პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა" - რას აცხადებენ "პატრიოტთა ალიანსის" სიის წევრი ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ
"ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა" - რას აცხადებენ "პატრიოტთა ალიანსის" სიის წევრი ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” პარ­ტი­უ­ლი სიის სამი წევ­რის და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნის, ფრი­დონ ინ­ჯი­ა­სა და გელა მი­ქა­ძის სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტმა რიგ­გა­რე­შე სე­სი­ა­ზე იმ­სჯე­ლა და მხა­რი ერ­თხმად და­უ­ჭი­რა. მათ დე­პუ­ტა­ტის რან­გში უკვე პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც გა­ა­კე­თეს:

"მე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, პარ­ლა­მენ­ტში შე­ვე­დი არა რო­გორც "ნა­ცის­ტურ რა­იხსტაგ­ში", "მი­შის­ტურ მთავ­რო­ბა­ში" ან აღა-მაჰ­მად -ხა­ნის რაზმში, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტში შე­ვე­დი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და ვა­ღი­ა­რებ, რომ ეს იყო გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ სა­არ­ჩევ­ნო სიის წევ­რმა, გელა მი­ქა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია.

"ჩემს აზრს ვამ­ბობ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" დღე­ის­თვის არის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის 1990-იანი წლე­ბის ბოლო, რო­დე­საც ფაქ­ტობ­რი­ვად, ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ჩა­მო­ი­შა­ლა. იყო პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბიც, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ეკო­ნო­მი­კუ­რი იყო. ხალ­ხის მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, რომ უნდა შე­იქ­მნას ქვე­ყა­ნა­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა და და­ი­ნიშ­ნოს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გელა მი­ქა­ძემ.

მა­ნამ­დე კი, გელა მი­ქა­ძემ ისა­უბ­რა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა მიზ­ნით სურს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა.

"პარ­ლა­მენ­ტში ჩემი შეს­ვლა ჩემ­თვის თე­ო­რი­აა. ანუ იმგვა­რად არ არის, რომ ეს ჩემ­თვის პირ­ვე­ლი იყო და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა. 2008 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. ქვე­ყა­ნა­ში დღეს რომ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბია და ფაქ­ტობ­რი­ვად, 25 000 სა­მუ­შაო ად­გი­ლია, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს პი­რა­დად ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ასე­ვე, პირ­ვე­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ათე­უ­ლო­ბით ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი, რაც ქვე­ყა­ნა­ში დღეს ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რაც 2008 წლი­დან გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე და რო­მე­ლიც სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვფიქ­რობ, რომ ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზაა თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნე­ბის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში აშე­ნე­ბა. ამას სჭირ­დე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, იმი­ტომ, რომ დღეს არ­სე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა ძა­ლი­ან ცუ­დია. მე­ო­რე მთა­ვა­რი პრო­ექ­ტი, რაც 2008 წელს მქონ­და და­წყე­ბუ­ლი და რისი ინი­ცი­ა­ტო­რიც ვი­ყა­ვი, ეს იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნე­ბის შექ­მნის კონ­ცეფ­ცია. ეს პრო­ექ­ტი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და. ჩემი შე­მოს­ვლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არის ის, რომ ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნე­ბი, რო­მე­ლიც 2008 წელს და­ვი­წყე, და­ვას­რუ­ლო და ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ შევ­ქმნა და­ახ­ლო­ე­ბით, 30 000 სა­მუ­შაო ად­გი­ლი. თუ ამას ვერ მი­ვაღ­წევ და ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა არ იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, სი­ტყვას გაძ­ლევთ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ტო­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბას. ჩემ­თვის აპ­რი­ო­რი არ არის დე­პუ­ტა­ტო­ბა. ჩემი ცოდ­ნა და სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია, რაც მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვახ­მა­რო, ეს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის­თვის სა­კა­ნონ­მდე­ბო ბა­ზის შექ­მნაა, რო­მე­ლიც ეხე­ბა თა­ვი­სუ­ფალ ინ­დუსტრი­ულ ზო­ნებს. ძა­ლი­ან ბევრ ინ­ვეს­ტორს უნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი მი­ზე­ზი დღეს არ­სე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზაა", - გა­ნა­ცხა­და მი­ქა­ძემ.

რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ პო­ლი­ტი­კა­ნი უნდა იყოს პარ­ლა­მენ­ტში და არა მეც­ნი­ე­რი ან ბიზ­ნეს­მე­ნი?! -ამის შე­სა­ხებ კი „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ სიით პარ­ლა­მენ­ტში შე­სულ­მა და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, თა­ვად პო­ლი­ტი­კო­სი არ არის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­დან და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო სფე­რო­დან მო­დის პარ­ლა­მენ­ტში.

