სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ატანენ 2020-ს ცნობილი ადამიანები და რას ელიან ახალი წლისგან?
რას ატანენ 2020-ს ცნობილი ადამიანები და რას ელიან ახალი წლისგან?

2020 წელს მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი რამ მოხ­და, მაგ­რამ იმა­ზე მძი­მე და სა­ში­ნე­ლი, რა­საც კო­რო­ნა­პან­დე­მია ჰქვია, არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ადა­მი­ა­ნებს უხი­ლა­ვი მტრის წი­ნა­აღ­მდეგ მო­უხ­დათ ბრძო­ლა. მტერ­მა სა­ხე­ლად "კო­ვიდ 19“ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­აშ­ფო­თა, და­ამ­წუხ­რა და შე­ი­წი­რა... გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მია ჯერ კი­დევ და­სა­მარ­ცხე­ბე­ლია. დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეა მსოფ­ლიო და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო... რას ატა­ნენ ძველ წელს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და რას ელი­ან ახა­ლი წლის­გან?

გია ბუ­ღა­ძე, მხატ­ვა­რი:

- რო­გორც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და მსოფ­ლიო, მეც ასე­ვე სახ­ლში ვი­ყა­ვი გა­მო­კე­ტი­ლი და დის­კომ­ფორ­ტს ვგრძნობ­დი... ჩემი საქ­მე სა­ერ­თოდ ისე­თია, მუ­შა­ო­ბი­სას გან­მარ­ტო­ე­ბა მი­წევს, რად­გა­ნაც ის კო­ლექ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას და სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რულს არ სა­ჭი­რო­ებს. ამ მხრივ, არ­სე­ბი­თად თით­ქოს არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მაგ­რამ რო­დე­საც გარ­შე­მო ასე დამ­თრგუნ­ველ სი­ტუ­ა­ცი­ას ვხე­დავ, ეს ჩემ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს... დარ­დი, ტკი­ვი­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბის ტრა­გი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე სი­ტუ­ა­ცია, ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა, ემო­ცი­ურ ტკი­ვილს იწ­ვევს და ძა­ლი­ან მა­ფიქ­რებს, მა­ღელ­ვებს. ამას­თა­ნა­ვე, უსა­მარ­თლო­ბა, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში, კი­დევ უფრო მთრგუ­ნავს.

ამი­ტომ, 2020 წელს გა­ვა­ტან­დი - კო­რო­ნა­ვირუსს, "ქო­ცებს", ეკო­ნო­მი­კურ უბე­დუ­რე­ბას, უსიყ­ვა­რუ­ლო­ბას, გა­უ­ტან­ლო­ბას, მო­მა­ვალ წელს კი ვე­ლო­დე­ბი ახალ კო­ა­ლი­ცი­ურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ცხოვ­რე­ბას ვირუ­სის გა­რე­შე, ადა­მი­ა­ნებ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის დაბ­რუ­ნე­ბას და ბევრ კარგ ამ­ბავს...

ისე­თი წელი იყო, რომ ასეთს ის­ტო­რი­ა­ში გა­მო­ტო­ვე­ბენ ხოლ­მე. გა­მო­ტო­ვე­ბა ალ­ბათ არ მოგ­ვი­წევს, რად­გან გარ­კვე­ულ­წი­ლად გარ­და­ტე­ხის წე­ლია, ახა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა იბა­დე­ბა. ახ­ლის და­ბა­დე­ბა კი ყო­ველ­თვის მტკივ­ნე­უ­ლად ხდე­ბა... ალ­ბათ კი­დევ დიდი გა­მოც­და გვე­ლის, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ კა­ცობ­რი­ო­ბა უკვე იმ­დე­ნად მო­წი­ფუ­ლია, ამ გან­ცდე­ბის­გან იმ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს, რომ სირ­თუ­ლე­ებს დაძ­ლევს. თან, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ისე­თი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ძა­ლე­ბია ჩარ­თუ­ლი, ასე­ვე მსოფ­ლიო დე­მოკ­რა­ტი­ის თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ მხო­ლოდ კარ­გის მო­ლო­დი­ნი უნდა გვქონ­დეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მოკ­ლედ, ვნა­ხოთ. ყვე­ლას ბედ­ნი­ერ და ჯან­მრთელ წელს ვუ­სურ­ვებ!

