პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში
"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში 4 იან­ვარს გა­ჩე­ნილ ხან­ძარს დღემ­დე უშედ­გოდ ებ­რძვი­ან. ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ხან­ძა­რია გაგ­რა­ში, სა­დაც, ად­გი­ობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მე­ხან­ძრე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ ცე­ცხლი და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში არ გავ­რცელ­დეს. თუმ­ცა, 9 იან­ვრის ღა­მის მო­ნა­ცე­მე­ბით, ხან­ძა­რი საფრ­თხეს უქ­მნი­და რეს­ტო­რან გაგ­რიფშს, ჟო­ეკ­ვა­რას პარკს და სა­ნა­ტო­რი­უმ "მოს­კოვს", რო­მე­ლიც თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის ტარ­სა­ზე მდე­ბა­რე­ობს.

რამ­დე­ნი­მე დღეა ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს გა­ლის, გუ­და­უ­თის, ტყვარ­ჩე­ლის, ეშე­რას, გაგ­რი­სა და ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნებ­ში. ქარ­თუ­ლი მხა­რის არა­ერ­თი შე­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აფხა­ზუ­რი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დახ­მა­რე­ბა­ზე უარს აცხა­დებს. მათი თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რე­ბი საქ­მეს თავს არ­თმე­ვენ. აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის, სერ­გეი შამ­ბას გან­ცხა­დე­ბით, აფხა­ზეთს ხან­ძარ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, თბი­ლი­სის დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის არა­ერ­თი თხოვ­ნის, მი­მარ­თვი­სა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­ეხ­მა­როს მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე სა­ხან­ძრო ავი­ა­ცი­ით, რუ­სუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბი ჯერ არ­სად ჩა­ნან. ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია უნი­კა­ლუ­რი ფიჭ­ვის ტყე და სხვა წიწ­ვო­ვა­ნი თუ ფოთ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი. ასე­ვე, გა­ლი­სა და ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნებ­ში, ციტ­რუ­სი­სა და თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბი, რაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი წყა­როა.

"30 წლის წინ დავ­ტო­ვე იქა­უ­რო­ბა, ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ნა­ტო­რი­უმ "ჟო­ეკ­ვა­რა­ში" ვმუ­შა­ობ­დი. ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი გაგ­რის ტყის კად­რებს რომ ვუ­ყუ­რებ, რო­გორ უახ­ლოვ­დე­ბა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ვე­ძახ­დით, ექი­მე­ბის კორ­პუ­სებს, რეს­ტო­რან "გაგ­რიფშს", გული მეფ­ლი­თე­ბა, ასე მგო­ნია, ჩემი მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი იწ­ვის, ტყვი­ე­ბის წვი­მა­ში ზურგსუ­კან რომ კარი გა­მო­ვი­ხუ­რე და ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი წლე­ბი გა­მოვ­კე­ტე, სა­დაც ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა გა­ვა­ტა­რე... ჰოდა, ამ ყვე­ლა­ფერს შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ და გული მიკ­ვდე­ბა, რომ ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ.

რამ­დე­ნი­მე ახ­ლო­ბელ­მა მი­თხრა, ჩვენ­თვის ისე­დაც დამ­წვა­რი არ იყო ეს 26 წე­ლი­აო?! არა, არ ყო­ფი­ლა, ჩემი მშობ­ლე­ბი­სა და მე­უღ­ლის სახ­ლშიც სხვა ცხოვ­რობ­და, უამ­რა­ვი მო­სახ­ლე გა­მო­იც­ვა­ლა, სიზ­მრად მქონ­და გა­დაქ­ცე­უ­ლი იქა­უ­რო­ბის­თვის ერთი თვა­ლის შევ­ლე­ბა, მაგ­რამ და­საწ­ვა­ვად, ჩა­სა­ფერ­ფლად არ მე­მე­ტე­ბო­და. სა­დღაც დარ­ჩე­ნი­ლი იმე­დი, რომ იმ სა­მო­თხე­ში ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მა­ინც დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, არ და­მი­კარ­გავს... ალ­ბათ ამი­ტო­მაც ვთქვით უარი სახ­ლის გა­ყიდ­ვა­ზე, რო­დე­საც იქა­უ­რებ­მა შე­მოგვთვა­ზეს, - თან­ხა დაგ­ვი­სა­ხა­ლეთ და გა­და­ვიხ­დით, რომ მშვი­დად ვი­ცხოვ­რო­თო. ჩვენს უკა­ნას­კნელ იმედს სა­ფა­სუ­რი ვერ და­ვა­დეთ. იმე­დია, წვი­მა წა­მო­ვა და რა­საც ჯერ არ შე­ხე­ბია ცე­ცხლი, იმას მა­ინც გა­და­არ­ჩენს, თო­რემ ისი­ნი რისი ჩამ­ქრო­ბი არი­ან, აგერ ჩანს. ეს რამ­დე­ნი­მე დღეა ტე­ლე­ვი­ზორს თვალს ვა­რი­დებ, ვერ ვი­ძი­ნებ, იქ ვარ ჩემს ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ ქა­ლაქ­ში და ვლო­ცუ­ლობ, იწ­ვი­მოს", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გაგ­რი­დან დევ­ნი­ლი ელი­კო გუ­გა­ვა.

