სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეღვინეობა-მევენახეობაში ჩემი სამედიცინო განათლება კარგად მადგება" - ცნობილი ექიმი-მეღვინე ახმეტიდან და პაპისეული საუკუნოვანი მარანი
"მეღვინეობა-მევენახეობაში ჩემი სამედიცინო განათლება კარგად მადგება" - ცნობილი ექიმი-მეღვინე ახმეტიდან და პაპისეული საუკუნოვანი მარანი

კა­ხეთ­ში მა­რა­ნი და ქვევრში და­ყე­ნე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ღვი­ნო ვის უკ­ვირს, მაგ­რამ საქ­მის მი­მართ ერთი მეღ­ვი­ნე-მე­ვე­ნა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბულ სიყ­ვა­რულ­ზე უნდა გი­ამ­ბოთ. დიახ, კაცი ექი­მი რომ გახ­დე­ბი და ბო­ლოს მა­ინც მა­მა­პა­პე­ულ საქ­მეს და­უბ­რუნ­დე­ბი, სხვას რას უნდა ნიშ­ნავ­დეს, თუ არა ვე­ნა­ხი­სა და ღვი­ნის დიდ სიყ­ვა­რულს?!

ლექ­სოს მა­რანს ახ­მე­ტა­ში, სო­ფელ ახ­შან­ში ბევ­რი იც­ნობს, იქ სტუმ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო­ელ ტუ­რის­ტებს უყ­ვართ, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, შარ­შან­დე­ლი მარ­ტის შემ­დეგ ისი­ნი იქ აღა­რა­ვის უნა­ხავს, რად­გან პან­დე­მი­ამ ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი კა­ხეთ­ში კი არა, მთლ მსოფ­ლი­ო­ში შე­ა­ფერ­ხა. ლექ­სო ფი­ცხე­ლა­უ­რი წარ­მო­შო­ბით ხევ­სუ­რე­თი­და­ნაა, მაგ­რამ თვი­თონ კი არა, მისი მამა-პა­პაც კა­ხეთ­ში და­ი­ბა­და.

ლექ­სო ფი­ცხე­ლა­უ­რი:

- მარ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბა პა­პას უკავ­შირ­დე­ბა. ლექ­სო პაპა გვყავ­და, რომ­ლის მო­სა­ხე­ლეც ვარ. მა­რა­ნი სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის არის. თა­ვი­დან ხის ფიც­რუ­ლი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ჩემს და­ბა­დე­ბამ­დე კედ­ლე­ბი ბლო­კით აუ­შე­ნე­ბი­ათ. ქვევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის არის, ყვე­ლა­ზე დიდი 2,5 ტო­ნამ­დეა, სულ პა­ტა­რა - 5-ლიტ­რი­ა­ნი.

2015 წელს კა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით პირ­ვე­ლად და­ვა­ყე­ნეთ რქა­წი­თე­ლი. გა­ზა­ფხუ­ლამ­დე, 6 თვე ჭაჭა-კლერ­ტზე დავ­ტო­ვეთ. რომ გავ­ხსე­ნით და ამო­ვი­ღეთ, ყვე­ლას მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ამან გა­მა­ხა­ლი­სა და 2016 წლის რთვლის­თვის ტყემ­ლო­ვან­ში (ჭი­ა­თუ­რა) ქვევ­რე­ბი ზა­ფხულ­ში­ვე შე­ვუკ­ვე­თე. 2016 წლის მო­სა­ვა­ლი გა­ფარ­თო­ე­ბულ ახალ მა­რან­ში და­ვა­ბი­ნა­ვეთ, ყუ­რძნის ჯი­შე­ბის ასორ­ტი­მენ­ტი (რქა­წი­თე­ლი, ქისი, ხიხ­ვი, მწვა­ნე, სა­ფე­რა­ვი) გავ­ზარ­დეთ. ხიხვს ჩვე­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ლი და­ვუბ­რუ­ნე - მას ყო­ველ­თვის ჯა­ნა­ნუ­რას ეძახ­დნენ (ეს სა­ხე­ლი სოფ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე­ლი­დან, ჯა­ნა­ა­ნი­დან მო­დის. 1953 წლის ამ­პი­ლოგ­რა­ფი­ა­ში ახ­მე­ტის ხიხ­ვი სწო­რედ ჯა­ნა­ნუ­რად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი).

