სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ძი­რი­თა­დი სის­ტე­მაა და მო­ი­ცავს: პი­რის ღრუს, ხა­ხას, საყ­ლა­პავ მილს, კუჭს, 12-გოჯა ნაწ­ლავს, წვრილ ნაწ­ლავს, რო­მე­ლიც მლივ და თე­ძოს ნა­წი­ლე­ბად იყო­ფა, და მსხვილ ნაწ­ლავს, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, შედ­გე­ბა ბრმა ნაწ­ლა­ვის, ას­წვრი­ვი, გა­ნი­ვი, დას­წვრი­ვი და სიგმო­ი­დუ­რი კო­ლინ­ჯის, სწო­რი ნაწ­ლა­ვი­სა და ანა­ლუ­რი ხვრე­ლის­გან. კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფუნ­ქცი­ე­ბი აკის­რია. მისი მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბა, ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­წო­ვა და უვარ­გი­სი ნარ­ჩე­ნე­ბის/შლა­კე­ბის გა­მო­ყო­ფა.

კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს გე­ნე­ტი­კუ­რი თუ გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი, არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა, მავ­ნე ჩვე­ვე­ბი და ა.შ.

კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თის სის­ხლდე­ნით გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­სა­უბ­რეთ "ქარ­თულ-ჰო­ლან­დი­უ­რი ჰოს­პიტ­ლის“ ზო­გა­დი ქი­რურ­გი­ი­სა და პრო­ქ­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს - ნო­დარ გი­ორ­გა­ძეს.

- რა არის სის­ხლდე­ნა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან, რა სა­ხის სის­ხლდე­ნე­ბი არ­სე­ბობს და რამ­დე­ნად ხში­რად გხვდე­ბათ პრაქ­ტი­კა­ში?

- სის­ხლდე­ნა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან არის საყ­ლა­პა­ვის, კუ­ჭის ან ნაწ­ლა­ვის ღრუ­ში/სა­ნა­თურ­ში სის­ხლის მოხ­ვედ­რა/გად­მოს­ვლა. ურ­გენ­ტულ ქი­რურ­გი­ა­ში ეს სიმპტო­მი საკ­მა­ოდ ხში­რად გვხვდე­ბა, მაგ. ჩვენს კლი­ნი­კა­ში ამ ჩი­ვი­ლით თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 18-20 პა­ცი­ენ­ტი თავ­სდე­ბა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პი­რო­ბი­თად იყო­ფა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის „ზედა“ და „ქვე­და სარ­თუ­ლი­დან“ სის­ხლდე­ნად; „ზედა სარ­თულ­ში“ იგუ­ლის­ხმე­ბა სის­ხლდე­ნა აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი საყ­ლა­პა­ვი­დან, კუ­ჭი­დან და/ან 12- გოჯა ნაწ­ლა­ვი­დან, ხოლო „ქვე­და სარ­თულ­ში“ - სის­ხლდე­ნა მსხვი­ლი და/ან სწო­რი ნაწ­ლა­ვი­დან.

- რო­გორ გან­ვას­ხვა­ოთ სა­ი­დან არის სის­ხლდე­ნა, „ზედა თუ ქვე­და სარ­თუ­ლი­დან?“ უხ­ში­რე­სად მისი რა გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი არ­სე­ბობს?

