ავტორი:

ე.წ. კანონიერი ქურდის ლავას ოღლის ექსტრადირება მონტენეგროში მოხდა

ე.წ. კანონიერი ქურდის ლავას ოღლის ექსტრადირება მონტენეგროში მოხდა

ე.წ. კანონიერი ქურდი, მიდნია გორაძე, იგივე ლავას ოღლი, მონტენეგროში იმყოფება. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ გორაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაუდასტურა. როგორც ის განმარტავს, ლავას ოღლი ბელორუსიდან უკრაინაში მიდიოდა, თუმცა, ქვეყანამ ის არ მიიღო, რის გამოც, ე.წ. კანონიერი ქურდი მონტენეგროში აღმოჩნდა.

„იმის დადასტურება შემიძლია, რომ უკრაინის სახელმწიფოში მისი შესვლა ვერ მოხერხდა და მისი მონტენეგროში გადაფრენა მოხდა, სხვა ინფორმაციას არ ვფლობ, ის საქართველოში არ არის. ბელორუსიდან მოხდა უკრაინაში ჩასვლა, უკრაინამ საბუთები მოსთხოვა, საბუთების შემოწმების შემდეგ ქვეყანამ ჩათვალა, რომ არ უნდა შეეშვა და ე.წ. მესამე ქვეყანაში გაუშვა.

ეს ადამიანი წლებია, საპატიმრო დაწესებულებაში უკანონოდ იმყოფება, რადგან ჩვენი ქვეყანა მის ექსტადაციას ითხოვს, ამიტომ ნებისმიერ ქვეყანაში წავიდოდა, სადაც არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ შეექმნებოდა და მიიღებდა. მონტენეგრომ მიიღო, იქ დარჩება თუ არა, თვითონ გადაწყვეტს“, - განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის ორ საქმეზეა მსჯავრდებული, ერთ მათგანზე მას 10 წლით, მეორეზე საქმეზე კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მარნეულში, ნაცნობი ქალისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადაღების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან