სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ დაავადებამ ყველაფერი დაავიწყა, პროფესიის და ფორტეპიანოზე დაკვრის გარდა..." - რას ყვება ნანიკო ხაზარაძე მამაზე და რატომ დაიმსახურა საზოგადოების კრიტიკა
"ამ დაავადებამ ყველაფერი დაავიწყა, პროფესიის და ფორტეპიანოზე დაკვრის გარდა..." - რას ყვება ნანიკო ხაზარაძე მამაზე და რატომ დაიმსახურა საზოგადოების კრიტიკა

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" ერთი პოს­ტის გამო, ინ­ტერ­ნეტ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რა. პოს­ტი მის 81 წლის მა­მას, მეც­ნი­ერ დათო ხა­ზა­რა­ძეს ეხე­ბო­და. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი წერ­და, რომ მა­მას აქვს დე­მენ­ცია, რო­მე­ლიც მწვა­ვე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს - ავად­მყოფს დრო, სივ­რცე, გა­რე­მო აქვს არე­უ­ლი და ამ და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა, უპირ­ვე­ლე­სად მი­სი­ვე ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნი­და საფრ­თხეს.

ამი­ტომ, ტე­ლე­წამ­ყვან­მა, ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, მა­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლში მიყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, რათა მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო შე­ექ­მნა. სწო­რედ ამ საქ­ცი­ე­ლის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ნა­ნი­კოს ვერ გა­უ­გო და მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა.

AMBEBI.GE ტე­ლე­წამ­ყვანს და­უ­კავ­შირ­და და და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რია მა­მის ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ბა, ასე­ვე, რო­გორ უმკლავ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბას:

- მა­მა­ჩე­მი ოჯა­ხუ­რი ტი­პის სახ­ლშია, სა­დაც ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ. მამა ცალ­კე ოთახ­შია. სა­ნამ იქ გა­და­ვიყ­ვან­დი, გა­რე­მოს­თან გა­უ­ცხო­ე­ბა რომ არ ჰქო­ნო­და და თან წა­მო­სუ­ლი­ყო, ვუ­თხა­რი, რომ 21-დღი­ა­ნი "საგ­ზუ­რი" მქონ­და და და­სას­ვე­ნებ­ლად უნდა წა­მეყ­ვა­ნა... იქ რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც და­ბი­ნავ­და და ფაქ­ტია, თავს კარ­გად გრძნობს, მეტი სიმ­შვი­დე მო­ი­პო­ვა...

იმ სახ­ლში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რომ­ლებ­საც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა აქვთ და რაც მთა­ვა­რია, ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­თან მო­პყრო­ბის წე­სე­ბი იცი­ან. მა­მას იქ აქვს თა­ვის კა­ბი­ნე­ტი და კარ­ზე უწე­რია - პრო­ფე­სო­რი ხა­ზა­რა­ძე, თეთ­რი ხა­ლა­თი აც­ვია და დი­ლა­ო­ბით სხვა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­თან შე­მოვ­ლას აწარ­მო­ებს.

- თა­ვა­დაც ექი­მია, ხომ?

- კი, სუ­ლით ხორ­ცამ­დე ექი­მია, ზო­გა­დი ქი­რურ­გი, პრო­ფე­სო­რი. მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს თა­ვი­სი საქ­მი­ნი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ემი­რი­ტუ­სის წო­დე­ბა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ოპე­რა­ცი­ებს მუც­ლის ღრუს ნე­ბის­მი­ერ პა­თო­ლო­გი­ა­ზე აკე­თებ­და. ამ და­ა­ვა­დე­ბამ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვი­წყა, გარ­და მისი პრო­ფე­სი­ი­სა და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრი­სა... იმ დღეს ერთ-ერთ ბე­ნე­ფი­ცი­არს ძირ­მა­გა­რა ისე და­უ­მუ­შა­ვა, რომ ადა­მი­ა­ნი პრობ­ლე­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. იქა­ურ თა­ნამ­შრომ­ლებს ლექ­ცი­ებს უტა­რებს. გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან, იქაც ამ­ბო­ბენ - ამ და­ა­ვა­დე­ბამ მის პრო­ფე­სი­ას ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლოო. ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­დათ. მოკ­ლედ, შე­და­რე­ბა არ არის, დამ­შვიდ­და.

