პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს "ბეთლემის ვარსკვლავის" დაბრუნება - 21 დეკემბრის ღამეს ასტრონომები სატურნისა და იუპიტერის "შერწყმას" ელოდებიან
რას ნიშნავს "ბეთლემის ვარსკვლავის" დაბრუნება - 21 დეკემბრის ღამეს ასტრონომები სატურნისა და იუპიტერის "შერწყმას" ელოდებიან

21 დე­კემ­ბერს ადა­მი­ა­ნე­ბი წლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე საკ­რა­ლურ დღედ მი­იჩ­ნე­ვენ. ეს არის ზამ­თრის ბუ­ნი­ო­ბა, ანუ დღე როცა წლის ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღე და ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ღა­მეა. ყო­ვე­ლი­ვეს კი წელს ერ­თვის უიშ­ვი­ა­თე­სი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნა - ცის კა­ბა­დონ­ზე სა­ტურ­ნი­სა და იუ­პი­ტე­რის "შე­ერ­თე­ბას" ვი­ხი­ლავთ და რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ისი­ნი იმგვა­რად გა­დაკ­ვე­თენ ერ­თმა­ნეთს, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რად ერთ დიდ და კაშ­კა­შა ვარ­სკვლავს და­ვი­ნა­ხავთ.

ას­ტრო­ნომ­თა ვა­რა­უ­დით, ეს მოვ­ლე­ნა შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც უნდა და­ვი­ნა­ხოთ, ვი­ნა­ი­დან პლა­ნე­ტე­ბის გა­დაკ­ვე­თი­სას მათი ზომა სავ­სე მთვა­რის ზო­მის იქ­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი სპე­კუ­ლა­ცია და­ი­წყო. ზო­გი­ერ­თი წერს, რომ ეს "ბეთ­ლე­მის ვარ­სკვლა­ვის" დაბ­რუ­ნე­ბაა, ანუ მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ცაზე ბეთ­ლემ­ში იე­სოს და­ბა­დე­ბი­სას იყო, თუმ­ცა თე­ო­ლო­გე­ბი და ას­ტრო­ნო­მე­ბი ერ­თხმად თან­ხმდე­ბი­ან, რომ ეს მხო­ლოდ სპე­კუ­ლა­ცი­აა და აღ­ნიშ­ნულ­ზე და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ვინ ისა­უბ­რებს.

რე­ლი­გი­ის სა­კი­თხე­ბის პრო­ფე­სო­რი ერიკ ვან­დენ ეი­კე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას "ბეთ­ლე­მის ვარ­სკვლა­ვის" დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სპე­კუ­ლა­ცი­ას უწო­დებს და დას­ძენს, რომ ამ­გვა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი ახლა არ გა­ჩე­ნი­ლა და თე­ო­რია იმის შე­სა­ხებ, რომ იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბის დროს ჩნდე­ბა "სა­ოც­რე­ბის ვარ­სკვლა­ვი“, ჯერ კი­დევ მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში გაჩ­ნდა და ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გერ­მა­ნე­ლი ას­ტრო­ნო­მი­სა და მა­თე­მა­ტი­კო­სის, იო­ჰა­ნეს კეპ­ლე­რის სა­ხელ­თან.

არ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იუ­პი­ტე­რი და სა­ტურ­ნი ერ­თმა­ნეთს ყო­ველ 20 წე­ლი­წად­ში ერთხელ უახ­ლოვ­დე­ბი­ან, თუმ­ცა ისე ახ­ლოს, რო­გორც ამა­ღამ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს პლა­ნე­ტე­ბი, 1623 წლის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლან.

ჩვენ კი ისღა დაგ­ვრჩე­ნია, რომ დავ­ტკბეთ სა­ნა­ხა­ო­ბით, რო­მელ­საც მზის სის­ტე­მის პლა­ნე­ტე­ბი ამა­ღამ "შერ­წყმის" შე­დე­გად გვიმ­ზა­დე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
19

ძალიან არ მინდა რომ ეს ანტიქრისტეს მოსვლის ნიშანი იყოს 

?
1

რომელ საათზე დავაკვირდეთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რას ნიშნავს "ბეთლემის ვარსკვლავის" დაბრუნება - 21 დეკემბრის ღამეს ასტრონომები სატურნისა და იუპიტერის "შერწყმას" ელოდებიან

რას ნიშნავს "ბეთლემის ვარსკვლავის" დაბრუნება - 21 დეკემბრის ღამეს ასტრონომები სატურნისა და იუპიტერის "შერწყმას" ელოდებიან

21 დეკემბერს ადამიანები წლის ერთ-ერთ ყველაზე საკრალურ დღედ მიიჩნევენ. ეს არის ზამთრის ბუნიობა, ანუ დღე როცა წლის ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე გრძელი ღამეა. ყოველივეს კი წელს ერთვის უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენა - ცის კაბადონზე სატურნისა და იუპიტერის "შეერთებას" ვიხილავთ და როგორც მეცნიერები ამბობენ, ისინი იმგვარად გადაკვეთენ ერთმანეთს, რომ ვიზუალურად ერთ დიდ და კაშკაშა ვარსკვლავს დავინახავთ.

ასტრონომთა ვარაუდით, ეს მოვლენა შეუიარაღებელი თვალითაც უნდა დავინახოთ, ვინაიდან პლანეტების გადაკვეთისას მათი ზომა სავსე მთვარის ზომის იქნება.

აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი სპეკულაცია დაიწყო. ზოგიერთი წერს, რომ ეს "ბეთლემის ვარსკვლავის" დაბრუნებაა, ანუ მოვლენა, რომელიც ცაზე ბეთლემში იესოს დაბადებისას იყო, თუმცა თეოლოგები და ასტრონომები ერთხმად თანხმდებიან, რომ ეს მხოლოდ სპეკულაციაა და აღნიშნულზე დაზუსტებით ვერავინ ისაუბრებს.

რელიგიის საკითხების პროფესორი ერიკ ვანდენ ეიკელიც ინფორმაციას "ბეთლემის ვარსკვლავის" დაბრუნებაზე სპეკულაციას უწოდებს და დასძენს, რომ ამგვარი მოსაზრებები ახლა არ გაჩენილა და თეორია იმის შესახებ, რომ იუპიტერისა და სატურნის შეერთების დროს ჩნდება "საოცრების ვარსკვლავი“, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში გაჩნდა და ის დაკავშირებულია გერმანელი ასტრონომისა და მათემატიკოსის, იოჰანეს კეპლერის სახელთან.

არსანიშნავია, რომ იუპიტერი და სატურნი ერთმანეთს ყოველ 20 წელიწადში ერთხელ უახლოვდებიან, თუმცა ისე ახლოს, როგორც ამაღამ მიუახლოვდებიან ერთმანეთს პლანეტები, 1623 წლის შემდეგ არ ყოფილან.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დავტკბეთ სანახაობით, რომელსაც მზის სისტემის პლანეტები ამაღამ "შერწყმის" შედეგად გვიმზადებენ.

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი ამჯერად ნიგერიაში გამოვლინდა - რა არის ცნობილი ვირუსის ამ სახეობაზე?

ეთიოპიის სამხედრო ძალებმა 42 შეიარაღებული პირი მოკლეს - მომხდარს წინ უძღოდა ეთნიკურ ნიადაგზე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა

"პრეზიდენტმა ერდოღანმა ვლადიმირ პუტინს შესთავაზა, "ექვსეულში" საქართველოც ყოფილიყო წარმოდგენილი" - რას წერს თურქული გამოცემა