2018 წელს მო­სა­ვა­ლი 5 ტო­ნით გავ­ზარ­დეთ. 2020-შიც ამ­დე­ნი­ვე­თი. და­ახ­ლო­ე­ბით 20 ტო­ნის საკ­მა­რი­სი ქვევ­რე­ბი გვაქვს.

- ყუ­რძე­ნი სულ თქვე­ნი ვე­ნა­ხი­დან არის თუ ყი­დუ­ლობთ კი­დეც?

- ჩემი ვე­ნა­ხიც მაქვს, მაგ­რამ არის ჯი­შე­ბი, რო­მელ­თაც მე­ვე­ნა­ხე­ებ­თან შე­თან­ხმე­ბით ვყი­დუ­ლობ. ამა­სო­ბა­ში არ ვცდე­ბით. მა­გა­ლი­თად, შარ­შან ახა­ლი ვე­ნა­ხი 6000 კვმ-ზე გა­ვა­შე­ნეთ. 4000 კვმ კი­დევ გვაქვს გამ­ზა­დე­ბუ­ლი. ნერ­გე­ბი შეკ­ვე­თი­ლია და უნდა ჩა­ვა­მა­ტოთ.

სამ წე­ლი­წად­ში ჩვენს მა­რანს ყუ­რძნის ყიდ­ვა აღარ დას­ჭირ­დე­ბა. ვცდი­ლობთ, იშ­ვი­ა­თი ჯი­შე­ბი მო­ვი­მა­რა­გოთ. გვაქვს ჩი­ტის­თვა­ლა, ახ­მე­ტის წი­თე­ლი. ჩა­ვა­მა­ტეთ ვარ­დის­ფე­რი და თეთ­რი მუს­კა­ტი. სულ შვი­დი სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო მაქვს, ყვე­ლა ქვევ­რი­საა და ყვე­ლა - მშრა­ლი.

- არა­და, პრო­ფე­სი­ით ექი­მი ყო­ფილ­ხართ...

- თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ფარ­მა­კო­ლო­გი­ურ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ში გად­მოვ­ბარ­გდი, სა­დაც ჩემი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა კარ­გად მად­გე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით - ბი­ო­ქი­მია და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გია.ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა­ში ისეთ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებ, რა­საც მე­დი­ცი­ნა­შიც ვი­ყე­ნებ­დით. ბო­ლოს ქვევრში ყუ­რძნის და­სა­წუ­რად თუ ღვი­ნის გა­და­ღე­ბის წინ, სას­ტე­რი­ლი­ზა­ცი­ოდ, კვარ­ცის ნა­თუ­რას ისე ჩავ­კი­დებ ხოლ­მე, რო­გორც სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ჰკი­დე­ბენ. ეს ბაქ­ტე­რი­ო­ცი­დუ­ლი ნა­თუ­რა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის არის, რომ მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი არ დარ­ჩეს.

ეს კარ­გად გვეხ­მა­რე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ღვი­ნო არას­დროს გაგვფუ­ჭე­ბია.

- მოკ­ლედ, შე­დე­გე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ხართ...

- არა, ეს არის სა­ო­ჯა­ხო მა­რა­ნი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სახ­ლის ეზო­ში გვაქვს. გა­სულ წლებ­ში ტუ­რის­ტებს ვი­ღებ­დით, მაგ­რამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში შევ­ჩერ­დით. ბოლო სტუ­მა­რი უცხო­ე­თი­დან გა­სუ­ლი წლის 9 მარტს გვყავ­და. ზა­ფხულ­ში ში­გა­და­შიგ რამ­დე­ნი­მე ჯგუფს კი ვუ­მას­პინ­ძლეთ, მაგ­რამ ისი­ნი, უმე­ტე­სად, აქ ჩარ­ჩე­ნი­ლი უცხო­ე­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბენ და ქარ­თუ­ლი ღვი­ნით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მცი­რე სას­ტუმ­როს აშე­ნე­ბა­საც ვგეგ­მავ­დით, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ შეგ­ვა­ფერ­ხა. ვე­ნახ­შიც მინ­და კო­ტე­ჯი ჩავ­დგა - ვე­ნა­ხის პი­რა­საც კარ­გია სა­დილ-ვახ­შა­მი...