„მი­ვეჩ­ვი­ეთ, რომ ზო­გი­ერ­თი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი თა­ვის მო­საზ­რე­ბებ­ზე აგე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს და შე­მო­აქვს ესა თუ ის მო­საზ­რე­ბა, რო­გორც მთა­ვა­რი და რო­გორც ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მე არ ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კო­სი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო­დან მოვ­დი­ვარ, აკა­დე­მი­ი­დან და ტექ­ნი­ლო­გი­ე­ბი­დან. ყვე­ლა­ფე­რი სა­ჭი­როა იყოს არ­გუ­მენ­ტებ­ზე აგე­ბუ­ლი. ის, რომ ვი­ღა­ცამ თქვა „ვინც შე­ვი­დე­სო“, ეს არ ნიშ­ნავს არა­ფერს. არ მი­მაჩ­ნია, რომ თქვენს მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის მიერ ნათ­ქვამ ფრა­ზა­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად აღ­საქ­მე­ლია ან უნდა შეს­რულ­დეს. მას აქვს თა­ვის აზრი, მე მაქვს ჩემი აზრი.

არც ბიზ­ნეს­მე­ნი და არც მეც­ნი­ე­რი მი­თუ­მე­ტეს, არ არის უარ­ყო­ფი­თი ცნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნის­თვის, რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ პო­ლი­ტი­კა­ნი უნდა იყოს პარ­ლა­მენ­ტში და არა მეც­ნი­ე­რი ან ბიზ­ნეს­მე­ნი. რას ვა­პი­რებ - ვა­პი­რებ იმას, რა­საც დღემ­დე ვა­პი­რებ­დი ჩემი აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს. მე არ მომ­წონს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა და ვა­პი­რებ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­თვის ბრძო­ლას. მე არ მომ­წონს ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ხელს უშ­ლის ქვე­ყა­ნა­ში მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბიზ­ნე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ვა­პი­რებ შეც­ვლას. ეს ცო­ტაა? მე­სა­მე - აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­და­ხე­დია დას­ტა კა­ნო­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მი­უ­ღებ­ლად მი­მაჩ­ნია და ჩვენს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის მიერ ჩა­დე­ბუ­ლი ნაღ­მე­ბია, რომ­ლის წა­კი­თხვაც ორ­ჯერ და სამ­ჯერ სხვა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა და რომ­ლი­თაც ბევ­რჯერ ტყუვ­დე­ბა ხალ­ხი და სა­სა­მარ­თლო­შიც ერთი და იგი­ვე კა­ნო­ნი შე­იძ­ლე­ბა ორ­ნა­ი­რი ფორ­მით იყოს აღ­ქმუ­ლი. აი, ამას ვა­პი­რებ და რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კა­ნი აპი­რებ­და ამას?“ - გა­ნა­ცხა­და ზილ­ფი­მი­ან­მა.

ამას­თან ზილ­ფი­მი­ა­ნი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მას­ზე რა­ი­მე ზე­წო­ლას პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, უარ­ყოფს.

„მსგავ­სი რამ ბუ­ნე­ბა­ში არ ყო­ფი­ლა და ვინც მე მიც­ნობს, ის არც თა­ვის თავს აკად­რებს ამ შე­კი­თხვას და არც მე, რად­გან ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ მე მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ,“- აღ­ნიშ­ნა მან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
3
თქვენზე რა ზეწოლა უნდა ყოფილიყო,სადაც ფულის სუნს იგრძნობთ იქ გაჩნდებით ეგრევე.აქეთ შეეხვეწებოდით.
yes
55

ძალიან კარგი, მიშას პროექტი არ უნდა შესრულდეს, ვითომ გაყალბება და ვითომ ერთპარტიული პარლამენტი, რეალურად 9 პარტია გავიყვანეთ ხალხმაც და მთავრობამაც. არავინ არავის არაფერს არ უშლიდა, ვიცით რა არის ზეწოლა ვცხოვრობდით ნაცების დროსაც, ეხლა იყო სრული თავისუფლება არჩევანში, არჩვანი მწირი კი იყო მაგრამ იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა" - რას აცხადებენ "პატრიოტთა ალიანსის" სიის წევრი ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ

"ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა" - რას აცხადებენ "პატრიოტთა ალიანსის" სიის წევრი ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ

"პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა. მათ დეპუტატის რანგში უკვე პირველი განცხადებებიც გააკეთეს:

"მე, საქართველოს მოქალაქე, პარლამენტში შევედი არა როგორც "ნაცისტურ რაიხსტაგში", "მიშისტურ მთავრობაში" ან აღა-მაჰმად -ხანის რაზმში, არამედ პარლამენტში შევედი, როგორც საქართველოს მოქალაქე და ვაღიარებ, რომ ეს იყო გაყალბებული არჩევნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრმა, გელა მიქაძემ განუცხადა, რომელიც პარლამენტში შევიდა.

მისივე განმარტებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალია.

"ჩემს აზრს ვამბობ, რომ "ქართული ოცნება" დღეისთვის არის საბჭოთა კავშირის 1990-იანი წლების ბოლო, როდესაც ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველობა ეკონომიკური პრობლემების გამო ჩამოიშალა. იყო პოლიტიკური საკითხებიც, მაგრამ ძირითადად ეკონომიკური იყო. ხალხის მოთხოვნა იქნება, რომ უნდა შეიქმნას ქვეყანაში კოალიციური მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა გელა მიქაძემ.

