ­ნე­ბა, შემ­ცირ­დე­ბა და მარ­თვა აღარ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"კურორტი პარალიზებულია" - რა ხდება ბაკურიანში და რას პასუხობს დამსვენებლების პრეტენზიებს ბაკურიანის განვითარების სააგენტო

"კურორტი პარალიზებულია" -  რა ხდება ბაკურიანში და რას პასუხობს დამსვენებლების პრეტენზიებს ბაკურიანის განვითარების სააგენტო

ბოლო რამდენიმე დღეა ბაკურიანში ჩამსვლელი დამსვენებლები დაბაში მუდმივ საცობებზე, ყინულით დაფარულ საფეხმავლო ბილიკებზე, შეზღუდულ საპარკინგე სივრცეებსა და ნარჩენების მართვის პრობლემაზე საუბრობენ. ბაკურიანის პარალიზება, როგორც ამბობენ, კურორტის სატრანსპორტო და არათანაბარი განაშენიანების პოლიტიკის ერთმანეთთან აცდენამ განაპირობა.

  • საპარკინგე ადგილების ნაკლებობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა სახის სოციალური ობიექტების ნაკლებობა ბაკურიანისთვის არახალი პრობლემაა და აქტიურ პერიოდში განსაკუთრებით თვალში საცემია. ამ პრობლემებზე საუბარი წლებია, სეზონურად აქტიურდება, თუმცა ჯერ-ჯერობით მათი დიდი ნაწილი გადაუჭრელი რჩება. ბაკურიანი რომ წლევანდელ სეზონსაც ბევრი პრობლემით შეხვდა, ამას აღიარებს ბაკურიანის განვითარების სააგენტოც.

AMBEBI.GE- სთან საუბრისას სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე აღნიშნავს, რომ წლევანდელი გრძელი საცობების მთავარი მიზეზი დამსვენებლების განსაკუთრებით დიდმა ნაკადმა განაპირობა. რესპონდენტი დაბის პრობლემებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე გვესაუბრება:

"ბაკურიანში გამოწვევები ზოგადად ბევრია, ეს არის ათწლეულობით დაგროვილი პრობლემები. ჩვენდა სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ბაკურიანის გარშემო ბევრი პრობლემა დავაგროვეთ, რაც ძალიან ცუდია. წელს რაც ხდება, დამსვენებელთა და ავტომობილების რა ნაკადიც გვაქვს, ასეთი არ ახსოვს ბაკურიანის ისტორიას. მოგეხსენებათ, რომ ბაკურიანი პატარა კურორტია, ქალაქი არ არის და ისეთი საცობია, ენით აუწერელი, კატასტროფა ხდება. ისიც მესმის, ადამიანებს ჩამოსვლას ვერ აუკრძალავ, არდადეგებია და აქ მოდის უმრავლესობა.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში არდადეგებიც კი ჯაჭვურად არის გადანაწილებული, რათა კოლაფსი არ მოხდეს, ან მერე ერთიანად არ დაიცალოს კურორტი, ანუ ყველაფერზე წინასწარაა ნაფიქრი. ჩვენთან ასე არ არის, სამწუხაროდ. დამსვენებლების უკმაყოფილება გამოიწვია საცობებმა, ზოგჯერ ოჯახიდან 5 მანქანით მოდიან დასასვენებლად და ამაზე თავად უნდა იფიქრონ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ საფეხმავლო აღარ არსებობს, 100-200 მეტრშიც კი ყველა მანქანით გადაადგილდება, მანქანებს საფეხმავლოებზე აყენებენ. ყველაზე დიდი პრობლემაა საპარკინგე სივრცეების არქონა, ეს აუცილებლად მოსაწესრიგებელია. გაზი, წყალი და კომუნიკაციები წესრიგშია და ნორმაში, დებეტი იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროებაა.

გზები, რა თქმა უნდა, არ არის კარგ მდგომარეობაში, არის ორმოები, მოყინულ ტროტუარებზე მაქსიმალურად იყრება მარილი, მაგრამ ხშირად მაინც ვერ ვყრით, მანქანები გვიშლიან ხელს. ნარჩენები გაგვაქვს მარტო ღამის საათებში იმიტომ, რომ დღე ნაგავმზიდები ვერ გამოგვყავს, კიდევ საცობი გვინდა? ღამითაც რომ გამოგვყავს, ურნის გარშემო იმდენი მანქანა აყენია, პატრული მეხმარება, პატრონები ჩამოვიყვანოთ ბინებიდან, მანქანები რომ გაიყვანონ, მივიდე და ნაგავი გამოვიტანოთ, ამ კუთხითაც სრული კატასტროფაა. ხომ შეიძლება, მოქალაქეებმაც ხელი შეგვიწყონ? მარტო ლანძღვა-გინება და კრიტიკა მარტივია, თავიანთი მოვალეობებიც უნდა შეასრულონ - ნაგავი ურნაში ჩაყარონ და არა ფანჯრებიდან ისროლონ (აქ ვისაც სად უნდა, იქ ისვრის ნაგავს).

