სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს კვლევა, რომ კოვიდი ბოლომდე არ გადის ორგანიზმიდან, ეძებს დარჩენის გზებს" - რა გართულებებს ტოვებს კოვიდგადატანილ პაციენტებში ვირუსი
"არსებობს კვლევა, რომ კოვიდი ბოლომდე არ გადის ორგანიზმიდან, ეძებს დარჩენის გზებს" - რა გართულებებს ტოვებს კოვიდგადატანილ პაციენტებში ვირუსი

Covid-19-ის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტებს თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აწუ­ხებთ სხვა­დას­ხვა სიმპტო­მი, რა­საც "ხან­გრძლი­ვი კო­ვი­დის სინ­დრომს" ან პოს­ტკო­ვი­დურ გარ­თუ­ლე­ბებს უწო­დე­ბენ. კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი 23 წლის ექი­მის სა­ვა­რა­უ­დოდ, თრომ­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბამ, უამ­რა­ვი შე­კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა, რად­გან კო­რო­ნა­ვირუსს სხვა გარ­თუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბაც ახა­სი­ა­თებს.

რა ჩი­ვი­ლე­ბი აწუ­ხებთ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლებს და არის თუ არა კავ­შირ­ში უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი კო­ვი­დის შემ­დგომ გარ­თუ­ლე­ბებ­თან - AMBEBI.GE ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­და და სპე­ცი­ა­ლის­ტებს ესა­უბ­რა.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე ამ­ბობს, რომ იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, ვის­თა­ნაც ვირუ­სი მძი­მე ფორ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, 25%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი. მისი თქმით, შე­საძ­ლოა ეს შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი ერთ წლამ­დეც გაგ­რძელ­დეს.

"სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ "ლან­ცეტ­ში" და­ი­ბეჭ­და კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც პოს­ტკო­ვი­დუ­რი სიმპტო­მე­ბის მთე­ლი კას­კა­დი არ­სე­ბობს. პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ კო­ვი­დი ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე და არა­სო­დეს ვი­ცით, ვის რა ორ­გა­ნოს და­უ­ზი­ა­ნებს.

ერთი კვლე­ვის თა­ნახ­მად, კო­ვი­დი პრობ­ლე­მას ტო­ვებს ფილ­ტვებ­ში. და­ა­ვა­დე­ბა­გა­და­ტა­ნილ პი­რებს უჭირთ სუნ­თქვა და ენერ­გია უქ­ვე­ით­დე­ბათ. დად­გინ­და, რომ მა­გა­ლი­თად, სპორ­ტსმე­ნებს უჭირ­დათ ძვე­ლე­ბუ­რი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბა და აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თქვა. გარ­და ამი­სა, კო­ვი­დი აზი­ა­ნებს გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­საც. გა­მო­ი­ხა­ტა მი­ო­კარ­დი­უ­მის, ანუ გუ­ლის კუნ­თის მიმ­დი­ნა­რე ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

კი­დევ ერთი სა­ყუ­რა­დღე­ბო სიმპტო­მი, რაც საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, გახ­ლავთ დეპ­რე­სი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი: შფოთ­ვა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა და უძი­ლო­ბა

თა­ვი­დან ექი­მებს ეგო­ნათ, რომ ეს იყო პოს­ტკო­ვი­დუ­რი სტრე­სი, მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდ­ხანს გას­ტა­ნა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს არის პოს­ტკო­ვი­დუ­რი პრობ­ლე­მა და საქ­მე გვაქვს სის­ტე­მე­ბის კომ­პლექ­სურ დარ­ღვე­ვებ­თან.

ერთ-ერთ კვლე­ვა­ში აღ­წე­რი­ლი იყო კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. მა­გა­ლი­თად, გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და კომ­პი­უ­ტერ­თან, ვერ აკე­თებ­და კონ­ცენ­ტრა­ცი­ას და მუ­შა­ო­ბას ვერ ახერ­ხებ­და" - სა­უბ­რობს ფხა­კა­ძე AMBEBI.GE-სთან.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტის პროგ­ნო­ზით, მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში პოს­ტკო­ვი­დუ­რი კლი­ნი­კე­ბის გახ­სნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გე­ბა. ასე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი უკვე გა­იხ­სნა აშშ-ში და წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

"ძა­ლი­ან ბევ­რმა გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბევ­რს დას­ჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ნი­სა­ზღვროს ჩი­ვი­ლე­ბი პოს­ტკო­ვი­დუ­რია თუ ზო­გა­დი. ამის­თვის სა­ჭი­რო გახ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც კომ­პლექ­სუ­რად უმ­კურ­ნა­ლე­ბენ პა­ცი­ენ­ტებს" - ამ­ბობს ფხა­კა­ძე.

