მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედასთან და ბიცოლასთან ერთად შეიჭრა 15 წლის გოგოს სახლში, ძალით წამოიყვანა და 1 საათი გამოკეტილი ყავდა..." - პროკურატურა გარდაბანში მომხდარი გატაცების დეტალებზე
"დედასთან და ბიცოლასთან ერთად შეიჭრა 15 წლის გოგოს სახლში, ძალით წამოიყვანა და 1 საათი გამოკეტილი ყავდა..." - პროკურატურა გარდაბანში მომხდარი გატაცების დეტალებზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ოთხ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 7 იან­ვარს, გარ­დაბ­ნის რა­ი­ონ­ში ე.ბ, დე­დას­თან - ც.ა.-სთან და ბი­ცო­ლას­თან -ბ.ბ-სთან ერ­თად შე­იჭრ­ნენ ს.ბ.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, 15 წლის ს.ბ. ძა­ლით გა­მო­იყ­ვა­ნეს სახ­ლი­დან, ჩას­ვეს ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და გ.ბ.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ა.ბ.-მ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთახ­ში გა­მო­კე­ტა და არ აძ­ლევ­და თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

„ხოლო მას შემ­დეგ, რაც გამ­ტა­ცებ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ს.ბ.-სთვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლი იყო გა­მო­ძი­ე­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, მათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი სახ­ლში და­აბ­რუ­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ე.ბ., ც.ა., ბ.ბ. და ა.ბ. 10 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა’’ და "დ’’ ქვე­პუნ­ქტე­ბით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 10-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
pipinia
0

ესენი მგონი 17 საუკუნეში არიან ჩარჩენილები:)

keti
0

mkacrad unda ikves gatv aliscinebuli kanoni rodesac gogos sheutanxmleblad moaxdenen gatacebas idzulebit da aseve ar miscemen sashvalebas tvitdacvis sad vcxovrobt an romel saukuneshi raskvia moitaces da dzalit gamoikvanes gadaikvanes saxlshi mere gamoushves tu gogoda bichi shetanxmebuli ar aris sakorcinod da molaparakebuli tanxobit unda daisajos koveltvis mkacrad shemsruleblebi gataceba ikneba mukara tu psikologiuri zecola es seriozuli sakitxia axla egeni gamoketet ert otaxshi da ikvnen 

ავტორი:

"დედასთან და ბიცოლასთან ერთად შეიჭრა 15 წლის გოგოს სახლში, ძალით წამოიყვანა და 1 საათი გამოკეტილი ყავდა..." - პროკურატურა გარდაბანში მომხდარი გატაცების დეტალებზე

"დედასთან და ბიცოლასთან ერთად შეიჭრა 15 წლის გოგოს სახლში, ძალით წამოიყვანა და 1 საათი გამოკეტილი ყავდა..." - პროკურატურა გარდაბანში მომხდარი გატაცების დეტალებზე

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, გარდაბნის რაიონში ე.ბ, დედასთან - ც.ა.-სთან და ბიცოლასთან -ბ.ბ-სთან ერთად შეიჭრნენ ს.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში, 15 წლის ს.ბ. ძალით გამოიყვანეს სახლიდან, ჩასვეს ავტომანქანაში და გ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც ა.ბ.-მ დაზარალებული დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ოთახში გამოკეტა და არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.

„ხოლო მას შემდეგ, რაც გამტაცებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ს.ბ.-სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიება, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, მათ დაზარალებული არასრულწლოვანი სახლში დააბრუნეს.

სამართალდამცველებმა ე.ბ., ც.ა., ბ.ბ. და ა.ბ. 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა -  სამართალდამცავებმა ძებნილი დააკავეს

რატომ მივიდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ პროკურატურაში, რაზე ისაუბრა გამოკითხვისას და რაში ადანაშაულებს მას ბრალდებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი

"არ შემიცვლია არაფერი, რაც რეალურად ვიცი, იმას ვამბობ" - რა თქვა შაქარაშვილის საქმის ე.წ. ოქროს მოწმემ სასამართლოში შესვლამდე