- მას­ტან ყო­ვე­ლი ვი­ზი­ტი­სას, ვი­დე­ოს უღებ და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათავ­სებ, სა­ი­და­ნაც კარ­გად ჩანს, რომ მა­მას, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მარ­თლაც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს ძვე­ლი პეწი და ღირ­სე­ბა...

- კარ­გად აღ­ზრდი­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, თბი­ლი და ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბით შემ­კუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მისი მსგავ­სი იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს... ამას­თან, უკი­დე­გა­ნოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, სი­ტყვა არ არ­სე­ბობს, რომ მას­ზე ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­გა­წო­დოს.

ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გის, ეგა­ნა­ტე ფი­ფი­ას მოს­წავ­ლეა და დღემ­დე ეგ­ნა­ტე მისი ღმერ­თია ადა­მი­ნო­ბის და მე­დი­ცი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რად, მისი გაზ­რდი­ლია. თან, ეგ­ნა­ტე ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვიც იყო, მისი ვაჟი მა­მი­და­ჩე­მის ქმა­რი გახ­ლდათ.

- მა­მას დე­მენ­ცია რო­დის და­ე­წყო?

- ჩემ­თვის მა­მას ეს და­ა­ვა­დე­ბა ხი­ლუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­მოს­ვლის პირ­ველ დღე­ებ­ში გახ­და... შემ­დეგ კი დე­მენ­ცი­ის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ წა­ვი­კი­თხე. მას სხვა­დას­ხვა გან­შტო­ე­ბა და სა­ხელ­წო­დე­ბა აქვს, რაზე სა­უ­ბარ­საც ახლა არ ვაპ­რებ, თუმ­ცა ერთს ვი­ტყვი, ხალ­ხში ადრე მას უმე­ტე­სად სკლე­როზს ეძახ­დნენ...

გა­სულ წლამ­დე სულ მუ­შა­ობ­და, ლექ­ცი­ებს რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­თხუ­ლობ­და. ერთხელ ჩემ­მა მა­მი­დაშ­ვილ­მა მი­თხრა - და­თოს იქ­ნებ უთხრა, ნუღა იმუ­შა­ვებს, სახ­ლში დაჯ­დე­სო. რო­გორც ირ­კვე­ვა, ქარ­თულ ჯგუფ­ში შე­დი­ო­და და ლექ­ცი­ას რუ­სუ­ლად კი­თხუ­ლობ­და და პი­რი­ქით... რა­ღაც ნიშ­ნე­ბი უკვე ჰქონ­და... ეს გვი­ან გა­ვი­გე.

მერე ასე­თი ფაქ­ტი მოხ­და: ღა­მის 11 სა­ათ­ზე ადგა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებ­ზე წა­ვი­და, ორი­ენ­ტა­ცია დრო­ში და­კარ­გა და მივ­ხვდი, რომ საქ­მე არ იყო კარ­გად. ამას მოჰ­ყვა ის, რომ კა­რის გა­სა­ღე­ბი ბევ­ჯერ და­კარ­გა, ერთხელ და­სახ­მა­რებ­ლად მაშ­ვე­ლე­ბიც მო­ვიდ­ნენ... შემ­დეგ ვუ­თხა­რი - მამა გა­სა­ღე­ბი მო­მე­ცი, სა­კე­ტი უნდა გა­მო­ვაც­ვლე­ვი­ნო-მეთ­ქი. სხვა გზა არ იყო. იმის მერე სახ­ლი­დან აღარ გა­სუ­ლა...

- ბევ­რმა გაგ­კი­ცხა, რო­დე­საც შე­ი­ტყო, რომ მამა სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნე...