- "ზედა სარ­თუ­ლი­დან“ სის­ხლდე­ნა ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სის­ხლი­ან ღე­ბი­ნე­ბა­სა და კუპ­რი­ვით შავი ფე­რის გა­ნა­ვალ­ში, რა­საც აყა­ლი­ბებს ჰე­მოგ­ლო­ბინ­ზე ნაღ­ვლის პიგმენ­ტე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა და ჰე­მო­სი­დე­რი­ნად მისი გარ­დაქ­მნა; უხ­ში­რე­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლდე­ნის მი­ზე­ზია კუ­ჭის, საყ­ლა­პა­ვის და/ან 12-გოჯა ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ერო­ზი­ე­ბი/წყლუ­ლე­ბი, კე­თილ- და/ან ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი, საყ­ლა­პა­ვის ვა­რი­კო­ზუ­ლი ვე­ნე­ბი. ამ პა­თო­ლო­გი­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა შე­და­რე­ბით დრო­უ­ლად/იო­ლად ხდე­ბა, „ქვე­და სარ­თუ­ლი­დან“ სის­ხლდე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ყვე­ლა­ფე­რი „ბრალ­დე­ბა“ გავ­რცე­ლე­ბულ და­ა­ვა­დე­ბას - ბუ­ა­სილს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი საქ­მე შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს მსხვი­ლი ან სწო­რი ნაწ­ლა­ვის ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნეს­თან. პა­ცი­ენ­ტის მხრი­დან შეც­დო­მის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სა (ბუ­ა­სი­ლი) და კი­ბოს, ან კი­ბოს­წი­ნა­რე პა­თო­ლო­გი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლდე­ნა ერ­თი­და­ი­გი­ვე ფე­რის შე­იძ­ლე­ბა იყოს, რად­გან მსხვილ ნაწ­ლავ­ში ტრან­ზი­ტი­სას სის­ხლი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ იც­ვლის ფერს.

- რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მსხვილ­ნაწ­ლა­ვუ­რი სის­ხლდე­ნა, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ამ შემ­თხვე­ვა­ში?

- სწო­რი და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვი­დან სის­ხლდე­ნას იწ­ვევს ათზე მეტი და­ა­ვა­დე­ბა და ამ მდგო­მა­რე­ო­ბის მთე­ლი სი­ვე­რა­გე სის­ხლდე­ნის გა­მომ­წვე­ვი თით­ქმის ყვე­ლა პა­თო­ლო­გი­ის (ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გარ­და) ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა! აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ წი­თე­ლი და/ან შინ­დის­ფე­რი სის­ხლის გა­მოვ­ლი­ნე­ბის­თა­ნა­ვე მივ­მარ­თოთ ექიმს, პირ­ვე­ლი რიგ­ში - კო­ლოპ­რო­ქ­ტო­ლოგს; დრო­უ­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა მსხვი­ლი და/ან სწო­რი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს­წი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის­გან (მაგ. პო­ლი­პი) გან­კურ­ნე­ბის და, შე­სა­ბა­მი­სად, კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გზაა.

- კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან სის­ხლდე­ნი­სას, ესა­ჭი­რო­ე­ბა თუ არა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა?