"გთხოვთ, რამე პე­ტი­ცია გა­ვა­კე­თოთ, გა­მო­უშ­ვას რუ­სეთ­მა ვერ­ტმფრე­ნე­ბი. ლევ კვი­ცი­ნი­ას იმედ­ზე გა­და­ი­ბუ­გა აქა­უ­რო­ბა, "გაგ­რიფშს" უახ­ლოვ­დე­ბა ხან­ძა­რიო და ხვალ ნა­შუ­ა­დე­ვამ­დე არც ელი­ან წვი­მას. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა დარ­ჩე­ბა იქამ­დე ამ ქა­ლა­ქის­გან?! დე­ნის სა­დე­ნე­ბი და­იწ­ვა უკვე და ნა­ხე­ვა­რი ქა­ლა­ქი უშუ­ქოდ იყო, სად რა მი­ა­ერ­თეს და რო­დის გა­ი­თი­შე­ბა, არა­ვინ იცის", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ინტნერ­ნეტ-მომ­ხა­რე­ბე­ლი, მე­დეა ქიშ­მა­რია.

"და­წე­რეს, რომ რუ­სე­თი თა­ნახ­მაა დახ­მა­რე­ბა­ზე, რას ელო­დე­ბი­ან ჩვე­ნე­ბი, რა­ტომ არ შე­მოჰ­ყავთ, მარ­თლა დი­ვერ­სი­აა, თუ რა უნდა ვი­ფიქ­როთ?! ვის რაში აწყობს ეს გა­დამ­წვა­რი ქვე­ყა­ნა, რა ტუ­რიზმს უნდა ვე­ლო­დოთ, რა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას?! მარ­თლა ბა­ზე­ბის­თვის გვამ­ზა­დე­ბენ, თუ რა ხდე­ბა?!" - კი­თხუ­ლობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ას­მათ კვი­ცი­ნია.

"ხალ­ხო, საკ­მა­რი­სია ლოც­ვა და წვი­მა­ზე ოც­ნე­ბა, რა­ღაც გა­ვა­კე­თოთ, თო­რემ ამო­ვი­გუ­დე­ბით, ვა­ი­ძუ­ლოთ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მოს­თხო­ვოს თა­ვის მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს, დაგ­ვეხ­მა­როს, დაგ­ვეხ­მა­როს სა­ნამ გვი­ა­ნია. მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუფ­მა "ანა სო­ფი­ა­მაც" და­წე­რა, მზად ვართ დახ­მა­რე­ბის­თვი­სო, არა­ვინ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია, მა­შინ, რო­დე­საც წყლის ყო­ვე­ლი წვე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ვცხვრობთ, ყო­ველ წუთს ახა­ლი რა­ღაც იწ­ვის და ესე­ნი გა­ი­ძა­ხი­ან - ყვე­ლა­ფერს ვა­კოტ­რო­ლებ­თო. მარ­თლა არა­ფე­რი მეს­მის, ვერ აქ­რობ თა­ვად და ითხი­ვე რა დახ­მა­რე­ბა ვინ­მეს­გან!" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დეა ტუ­ი­ბა.

სა­ა­გენ­ტო "სპუტ­ნიკს" მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორმ­ცი­ით, გაგ­რა­ში ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა ჯერ კი­დევ ვერ ხერ­ხდე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია სა­ა­გენ­ტოს სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო რაზ­მის გაგ­რის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, და­ვით ბგან­ბამ მი­ა­წო­და.

"ხან­ძრე­ბი ჯერ არ ჩამ­ქრა­ლა, რად­გან ეს არის ტყის მა­სი­ვი - დიდი ტე­რი­ტო­რია. თუმ­ცა, სა­ცხოვ­რებლ სექ­ტორს არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა. წვი­მა დი­დად ვერ დაგ­ვეხ­მა­რა, მხო­ლოდ ცოტა შე­ამ­ცი­რა გავ­რცე­ლე­ბის სიჩ­ქა­რე", - გა­ნა­ცხა­და ბგან­ბამ.