შიდსი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი პათ­ლო­გე­ბის ცენ­ტრის ექი­მი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა AMBEBI.GE-სთან იმ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლე­ბიც პრაქ­ტი­კა­ში ჰქო­ნია კო­რო­ნა­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებ­ში.

ექი­მის თქმით, კო­ვი­დის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ იმ პა­ცი­ენ­ტებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რომ­ლებ­მაც და­ა­ვა­დე­ბა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნეს.

"პოს­ტკო­ვი­დუ­რი ჩი­ვი­ლე­ბი ძალ­ზედ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. არის გულ­სის­ხლძარ­ღვთა პრობ­ლე­მე­ბი, სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი. გვქონ­და შემ­თხვევ­ბი, რო­დე­საც არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის მქო­ნე პა­ცი­ენტს, კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ დარ­ჩათ მა­ღა­ლი წნე­ვე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ.

იმ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­მაც მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნეს კო­ვი­დი, დიდ­ხანს აქვთ ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა და და­ბა­ლი სა­ტუ­რა­ცია, რად­გან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვთ ფილ­ტვის ქსო­ვი­ლე­ბი

საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია კი­დუ­რე­ბის და­ბუ­ჟე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეს და­ა­ვა­დე­ბა აზი­ა­ნებს სის­ხლძარ­ღვებს და ზრდის თრომ­ბე­ბის რისკს, მაგ­რამ ეს და­ბუ­ჟე­ბე­ბი ხში­რად ამას­თან არ არის კავ­შირ­ში და ნევ­რო­ლო­გუ­რი პრობ­ლე­მით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამი­ტომ სა­ჭი­როა, გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და გა­მო­ი­რი­ცხოს შე­მა­დე­დე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მა. ეს რო­გორც წესი, არ არის სა­ში­ში და ნელ-ნელა ყო­ველ­გვა­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე ლაგ­დე­ბა. არც ყნოს­ვის და გე­მოვ­ნე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას სჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა.

კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი უჩი­ვი­ან ხოლ­მე სუ­ფებ­რი­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ხან­გრძილ­ვე­ბა­საც. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ღა­მო­ო­ბით. ესეც არ არის სა­ში­ში, თუ მას არ აქვს მზარ­დი ტენ­დენ­ცია და არ ახ­ლავს სხვა პრობ­ლე­მე­ბი", - გვე­უბ­ნე­ბა ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებ­ში უე­ცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებს, სპე­ცა­ლის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­დეს, რამ გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ა­ნა­ლიზ­დეს მომ­ხდა­რი. გი­ორ­გი ფხა­კა­ძის თქმით, ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი უე­ცარ გარ­დაც­ვა­ლე­ბას იწ­ვევს.

"სიკ­ვდი­ლი ისე­თი რამ არის, რო­დის რა ორ­გა­ნო არ იმუ­შა­ვებს, ვე­რა­სო­დეს გან­ვსა­ზღვრავთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი დიდი პრობ­ლე­მა გვავ­ქვს - არ ხდე­ბა გვა­მის გაკ­ვე­თა, თუ ის და­ნა­შა­ულ­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ქარ­თვე­ლებ­მა არ ვი­ცით რის­გან ვი­ხო­ცე­ბით. რომ ხდე­ბო­დეს ექ­სპერ­ტი­ზა, ნამ­დვი­ლად დად­გინ­დე­ბო­და სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზე­ბი. ამი­ტომ ახლა ძნე­ლია ვი­სა­უბ­როთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე და მი­თუ­მე­ტეს, ეს და­ვა­კავ­ში­როთ პოს­ტკო­ვი­დურ გარ­თუ­ლე­ბას­თან. შე­საძ­ლოა, კო­ვიდ­მა იმოქ­მე­დოს, მაგ­რამ ასე­ვე შე­საძ­ლოა და­ემ­თხვა უბ­რა­ლოდ.

ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, არა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ უე­ცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბა კო­ვი­დით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, არ არ­სე­ბობს. სტა­ტის­ტი­კუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში თვე­ში და­ახ­ლო­ო­ე­ბით 15 000 ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა. ყვე­ლა რომ გა­ი­კე­თებს ვაქ­ცი­ნას, მა­ინც ხომ გარ­და­იც­ვლე­ბა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი? ამი­ტომ რომ ვთქვათ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თეს და გარ­და­იც­ვალ­ნენ, ხომ იქ­ნე­ბა არას­წო­რი?" - გვე­უბ­ნე­ბა ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე.

ექი­მე­ბი გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი კო­ვი­დის სინ­დრომს სა­გან­გა­შოდ არ მი­იჩ­ნე­ვენ. მათი შე­ფა­სე­ბით, სიმპტო­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სით გა­ივ­ლის. მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სიმპტო­მებს მზარ­დი ტენ­დენ­ცია ახა­სი­ა­თებთ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ექი­მის კო­ნულ­ტა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ ადა­მი­ა­ნე­ბებს სა­სი­ხა­რუ­ლოდ უფრო აქვთ საქ­მე, ვიდ­რე პი­რი­ქით. კარ­გია, რომ მათი 95% და­ცუ­ლე­ბი, ჩავ­თვა­ლოთ, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უახ­ლო­ე­სი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ვი­დი არ და­ე­მარ­თე­ბათ. ამას­თან, ხე­ლა­ხა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბევ­რად იოლ ფორ­მებ­ში გა­და­ი­ტა­ნენ და­ა­ვა­დე­ბას და კი­დევ ერთი სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლე მათ­თვის - რე­ინ­ფი­ცი­რე­ბა ძალ­ზედ იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა.

თუმ­ცა, ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, რომ სიფრ­თხი­ლე ყვე­ლა კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პირს მარ­თებს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სიმპტო­მი­ა­ნად გა­და­ი­ტა­ნეს თუ უსიმპტო­მოდ

არ­სე­ბობს კვლე­ვაც, რომ კო­ვი­დი ბო­ლომ­დე ორ­გა­ნიზ­მი­დან არ გა­დის, ეძებს დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და რომ რჩე­ბა, მერე რას გა­ა­კე­თებს, ჩვენ ჯერ არ ვი­ცით. ამი­ტომ სა­ჭი­როა ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და დარ­წმუ­ნე­ბა იმა­ში, რომ ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში სა­ში­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ამ­ბობს ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
48

არ დაიღალეთ ხალხი მოტკუებით? აღარავის სჯერა თქვენი აფერისტობების თავი დაგვანებეთ !!!

პაციენტი
4

დიდი ხნის წინ, ბავშვობაში, გადატანილმა გრიპმა (მაშინ ყველა გრიპს ერთი სახელი ჰქონდა _ ვირუსული) დამიტოვა საკმაოდ სერიოზული გართულება გულზე; შემდეგ უკვე მოზრდილს ეს გრიპები რამდენჯერმე გადამივიდა უსიცხო ფილტვების ანთებაში. ასე რომ, გართულებას ყველა ვირუსი ტოვებს მეტნაკლებად. კი მოვედი 60 წლამდე ჯანმრთელი და საღი. ასე რომ, ნუ გეშინიათ. მთავარია, რომ გადაიტანეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"არსებობს კვლევა, რომ კოვიდი ბოლომდე არ გადის ორგანიზმიდან, ეძებს დარჩენის გზებს" - რა გართულებებს ტოვებს კოვიდგადატანილ პაციენტებში ვირუსი

"არსებობს კვლევა, რომ კოვიდი ბოლომდე არ გადის ორგანიზმიდან, ეძებს დარჩენის გზებს" - რა გართულებებს ტოვებს კოვიდგადატანილ პაციენტებში ვირუსი

Covid-19-ის გადატანის შემდეგ, პაციენტებს თვეების განმავლობაში აწუხებთ სხვადასხვა სიმპტომი, რასაც "ხანგრძლივი კოვიდის სინდრომს" ან პოსტკოვიდურ გართულებებს უწოდებენ. კოვიდგადატანილი 23 წლის ექიმის სავარაუდოდ, თრომბით გარდაცვალებამ, უამრავი შეკითხვა გააჩინა, რადგან კორონავირუსს სხვა გართულებებთან ერთად, თრომბოემბოლიური გართულებაც ახასიათებს.

რა ჩივილები აწუხებთ კოვიდგადატანილებს და არის თუ არა კავშირში უეცარი სიკვდილის შემთხვევები კოვიდის შემდგომ გართულებებთან - AMBEBI.GE ამ საკითხით დაინტერესდა და სპეციალისტებს ესაუბრა.

