გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისი თქმით, ბაზარი დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა, ხანძრის გაჩენის მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.
„ეს კერძო საკუთრებაა, ხელშეკრულებით იყვნენ შესულები. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ დაახლოებით 100 მოვაჭრე იყო, მაგრამ პანდემიის გამო მათ გატანილი ჰქონდათ თავისი საქონელი და მე მგონია, რომ ზარალი ძალიან დიდი არ უნდა იყოს. გაირკვევა ყველაფერი. დაშავებული არავინ არაა“, - აღნიშნა გორის მერმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. წმინდა წყლის დასახლებაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლის ბაზრობას უკიდია. ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
არაფერი გატანილი არ ქონიათ, გახსნას ელოდებოდნენ და სახლებში წაიღს?
ამას იმიტომ ამბობს, რომ ზარალი არ აუნაზღაურონ, ბაზრობის დირექციას კი მისცემენ ფულს, შენობა ნაგებობები განადგურდაო, ხალხის განადგურება ვის აინტერესებს, ვიიის???
ეს ხანძარი 2 მილიონ ნახევარი დაჯდა. კი მაგრამ ხალხი/ იკითხავთ თქვენ... ხალხი იმ 2 მილიონ ნახევარში შედის...