მი­სი­ვე თქმით, ამ დრო­ის­თვის ხან­ძრის მას­შტაბ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, მაგ­რამ, და­ახ­ლო­ე­ბით, ეს 100 ჰექ­ტა­რია. ამ­ჟა­მად ხან­ძა­რია გაგ­რა­ში, კერ­ძოდ მამ­ზიშ­ხას მთა­ზე, ყვე­ლა და­ნარ­ჩენ ად­გილ­ზე კი ჩამ­ქრა­ლია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვეფხვია
2

რა თქმა უნდა არ უნდათ ჩვენი დახმარება.ქართველის ფეხის დადგმა არ უნდათ იქ,აი ცოტა ხანში იმ ხრიოკზე რაც დარჩება,რასაც ჟირინოვსკი იძახდა,ის მოხდება.სრულიად უკაცრიელი ტერიტორია გახდება ერთი ერთი დიდი რუსული ბაზა,სადაც აფსუები იქნებიან ყველაზე დაბალი ფენა და მათხოვრები.რაც უნდოდათ,იმას მიიღებენ.ვინ დამარწმუნებს რომ ეს ხანძრები ხელოვნურად არაა გაჩენილი?ზუსტად იმიტო არ ეხმარებიან დიდი ძმები.

გორდი
1
დამპყრობელს მიწა აინტერებს და არა მოსახლეობის ბედი... აფხაზები მალე მიხვდებიან რომ რუსებმა და სომხებმა ისინი გაწირეს... რუსეთი აფხაზებს უბიხების ბედს უმზადებს...
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში 4 იანვარს გაჩენილ ხანძარს დღემდე უშედგოდ ებრძვიან. ამჯერად ყველაზე მასშტაბური ხანძარია გაგრაში, სადაც, ადგიობრივი მედიის ცნობით, რიგითი მოქალაქეები და მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლი დასახლებულ პუნქტებში არ გავრცელდეს. თუმცა, 9 იანვრის ღამის მონაცემებით, ხანძარი საფრთხეს უქმნიდა რესტორან გაგრიფშს, ჟოეკვარას პარკს და სანატორიუმ "მოსკოვს", რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის ტარსაზე მდებარეობს.

რამდენიმე დღეა ხანძარი მძვინვარებს გალის, გუდაუთის, ტყვარჩელის, ეშერას, გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში. ქართული მხარის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, აფხაზური ე.წ. ხელმძღვანელობა დახმარებაზე უარს აცხადებს. მათი თქმით, ადგილობრივი სამსახურები საქმეს თავს ართმევენ. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთს ხანძართან საბრძოლველად, თბილისის დახმარება არ სჭირდება.

ადგილობრივი მოსახლეობის არაერთი თხოვნის, მიმართვისა და გავრცელებული განცხადების მიუხედავად, დაეხმაროს მთავარი მოკავშირე სახანძრო ავიაციით, რუსული ვერტმფრენები ჯერ არსად ჩანან. ფაქტობრივად, განადგურებულია უნიკალური ფიჭვის ტყე და სხვა წიწვოვანი თუ ფოთლოვანი მცენარეები. ასევე, გალისა და ოჩამჩირის რაიონებში, ციტრუსისა და თხილის პლანტაციები, რაც ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

"30 წლის წინ დავტოვე იქაურობა, ნინოშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი და წლების განმავლობაში სანატორიუმ "ჟოეკვარაში" ვმუშაობდი. ცეცხლმოკიდებული გაგრის ტყის კადრებს რომ ვუყურებ, როგორ უახლოვდება დასახლებულ პუნქტს, როგორც ადგილობრივები ვეძახდით, ექიმების კორპუსებს, რესტორან "გაგრიფშს", გული მეფლითება, ასე მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ტყვიების წვიმაში ზურგსუკან რომ კარი გამოვიხურე და ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები გამოვკეტე, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობა გავატარე... ჰოდა, ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებ და გული მიკვდება, რომ ვერაფერს ვაკეთებ.

