საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა და მთავარი ორიენტირები არ შეიცვლება.
„ასეთი გეგმა შემუშავდა, რომ უახლოეს დღეებში იქნება პარტიის ყრილობა, სადაც განისაზღვრება საკადრო-საორგანიზაციო საკითხები. ის, რაც არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა, რაც არის მისი მთავარი ორიენტირები, ცალსახად არ შეიცვლება. რაც შეეხება ახალ სახეეებს, ყრილობაზე ალბათ გამოჩნდება. უახლოეს დღეებში იქნება ყრილობა და ბევრი ახალი სახე იქნება, ოღონდ არა მთავარ მმართველობით ორგანოში, თვითონ პარტიაში ბევრი ახალი სახე იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის. პარტიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
ბიძინამ ნამდვილად ბევრი გაუკეთა თავის ქვეყანას,მე არ მეგულება საქართველოში ისეთი ადამიანი დღეს,რომელიც ბიძინაზე მეტს გაუკეთებდა საქართველოს! დიდი მადლობა ბიძინა რომ არსებობ! შენი წარმატება საქართველოს წარმატებაა! იმედია ქართული ოცნება გააგრძელებს წინსვლას! რაც შეეხება ნაცებს,ისინი მიშას და გვარამიას იმედად არიან. მათ ხალხი მძევლად ყავთ აყვანილი. მათ გარდა ვერაფერს ხედავენ და არაფერი ესმით! მათ მაშინ უხარიათ როცა მიშას უხარია,მაშინ წყინთ როცა მიშას წყინს! მიშას მაშინ უხარია როცა ქვეყანა განსაცდელშია,ხოლო მაშინ არის ცუდად როცა ქვეყანაში რაიმე კარგი ხდება!
ტიკარაძე აიყვანეთ