- არა­ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი სის­ხლდე­ნი­სას, მაგ: წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბის წილს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კუ­ჭი­სა და 12-გოჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი 20-30 წლის წინ უხ­ში­რე­სად ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებ­და, ახლა კი არ­სე­ბობს ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ეფექ­ტის მომ­ტა­ნია. რა თქმა უნდა, ამ ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც და მათ შო­რის ერთ-ერ­თია პან­ტოპ­რა, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „GM PHARMA“ -ს პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც ქრო­ნი­კუ­ლი და მწვა­ვე წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის, ასე­ვე ამ პა­თო­ლო­გი­ე­ბის სის­ხლდე­ნით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბის დროს. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვე­ნო­ტო­ნუ­რი პრე­პა­რა­ტის, ტურ­ბო­მიკ­რონ G -ის გა­მო­ყე­ნე­ბის მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რო­ბაც, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ეს­პა­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის მა­ღალ­მიკ­რო­ნი­ზე­ბულ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბას. ეს მე­დი­კა­მენ­ტი უმოკ­ლეს დრო­ში ახ­დენს ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი სის­ხლდე­ნის კუ­პი­რე­ბას, ამ­ცი­რებს ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი თრომ­ბო­ზის დროს შე­შუ­პე­ბის ხა­რისხს და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­შიც მი­ნი­მუ­მამ­დე დაჰ­ყავს სის­ხლდე­ნის კვლავ აღ­ძვრის ალ­ბა­თო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ონ­კო­ლო­გი­ურ პა­თო­ლო­გი­ებს, სამ­წუ­ხა­როდ, თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა და სწო­რედ აქ არის სა­ჭი­რო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხის აკა­დე­მი­ურ დო­ნე­ზე გა­და­წყვე­ტა - ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის რა მას­შტაბს მივ­მარ­თოთ და რა ვა­დებ­ში. ანუ, ასე ვთქვათ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია - „სწო­რი ოპე­რა­ცია“ გა­კეთ­დეს „სწორ დროს“ და ამით კი­ბოს­გან პა­ცი­ენ­ტი, უდი­დე­სი ალ­ბა­თო­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ­გვა­რი კვა­ლის და­ტო­ვე­ბის გა­რე­შე „გან­თა­ვი­სუფ­ლდეს“.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვენს კლი­ნი­კა­შიც წარ­მა­ტე­ბით ტარ­დე­ბა მსხვი­ლი და სწო­რი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი გზით მკურ­ნა­ლო­ბა, რა­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აპა­რა­ტუ­რა, ასე­ვე - სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ექი­მე­ბის მთე­ლი გუნ­დი, სა­დაც შე­დის კო­ლოპ­რო­ქ­ტო­ლო­გი, რა­დი­ო­ლო­გი, ენ­დოს­კო­პის­ტი, კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი, ონ­კო­ქი­რურ­გი და პა­თო­მორ­ფო­ლო­გი. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ექი­მე­ბის გუნდს გა­აჩ­ნია ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, წარ­მა­ტე­ბით ებ­რძო­ლოს კი­ბოს შორსწა­სულ შემ­თხვე­ვებ­საც. თუმ­ცა, კი­ბოს ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში პა­ცი­ენ­ტი ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტთან კონ­ტაქტს სა­ჭი­რო­ებს, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაც ხან­მოკ­ლე და ნაკ­ლე­ბად ტრავ­მუ­ლია და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მისი შრო­მის და ცხოვ­რე­ბის რიტ­მი პრაქ­ტი­კუ­ლად არ ირ­ღვე­ვა!

- რა არის კი­ბოს­წი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის და/ან კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი?

- გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მარ­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რი და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას შემ­თხვე­ვა­თა 20%-ს შთა­მო­მავ­ლო­ბი­თი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს; ძი­რი­თა­დად გე­ნე­ტი­კუ­რია კი­ბოს­წი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბე­ბიც - მსხვი­ლი და/ან სწო­რი ნაწ­ლა­ვის პო­ლი­პე­ბი, სა­ი­და­ნაც, შემ­თხვე­ვა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ფორ­მირ­დე­ბა კიბო.

- რო­გორ დგინ­დე­ბა მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის პო­ლიპ (ებ)ის და/ან კი­ბოს არ­სე­ბო­ბა? დი­აგ­ნოს­ტი­კის რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს?

- მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კვლე­ვა არის კო­ლო­ნოს­კო­პია, რა­საც ნიშ­ნავს ექი­მი პა­თო­ლო­გი­ის არ­სე­ბო­ბა­ზე ეჭ­ვის მი­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ან სუ­ლაც - პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­სინ­ჯვის მიზ­ნით. მსოფ­ლი­ო­ში სწო­რი და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს გავ­რცე­ლე­ბის მზარ­დი სტა­ტის­ტი­კის გამო, მო­სახ­ლე­ო­ბამ 50 წლის ზე­მოთ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია გა­ი­კე­თოს ეს ენ­დოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვა, მა­ში­ნაც, როცა არ არ­სე­ბობს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჩი­ვი­ლე­ბი; სწო­რი და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის ტენ­დენ­ცი­ის გამო, ამე­რი­კის კი­ბოს ასო­ცი­ა­ცი­ამ 45 წლამ­დე შე­ამ­ცი­რა პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კო­ლო­ნოს­კო­პი­ის ჩა­ტა­რე­ბის ასა­კი. ანუ სა­უ­ბა­რია მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, რო­მელ­თაც არც რა­ი­მე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მი აქვთ და არც გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით რისკ-ჯგუფ­ში მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბას, მსოფ­ლი­ო­ში მათ­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

- რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ კუ­თხით?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში უდი­დეს სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებს კი­ბოს ეროვ­ნუ­ლი სკრი­ნინგ-ცენ­ტრი, ამა თუ იმ ორ­გა­ნოს სიმ­სივ­ნის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნის საქ­მე­ში; თუმ­ცა, ამ კუ­თხით ჯერ-ჯე­რო­ბით არ­სე­ბობს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, კერ­ძოდ, - სკრი­ნინ­გი უტარ­დე­ბათ 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ პი­რებს და კო­ლო­ნოს­კო­პია ინიშ­ნე­ბა მხო­ლოდ გა­ნა­ვალ­ში ფა­რულ სის­ხლდე­ნა­ზე და­დე­ბი­თი ტეს­ტის დროს; ახალ­გაზ­რდა ასაკ­სა და/ან გა­ნა­ვალ­ში ფა­რუ­ლი სის­ხლის უარ­ყო­ფი­თი ტეს­ტის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით კო­ლო­ნოს­კო­პია ჯერ-ჯე­რო­ბით არ ტარ­დე­ბა; სწო­რედ ამი­ტომ, ჩვე­ნი კლი­ნი­კი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო, მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კორ­პო­რა­ცია „GM PHARMA“-ს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკეთ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბი­სა და რისკ-ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი პი­რე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით შე­იქ­მნა სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის პირ­ვე­ლა­დი რგო­ლის ექი­მებ­თან იმარ­თე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, ტარ­დე­ბა ვე­ბი­ნა­რე­ბი და ლექ­ცი­ე­ბი.

- და მა­ინც, თუკი ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კიბო, არ­სე­ბობს ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გზა, თუ პა­ცი­ენ­ტი გან­წი­რუ­ლია?

- თა­ვი­დან­ვე ვი­ტყვი, ამ სა­უ­კუ­ნე­ში მე­დი­ცი­ნის და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­ცი­ენ­ტი გან­წი­რუ­ლი არ არის, მაგ­რამ თუ კიბო მა­ღალ სტა­დი­ა­შია და ნაწ­ლავს გა­რე­თაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის საქ­მე­ში სულ მცი­რე ნა­ბი­ჯის წინ გა­და­სად­გმე­ლად უკვე ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო.

კი­ბოს ნე­ბის­მი­ერ სტა­დი­ა­ში უკე­თე­სი შო­რე­უ­ლი შე­დე­გე­ბის მოკ­ლე დრო­ში მი­საღ­წე­ვად მო­წო­დე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი და პრო­ტო­კო­ლე­ბი, რომ­ლის გა­ნახ­ლე­ბა ხში­რად ხდე­ბა და რო­მელ­საც უნდა „მიჰ­ყვნენ“ ექი­მე­ბი; ამ პრო­ტო­კო­ლე­ბის მი­ხედ­ვით, კი­ბოს პირ­ველ და მე­ო­რე სტა­დი­ა­ზე 90-92 % შემ­თხვე­ვა­ში მი­იღ­წე­ვა პა­ცი­ენ­ტის თით­ქმის სრუ­ლი გან­კურ­ნე­ბა.

და რაც მთა­ვა­რია, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლოს ექი­მე­ბის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ­მა გუნ­დმა. ამ­გვა­რად და­გეგ­მი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, დრო­უ­ლად დად­გე­ნი­ლი დი­აგ­ნო­ზი და „სწორ დრო­სა და გა­რე­მო­ში“ პა­ცი­ენ­ტის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ­თვის, მკურ­ნა­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო ად­რე­უ­ლი და შო­რე­უ­ლი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია.

კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით და­გეგ­მვი­სა და ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შექ­მნი­ლია „ქარ­თულ-ჰო­ლან­დი­ურ ჰოს­პი­ტალ­ში“ და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნია „GM PHARMA“ მ სწო­რი და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის დო­ნე­ზე მკურ­ნა­ლო­ბა­ში ექი­მე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რა საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად გა­ი­ხა­და, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მათ!!!

და ბო­ლოს, ისევ, მო­ვუ­წო­დებ მო­სახ­ლე­ო­ბას - სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით სი­ფხიზ­ლის გა­მო­ჩე­ნის გზით სწო­რი და მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის კი­ბოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა აი­ცი­ლონ თა­ვი­დან, მისი არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი არ გა­მო­ტო­ვონ ის პე­რი­ო­დი, როცა ჯერ კი­დევ არის დრო და ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა - მარ­ტი­ვად და უმოკ­ლეს დრო­ში დავძლი­ოთ კი­ბოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა.

(R)

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალე
0

საუკეთესო ექიმი ნოდარი, ძალიან მომაკვდავ კიბოიან ავადმყოფთანაც იბრძვის ბოლომდე

ნინა
0

თუ შეიძლება, განგვიმარტოთ, ბავშვებში რა იწვევს აღნიშნულ პროცესებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი საკვების მონელებაში მონაწილე ძირითადი სისტემაა და მოიცავს: პირის ღრუს, ხახას, საყლაპავ მილს, კუჭს, 12-გოჯა ნაწლავს, წვრილ ნაწლავს, რომელიც მლივ და თეძოს ნაწილებად იყოფა, და მსხვილ ნაწლავს, რომელიც, თავის მხრივ, შედგება ბრმა ნაწლავის, ასწვრივი, განივი, დასწვრივი და სიგმოიდური კოლინჯის, სწორი ნაწლავისა და ანალური ხვრელისგან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფუნქციები აკისრია. მისი მეშვეობით ხდება საკვების მონელება, ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების შეწოვა და უვარგისი ნარჩენების/შლაკების გამოყოფა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს გენეტიკური თუ გარემო ფაქტორები, არაჯანსაღი კვება, მავნე ჩვევები და ა.შ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ხასიათის სისხლდენით გამოვლინდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ "ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის“ ზოგადი ქირურგიისა და პროქტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს - ნოდარ გიორგაძეს.

- რა არის სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რა სახის სისხლდენები არსებობს და რამდენად ხშირად გხვდებათ პრაქტიკაში?

- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არის საყლაპავის, კუჭის ან ნაწლავის ღრუში/სანათურში სისხლის მოხვედრა/გადმოსვლა. ურგენტულ ქირურგიაში ეს სიმპტომი საკმაოდ ხშირად გვხვდება, მაგ. ჩვენს კლინიკაში ამ ჩივილით თვეში საშუალოდ 18-20 პაციენტი თავსდება სტაციონარული მკურნალობისთვის. აღნიშნული მდგომარეობა პირობითად იყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის „ზედა“ და „ქვედა სართულიდან“ სისხლდენად; „ზედა სართულში“ იგულისხმება სისხლდენა აღმოცენებული საყლაპავიდან, კუჭიდან და/ან 12- გოჯა ნაწლავიდან, ხოლო „ქვედა სართულში“ - სისხლდენა მსხვილი და/ან სწორი ნაწლავიდან.

- როგორ განვასხვაოთ საიდან არის სისხლდენა, „ზედა თუ ქვედა სართულიდან?“ უხშირესად მისი რა გამომწვევი მიზეზები არსებობს?