- მძი­მე და რთულ 2020 წელს რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

- პან­დე­მი­ამ ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, გა­ყიდ­ვა 60-70%-ით შემ­ცირ­და. გა­მი­მარ­თლა, რომ ჩემი ღვი­ნო­ე­ბი უკვე უცხო­ეთ­ში გა­დი­ო­და. მარ­თა­ლია, გა­ყიდ­ვა იქაც შემ­ცირ­და, მაგ­რამ, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, უკ­მა­ყო­ფი­ლო მა­ინც არ ვარ. ცოდო ისი­ნი არი­ან, ვინც ეს საქ­მე წლე­ულს და შარ­შან და­ი­წყო, ექ­სპორტზე ჯერ არ გა­სუ­ლან და ბა­ზარ­ზეც ცნო­ბი­ლი არ არი­ან.

- წე­ლი­წად­ში რამ­დენ ბოთლს ას­ხამთ?

- 8000-ს. მინ­დო­და, აქე­დან 30%-ზე მეტი აქვე გა­ყი­დუ­ლი­ყო, აქ და­ე­ლი­ათ ჩა­მო­სულ სტუმ­რებს. ამ პან­დე­მი­ას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და?

- კა­ხეთ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი ახა­ლი წელი გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ებს იწ­ვევს... რო­გორ შეხ­ვდით ახალ წელს?

- ადრე სხვა­ნა­ი­რად ვემ­ზა­დე­ბო­დით, მაგ­რამ ამ ვირუ­სის პე­რი­ოდ­ში ისე აღარ გა­მო­დის... ყვე­ლა­ფე­რი შე­ზღუდ­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ვა­კე­თეთ. მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ისეთ ახლო ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად ვი­ზე­ი­მეთ, ვის­თა­ნაც ამ პან­დე­მი­ი­სას ისე­დაც გვი­წევს ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დეთ, რის­კი არ გაგ­ვე­ზარ­და.

მო­ხუ­ცე­ბიც არ დავ­ტო­ვეთ მარ­ტო და ახა­ლი წლის ღამე ყვე­ლამ ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ. რაც შე­ე­ხე­ბა სუფ­რას, კა­ხეთ­ში რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სუფ­რა­ზე არ იყოს ხაშ­ლა­მა, მწვა­დი, სი­მინდსა და ლეღ­ვის ხეზე გაზ­რდი­ლი მო­ხარ­შუ­ლი დე­და­ლი, თო­ნე­ში გა­მომ­ცხვა­რი პური?!..

- ესე იგი მხო­ლოდ იმ ქა­თამს აღი­ა­რებთ, რო­მე­ლიც ლეღ­ვის ხე­ზეა გაზ­რდი­ლი?

- მა­გას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ასე უფრო "ემო­ცი­უ­რი გა­მო­დის"... ეს, რა თქმა უნდა, სა­ა­ხალ­წლო ხუმ­რო­ბად მი­ვი­ღოთ.

- კა­ხუ­რი იუ­მო­რიც გა­მორ­ჩე­უ­ლია, რი­თაც ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია კა­ხუ­რი სუფ­რა... თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო რო­მე­ლია?

- ლექ­სო პა­პამ რო­გორც ქვევ­რე­ბი და­მი­ტო­ვა მემ­კვიდ­რე­ო­ბით, ასე­ვე და­მი­ტო­ვა ერთი სა­დღეგ­რძე­ლო. ყო­ველ­დღე, სა­დი­ლად ორ-სამ ჭი­ქას სვამ­და ხოლ­მე და იმ სამი სა­დღეგ­რძე­ლო­დან ერთი ეს იყო - "ჩვენს გავ­ლა-გა­მოვ­ლას, ჩვენს შთა­მო­მავ­ლო­ბას, ჩვენს ჯიშ-ჯი­ლაგს გა­უ­მარ­ჯოს!" რად­გან სამ ჭი­ქას სვამ­და, უნ­დო­და, იმ ერთ სა­დღეგ­რძე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი ეთ­ქვა. ერთხელ ვკი­თხე, რას ნიშ­ნავს გავ­ლა-გა­მოვ­ლა-მეთ­ქი? გა­რეთ რომ გახ­ვალ და მე­ზო­ბელს, მე­გო­ბარს შეხ­ვდე­ბი, გავ­ლა-გა­მოვ­ლა ეგ არის, "შთა­მო­მავ­ლო­ბა" ჩემი მო­ნა­გა­რია - შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, "ჯიშ-ჯი­ლა­გი" - მთე­ლი სა­ნა­თე­საო, ვინც მყავ­სო. მა­მი­და­ჩე­მი რომ გა­თხოვ­და, სი­ძი­სა და რძლის­თვის გული რომ არ და­ე­წყვი­ტა, სა­დღეგ­რძე­ლოს რძალ-სი­ძეც და­ა­მა­ტა... თა­ვი­სი გა­საშ­ლე­ლი სკა­მი ჰქონ­და. ყო­ველ სა­ღა­მოს გა­რეთ გა­მო­ი­ტან­და, გაშ­ლი­და, დაჯ­დე­ბო­და და სი­ძეს ელო­დე­ბო­და. სა­ვახ­შმოდ არ დაჯ­დე­ბო­და, სა­ნამ სიძე არ მო­ვი­დო­და.

- ლექ­სო პა­პას ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­დღეგ­რძე­ლოც შეს­ვით, ხომ?

- რა თქმა უნდა... გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბის მომ­ხრე არ ვარ, პა­ტა­რა ლა­მა­ზი სას­მი­სე­ბი მაქვს. გვაქვს ერთი ყან­წი, 70 გრა­მი ჩა­დის.

- 2021 წლის­თვის ჩვენს მკი­თხველს, დამ­წყებ თუ მოყ­ვა­რულ ფერ­მე­რებს რას ურ­ჩევთ და უსურ­ვებთ?

- ალ­ბათ, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლის, ჩემი სურ­ვი­ლია, გვქონ­დეს ჯან­მრთე­ლო­ბა, ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა.რაც შე­ე­ხე­ბა რჩე­ვას, ამ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ვურ­ჩევ­დი, რომ ნუ და­ით­რგუ­ნე­ბი­ან, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვიფრ­თხი­ლოთ. ბევრ ადა­მი­ანს დეპ­რე­სი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას ვა­ტყობ. სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბით. შე­საძ­ლოა, სო­ფელ­ში ისე არ იგ­რძნო­ბა პან­დე­მი­ის სიმ­ძი­მე, რად­გან ხან ვე­ნახ­ში გა­დი­ხარ, ხან სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვეთ­ში შრო­მობ, სუფ­თა ჰა­ერ­ზე ხარ, მაგ­რამ თბი­ლის­ში, კორ­პუ­სებ­ში ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უნდა ვე­ცა­დოთ, ეს პან­დე­მია რო­გორ­მე გა­და­ვი­ტა­ნოთ.

ცხა­დია, ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ჯერ ვერ ჩავ­დგე­ბით, კი­დევ ექ­ნე­ბა კუ­დე­ბი ამ ვირუსს, მაგ­რამ არა უშავს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

არ მიყ­ვარს ბან­კის სეს­ხით, ვა­ლით საქ­მის და­წყე­ბა. თუ და­ნა­ზო­გი არ გაქვს, რის­კი მა­ღა­ლია... ყვე­ლას ვურ­ჩევ, ფი­ნან­სუ­რი რის­კით ბიზ­ნესს ნუ და­ი­წყე­ბენ. თუ რამე სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ან სა­კუ­თა­რი და­ნა­ზო­გი, მხო­ლოდ მა­შინ შე­ე­ჭი­დონ საქ­მეს. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბულ წელს ვუ­სურ­ვებ!