გია ხუ­ა­ხაშ­ვი­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი:

- გა­სულ წელს გა­ვა­ტან­დი ყვე­ლა­ფერს, რაც წელს მოხ­და და ახალ წელს სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­ვი­წყებ­დი. ეს ბევრ რა­მეს რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­და, ასე რომ, სა­ერ­თო სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა...

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რას ველი 2021 წლის­გან, - არა­ფერს, უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა­ნი ერ­თად კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლად ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტას მო­ვა­ხერ­ხებთ.

2020 წლის პრობ­ლე­მე­ბი იმით გან­სხვა­დე­ბა წინა პე­რი­ო­დის­გან, რომ ვი­თა­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და რთუ­ლია. გა­და­ვა­წყდით იმ ტი­პის პრობ­ლე­მებს, რო­მელ­თა გა­მოც­დი­ლე­ბა არ გვაქვს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პროგ­ნო­ზე­ბის­გან თავს ამი­ტომ ვი­კა­ვებ და მხო­ლოდ იმე­დებ­ზე ვსა­უბ­რობ. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

ქვე­ყა­ნას ვუ­სურ­ვებ კე­თილ­დღე­ო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტ­მის დაბ­რუ­ნე­ბას - კო­რო­ნას და­მარ­ცხე­ბას!

მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი, მუ­სი­კო­სი:

- ალ­ბათ რო­გორც ყვე­ლას­თვის, ჩემ­თვი­საც რთუ­ლი იყო, ამ მძი­მე პე­რი­ოდ­ში რო­გორ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი?! დღეს ადა­მი­ა­ნებს ჯან­მრთე­ლო­ბა უჭირთ, რა­საც თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მაც და­ე­მა­ტა... თო­რემ ახალ სიმ­ღე­რებს სულ ვქმნი, ვმუ­შა­ობ, არ ვჩერ­დე­ბი, წელ­საც 2 ახა­ლი სიმ­ღე­რა დავ­წე­რე. ამ ყვე­ლა­ფერს რე­ა­ლი­ზე­ბა ხომ სჭირ­დე­ბა და პან­დე­მი­ამ სწო­რედ ამას და­არ­ტყა...

რას გა­ვა­ტან­დი 2020 წელს? ამა­ზე არც ვიცი, რო­გორ გი­პა­სუ­ხოთ, მაგ­რამ გა­სულ წელს ნამ­დვი­ლად გა­ვა­ტან­დი პან­დე­მი­ას და იმ სა­ში­ნე­ლე­ბებს, რაც მთელ მსოფ­ლი­ო­შია. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­ტან­დი, ოღონდ, არ ვიცი, სად, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ამის გან­მე­ო­რე­ბა აღარ გვინ­და. ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ.

რას ველი 2021 წლის­გან? ბევრ კარგ რა­მეს და რაც მთა­ვა­რია, შვი­ლიშ­ვილს, ჩემს მე­ო­თხე შვი­ლიშ­ვილს და მინ­და, ეს მო­ლო­დი­ნი ბედ­ნი­ე­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყოს!

დათო ლიკ­ლი­კა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი:

- 2020 წელს კო­რო­ნა­პან­დე­მი­ას გა­ვა­ტან­დი, მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­გო­ნე­ბებს კი, და­ვი­წყე­ბას მივ­ცემ­დი. თან აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვა­ყო­ლებ­დი პირ­ბა­დე­ებს, თა­ვის რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბით და ყვე­ლაფ­რით... 2021 წლი­დან მხო­ლოდ ერთს ვი­თხოვ - გა­იხ­სნას ქვეყ­ნე­ბი, ქა­ლა­ქე­ბი, სკო­ლე­ბი, ბა­ღე­ბი, აჟ­რი­ა­მულ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­დეს, და­ნარ­ჩე­ნი უკვე ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ აქამ­დე ნელ-ნელა მო­ვე­დით, მჯე­რა უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, ამ პან­დე­მი­ამ თავი დაგ­ვა­ნე­ბოს.