მანამდე კი, გელა მიქაძემ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით სურს პარლამენტში შესვლა.

"პარლამენტში ჩემი შესვლა ჩემთვის თეორიაა. ანუ იმგვარად არ არის, რომ ეს ჩემთვის პირველი იყო და ძალიან გამიხარდა პარლამენტში შესვლა. 2008 წლიდან საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტები განვახორციელე. ქვეყანაში დღეს რომ სავაჭრო ცენტრებია და ფაქტობრივად, 25 000 სამუშაო ადგილია, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემი დამსახურებაა. ასევე, პირველი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა საქართველოში, ათეულობით ცნობილი ბრენდები, რაც ქვეყანაში დღეს ფუნქციონირებს, ჩემი დამსახურებაა. ეს იყო ჩემი პირველი პროექტი, რაც 2008 წლიდან განვახორციელე და რომელიც საბედნიეროდ, ახლაც მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ყველა რეგიონში აშენება. ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, იმიტომ, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა ძალიან ცუდია. მეორე მთავარი პროექტი, რაც 2008 წელს მქონდა დაწყებული და რისი ინიციატორიც ვიყავი, ეს იყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის კონცეფცია. ეს პროექტი დაწყებული მქონდა. ჩემი შემოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ ეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, რომელიც 2008 წელს დავიწყე, დავასრულო და ქვეყანაში კიდევ შევქმნა დაახლოებით, 30 000 სამუშაო ადგილი. თუ ამას ვერ მივაღწევ და ის საკანონმდებლო ბაზა არ იქნება ქვეყანაში, სიტყვას გაძლევთ, დიდი სიამოვნებით დავტოვებ საქართველოს პარლამენტის წევრობას. ჩემთვის აპრიორი არ არის დეპუტატობა. ჩემი ცოდნა და სპეციალიზაცია, რაც მინდა საქართველოს მოვახმარო, ეს სამუშაო ადგილების არსებობისთვის საკანონმდებო ბაზის შექმნაა, რომელიც ეხება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. ძალიან ბევრ ინვესტორს უნდა საქართველოში შემოსვლა, მაგრამ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზაა", - განაცხადა მიქაძემ.

რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი?! -ამის შესახებ კი „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესულმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავად პოლიტიკოსი არ არის და ტექნოლოგიებიდან და საბუნებისმეტყველო სფეროდან მოდის პარლამენტში.

„მივეჩვიეთ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი თავის მოსაზრებებზე აგებული არგუმენტებით ხელმძღვანელობს და შემოაქვს ესა თუ ის მოსაზრება, როგორც მთავარი და როგორც ფაქტებზე დაფუძნებული. მე არ ვიყავი პოლიტიკოსი და საბუნებისმეტყველოდან მოვდივარ, აკადემიიდან და ტექნილოგიებიდან. ყველაფერი საჭიროა იყოს არგუმენტებზე აგებული. ის, რომ ვიღაცამ თქვა „ვინც შევიდესო“, ეს არ ნიშნავს არაფერს. არ მიმაჩნია, რომ თქვენს მიერ გამოთქმული ინფორმაცია ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ნათქვამ ფრაზაზე, აუცილებლად აღსაქმელია ან უნდა შესრულდეს. მას აქვს თავის აზრი, მე მაქვს ჩემი აზრი.

არც ბიზნესმენი და არც მეცნიერი მითუმეტეს, არ არის უარყოფითი ცნება პარლამენტში ყოფნისთვის, რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი. რას ვაპირებ - ვაპირებ იმას, რასაც დღემდე ვაპირებდი ჩემი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის დროს. მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას. მე არ მომწონს ის კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ვაპირებ შეცვლას. ეს ცოტაა? მესამე - აუცილებლად გასადახედია დასტა კანონებისა, რომლებიც მიუღებლად მიმაჩნია და ჩვენს კანონმდებლობაში სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ ჩადებული ნაღმებია, რომლის წაკითხვაც ორჯერ და სამჯერ სხვანაირად შეიძლება და რომლითაც ბევრჯერ ტყუვდება ხალხი და სასამართლოშიც ერთი და იგივე კანონი შეიძლება ორნაირი ფორმით იყოს აღქმული. აი, ამას ვაპირებ და რომელი პოლიტიკანი აპირებდა ამას?“ - განაცხადა ზილფიმიანმა.

ამასთან ზილფიმიანი, ხელისუფლების მხრიდან მასზე რაიმე ზეწოლას პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, უარყოფს.

„მსგავსი რამ ბუნებაში არ ყოფილა და ვინც მე მიცნობს, ის არც თავის თავს აკადრებს ამ შეკითხვას და არც მე, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ მე მართული ადამიანი არ ვარ,“- აღნიშნა მან.

ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

დეპუტატი, რომელსაც ემირატებში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ქართული კავშირგაბმულობის მაგნატი - რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