ცისო
0

ღმერთმა ბარაქა მოგცეს, მშრომელი კაცი დასაფასებელია და ღმერთი ყოველთვის დაეხმარება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მეღვინეობა-მევენახეობაში ჩემი სამედიცინო განათლება კარგად მადგება" - ცნობილი ექიმი-მეღვინე ახმეტიდან და პაპისეული საუკუნოვანი მარანი

"მეღვინეობა-მევენახეობაში ჩემი სამედიცინო განათლება კარგად მადგება" - ცნობილი ექიმი-მეღვინე ახმეტიდან და პაპისეული საუკუნოვანი მარანი

კახეთში მარანი და ქვევრში დაყენებული ტრადიციული ღვინო ვის უკვირს, მაგრამ საქმის მიმართ ერთი მეღვინე-მევენახის განსაკუთრებულ სიყვარულზე უნდა გიამბოთ. დიახ, კაცი ექიმი რომ გახდები და ბოლოს მაინც მამაპაპეულ საქმეს დაუბრუნდები, სხვას რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა ვენახისა და ღვინის დიდ სიყვარულს?!

ლექსოს მარანს ახმეტაში, სოფელ ახშანში ბევრი იცნობს, იქ სტუმრობა განსაკუთრებით უცხოელ ტურისტებს უყვართ, თუმცა, სამწუხაროდ, შარშანდელი მარტის შემდეგ ისინი იქ აღარავის უნახავს, რადგან პანდემიამ ტურისტული სეზონი კახეთში კი არა, მთლ მსოფლიოში შეაფერხა. ლექსო ფიცხელაური წარმოშობით ხევსურეთიდანაა, მაგრამ თვითონ კი არა, მისი მამა-პაპაც კახეთში დაიბადა.

ლექსო ფიცხელაური:

- მარნის სახელწოდება პაპას უკავშირდება. ლექსო პაპა გვყავდა, რომლის მოსახელეც ვარ. მარანი საუკუნეზე მეტი ხნის არის. თავიდან ხის ფიცრული ყოფილა, მაგრამ ჩემს დაბადებამდე კედლები ბლოკით აუშენებიათ. ქვევრების უმეტესობა საუკუნეზე მეტი ხნის არის, ყველაზე დიდი 2,5 ტონამდეა, სულ პატარა - 5-ლიტრიანი.

2015 წელს კახური ტრადიციული მეთოდით პირველად დავაყენეთ რქაწითელი. გაზაფხულამდე, 6 თვე ჭაჭა-კლერტზე დავტოვეთ. რომ გავხსენით და ამოვიღეთ, ყველას მოწონება დაიმსახურა. ამან გამახალისა და 2016 წლის რთვლისთვის ტყემლოვანში (ჭიათურა) ქვევრები ზაფხულშივე შევუკვეთე. 2016 წლის მოსავალი გაფართოებულ ახალ მარანში დავაბინავეთ, ყურძნის ჯიშების ასორტიმენტი (რქაწითელი, ქისი, ხიხვი, მწვანე, საფერავი) გავზარდეთ. ხიხვს ჩვენი ადგილობრივი სახელი დავუბრუნე - მას ყოველთვის ჯანანურას ეძახდნენ (ეს სახელი სოფლის ისტორიული სახელიდან, ჯანაანიდან მოდის. 1953 წლის ამპილოგრაფიაში ახმეტის ხიხვი სწორედ ჯანანურად არის მოხსენიებული).

2018 წელს მოსავალი 5 ტონით გავზარდეთ. 2020-შიც ამდენივეთი. დაახლოებით 20 ტონის საკმარისი ქვევრები გვაქვს.

- ყურძენი სულ თქვენი ვენახიდან არის თუ ყიდულობთ კიდეც?

- ჩემი ვენახიც მაქვს, მაგრამ არის ჯიშები, რომელთაც მევენახეებთან შეთანხმებით ვყიდულობ. ამასობაში არ ვცდებით. მაგალითად, შარშან ახალი ვენახი 6000 კვმ-ზე გავაშენეთ. 4000 კვმ კიდევ გვაქვს გამზადებული. ნერგები შეკვეთილია და უნდა ჩავამატოთ.

სამ წელიწადში ჩვენს მარანს ყურძნის ყიდვა აღარ დასჭირდება. ვცდილობთ, იშვიათი ჯიშები მოვიმარაგოთ. გვაქვს ჩიტისთვალა, ახმეტის წითელი. ჩავამატეთ ვარდისფერი და თეთრი მუსკატი. სულ შვიდი სახეობის ღვინო მაქვს, ყველა ქვევრისაა და ყველა - მშრალი.

- არადა, პროფესიით ექიმი ყოფილხართ...

- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. ფარმაკოლოგიურ მრეწველობაში ვიყავი, მაგრამ ბოლოს მაინც მეღვინეობა-მევენახეობაში გადმოვბარგდი, სადაც ჩემი სამედიცინო განათლება კარგად მადგება, განსაკუთრებით - ბიოქიმია და მიკრობიოლოგია.ღვინის წარმოებაში ისეთ საშუალებებს ვიყენებ, რასაც მედიცინაშიც ვიყენებდით. ბოლოს ქვევრში ყურძნის დასაწურად თუ ღვინის გადაღების წინ, სასტერილიზაციოდ, კვარცის ნათურას ისე ჩავკიდებ ხოლმე, როგორც საოპერაციოში ჰკიდებენ. ეს ბაქტერიოციდული ნათურა პროფილაქტიკისთვის არის, რომ მიკროორგანიზმები არ დარჩეს.

ეს კარგად გვეხმარება, ყოველ შემთხვევაში, ღვინო არასდროს გაგვფუჭებია.

- მოკლედ, შედეგებით უკმაყოფილო არ ხართ...

- არა, ეს არის საოჯახო მარანი, რომელიც ჩვენი სახლის ეზოში გვაქვს. გასულ წლებში ტურისტებს ვიღებდით, მაგრამ პანდემიის პირობებში შევჩერდით. ბოლო სტუმარი უცხოეთიდან გასული წლის 9 მარტს გვყავდა. ზაფხულში შიგადაშიგ რამდენიმე ჯგუფს კი ვუმასპინძლეთ, მაგრამ ისინი, უმეტესად, აქ ჩარჩენილი უცხოელები არიან, რომლებიც საქართველოში მუშაობენ და ქართული ღვინით არიან დაინტერესებული. მცირე სასტუმროს აშენებასაც ვგეგმავდით, მაგრამ პანდემიამ შეგვაფერხა. ვენახშიც მინდა კოტეჯი ჩავდგა - ვენახის პირასაც კარგია სადილ-ვახშამი...

- მძიმე და რთულ 2020 წელს როგორ შეაფასებთ?

- პანდემიამ ძალიან იმოქმედა, გაყიდვა 60-70%-ით შემცირდა. გამიმართლა, რომ ჩემი ღვინოები უკვე უცხოეთში გადიოდა. მართალია, გაყიდვა იქაც შემცირდა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, უკმაყოფილო მაინც არ ვარ. ცოდო ისინი არიან, ვინც ეს საქმე წლეულს და შარშან დაიწყო, ექსპორტზე ჯერ არ გასულან და ბაზარზეც ცნობილი არ არიან.

- წელიწადში რამდენ ბოთლს ასხამთ?

- 8000-ს. მინდოდა, აქედან 30%-ზე მეტი აქვე გაყიდულიყო, აქ დაელიათ ჩამოსულ სტუმრებს. ამ პანდემიას ვინ წარმოიდგენდა?

- კახეთში ტრადიციული ახალი წელი განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს... როგორ შეხვდით ახალ წელს?

- ადრე სხვანაირად ვემზადებოდით, მაგრამ ამ ვირუსის პერიოდში ისე აღარ გამოდის... ყველაფერი შეზღუდვების გათვალისწინებით გავაკეთეთ. მხოლოდ ოჯახის წევრებსა და ისეთ ახლო ნათესავებთან ერთად ვიზეიმეთ, ვისთანაც ამ პანდემიისას ისედაც გვიწევს ყოველდღიური ურთიერთობა. მოკლედ, ყველანაირად ვეცადეთ, რისკი არ გაგვეზარდა.

მოხუცებიც არ დავტოვეთ მარტო და ახალი წლის ღამე ყველამ ერთად გავატარეთ. რაც შეეხება სუფრას, კახეთში როგორ შეიძლება, სუფრაზე არ იყოს ხაშლამა, მწვადი, სიმინდსა და ლეღვის ხეზე გაზრდილი მოხარშული დედალი, თონეში გამომცხვარი პური?!..

- ესე იგი მხოლოდ იმ ქათამს აღიარებთ, რომელიც ლეღვის ხეზეა გაზრდილი?

- მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე უფრო "ემოციური გამოდის"... ეს, რა თქმა უნდა, საახალწლო ხუმრობად მივიღოთ.