- "ზედა სართულიდან“ სისხლდენა ძირითადად გამოიხატება სისხლიან ღებინებასა და კუპრივით შავი ფერის განავალში, რასაც აყალიბებს ჰემოგლობინზე ნაღვლის პიგმენტების ზემოქმედება და ჰემოსიდერინად მისი გარდაქმნა; უხშირესად, აღნიშნული სისხლდენის მიზეზია კუჭის, საყლაპავის და/ან 12-გოჯა ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ეროზიები/წყლულები, კეთილ- და/ან ავთვისებიანი სიმსივნეები, საყლაპავის ვარიკოზული ვენები. ამ პათოლოგიების დიაგნოსტიკა შედარებით დროულად/იოლად ხდება, „ქვედა სართულიდან“ სისხლდენის შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, ხშირად ყველაფერი „ბრალდება“ გავრცელებულ დაავადებას - ბუასილს, სინამდვილეში კი საქმე შეიძლება გვქონდეს მსხვილი ან სწორი ნაწლავის ავთვისებიან სიმსივნესთან. პაციენტის მხრიდან შეცდომის განმაპირობებელია ის გარემოება, რომ ჰემოროიდული დაავადებისა (ბუასილი) და კიბოს, ან კიბოსწინარე პათოლოგიების შემთხვევაში სისხლდენა ერთიდაიგივე ფერის შეიძლება იყოს, რადგან მსხვილ ნაწლავში ტრანზიტისას სისხლი უმნიშვნელოდ იცვლის ფერს.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილნაწლავური სისხლდენა, როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

- სწორი და მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენას იწვევს ათზე მეტი დაავადება და ამ მდგომარეობის მთელი სივერაგე სისხლდენის გამომწვევი თითქმის ყველა პათოლოგიის (ჰემოროიდული დაავადების გარდა) ავთვისებიანი ტრანსფორმაციისკენ მიდრეკილებაა. შესაბამისად, აღნიშნული სიმპტომის უგულებელყოფა არაფრით არ შეიძლება! აუცილებელია, რომ წითელი და/ან შინდისფერი სისხლის გამოვლინებისთანავე მივმართოთ ექიმს, პირველი რიგში - კოლოპროქტოლოგს; დროული მიმართვიანობა მსხვილი და/ან სწორი ნაწლავის კიბოსწინარე მდგომარეობებისგან (მაგ. პოლიპი) განკურნების და, შესაბამისად, კიბოს განვითარების თავიდან აცილების ერთადერთი გზაა.

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისას, ესაჭიროება თუ არა ყველა შემთხვევაში პაციენტს ოპერაციული ჩარევა?

- არაონკოლოგიური პათოლოგიების დროს აღმოცენებული სისხლდენისას, მაგ: წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში, თანამედროვე სამკურნალო საშუალებების გამოყენება ოპერაციული ჩარევების წილს მნიშვნელოვნად ამცირებს. აღსანიშნავია, რომ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები 20-30 წლის წინ უხშირესად ოპერაციულ ჩარევას საჭიროებდა, ახლა კი არსებობს ისეთი პრეპარატები, რომელთა გამოყენება აღნიშნული პათოლოგიების მკურნალობისას ძალიან მაღალი ეფექტის მომტანია. რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის პრეპარატები ხელმისაწვდომია ჩვენს ქვეყანაშიც და მათ შორის ერთ-ერთია პანტოპრა, ფარმაცევტული კომპანია „GM PHARMA“ -ს პროდუქტი, რომელიც წარმატებით გამოიყენება, როგორც ქრონიკული და მწვავე წყლულოვანი დაავადების, ასევე ამ პათოლოგიების სისხლდენით გართულებული ფორმების დროს. ასევე აღსანიშნავია, ჰემოროიდული დაავადების საწინააღმდეგოდ ვენოტონური პრეპარატის, ტურბომიკრონ G -ის გამოყენების მაღალეფექტურობაც, რომელიც წარმოადგენს ესპანური წარმოების მაღალმიკრონიზებულ სამკურნალო საშუალებას. ეს მედიკამენტი უმოკლეს დროში ახდენს ჰემოროიდული სისხლდენის კუპირებას, ამცირებს ჰემოროიდული თრომბოზის დროს შეშუპების ხარისხს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც მინიმუმამდე დაჰყავს სისხლდენის კვლავ აღძვრის ალბათობა.