რამდენიმე ახლობელმა მითხრა, ჩვენთვის ისედაც დამწვარი არ იყო ეს 26 წელიაო?! არა, არ ყოფილა, ჩემი მშობლებისა და მეუღლის სახლშიც სხვა ცხოვრობდა, უამრავი მოსახლე გამოიცვალა, სიზმრად მქონდა გადაქცეული იქაურობისთვის ერთი თვალის შევლება, მაგრამ დასაწვავად, ჩასაფერფლად არ მემეტებოდა. სადღაც დარჩენილი იმედი, რომ იმ სამოთხეში ჩემი შვილიშვილები მაინც დაბრუნდებოდნენ, არ დამიკარგავს... ალბათ ამიტომაც ვთქვით უარი სახლის გაყიდვაზე, როდესაც იქაურებმა შემოგვთვაზეს, - თანხა დაგვისახალეთ და გადავიხდით, რომ მშვიდად ვიცხოვროთო. ჩვენს უკანასკნელ იმედს საფასური ვერ დავადეთ. იმედია, წვიმა წამოვა და რასაც ჯერ არ შეხებია ცეცხლი, იმას მაინც გადაარჩენს, თორემ ისინი რისი ჩამქრობი არიან, აგერ ჩანს. ეს რამდენიმე დღეა ტელევიზორს თვალს ვარიდებ, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში გაგრიდან დევნილი ელიკო გუგავა.

"გთხოვთ, რამე პეტიცია გავაკეთოთ, გამოუშვას რუსეთმა ვერტმფრენები. ლევ კვიცინიას იმედზე გადაიბუგა აქაურობა, "გაგრიფშს" უახლოვდება ხანძარიო და ხვალ ნაშუადევამდე არც ელიან წვიმას. წარმოგიდგენიათ, რა დარჩება იქამდე ამ ქალაქისგან?! დენის სადენები დაიწვა უკვე და ნახევარი ქალაქი უშუქოდ იყო, სად რა მიაერთეს და როდის გაითიშება, არავინ იცის", - წერს ადგილობრივი ინტნერნეტ-მომხარებელი, მედეა ქიშმარია.

"დაწერეს, რომ რუსეთი თანახმაა დახმარებაზე, რას ელოდებიან ჩვენები, რატომ არ შემოჰყავთ, მართლა დივერსიაა, თუ რა უნდა ვიფიქროთ?! ვის რაში აწყობს ეს გადამწვარი ქვეყანა, რა ტურიზმს უნდა ველოდოთ, რა ეკონომიკის განვითარებას?! მართლა ბაზებისთვის გვამზადებენ, თუ რა ხდება?!" - კითხულობს კიდევ ერთი ადგილობრივი, ასმათ კვიცინია.

"ხალხო, საკმარისია ლოცვა და წვიმაზე ოცნება, რაღაც გავაკეთოთ, თორემ ამოვიგუდებით, ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, მოსთხოვოს თავის მთავარ მოკავშირეს, დაგვეხმაროს, დაგვეხმაროს სანამ გვიანია. მოხალისეთა ჯგუფმა "ანა სოფიამაც" დაწერა, მზად ვართ დახმარებისთვისო, არავინ გამოხმაურებია, მაშინ, როდესაც წყლის ყოველი წვეთი მნიშვნელოვანია, ცეცხლმოკიდებულ ქვეყანაში ვცხვრობთ, ყოველ წუთს ახალი რაღაც იწვის და ესენი გაიძახიან - ყველაფერს ვაკოტროლებთო. მართლა არაფერი მესმის, ვერ აქრობ თავად და ითხივე რა დახმარება ვინმესგან!" - წერს ადგილობრივი მედეა ტუიბა.

სააგენტო "სპუტნიკს" მიერ დღეს გავრცელებული ინფორმციით, გაგრაში ხანძრის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ინფორმაცია სააგენტოს სახანძრო-სამაშველო რაზმის გაგრის შტაბის ხელმძღვანელმა, დავით ბგანბამ მიაწოდა.

"ხანძრები ჯერ არ ჩამქრალა, რადგან ეს არის ტყის მასივი - დიდი ტერიტორია. თუმცა, საცხოვრებლ სექტორს არაფერი ემუქრება. წვიმა დიდად ვერ დაგვეხმარა, მხოლოდ ცოტა შეამცირა გავრცელების სიჩქარე", - განაცხადა ბგანბამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ხანძრის მასშტაბზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ, დაახლოებით, ეს 100 ჰექტარია. ამჟამად ხანძარია გაგრაში, კერძოდ მამზიშხას მთაზე, ყველა დანარჩენ ადგილზე კი ჩამქრალია.

რას პასუხობს გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რომელიც ოქონის ხატის გადაცემას ითხოვს

"რუსულ-სომხური ბიზნესი მოდის... ასე გააგრძელეთ ბატონო ბჟანია, ძალიან "ეროვნული" გეგმები გქონიათ" - აფხაზეთში რუსები ტურისტულ კომპლექსს აშენებენ

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - ის კოვიდ-19-ს 30 დეკემბრიდან ებრძვის