- სა­ბო­ლო­ოდ ისე მოხ­და, რომ ვინც ქარ-ცე­ცხლში გა­მა­ტა­რა, შემ­დეგ ყვე­ლამ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მომ­თხო­ვა, სა­დაც ახლა მა­მა­ჩე­მია... ასე რომ, იქ ახა­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი გაჩ­ნდენ და ისი­ნი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მშობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, ვინც მლან­ძღავ­და.

ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­მე­მოწ­მე­ბი­ან, ეთერ­ში რომ ვი­ყა­ვი და მა­მას ზარს ვერ ვპა­სუ­ხობ­დი, ეთე­რი­დან გა­მო­სულს, მისი 150 გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ზარი მხვდე­ბო­და. გა­და­ვუ­რე­კავ­დი სახ­ლში და მე­უბ­ნე­ბა: სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნე! - სახ­ლში ხარ, მამა, სად წა­გიყ­ვა­ნო? - გა­ხა­რი­აა ახლა აქ და ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ... ასეთ რა­რა­ცებს მე­უბ­ნე­ბო­და. ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი ჰქონ­და, ანუ ტე­ლე­ვი­ზორ­ში რაც ხდე­ბო­და და რა­საც უყუ­რებ­და, ის იყო მისი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. ამას­თან, "შტეფ­სელს" აფუ­ჭებ­და, ტე­ლე­ვი­ზორს რა­ღა­ცას უზი­ა­ნებ­და. მი­ვი­დო­დი, გა­ვას­წო­რებ­დი, და­ვა­ლა­გებ­დი, ავა­ლა­გებ­დი, წა­მო­ვი­დო­დი და მერე თა­ვი­დან იწყე­ბო­და იგი­ვე.

აი­ვან­ზე გას­ვლის მცდე­ლო­ბაც ჰქონ­და. აი­ვანს გი­სო­სე­ბი აქვს, მაგ­რამ საფრ­თხე მა­ინც იყო... მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­დაც გა­ა­ცო­ცხლა, გარ­დაც­ვლილ დას ელა­პა­რა­კე­ბო­და... მერე უცებ ყვე­ლა­ნი ისევ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ... ეს ახ­ლაც აქვს... ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, მივ­ხვდი, ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, რა­ღაც უნდა შე­მეც­ვა­ლა... და ასე შევ­ცვა­ლე...

- თუმ­ცა რო­გოც ვთქვით, დიდი რის­ხვა და­იმ­სა­ხუ­რე... ემო­ცი­უ­რად რას გრძნობ­დი მა­შინ?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აგ­რე­სია მე­წყი­ნა, ამან გული მატ­კი­ნა. ვინც ყვე­ლა­ზე კარ­გად იცო­და, რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შეც ვი­დე­ქი, მათ სა­ო­ცა­რი რა­ღა­ცე­ბი და­მი­წე­რეს... უცხო­ე­ბის­გან არა, რად­გა­ნაც, ყვე­ლა აქვს უფ­ლე­ბა, იფიქ­როს ისე, რო­გორც უნდა, რო­გორც სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს. თუმ­ცა, იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბაც ვნა­ხე, რომ მას არც კი შე­ედ­რე­ბა რამ­დე­ნი­მეს წყევ­ლა-კრულ­ვა. მხა­რი და­მი­ჭი­რეს ემიგ­რან­ტებ­მა, ქა­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც უმე­ტე­სად ასეთ პა­ცი­ენ­ტებს უვ­ლი­ან. მამ­ხნე­ვებ­დნენ, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მა­მას ახლა სწო­რედ ეს სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია სჭირ­დე­ბა.

- ისე, სა­ნამ იმ სა­ო­ჯა­ხო ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვან­დი, მის­თვის მომ­ვლე­ლი რომ აგეყ­ვა­ნა, არ გიც­დია?

- მყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც მა­მას უვ­ლი­და, თავს დას­ტრი­ა­ლებ­და, მაგ­რამ ისიც ვერ გა­უმკლავ­და... ამ და­ა­ვა­დე­ბის პი­რო­ბებ­ში, სახ­ლში უცხო ადა­მი­ა­ნი ვერ იგუა, მაგ­რამ რო­გორც კი თა­ვი­სი სახ­ლი­დან გა­ვი­და და სხვა გა­რე­მო­ში აღ­მოჩ­ნდა, მშვი­დად არის. ამ და­ა­ვა­დე­ბას სწო­რედ სიმ­შვი­დე უნდა...

- სა­ერ­თოდ, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­და მა­ნამ­დე მა­მას­თან?

- მამა და დედა ერ­თმა­ნეთს მა­შინ და­შორ­დნენ, რო­დე­საც 6-7 წლის ვი­ყა­ვი და მას მერე ცალ-ცალ­კე ვცხოვ­რობ­დით, თუმ­ცა შა­ბათ-კვი­რას მა­მას­თან ვი­ყა­ვი ხოლ­მე. მე­ო­რე ოჯა­ხი არც მას და არც დე­დას არ შე­უქ­მნი­ათ... მამა მუდ­მი­ვად ჩემ­ზე ღე­ლავ­და, სტრეს­ში იყო, აინ­ტე­რე­სებ­და, სად ვი­ყა­ვი, რას ვა­კე­თებ­დი. მო­ბი­ლუ­რე­ბი რომ შე­მო­ვი­და, სულ მი­რე­კავ­და... ვცდი­ლობ­დი, მშვი­დად ეცხოვ­რა, თო­რემ ჩემს ტემპს რომ აყო­ლო­და, ისე ნერ­ვი­უ­ლობ­და, შე­იძ­ლე­ბო­და, ახლა ცო­ცხა­ლი არც ყო­ფი­ლი­ყო...

- შენი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რას ურ­ჩევ­დი ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს?

- რთუ­ლია მშობ­ლის ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხილ­ვა. რკი­ნის ნერ­ვე­ბი გჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს. უწყი­ნა­რი კი­თხვა დღე­ში შე­იძ­ლე­ბა, 70-ჯერ დას­ვას, ად­გილ­ზე ვერ ჩერ­დე­ბა, მოძ­რა­ობს, სულ სა­დღაც მი­დის, სულ რა­ღაც უნდა შენ­გან, სულ აუ­დი­ენ­ცია სჭირ­დე­ბა. ამას ყვე­ლა ვერ შეძ­ლებს. ასე­ვე მუდ­მი­ვად სცი­ვათ, ჩათ­ბუ­ნე­ბა უნ­დათ და აპ­რილ-მა­ის­შიც გათ­ბო­ბის ჩარ­თვაა სა­ჭი­რო... მოკ­ლედ, მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი, რო­გორც ბავ­შვებს, მაგ­რამ თუ გინ­და, რომ კარ­გად იყ­ვნენ, მათ გვერ­დი­დან არ უნდა მოს­ცილ­დე... მოკ­ლედ, ვი­საც რო­გორ შეგ­ვიძ­ლია, ამ ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბა, ისე უნდა აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ. ახლა მამა გა­ცი­ლე­ბით უკეთ გრძნობს თავს, აღარ ღე­ლავს, რაც მეც ცო­ტა­თი დამ­შვი­დე­ბის სა­ფუ­ძელს მაძ­ლევს...

მთა­ვა­რი ფოტო: ზინა ბარ­ნო­ვი

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
24

 ნანუკას ის ვიდეო მაინც არ უნდა დაედო,ამას წინათ რომ დადო-ბატონი დავითი რომ გარდაცვლილ დედას უგზავნიდა შეტყობინებას.

