პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაერთი გადაცემა მაქვს ჩაფიქრებული" - რას ამბობდა ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიაში დაბრუნებაზე? ტელეწამყვანისა და მისი ოჯახის უნიკალური კადრები
"არაერთი გადაცემა მაქვს ჩაფიქრებული" - რას ამბობდა ჯულიეტა ვაშაყმაძე  ტელევიზიაში დაბრუნებაზე? ტელეწამყვანისა და მისი ოჯახის უნიკალური კადრები

ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სახე, ჟურ­ნა­ლის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მსა­ხი­ო­ბი, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. "ნა­ნუ­კას შოუს" არ­ქივ­ში ჯუ­ლი­ე­ტა­სა და მისი ოჯა­ხის ერ­თობ­ლი­ვი უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი მო­ი­პო­ვე­ბა, რო­მელ­საც ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი შოუს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს.

ჟუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე სა­უბ­რობს შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, თა­ვის პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ასე­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წას­ვლის რთულ პე­რი­ოდ­ზე.

"მე და ჩემი მე­უღ­ლე ხში­რად მივ­დი­ო­დით ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ვა­კე­თებ­დით იმას, რაც უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ვბრუნ­დე­ბო­დით უკან, ბავ­შვებს მივ­ხე­დავ­დით და ისევ ვბრუნ­დე­ბო­დით და ეს დღე­ში ზოგ­ჯერ რამ­დენ­ჯერ­მე ხდე­ბო­და ხოლ­მე. მგო­ნია, რომ მის­მენს გი­ორ­გი და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი სხვა­თა­შო­რის, ვერ და­ვემ­დუ­რე­ბი (გუ­ლის­ხმობს შვი­ლებს)", - ამ­ბობს ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე.

ის იხ­სე­ნებda პე­რი­ოდს, რო­დე­საc რა­დი­ო­ში იყო წამ­ყვა­ნი და ყო­ველ კვი­რა დღეს ბავ­შვებს მი­მარ­თავ­და:

"რო­დე­საც მი­ვე­დი, ეს იყო 1958 წელი, ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს ტელე-რა­დიო მა­უ­წყებ­ლო­ბა. მე 14 წლის ასა­კი­დან ვი­ყა­ვი რა­დი­ო­ში და მივ­მარ­თავ­დი ბავ­შვებს ყო­ველ კვი­რას - "ბავ­შვე­ბო, ვი­წყებთ პი­ო­ნერ­თა და­ფი­ო­ნის საკ­ვი­რაო გა­მოშ­ვე­ბას და პირ­ვე­ლი, ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი რაც იყო, ოქ­ტომ­ბერ­ში იყო თბი­ლი­სის 1500 წლის­თა­ვი, მა­შინ გა­კეთ­და გა­და­ცე­მა, იმ გა­და­ცე­მა­ში გარ­და ფო­ტო­ე­ბი­სა ძა­ლი­ან დიდი მო­ცუ­ლო­ბით იყო კადრში სა­სუბ­რო ტექ­სტე­ბი", - ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი. მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფილ­მებ­შიც გა­და­ი­ღეს, მა­ინც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა.

ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძემ ისა­უბ­რა ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც და თქვა, რომ ის და მისი მე­უღ­ლე ერ­თად გა­მო­უშ­ვეს.

"დიდი უსა­მარ­თლო­ბა იყო, მე იმ ცხრა წე­ლი­წადს ვე­ღა­რა­ვინ ვერ და­მიბ­რუ­ნებს, იუ­რი­დი­ულ უსა­მარ­თლო­ბას ვგუ­ლის­ხმობ სხვა­თა­შო­რის, ამას უკვე მოჰ­ყვე­ბა მო­რა­ლუ­რიც, შე­მოქ­მე­დე­ბი­თიც, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი...ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რა გან­ცდაა ეს?!" - ამ­ბობ­და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

კი­თხვა­ზე - რომ შეს­თა­ვა­ზონ, დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ჟუ­ლი­ე­ტამ ასე უპა­სუ­ხა - "სხვა­თა­შო­რის, ეს ჩემ­თვის უცხო არ იქ­ნე­ბა და მაქვს კი­დე­ვაც არა­ერ­თი გა­და­ცე­მა ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი."