- კახური იუმორიც გამორჩეულია, რითაც ასევე განსაკუთრებულია კახური სუფრა... თქვენი საყვარელი სადღეგრძელო რომელია?

- ლექსო პაპამ როგორც ქვევრები დამიტოვა მემკვიდრეობით, ასევე დამიტოვა ერთი სადღეგრძელო. ყოველდღე, სადილად ორ-სამ ჭიქას სვამდა ხოლმე და იმ სამი სადღეგრძელოდან ერთი ეს იყო - "ჩვენს გავლა-გამოვლას, ჩვენს შთამომავლობას, ჩვენს ჯიშ-ჯილაგს გაუმარჯოს!" რადგან სამ ჭიქას სვამდა, უნდოდა, იმ ერთ სადღეგრძელოში ყველაფერი ეთქვა. ერთხელ ვკითხე, რას ნიშნავს გავლა-გამოვლა-მეთქი? გარეთ რომ გახვალ და მეზობელს, მეგობარს შეხვდები, გავლა-გამოვლა ეგ არის, "შთამომავლობა" ჩემი მონაგარია - შვილები, შვილიშვილები, "ჯიშ-ჯილაგი" - მთელი სანათესაო, ვინც მყავსო. მამიდაჩემი რომ გათხოვდა, სიძისა და რძლისთვის გული რომ არ დაეწყვიტა, სადღეგრძელოს რძალ-სიძეც დაამატა... თავისი გასაშლელი სკამი ჰქონდა. ყოველ საღამოს გარეთ გამოიტანდა, გაშლიდა, დაჯდებოდა და სიძეს ელოდებოდა. სავახშმოდ არ დაჯდებოდა, სანამ სიძე არ მოვიდოდა.

- ლექსო პაპას ტრადიციული სადღეგრძელოც შესვით, ხომ?

- რა თქმა უნდა... განსხვავებული სასმისების მომხრე არ ვარ, პატარა ლამაზი სასმისები მაქვს. გვაქვს ერთი ყანწი, 70 გრამი ჩადის.

- 2021 წლისთვის ჩვენს მკითხველს, დამწყებ თუ მოყვარულ ფერმერებს რას ურჩევთ და უსურვებთ?

- ალბათ, როგორც ყველა ქართველის, ჩემი სურვილია, გვქონდეს ჯანმრთელობა, ერთმანეთის სიყვარული და გაერთიანებული ქვეყანა.რაც შეეხება რჩევას, ამ პანდემიის პერიოდში ვურჩევდი, რომ ნუ დაითრგუნებიან, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვიფრთხილოთ. ბევრ ადამიანს დეპრესიულ მდგომარეობას ვატყობ. სოციალური აქტივობა უნდა შევინარჩუნოთ ბიზნესის განვითარებით. შესაძლოა, სოფელში ისე არ იგრძნობა პანდემიის სიმძიმე, რადგან ხან ვენახში გადიხარ, ხან საკარმიდამო ნაკვეთში შრომობ, სუფთა ჰაერზე ხარ, მაგრამ თბილისში, კორპუსებში ცხოვრება რთულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, უნდა ვეცადოთ, ეს პანდემია როგორმე გადავიტანოთ.

ცხადია, ჩვეულ რეჟიმში ჯერ ვერ ჩავდგებით, კიდევ ექნება კუდები ამ ვირუსს, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება.

არ მიყვარს ბანკის სესხით, ვალით საქმის დაწყება. თუ დანაზოგი არ გაქვს, რისკი მაღალია... ყველას ვურჩევ, ფინანსური რისკით ბიზნესს ნუ დაიწყებენ. თუ რამე საშუალება აქვთ, ან საკუთარი დანაზოგი, მხოლოდ მაშინ შეეჭიდონ საქმეს. ყველას წარმატებულ წელს ვუსურვებ!

"ჩვენს განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი" - რა თანხას იტოვებს ივანიშვილი და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის და როგორ შეხვდნენ მამის გადაწყვეტილებას შვილები

უბნები თბილისში და სოფლები, სადაც ხვალ და ზეგ ელექტროენერგია დროებით გაითიშება

"იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარების" - პრემიერმა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები წარადგინა