ნანა
3

ძალიან კარგი გამოსავალი ნახე ნანიკო,ვინც განგიკითხავს ეშინოდეს,ღმერთმა ყველა დაიფაროს ძალიან ძნელია ასეთი დაავადების მქონე ადამიანის მოვლა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ამ დაავადებამ ყველაფერი დაავიწყა, პროფესიის და ფორტეპიანოზე დაკვრის გარდა..." - რას ყვება ნანიკო ხაზარაძე მამაზე და რატომ დაიმსახურა საზოგადოების კრიტიკა

"ამ დაავადებამ ყველაფერი დაავიწყა, პროფესიის და ფორტეპიანოზე დაკვრის გარდა..." - რას ყვება ნანიკო ხაზარაძე მამაზე და რატომ დაიმსახურა საზოგადოების კრიტიკა

რამდენიმე თვის წინ, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე "ფეისბუქის" ერთი პოსტის გამო, ინტერნეტ საზოგადოებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. პოსტი მის 81 წლის მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს ეხებოდა. ტელეწამყვანი წერდა, რომ მამას აქვს დემენცია, რომელიც მწვავე ფორმებით მიმდინარეობს - ავადმყოფს დრო, სივრცე, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადექვატური ქცევა, უპირველესად მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.

ამიტომ, ტელეწამყვანმა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. სწორედ ამ საქციელის გამო, საზოგადოების ნაწილმა ნანიკოს ვერ გაუგო და მკაცრად გააკრიტიკა.

AMBEBI.GE ტელეწამყვანს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორია მამის ახლანდელი მდგომარება, ასევე, როგორ უმკლავდება დაავადებას:

- მამაჩემი ოჯახური ტიპის სახლშია, სადაც ბენეფიციარები ცხოვრობენ. მამა ცალკე ოთახშია. სანამ იქ გადავიყვანდი, გარემოსთან გაუცხოება რომ არ ჰქონოდა და თან წამოსულიყო, ვუთხარი, რომ 21-დღიანი "საგზური" მქონდა და დასასვენებლად უნდა წამეყვანა... იქ რამდენიმე თვეა, რაც დაბინავდა და ფაქტია, თავს კარგად გრძნობს, მეტი სიმშვიდე მოიპოვა...

იმ სახლში პროფესიონალები მუშაობენ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო განათლება აქვთ და რაც მთავარია, ასეთ პაციენტებთან მოპყრობის წესები იციან. მამას იქ აქვს თავის კაბინეტი და კარზე უწერია - პროფესორი ხაზარაძე, თეთრი ხალათი აცვია და დილაობით სხვა ბენეფიციარებთან შემოვლას აწარმოებს.

- თავადაც ექიმია, ხომ?

- კი, სულით ხორცამდე ექიმია, ზოგადი ქირურგი, პროფესორი. მინიჭებული აქვს თავისი საქმინიანობიდან გამომდინარე, ემირიტუსის წოდება. მთელი ცხოვრება ოპერაციებს მუცლის ღრუს ნებისმიერ პათოლოგიაზე აკეთებდა. ამ დაავადებამ თითქმის ყველაფერი დაავიწყა, გარდა მისი პროფესიისა და ფორტეპიანოზე დაკვრისა... იმ დღეს ერთ-ერთ ბენეფიციარს ძირმაგარა ისე დაუმუშავა, რომ ადამიანი პრობლემისგან გათავისუფლდა. იქაურ თანამშრომლებს ლექციებს უტარებს. გაოცებულები არიან, იქაც ამბობენ - ამ დაავადებამ მის პროფესიას ვერაფერი დააკლოო. ძალიან შეუყვარდათ. მოკლედ, შედარება არ არის, დამშვიდდა.

- მასტან ყოველი ვიზიტისას, ვიდეოს უღებ და სოციალურ ქსელში ათავსებ, საიდანაც კარგად ჩანს, რომ მამას, ყველაფრის მიუხედავად, მართლაც შენარჩუნებული აქვს ძველი პეწი და ღირსება...

- კარგად აღზრდილი, კულტურული, ზრდილობიანი, მოსიყვარულე, თბილი და ბევრი კარგი თვისებით შემკული ადამიანია. მისი მსგავსი იშვიათად მინახავს... ამასთან, უკიდეგანოდ განათლებულია, სიტყვა არ არსებობს, რომ მასზე ამომწურავი ინფორმაცია არ მოგაწოდოს.