ჩემს 2020 წელს კი ასე შე­ვა­ფა­სებ - არ ვარ უმა­დუ­რი, ჯვა­რი მწე­რია და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჯან­მრთე­ლე­ბი მყავს, ამ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ხალ­ხმა სამ­სა­ხუ­რე­ბი და­კარ­გა, მე არც აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა და­მი­კარ­გავს, არც რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, არც ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა შემ­ზღუდ­ვია, არც ინფლუ­ენ­სე­რუ­ლი, შე­ზღუდ­ვა მარ­ტო რო­გორც მსა­ხი­ობს და ტუ­რის­ტულ გიდს, ისე შე­მე­ხო. წელს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ტური მქონ­და ქუ­თა­ის­ში, მაგ­რამ რა მაქვს სა­წუ­წუ­ნო? მად­ლო­ბე­ლი ვარ, რად­გან ვი­მე­ო­რებ, ჯან­მრთე­ლად ვარ! არა­და, რამ­დენ ადა­მი­ანს შე­ექ­მნა პრობ­ლე­მა, ბევ­რიც ამ ქვეყ­ნი­დან წა­ვი­და...

ახალ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სურ­ვებ, მალე დაბ­რუ­ნე­ბო­დეს ის ცხოვ­რე­ბა, რაც კო­რო­ნამ­დე ჰქონ­და, ერ­თმა­ნე­თის გა­და­კოც­ნა, ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა, გა­დახ­ვე­ვა ისევ შეგვძლე­ბო­დეს. ადა­მი­ანს გულ­ში რომ ჩა­იკ­რავ და მო­ე­ფე­რე­ბი, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მე­ნატ­რე­ბა...

გო­გო­ლა კა­ლან­და­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ახა­ლი წლის­გან ყო­ველ­თვის რა­ღაც ახალს ვე­ლო­დე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბას, ბედ­ნი­ე­რე­ბას, სი­ლა­ღეს, ყვე­ლა­ფერს კარ­გს... წელს პი­რა­დად ჩემს თავს პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ­დი, რად­გა­ნაც უკვე ბევ­რი წე­ლია, პრო­ფე­სი­უ­ლად შე­ზღუ­დუ­ლი და დას­ჯი­ლი­ვით ვარ... რა და­ვა­შა­ვე, არ ვიცი, მაგ­რამ ასეა... სა­ერ­თოდ, მსა­ხი­ო­ბებს ნაკ­ლე­ბად აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას, რაც და­სა­ნა­ნია. არა­და, გული მწყდე­ბა, წლე­ბი მი­დის, ასა­კი გვე­მა­ტე­ბა, ახალ­გაზ­რდე­ბის გვერ­დით ჩვე­ნი გა­მო­ყე­ნე­ბაც ხომ შე­იძ­ლე­ბა?! ძვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის ასე სა­დღაც გა­დაყ­რა, რა ვიცი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?!

ჩვენს ქვე­ყა­ნას 2021 წელს მშვი­დო­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას, სი­ლა­ღეს ვუ­სურ­ვებ და ყვე­ლა­ფერ იმას, რაც სა­ჭი­როა ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ თავი ადა­მი­ა­ნად იგ­რძნოს! ეს წელი ყვე­ლას­თა­ვის, ხვა­ვი­ა­ნი, ბა­რა­ქი­ა­ნი იყოს, ყვე­ლა და­საქ­მე­ბუ­ლი­ყოს, ასე მიგ­დე­ბულ-მიყ­რი­ლე­ბი, რო­გორც ახლა ვართ, ასე­თი ყოფა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყოს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
71

ნუუ ბუღაძემ ისე ბოღმიანად მოგვილოცა, წყევლას გავდა:)). ფარისევლობა ანადგურებს ადამიანობას. 

საქართველოს გულშემატკივარი
71

მსოფლიოს ვუსურვებ მშვიდობას!!! ბუღაძეს გაქოცებას!!! 2020 -ში დაგვეტოვებინოს ნაცების ბოღმა!!!

ავტორი:

რას ატანენ 2020-ს ცნობილი ადამიანები და რას ელიან ახალი წლისგან?

რას ატანენ 2020-ს ცნობილი ადამიანები და რას ელიან ახალი წლისგან?

2020 წელს მსოფლიოში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ იმაზე მძიმე და საშინელი, რასაც კორონაპანდემია ჰქვია, არაფერი ყოფილა. ადამიანებს უხილავი მტრის წინააღმდეგ მოუხდათ ბრძოლა. მტერმა სახელად "კოვიდ 19“ მილიონობით ადამიანი შეაშფოთა, დაამწუხრა და შეიწირა... გლობალური პანდემია ჯერ კიდევ დასამარცხებელია. დიდი გამოწვევის წინაშეა მსოფლიო და მათ შორის საქართველო... რას ატანენ ძველ წელს ჩვენი საზოგადოების ცნობილი ადამიანები და რას ელიან ახალი წლისგან?

გია ბუღაძე, მხატვარი:

- როგორც მთელი საქართველო და მსოფლიო, მეც ასევე სახლში ვიყავი გამოკეტილი და დისკომფორტს ვგრძნობდი... ჩემი საქმე საერთოდ ისეთია, მუშაობისას განმარტოება მიწევს, რადგანაც ის კოლექტიურ საქმიანობას და სამსახურში სიარულს არ საჭიროებს. ამ მხრივ, არსებითად თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ როდესაც გარშემო ასე დამთრგუნველ სიტუაციას ვხედავ, ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს... დარდი, ტკივილი, ადამიანების ტრაგიკული მდგომარეობა, ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია, ჩემს საქმიანობაზეც აისახება, ემოციურ ტკივილს იწვევს და ძალიან მაფიქრებს, მაღელვებს. ამასთანავე, უსამართლობა, არაპროფესიონალიზმი ყველგან და ყველაფერში, კიდევ უფრო მთრგუნავს.

ამიტომ, 2020 წელს გავატანდი - კორონავირუსს, "ქოცებს", ეკონომიკურ უბედურებას, უსიყვარულობას, გაუტანლობას, მომავალ წელს კი ველოდები ახალ კოალიციურ ხელისუფლებას, ცხოვრებას ვირუსის გარეშე, ადამიანებში პროფესიონალიზმის დაბრუნებას და ბევრ კარგ ამბავს...

ისეთი წელი იყო, რომ ასეთს ისტორიაში გამოტოვებენ ხოლმე. გამოტოვება ალბათ არ მოგვიწევს, რადგან გარკვეულწილად გარდატეხის წელია, ახალი ცნობიერება, მდგომარეობა იბადება. ახლის დაბადება კი ყოველთვის მტკივნეულად ხდება... ალბათ კიდევ დიდი გამოცდა გველის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კაცობრიობა უკვე იმდენად მოწიფულია, ამ განცდებისგან იმხელა გამოცდილებაც აქვს, რომ სირთულეებს დაძლევს. თან, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, ისეთი ინტელექტუალური ძალებია ჩართული, ასევე მსოფლიო დემოკრატიის თვალსაზრისითაც, რომ მხოლოდ კარგის მოლოდინი უნდა გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. მოკლედ, ვნახოთ. ყველას ბედნიერ და ჯანმრთელ წელს ვუსურვებ!

გია ხუახაშვილი, პოლიტიკური ექსპერტი:

- გასულ წელს გავატანდი ყველაფერს, რაც წელს მოხდა და ახალ წელს სუფთა ფურცლიდან დავიწყებდი. ეს ბევრ რამეს რადიკალურად შეცვლიდა, ასე რომ, საერთო სიტუაცია ძალიან სამწუხაროა...

რაც შეეხება იმას, რას ველი 2021 წლისგან, - არაფერს, უბრალოდ, ჩვენი პრობლემების მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად კონსოლიდირებულად ამ პრობლემების გადაწყვეტას მოვახერხებთ.

2020 წლის პრობლემები იმით განსხვადება წინა პერიოდისგან, რომ ვითარება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი და რთულია. გადავაწყდით იმ ტიპის პრობლემებს, რომელთა გამოცდილება არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, პროგნოზებისგან თავს ამიტომ ვიკავებ და მხოლოდ იმედებზე ვსაუბრობ. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

ქვეყანას ვუსურვებ კეთილდღეობას, თავისუფლებას, ნორმალური ცხოვრების რიტმის დაბრუნებას - კორონას დამარცხებას!

მამუკა ჩარკვიანი, მუსიკოსი:

- ალბათ როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც რთული იყო, ამ მძიმე პერიოდში როგორ უნდა ვყოფილიყავი?! დღეს ადამიანებს ჯანმრთელობა უჭირთ, რასაც თვითრეალიზაციის პრობლემაც დაემატა... თორემ ახალ სიმღერებს სულ ვქმნი, ვმუშაობ, არ ვჩერდები, წელსაც 2 ახალი სიმღერა დავწერე. ამ ყველაფერს რეალიზება ხომ სჭირდება და პანდემიამ სწორედ ამას დაარტყა...

რას გავატანდი 2020 წელს? ამაზე არც ვიცი, როგორ გიპასუხოთ, მაგრამ გასულ წელს ნამდვილად გავატანდი პანდემიას და იმ საშინელებებს, რაც მთელ მსოფლიოშია. აუცილებლად გავატანდი, ოღონდ, არ ვიცი, სად, მაგრამ ფაქტია, რომ ამის განმეორება აღარ გვინდა. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ.

რას ველი 2021 წლისგან? ბევრ კარგ რამეს და რაც მთავარია, შვილიშვილს, ჩემს მეოთხე შვილიშვილს და მინდა, ეს მოლოდინი ბედნიერად დასრულებულიყოს!

დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი:

- 2020 წელს კორონაპანდემიას გავატანდი, მასთან დაკავშირებულ მოგონებებს კი, დავიწყებას მივცემდი. თან აუცილებლად მივაყოლებდი პირბადეებს, თავის რეზინის ხელთათმანებით და ყველაფრით... 2021 წლიდან მხოლოდ ერთს ვითხოვ - გაიხსნას ქვეყნები, ქალაქები, სკოლები, ბაღები, აჟრიამულდეს ყველაფერი, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. თუ აქამდე ნელ-ნელა მოვედით, მჯერა უკეთესი მდგომარეობა გვექნება. მთავარია, ამ პანდემიამ თავი დაგვანებოს.

ჩემს 2020 წელს კი ასე შევაფასებ - არ ვარ უმადური, ჯვარი მწერია და ჩემი ოჯახის წევრები ჯანმრთელები მყავს, ამ პანდემიის პერიოდში ხალხმა სამსახურები დაკარგა, მე არც აქტუალურობა დამიკარგავს, არც როგორც სამოქალაქო აქტივისტის, არც ჟურნალისტური საქმიანობა შემზღუდვია, არც ინფლუენსერული, შეზღუდვა მარტო როგორც მსახიობს და ტურისტულ გიდს, ისე შემეხო. წელს მხოლოდ რამდენიმე ტური მქონდა ქუთაისში, მაგრამ რა მაქვს საწუწუნო? მადლობელი ვარ, რადგან ვიმეორებ, ჯანმრთელად ვარ! არადა, რამდენ ადამიანს შეექმნა პრობლემა, ბევრიც ამ ქვეყნიდან წავიდა...

ახალ წელს საქართველოს ვუსურვებ, მალე დაბრუნებოდეს ის ცხოვრება, რაც კორონამდე ჰქონდა, ერთმანეთის გადაკოცნა, ხელის ჩამორთმევა, გადახვევა ისევ შეგვძლებოდეს. ადამიანს გულში რომ ჩაიკრავ და მოეფერები, ეს მნიშვნელოვანია და მენატრება...

გოგოლა კალანდაძე, მსახიობი:

- ახალი წლისგან ყოველთვის რაღაც ახალს ველოდები, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სილაღეს, ყველაფერს კარგს... წელს პირადად ჩემს თავს პროფესიულ წარმატებებს ვუსურვებდი, რადგანაც უკვე ბევრი წელია, პროფესიულად შეზღუდული და დასჯილივით ვარ... რა დავაშავე, არ ვიცი, მაგრამ ასეა... საერთოდ, მსახიობებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, რაც დასანანია. არადა, გული მწყდება, წლები მიდის, ასაკი გვემატება, ახალგაზრდების გვერდით ჩვენი გამოყენებაც ხომ შეიძლება?! ძველი მსახიობების ასე სადღაც გადაყრა, რა ვიცი, როგორ შეიძლება?!

ჩვენს ქვეყანას 2021 წელს მშვიდობას, ჯანმრთელობას, სილაღეს ვუსურვებ და ყველაფერ იმას, რაც საჭიროა ადამიანისთვის, რომ თავი ადამიანად იგრძნოს! ეს წელი ყველასთავის, ხვავიანი, ბარაქიანი იყოს, ყველა დასაქმებულიყოს, ასე მიგდებულ-მიყრილები, როგორც ახლა ვართ, ასეთი ყოფა დასრულებულიყოს.

იაპონიაში ქართული კერძი პოპულარობის პიკშია - "შქმერულის" გაყიდვა მინიმარკეტებშიც დაიწყეს

"ამაში თავზარდამცემი არაფერია" - რას წარმოადგენს კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა - როგორია ინფიცირებულის მდგომარეობა