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
3

ვუსამძიმრებ ოჯახს,საქართველოს და ქართულ ტელეჟურნალისტიკას.რაც დრო გადის მიდინ და მიდიან მეოცე საუკუნის ქართული საზოგადოების ბრწყინვალე პიროვნებები!

EE
0

Vusamzimreb ojahs

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"არაერთი გადაცემა მაქვს ჩაფიქრებული" - რას ამბობდა ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიაში დაბრუნებაზე? ტელეწამყვანისა და მისი ოჯახის უნიკალური კადრები

"არაერთი გადაცემა მაქვს ჩაფიქრებული" - რას ამბობდა ჯულიეტა ვაშაყმაძე  ტელევიზიაში დაბრუნებაზე? ტელეწამყვანისა და მისი ოჯახის უნიკალური კადრები

ქართული ტელევიზიის სახე, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, მსახიობი, ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. "ნანუკას შოუს" არქივში ჯულიეტასა და მისი ოჯახის ერთობლივი უნიკალური კადრები მოიპოვება, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი შოუს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ჟულიეტა ვაშაყმაძე საუბრობს შვილებთან ურთიერთობაზე, თავის პირველ ნაბიჯებზე ტელევიზიაში, ასევე ტელევიზიიდან წასვლის რთულ პერიოდზე.

"მე და ჩემი მეუღლე ხშირად მივდიოდით ტელევიზიაში, ვაკეთებდით იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა, ვბრუნდებოდით უკან, ბავშვებს მივხედავდით და ისევ ვბრუნდებოდით და ეს დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ხდებოდა ხოლმე. მგონია, რომ მისმენს გიორგი და ყოველი მათგანი სხვათაშორის, ვერ დავემდურები (გულისხმობს შვილებს)", - ამბობს ჯულიეტა ვაშაყმაძე.

ის იხსენებda პერიოდს, როდესაc რადიოში იყო წამყვანი და ყოველ კვირა დღეს ბავშვებს მიმართავდა:

"როდესაც მივედი, ეს იყო 1958 წელი, ეს იყო საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობა. მე 14 წლის ასაკიდან ვიყავი რადიოში და მივმართავდი ბავშვებს ყოველ კვირას - "ბავშვებო, ვიწყებთ პიონერთა დაფიონის საკვირაო გამოშვებას და პირველი, ყველაზე დასამახსოვრებელი რაც იყო, ოქტომბერში იყო თბილისის 1500 წლისთავი, მაშინ გაკეთდა გადაცემა, იმ გადაცემაში გარდა ფოტოებისა ძალიან დიდი მოცულობით იყო კადრში სასუბრო ტექსტები", - ამბობს ტელეწამყვანი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფილმებშიც გადაიღეს, მაინც ტელევიზიაში დარჩენა ამჯობინა.

ჯულიეტა ვაშაყმაძემ ისაუბრა ტელევიზიის დატოვების შესახებაც და თქვა, რომ ის და მისი მეუღლე ერთად გამოუშვეს.

"დიდი უსამართლობა იყო, მე იმ ცხრა წელიწადს ვეღარავინ ვერ დამიბრუნებს, იურიდიულ უსამართლობას ვგულისხმობ სხვათაშორის, ამას უკვე მოჰყვება მორალურიც, შემოქმედებითიც, მატერიალური...ხომ წარმოგიდგენიათ რა განცდაა ეს?!" - ამბობდა ტელეწამყვანი.

კითხვაზე - რომ შესთავაზონ, დაბრუნდება თუ არა ტელევიზიაში, ჟულიეტამ ასე უპასუხა - "სხვათაშორის, ეს ჩემთვის უცხო არ იქნება და მაქვს კიდევაც არაერთი გადაცემა ჩაფიქრებული."

"უამრავი თანამშრომელი იყო ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად" - თინათინ ბერძენიშვილი გიორგი გაბუნიას პასუხობს

"არ იყო ერთი თაიგულიც კი, რომელსაც ტელევიზიის სახელი ეწერებოდა...დედა, ჩემი ხელით დავხატავ იმ ყვავილებს" - გიორგი გაბუნიას ემოციური მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

"ოქროს ბიჭუნა...ზღაპრის გმირს ჰგავს" - გიორგი მარგველაშვილის უმცროსი შვილი, თომა სამი წლის გახდა (ფოტოები)