კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ ოცნებაში“ გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით... ეს ღიმილის მომგვრელია" - თინა ბოკუჩავა
"ქართულ ოცნებაში“ გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით... ეს ღიმილის მომგვრელია" - თინა ბოკუჩავა

გა­ბად­რუ­ლე­ბი არი­ან სამი ადა­მი­ა­ნის პარ­ლა­მენ­ტში შეყ­ვა­ნით და აი, ამ მარ­თლა გა­ბანკრო­ტე­ბუ­ლი და თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის რე­ჟიმ­ში შე­სუ­ლი პარ­ტი­ი­დან ჩვენ­ზე რა­მის თქმა ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა თინა ბო­კუ­ჩა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია და ის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დღეს უსუ­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ცდი­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას იმა­ში, რომ პარ­ლა­მენ­ტი მო­ნო­პარ­ტი­უ­ლი აღარ არის.

"სრუ­ლი­ად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია, რო­დე­საც იმ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნე­ბის მო­პარ­ვის შე­დე­გად მო­ახ­დი­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ფორ­მი­რე­ბა და ახლა გა­ბად­რუ­ლე­ბი არი­ან სამი ადა­მი­ა­ნის პარ­ლა­მენ­ტში შეყ­ვა­ნით, სა­დაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ტრან­ზაქ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი იყო ჩა­დე­ბუ­ლი, იძა­ხის რომ ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი აღარ გვაქ­ვსო - აი, ამ მარ­თლა გა­ბანკრო­ტე­ბუ­ლი და თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის რე­ჟიმ­ში შე­სუ­ლი პარ­ტი­ი­დან ჩვენ­ზე ამის თქმა, ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია. გუ­შინ სხვა­თა­შო­რის, რა­ღაც პა­ტა­რა კვლე­ვას ვა­კე­თებ­დი ავ­ტოკ­რა­ტი­ულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ებ­ზე მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თე­ო­რია - კო­ოპ­ტა­ცი­ის თე­ო­რია, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­უ­რი ნა­წი­ლის შე­წო­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის მხრი­დან იმის­თვის, რომ შემ­დეგ მათ ეს გა­მო­ი­ყე­ნონ, რო­გორც რა­ღაც ოპ­ტი­კუ­რი ილუ­ზია დე­მოკ­რა­ტი­ის. ეს არის საკ­მა­ოდ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თე­ო­რია, რო­მე­ლიც ასე­ვე მტკიც­დე­ბა უამ­რა­ვი ემ­პი­რი­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით ავ­ტოკ­რა­ტი­ულ რე­ჟი­მებ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან უსუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­დე­საც ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლობს ან მი­თუ­მე­ტეს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი აღარ არის მო­ნო­პარ­ტი­უ­ლი იმი­ტომ, რომ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ 3 წევ­რი შე­ი­ტყუ­ეს პარ­ლა­მენ­ტში. აი, ასეთ უსუ­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და მისი "ლი­დერ­ში­ფი“ და მათი სრუ­ლი­ად გა­კო­მი­კუ­რე­ბუ­ლი და ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის არმ­ქო­ნე პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჩვენ­სკენ იშ­ვე­რენ ხელს. მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ დი­დია და შედ­გე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რო­მელ­თაც აქვთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და უფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
15

მერე, გაიღიმე დალოცვილო, გიხდება!

sniper
10

ეეხ თინიკო, რახანია გაბადრული აღარ მინახავხარ, სულ გაჯავრებული ხარ. ნეტავი როდის აღდგება ფრენები?!

ავტორი:

"ქართულ ოცნებაში“ გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით... ეს ღიმილის მომგვრელია" - თინა ბოკუჩავა

"ქართულ ოცნებაში“ გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით... ეს ღიმილის მომგვრელია" - თინა ბოკუჩავა

გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით და აი, ამ მართლა გაბანკროტებული და თვითგანადგურების რეჟიმში შესული პარტიიდან ჩვენზე რამის თქმა ღიმილის მომგვრელია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური კრიზისია და ის თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ დღეს უსუსურ მდგომარეობაშია და ცდილობს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ პარლამენტი მონოპარტიული აღარ არის.

"სრულიად არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია, როდესაც იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც არჩევნების მოპარვის შედეგად მოახდინა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირება და ახლა გაბადრულები არიან სამი ადამიანის პარლამენტში შეყვანით, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ტრანზაქციული ინტერესები იყო ჩადებული, იძახის რომ ერთპარტიული პარლამენტი აღარ გვაქვსო - აი, ამ მართლა გაბანკროტებული და თვითგანადგურების რეჟიმში შესული პარტიიდან ჩვენზე ამის თქმა, ღიმილის მომგვრელია. გუშინ სხვათაშორის, რაღაც პატარა კვლევას ვაკეთებდი ავტოკრატიულ საკანონმდებლო ორგანოებზე მსოფლიოს მასშტაბით და არსებობს საკმაოდ ცნობილი და გავრცელებული თეორია - კოოპტაციის თეორია, რაც გულისხმობს, რომ რეალურად ხდება ფსევდოოპოზიციური ნაწილის შეწოვა ხელისუფლებაში მმართველი რეჟიმის მხრიდან იმისთვის, რომ შემდეგ მათ ეს გამოიყენონ, როგორც რაღაც ოპტიკური ილუზია დემოკრატიის. ეს არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული თეორია, რომელიც ასევე მტკიცდება უამრავი ემპირიული მაგალითებით ავტოკრატიულ რეჟიმებში და შესაბამისად, ძალიან უსურად გამოიყურება ხელისუფლება, როდესაც ან საქართველოს მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობს ან მითუმეტეს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ საქართველოს პარლამენტი აღარ არის მონოპარტიული იმიტომ, რომ "პატრიოტთა ალიანსის“ 3 წევრი შეიტყუეს პარლამენტში. აი, ასეთ უსუსურ მდგომარეობაშია დღეს "ქართული ოცნება“ და მისი "ლიდერშიფი“ და მათი სრულიად გაკომიკურებული და ყოველგვარი პოლიტიკური ლეგიტიმაციის არმქონე პერსონაჟები ჩვენსკენ იშვერენ ხელს. მათგან განსხვავებით, "ნაციონალური მოძრაობა“ დიდია და შედგება დამოუკიდებელი ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და უფლება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარების" - პრემიერმა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები წარადგინა