ცნობილი ქირურგის, ეგანატე ფიფიას მოსწავლეა და დღემდე ეგნატე მისი ღმერთია ადამინობის და მედიცინის მიმართულებით. მოკლედ, ყველანაირად, მისი გაზრდილია. თან, ეგნატე ჩვენი ნათესავიც იყო, მისი ვაჟი მამიდაჩემის ქმარი გახლდათ.

- მამას დემენცია როდის დაეწყო?

- ჩემთვის მამას ეს დაავადება ხილული საქართველოში კორონავირუსის შემოსვლის პირველ დღეებში გახდა... შემდეგ კი დემენციის შესახებ ბევრი რამ წავიკითხე. მას სხვადასხვა განშტოება და სახელწოდება აქვს, რაზე საუბარსაც ახლა არ ვაპრებ, თუმცა ერთს ვიტყვი, ხალხში ადრე მას უმეტესად სკლეროზს ეძახდნენ...

გასულ წლამდე სულ მუშაობდა, ლექციებს რამდენიმე უნივერსიტეტში კითხულობდა. ერთხელ ჩემმა მამიდაშვილმა მითხრა - დათოს იქნებ უთხრა, ნუღა იმუშავებს, სახლში დაჯდესო. როგორც ირკვევა, ქართულ ჯგუფში შედიოდა და ლექციას რუსულად კითხულობდა და პირიქით... რაღაც ნიშნები უკვე ჰქონდა... ეს გვიან გავიგე.

მერე ასეთი ფაქტი მოხდა: ღამის 11 საათზე ადგა და უნივერსიტეტში ლექციებზე წავიდა, ორიენტაცია დროში დაკარგა და მივხვდი, რომ საქმე არ იყო კარგად. ამას მოჰყვა ის, რომ კარის გასაღები ბევჯერ დაკარგა, ერთხელ დასახმარებლად მაშველებიც მოვიდნენ... შემდეგ ვუთხარი - მამა გასაღები მომეცი, საკეტი უნდა გამოვაცვლევინო-მეთქი. სხვა გზა არ იყო. იმის მერე სახლიდან აღარ გასულა...

- ბევრმა გაგკიცხა, როდესაც შეიტყო, რომ მამა საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანე...

- საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ვინც ქარ-ცეცხლში გამატარა, შემდეგ ყველამ იმ დაწესებულების ტელეფონის ნომერი მომთხოვა, სადაც ახლა მამაჩემია... ასე რომ, იქ ახალი ბენეფიციარები გაჩნდენ და ისინი იმ ადამიანების მშობლები, ნათესავები არიან, ვინც მლანძღავდა.

ჩემი თანამშრომლები დამემოწმებიან, ეთერში რომ ვიყავი და მამას ზარს ვერ ვპასუხობდი, ეთერიდან გამოსულს, მისი 150 გამოტოვებული ზარი მხვდებოდა. გადავურეკავდი სახლში და მეუბნება: სახლში წამიყვანე! - სახლში ხარ, მამა, სად წაგიყვანო? - გახარიაა ახლა აქ და ვერაფერს ვაკეთებ... ასეთ რარაცებს მეუბნებოდა. ჰალუცინაციები ჰქონდა, ანუ ტელევიზორში რაც ხდებოდა და რასაც უყურებდა, ის იყო მისი ყოველდღიურობა. ამასთან, "შტეფსელს" აფუჭებდა, ტელევიზორს რაღაცას უზიანებდა. მივიდოდი, გავასწორებდი, დავალაგებდი, ავალაგებდი, წამოვიდოდი და მერე თავიდან იწყებოდა იგივე.

აივანზე გასვლის მცდელობაც ჰქონდა. აივანს გისოსები აქვს, მაგრამ საფრთხე მაინც იყო... მოგვიანებით დედაც გააცოცხლა, გარდაცვლილ დას ელაპარაკებოდა... მერე უცებ ყველანი ისევ მიცვალებულები იყვნენ... ეს ახლაც აქვს... ამ ყველაფრის შემდეგ, მივხვდი, ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, რაღაც უნდა შემეცვალა... და ასე შევცვალე...

- თუმცა როგოც ვთქვით, დიდი რისხვა დაიმსახურე... ემოციურად რას გრძნობდი მაშინ?

- ყველაზე მეტად ახლობელი ადამიანების აგრესია მეწყინა, ამან გული მატკინა. ვინც ყველაზე კარგად იცოდა, რა პრობლემის წინაშეც ვიდექი, მათ საოცარი რაღაცები დამიწერეს... უცხოებისგან არა, რადგანაც, ყველა აქვს უფლება, იფიქროს ისე, როგორც უნდა, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. თუმცა, იმდენი ადამიანის გულშემატკივრობაც ვნახე, რომ მას არც კი შეედრება რამდენიმეს წყევლა-კრულვა. მხარი დამიჭირეს ემიგრანტებმა, ქალებმა, რომლებიც უმეტესად ასეთ პაციენტებს უვლიან. მამხნევებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ მამას ახლა სწორედ ეს სოციალიზაცია სჭირდება.

- ისე, სანამ იმ საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანდი, მისთვის მომვლელი რომ აგეყვანა, არ გიცდია?

- მყავდა არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც მამას უვლიდა, თავს დასტრიალებდა, მაგრამ ისიც ვერ გაუმკლავდა... ამ დაავადების პირობებში, სახლში უცხო ადამიანი ვერ იგუა, მაგრამ როგორც კი თავისი სახლიდან გავიდა და სხვა გარემოში აღმოჩნდა, მშვიდად არის. ამ დაავადებას სწორედ სიმშვიდე უნდა...

- საერთოდ, როგორი ურთიერთობა გქონდა მანამდე მამასთან?

- მამა და დედა ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც 6-7 წლის ვიყავი და მას მერე ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, თუმცა შაბათ-კვირას მამასთან ვიყავი ხოლმე. მეორე ოჯახი არც მას და არც დედას არ შეუქმნიათ... მამა მუდმივად ჩემზე ღელავდა, სტრესში იყო, აინტერესებდა, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. მობილურები რომ შემოვიდა, სულ მირეკავდა... ვცდილობდი, მშვიდად ეცხოვრა, თორემ ჩემს ტემპს რომ აყოლოდა, ისე ნერვიულობდა, შეიძლებოდა, ახლა ცოცხალი არც ყოფილიყო...

- შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდი ამ დაავადების მქონე ადამიანების ოჯახის წევრებს?

- რთულია მშობლის ამ მდგომარეობაში ხილვა. რკინის ნერვები გჭირდება ადამიანს. უწყინარი კითხვა დღეში შეიძლება, 70-ჯერ დასვას, ადგილზე ვერ ჩერდება, მოძრაობს, სულ სადღაც მიდის, სულ რაღაც უნდა შენგან, სულ აუდიენცია სჭირდება. ამას ყველა ვერ შეძლებს. ასევე მუდმივად სცივათ, ჩათბუნება უნდათ და აპრილ-მაისშიც გათბობის ჩართვაა საჭირო... მოკლედ, მაქსიმალური ყურადღება სჭირდებათ, დაახლოებით ისეთი, როგორც ბავშვებს, მაგრამ თუ გინდა, რომ კარგად იყვნენ, მათ გვერდიდან არ უნდა მოსცილდე... მოკლედ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ამ ადამიანებს დახმარება, ისე უნდა აღმოვუჩინოთ. ახლა მამა გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, აღარ ღელავს, რაც მეც ცოტათი დამშვიდების საფუძელს მაძლევს...

მთავარი ფოტო: ზინა ბარნოვი

ხვალიდან საქართველოში აგრილდება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ორჯერადად აცრილებში გარდაცვალების შემთხვევა 5 ივლისამდე არ გვქონია, 2 შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს"  - ამირან გამყრელიძე

"ჩვენი ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება" - პაატა იმნაძე