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ იმ პაციენტებში, ვისთანაც ვირუსი მძიმე ფორმებში მიმდინარეობს, 25%-ს აღენიშნება პოსტკოვიდური გართულებები. მისი თქმით, შესაძლოა ეს შემაწუხებელი სიმპტომები ერთ წლამდეც გაგრძელდეს.

"სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" დაიბეჭდა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც პოსტკოვიდური სიმპტომების მთელი კასკადი არსებობს. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ კოვიდი ძალიან ინდივიდუალურად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და არასოდეს ვიცით, ვის რა ორგანოს დაუზიანებს.

ერთი კვლევის თანახმად, კოვიდი პრობლემას ტოვებს ფილტვებში. დაავადებაგადატანილ პირებს უჭირთ სუნთქვა და ენერგია უქვეითდებათ. დადგინდა, რომ მაგალითად, სპორტსმენებს უჭირდათ ძველებური დატვირთვით მუშაობა და აღენიშნებოდათ გახშირებული სუნთქვა. გარდა ამისა, კოვიდი აზიანებს გულსისხლძარღვთა სისტემასაც. გამოიხატა მიოკარდიუმის, ანუ გულის კუნთის მიმდინარე ანთებითი პროცესები და მასთან დაკავშირებული გართულებები.

კიდევ ერთი საყურადღებო სიმპტომი, რაც საკმაოდ გავრცელებულია, გახლავთ დეპრესიული გამოვლინებები: შფოთვა, გუნება-განწყობილების დაქვეითება და უძილობა

თავიდან ექიმებს ეგონათ, რომ ეს იყო პოსტკოვიდური სტრესი, მაგრამ იმდენად დიდხანს გასტანა, აღმოჩნდა, რომ ეს არის პოსტკოვიდური პრობლემა და საქმე გვაქვს სისტემების კომპლექსურ დარღვევებთან.

ერთ-ერთ კვლევაში აღწერილი იყო კონცენტრაციის დაქვეითების შემთხვევებიც. მაგალითად, გრაფიკული დიზაინერი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა კომპიუტერთან, ვერ აკეთებდა კონცენტრაციას და მუშაობას ვერ ახერხებდა" - საუბრობს ფხაკაძე AMBEBI.GE-სთან.

ჯანდაცვის ექსპერტის პროგნოზით, მალე საქართველოში პოსტკოვიდური კლინიკების გახსნის აუცილებლობა დადგება. ასეთი დაწესებულებები უკვე გაიხსნა აშშ-ში და წარმატებით ფუნქციონირებს.

"ძალიან ბევრმა გადაიტანა კოვიდი საქართველოში და ბევრს დასჭირდება მკურნალობა. აუცილებლად უნდა განისაზღვროს ჩივილები პოსტკოვიდურია თუ ზოგადი. ამისთვის საჭირო გახდება სპეციალური დაწესებულებები, სადაც კომპლექსურად უმკურნალებენ პაციენტებს" - ამბობს ფხაკაძე.

შიდსისა და ინფექციური პათლოგების ცენტრის ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა AMBEBI.GE-სთან იმ გართულებებზე საუბრობს, რომლებიც პრაქტიკაში ჰქონია კორონაგადატანილ პაციენტებში.

ექიმის თქმით, კოვიდის შემდგომი გართულებები მხოლოდ იმ პაციენტებშია გავრცელებული, რომლებმაც დაავადება მძიმედ გადაიტანეს.

"პოსტკოვიდური ჩივილები ძალზედ მრავალფეროვანია. არის გულსისხლძარღვთა პრობლემები, სასუნთქი გზების დაზიანებები და ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური გართულებები. გვქონდა შემთხვევბი, როდესაც არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტს, კოვიდის გადატანის შემდეგ დარჩათ მაღალი წნევები, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობას აგრძელებდნენ.

იმ პაციენტებს, რომლებმაც მძიმედ გადაიტანეს კოვიდი, დიდხანს აქვთ ჰაერის უკმარისობა და დაბალი სატურაცია, რადგან დაზიანებული აქვთ ფილტვის ქსოვილები

საკმაოდ გავრცელებულია კიდურების დაბუჟების შემთხვევებიც. როგორც ცნობილია, ეს დაავადება აზიანებს სისხლძარღვებს და ზრდის თრომბების რისკს, მაგრამ ეს დაბუჟებები ხშირად ამასთან არ არის კავშირში და ნევროლოგური პრობლემით არის გამოწვეული. ამიტომ საჭიროა, გამოკვლევები და გამოირიცხოს შემადედებელი სისტემის პრობლემა. ეს როგორც წესი, არ არის საშიში და ნელ-ნელა ყოველგვარი ჩარევის გარეშე ლაგდება. არც ყნოსვის და გემოვნების დაქვეითებას სჭირდება სამედიცინო ჩარევა.