გამოწვევა ბევრია სამედიცინო კუთხითაც, გუშინ მქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და გადაწყდა, რომ კატასტროფის მანქანაც მუდმივად იდგება ქუჩაში (ვინაიდან ძალზე ხშირია მოტეხილობის შემთხვევები), სასწრაფოს ბრიგადები დამატებულია და სხვა. ვთვლი, რომ როგორც კი სეზონი ცოტა ჩაყუჩდება, ყველა უწყება ერთად უნდა დავსხდეთ, ძალიან ბევრი სამუშაო იქნება, სეზონს გამართულად რომ შევხვდეთ. ფაქტია, რომ ბაკურიანის მიმართ დიდი ინტერესია, დიდია დატვირთვა, ამიტომ ყველანი მაქსიმალურად უნდა ვმობილიზდეთ ბაკურიანის გარშემო, მარტო ჩვენი სააგენტო ვერაფერს გახდება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზეგადაჭარბებულია განაშენიანება, ეს იყო უდიდესი შეცდომა და დანაშაული ქვეყნის და ერის წინაშე. ბაკურიანში მრავალსართულიანი კორპუსების აშენება დაუშვებელია. ბაკურიანი უნდა იყოს მაგალითი იმისა, როგორ არ დავაზიანოთ ბახმარო, ანდეზიტი, ციხისჯვარი, ტაბაწყური და ა.შ. ამაზე ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა. ინფრასტრუქტურას ზიანდება კი არა, კურორტზე თოვლიც აღარ ჩერდება ამდენი ადამიანი და მანქანა რომაა, ამდენი ფეჩია ჩართული. ხომ მიხვდნენ, რომ ეს კურორტი არ არის ამდენ ადამიანზე გათვლილი? არავინ ფიქრობს არც გამწვანებაზე, ყველა ორიენტირებულია მარტო ააშენოს ბინა, გაყიდოს და აკეთოს ბიზნესი. ასე არ შეიძლება, ყველამ ერთად სახელმწიფოებრივად უნდა ვიფიქროთ.

არსებობს 2019 წელს მიღებული ბაკურიანის გენგეგმა, ახლა, ამწუთას მისი რევიზია მიმდინარეობს. როცა მშენებლობის ნებართვას გავცემთ, 2+1-ია ჩვენი კოეფიციენტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ირღვევა - ნებართვა გაიცემა 4-5 სართულიან შენობაზე, მშენებელი კი 8 სართულიანს აშენებს. დარღვევებისთვის სხვა მკაცრი ბერკეტი უნდა მუშაობდეს, თორემ ჩვენი ბერკეტი მარტო ის არის, რომ ჯარიმა გადავახდევინოთ. ადამიანები ჯარიმას იხდიან, ამიტომ ბერკეტი უნდა იყოს ისეთი, რომ უნებართვოდ აშენებულ ერთ კვადრატშიც კი არ შეუყვანო კომუნიკაცია - წყალი, გაზი, შუქი და უნებართვო მშენებლობებიც იქ დასრულდება. მე, როგორც ადგილობრივი, ერთი რიგითი მოქალაქე მორატორიუმს გამოვაცხადებდი იმიტომ, რომ ბაკურიანში უკვე აღარაფრის აშენება არ შეიძლება, აღარ ეტევა არც კაცი, არც - შენობა. ბაკურიანი, ეს მარგალიტი ბანგლადეშად გადავაქციეთ... ადრე კვების ობიექტებიც მოწესრიგებული იყო, მაგრამ როცა ის 50 კაცზეა გათვლილი და 500 კაცი შევა, ვეღარ აუდიან, პარალიზებულია სრულად კურორტი. ერთის მხრივ, კარგია ბევრი დამსვენებელი, მაგრამ დაბა ვეღარ იტევს და რა ქნას, გავწელოთ, გავჭიმოთ, თუ რა გავაკეთოთ?

კომპლექსურად არის პრობლემებზე დასაფიქრებელი და სამსჯელო, ყველა ერთად უნდა დავსხდეთ და ანალიზი გავაკეთოთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი. არა მარტო ბაკურიანშია პრობლემები, ზაფხულში ბათუმშიც იგივე ხდება. ამჟამად ბაკურიანში უცხოელი ტურისტებიც არიან და ოლიმპიადისთვის კიდევ უამრავ ტურისტსა და სპორტსმენს ველოდებით 43 ქვეყნიდან. ალბათ ის გვიშველის, რომ 9 თებერვლიდან დამსვენებელთა ამხელა ნაკადი აღარ იქნება, შემცირდება და მართვა აღარ გაგვიჭირდება“.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"