რაც შეეხება ონკოლოგიურ პათოლოგიებს, სამწუხაროდ, თითქმის ყველა შემთხვევაში ოპერაცია კეთდება და სწორედ აქ არის საჭირო უმნიშვნელოვანესი საკითხის აკადემიურ დონეზე გადაწყვეტა - ქირურგიული ჩარევის რა მასშტაბს მივმართოთ და რა ვადებში. ანუ, ასე ვთქვათ, აუცილებელია - „სწორი ოპერაცია“ გაკეთდეს „სწორ დროს“ და ამით კიბოსგან პაციენტი, უდიდესი ალბათობით, ჯანმრთელობაზე პრაქტიკულად ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე „განთავისუფლდეს“.

საბედნიეროდ, საქართველოში და ჩვენს კლინიკაშიც წარმატებით ტარდება მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს ლაპაროსკოპიული ქირურგიული გზით მკურნალობა, რასაც ესაჭიროება ძვირადღირებული აპარატურა, ასევე - სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მთელი გუნდი, სადაც შედის კოლოპროქტოლოგი, რადიოლოგი, ენდოსკოპისტი, კლინიკური ონკოლოგი, ონკოქირურგი და პათომორფოლოგი. მულტიდისციპლინური ექიმების გუნდს გააჩნია ყველა შესაძლებლობა, წარმატებით ებრძოლოს კიბოს შორსწასულ შემთხვევებსაც. თუმცა, კიბოს ადრეულ სტადიაში პაციენტი ნაკლები რაოდენობის ექიმ-სპეციალისტთან კონტაქტს საჭიროებს, ქირურგიული ჩარევაც ხანმოკლე და ნაკლებად ტრავმულია და ოპერაციის შემდეგ მისი შრომის და ცხოვრების რიტმი პრაქტიკულად არ ირღვევა!

- რა არის კიბოსწინარე მდგომარეობების და/ან კიბოს განვითარების ძირითადი მიზეზი?

- გენეტიკური დაავადებების მართვის საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას შემთხვევათა 20%-ს შთამომავლობითი ფაქტორი განაპირობებს; ძირითადად გენეტიკურია კიბოსწინარე მდგომარეობებიც - მსხვილი და/ან სწორი ნაწლავის პოლიპები, საიდანაც, შემთხვევათა უმრავლესობაში, ფორმირდება კიბო.

- როგორ დგინდება მსხვილი ნაწლავის პოლიპ (ებ)ის და/ან კიბოს არსებობა? დიაგნოსტიკის რა საშუალებები არსებობს?

- მსხვილი ნაწლავის დაავადებების გამოსავლენად ყველაზე ინფორმაციული კვლევა არის კოლონოსკოპია, რასაც ნიშნავს ექიმი პათოლოგიის არსებობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ან სულაც - პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით. მსოფლიოში სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს გავრცელების მზარდი სტატისტიკის გამო, მოსახლეობამ 50 წლის ზემოთ მიზანშეწონილია გაიკეთოს ეს ენდოსკოპიური კვლევა, მაშინაც, როცა არ არსებობს დამახასიათებელი ჩივილები; სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენციის გამო, ამერიკის კიბოს ასოციაციამ 45 წლამდე შეამცირა პროფილაქტიკური კოლონოსკოპიის ჩატარების ასაკი. ანუ საუბარია მოსახლეობაზე, რომელთაც არც რაიმე დამახასიათებელი სიმპტომი აქვთ და არც გენეტიკური წინასწარგანწყობა. რაც შეეხება კიბოს განვითარების კუთხით რისკ-ჯგუფში მყოფ მოსახლეობას, მსოფლიოში მათზე მონიტორინგი სპეციალური პროტოკოლით ხორციელდება.

- რა მდგომარეობაა საქართველოში ამ კუთხით?

- საქართველოში უდიდეს სამუშაოს ასრულებს კიბოს ეროვნული სკრინინგ-ცენტრი, ამა თუ იმ ორგანოს სიმსივნის დროული გამოვლენის საქმეში; თუმცა, ამ კუთხით ჯერ-ჯერობით არსებობს რეგულაციები, კერძოდ, - სკრინინგი უტარდებათ 50 წელს გადაცილებულ პირებს და კოლონოსკოპია ინიშნება მხოლოდ განავალში ფარულ სისხლდენაზე დადებითი ტესტის დროს; ახალგაზრდა ასაკსა და/ან განავალში ფარული სისხლის უარყოფითი ტესტის შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსებით კოლონოსკოპია ჯერ-ჯერობით არ ტარდება; სწორედ ამიტომ, ჩვენი კლინიკისა და საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაცია „GM PHARMA“-ს ერთობლივი ძალისხმევით, კიბოს განვითარების გენეტიკური წინასწარგანწყობის შესახებ მოქალაქეების უკეთ ინფორმირებულობისა და რისკ-ჯგუფში შემავალი პირების დროული გამოვლენის მიზნით შეიქმნა საინფორმაციო ბროშურები მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმებთან იმართება შეხვედრები, ტარდება ვებინარები და ლექციები.

- და მაინც, თუკი ადამიანს დაუდასტურდა მსხვილი ნაწლავის კიბო, არსებობს ეფექტური მკურნალობის გზა, თუ პაციენტი განწირულია?

- თავიდანვე ვიტყვი, ამ საუკუნეში მედიცინის და ფარმაცევტული წარმოების მიღწევებიდან გამომდინარე, პაციენტი განწირული არ არის, მაგრამ თუ კიბო მაღალ სტადიაშია და ნაწლავს გარეთაც გავრცელებული, დაავადების მკურნალობის საქმეში სულ მცირე ნაბიჯის წინ გადასადგმელად უკვე ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო.

კიბოს ნებისმიერ სტადიაში უკეთესი შორეული შედეგების მოკლე დროში მისაღწევად მოწოდებულია საერთაშორისო გაიდლაინები და პროტოკოლები, რომლის განახლება ხშირად ხდება და რომელსაც უნდა „მიჰყვნენ“ ექიმები; ამ პროტოკოლების მიხედვით, კიბოს პირველ და მეორე სტადიაზე 90-92 % შემთხვევაში მიიღწევა პაციენტის თითქმის სრული განკურნება.

და რაც მთავარია, საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით კიბოს მკურნალობის წარმატებით განსახორცილებლად აუცილებელი პირობაა კოორდინირებულად ითანამშრომლოს ექიმების მულტიდისციპლინურმა გუნდმა. ამგვარად დაგეგმილი საქმიანობა, დროულად დადგენილი დიაგნოზი და „სწორ დროსა და გარემოში“ პაციენტისთვის დახმარების გაწევა, პრაქტიკულად ყოველთვის, მკურნალობის საუკეთესო ადრეული და შორეული შედეგების მომტანია.

კიბოს მკურნალობის საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით დაგეგმვისა და ჩატარების შესაძლებლობები შექმნილია „ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში“ და აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ადმინისტრაციამ და ფარმაცევტულმა კომპანია „GM PHARMA“ მ სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მკურნალობაში ექიმებისა და მოსახლეობისთვის მხარდაჭერა საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გაიხადა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ!!!

და ბოლოს, ისევ, მოვუწოდებ მოსახლეობას - სამედიცინო კუთხით სიფხიზლის გამოჩენის გზით სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს ჩამოყალიბება აიცილონ თავიდან, მისი არსებობის შემთხვევაში კი არ გამოტოვონ ის პერიოდი, როცა ჯერ კიდევ არის დრო და ყველა შესაძლებლობა - მარტივად და უმოკლეს დროში დავძლიოთ კიბოსთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა.

(R)

ის, რაც შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ქართულენოვანი National Geographic –ის მეასე გამოცემა

ინტერნეტვარსკვლავი 95 წლის COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული გოგალი ბაბუ თავის ექიმებს ახალ წელს ულოცავს

დავით ზილფიმიანი ღია წერილს ავრცელებს