კოვიდის გადატანის შემდეგ, ჩვენი პაციენტები უჩივიან ხოლმე სუფებრილური ტემპერატურის გახანგრძილვებასაც. განსაკუთრებით საღამოობით. ესეც არ არის საშიში, თუ მას არ აქვს მზარდი ტენდენცია და არ ახლავს სხვა პრობლემები", - გვეუბნება ალექსანდრე გოგინავა.

რაც შეეხება კოვიდგადატანილ პაციენტებში უეცარი გარდაცვალების შემთხვევებს, სპეცალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ექსპერტიზით დადგინდეს, რამ გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება და მხოლოდ ამის შემდეგ გაანალიზდეს მომხდარი. გიორგი ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ პოსტკოვიდური გართულებები უეცარ გარდაცვალებას იწვევს.

"სიკვდილი ისეთი რამ არის, როდის რა ორგანო არ იმუშავებს, ვერასოდეს განვსაზღვრავთ. საქართველოში ერთი დიდი პრობლემა გვავქვს - არ ხდება გვამის გაკვეთა, თუ ის დანაშაულთან არ არის დაკავშირებული. ქართველებმა არ ვიცით რისგან ვიხოცებით. რომ ხდებოდეს ექსპერტიზა, ნამდვილად დადგინდებოდა სიკვდილის მიზეზები. ამიტომ ახლა ძნელია ვისაუბროთ გარდაცვალების მიზეზებზე და მითუმეტეს, ეს დავაკავშიროთ პოსტკოვიდურ გართულებასთან. შესაძლოა, კოვიდმა იმოქმედოს, მაგრამ ასევე შესაძლოა დაემთხვა უბრალოდ.

ყოველ შემთხვევაში, არანაირი სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრება, რომ უეცარი გარდაცვალება კოვიდით არის გამოწვეული, არ არსებობს. სტატისტიკურად საქართველოში თვეში დაახლოოებით 15 000 ადამიანი კვდება. ყველა რომ გაიკეთებს ვაქცინას, მაინც ხომ გარდაიცვლება ამდენი ადამიანი? ამიტომ რომ ვთქვათ, რომ ადამიანებმა ვაქცინა გაიკეთეს და გარდაიცვალნენ, ხომ იქნება არასწორი?" - გვეუბნება ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

ექიმები გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, სიმპტომების უმრავლესობა გარკვეული დროის განმავლობაში თავისით გაივლის. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომებს მზარდი ტენდენცია ახასიათებთ, სპეციალისტების რეკომენდაციით, ექიმის კონულტაცია აუცილებელია.

"კოვიდგადატანილ ადამიანებებს სასიხარულოდ უფრო აქვთ საქმე, ვიდრე პირიქით. კარგია, რომ მათი 95% დაცულები, ჩავთვალოთ, ვაქცინირებულები არიან. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი 6 თვის განმავლობაში კოვიდი არ დაემართებათ. ამასთან, ხელახალი ინფიცირების შემთხვევაში, ბევრად იოლ ფორმებში გადაიტანენ დაავადებას და კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე მათთვის - რეინფიცირება ძალზედ იშვიათი მოვლენაა.

თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სიფრთხილე ყველა კოვიდგადატანილ პირს მართებს. არ აქვს მნიშვნელობა სიმპტომიანად გადაიტანეს თუ უსიმპტომოდ

არსებობს კვლევაც, რომ კოვიდი ბოლომდე ორგანიზმიდან არ გადის, ეძებს დარჩენის შესაძლებლობას და რომ რჩება, მერე რას გააკეთებს, ჩვენ ჯერ არ ვიცით. ამიტომ საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და დარწმუნება იმაში, რომ ჩვენს ორგანიზმში საშიში ცვლილებები არ მიმდინარეობს" - ამბობს ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი.

"შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით..." - რა უპასუხა პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას, რომელმაც ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის შენდობა ითხოვა

საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინით შესაძლოა, 16-17 წლის მოზარდებიც აცრან - ამირან გამყრელიძე

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით